რექტოსკოპია
რექტოსკოპია (ლათ. Rectum — სწორი ნაწლავი, ბერძ. skopeo — ვუყურებ) — სწორი ნაწლავის ლორწოვანის ვიზუალური გამოკვლევის მეთოდი, რომელიც ხორციელდება სპეციალური ხელსაწყოს — რექტოსკოპის მეშვეობით. რექტოსკოპი წარმოადგენს დრეკად მილს, ბოლოში ოკულატორითა და ელექტრონათურით. რექტოსკოპია, სწორი ნაწლავის ანალური ხვრელიდან 30-35 სმ სიღრმეში გამოკვლევის საშუალებას იძლევა. რექტოსკოპიის ჩატარების ჩვენებები რექტოსკოპია მიზანშეწონილია ჩატარდეს როგორც პროფილაქტიკური მიზნით, სწორი ნაწლავის სხვადასხვა