ბუასილის (ჰემოროის) გამოვლინებები
რა ნიშნებით ვლინდება ბუასილი? კითხვა: როგორ ვლინდება ბუასილი (ჰემოროი)? პასუხი: ბუასილის (ჰემოროის) ძირითადი გამოვლინებებია სისხლდენა და ჰემოროიდული კვანძების გარეთ გამოვარდნა. ქრონიკული ჰემოროისათვის ტკივილი არა დამახასიათებელი – ტკივილის არსებობის დროს აღინიშნება ბუასილის (ჰემოროის) მწვავე ფორმა ან სახეზეა სწორი ნაწლავის სხვა დაავადება. ასევე ყველა სახის სისხლის გამოყოფა ან რაიმე წარმონაქმნის გამოვარდნა გარეთ არ ადასტურებს ბუასილის (ჰემოროის) არსებობას.