თრომბოზები და ემბოლიები
თრომბოზები და ემბოლიები – (ქირურგ.) თრომბოზები უხშირესად ვითარდებიან ვენებში. ეტიოლოგია, პათოგენეზი თრომბოზის მიზეზი შეიძლება იყოს დაავადებები, რომლებსაც მივყავართ ორგანიზმის რეაქტიულობის ცვლილებებამდე და სისხლის ფიზიკურ – ქიმიური თვისებების გადახრამდე. თრომბოზის განვითარებას ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის დაზიანება, სისხლის ნაკადის შენელება და შემადედებელი სისტემის ცვლილებები. ემბოლიები თრომბის მოწყვეტილ უბნებს ეწოდება ემბოლები. მათ შესაძლოა დაახშონ სანათური, ამ დროს საუბრობენ