შეკრულობის გართულებები
ხანგრძლივად მიმდინარე შეკრულობა (ყაბზობა) შესაძლოა გახდეს სხვადასხვა გართულებების მიზეზი, როგორიცაა მეორადი კოლიტი, პროქტოსიგმოიდიტი (სიგმოიდური და სწორი ნაწლავის ანთება). ბრმა ნაწლავში შიგთავსის დიდი ხნით დაყოვნების შედეგად შესაძლოა მოხდეს მისი უკან დაბრუნება წვრილ ნაწლავში ენტერიტის განვითარებით (რეფლუქს-ენტერიტი). შეკრულობა (ყაბზობა) ასევე შეიძლება გართულდეს სანაღვლე გზების დაავადებებით, ჰეპატიტით. სწორი ნაწლავის დაავადებები ხანგრძლივად მიმდინარე შეკრულობა (ყაბზობა) განაპირობებს სწორი ნაწლავის სხვადასხვა