მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა
პროქტოლოგიური ავადმყოფის გამოკვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რენტგენოლოგიური მეთოდით მთელი მსხვილი ნაწლავის შესწავლას. ყველაზე დიდ დიაგნოსტიკურ ღირებულებას ირიგოსკოპია წარმოადგენს. მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ზუსტად ირიგოსკოპიით უნდა დაიწყოს (იხილეთ ირიგოსკოპია). ფისტულოგრაფია ფისტულოგრაფია – ფისტულების კანზე არსებობისას, ანორექტალური და გავა-კუდუსუნის მიდამოს დაავადებების გამოსაცნობად და დიფერნციალური დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება. ფისტულოგრაფიის მთავარი ამოცანა ფისტულის არხის მიმართულების, მდებარეობის, განტოტვილობის, ღრუების წარმოქმნის, მეზობელ