Category Archives: turmanidze

რექტორომანოსკოპია

რექტორომანოსკოპია – კვლევის საექიმო მეთოდი: სწორი ნაწლავისა და სიგმოიდური კოლინჯის შიგნითა ზედაპირის დათვალიერება მის სანათურში რექტორომანოსკოპის შეყვანით (დრეკადი ზონდი ან მილი გამანათებელი ოპტიკური სისტემით) გაფრთხილება! არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

რექტალური გამოკვლევა

რექტალური გამოკვლევა – (ლათ. Rectum სწორი ნაწლავი) დიაგნოსტიკური მეთოდი, რომელიც სრულდება სწორი ნაწლავის სანათურიდან, ნაწლავში, მის ირგვლის მდებარე ორგანოებსა და ქსოვილებში ცვლილებების დასადგენად, სწორი ნაწლავის და უკანა ტანის კუნთების მდგომარეობის შესაფასებლად. ასევე მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი და ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისათვის. კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება თითებით გამოკვლევა და ენდოსკოპური გამოკვლევა (რექტორომანოსკოპია) რექტალური გამოკვლევა – FB-პრეზენტაცია გვანცა

Read More

რექტალური

რექტალური – (ლათ. Rectum – სწორი ნაწლავი) სწორ ნაწლავთან დაკავშირებული… გაფრთხილება!  ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პროქტოლოგია

პროქტოლოგია – მედიცინის დარგი, რომელიც მსხვილი ნაწლავის დაავადებებს შეისწავლის. .. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პროქტოდინია

პროქტოდინია – (ბერძ. proktos – უკანა ხვრელი) სწორი ნაწლავის მტკივნეული სპაზმები, მისი ორგანული დაავადების გარეშე. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

თრომბოზები და ემბოლიები

თრომბოზები და ემბოლიები – (ქირურგ.) თრომბოზები უხშირესად ვითარდებიან ვენებში. ეტიოლოგია, პათოგენეზი თრომბოზის მიზეზი შეიძლება იყოს დაავადებები, რომლებსაც მივყავართ ორგანიზმის რეაქტიულობის ცვლილებებამდე და სისხლის ფიზიკურ – ქიმიური თვისებების გადახრამდე. თრომბოზის განვითარებას ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის დაზიანება, სისხლის ნაკადის შენელება და შემადედებელი სისტემის ცვლილებები. ემბოლიები თრომბის მოწყვეტილ უბნებს ეწოდება ემბოლები. მათ შესაძლოა დაახშონ სანათური, ამ დროს საუბრობენ

Read More

ბუასილი. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბუასილი – (ქირურგ.) სწორი ნაწლავის დისტალური ნაწილის ლორწქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერება. აღნიშნული პათოლოგია – ბუასილი  ვითარდება ვენური კედლის თანდაყოლილი ან შეძენილი სისუსტის დროს, ვენური უკუდინების გაძნელების (სიმსივნეები, ორსული საშვილოსნო, მკვრივი განავლოვანი მასების დაგროვება მკვეთრი შეკრულობების დროს და ა.შ.) შედეგად. ბუასილის სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენ გარეთა და შიგნითა ბუასილს. ავადმყოფები უჩივიან ტკივილებს დეფეკაციის დროს, სიმძიმისა და წვის შეგრძნებას, ქავილს,

Read More

ანუსი

ანუსი (ყითა ნაწლავი, ყითა) – (ლათ. anus — „რგოლი“) უკანა ტანი, ყითა, სწორი ნაწლავის ბოლო ნაწილი. ანუსის დანიშნულება ანუსის დანიშნულება ორგანიზმიდან ფეკეალიებისა და აირის გამოყოფაა. სწორი ნაწლავის მომჭერი ფუნქციის წყალობით (ჰიდრავლიკური მექანიზმი, ასევე ჰემოროიდული სტრუქტურა აქტიურად მონაწილეობს აირებისა და შიგთავსის შესაკავებლად, სწორი ნაწლავის მომჭერი ფუნქციის ჰერმეტიზაციაში) ადამიანს შეუძლია დაარეგულიროს დეფეკაციის პროცესი. მას შემდეგ, რაც ფეკეალიები გადადის ანალურ

Read More

ანალური ხვრელი

 ანალური ხვრელი – (ანუსი, უკანა ხვრელი) საჭმლის მომნელებელი არხის ბოლო ნაწილის ხრელი, რომელიც ემსახურება ორგანიზმიდან საჭმლის გადაუმუშავებელი ნარჩენების გამოყოფას. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება!

ანალური ნახეთქი (ნაპრალი)

ანალური ნახეთქი (ნაპრალი) – ანალური არხის ლორწოვანის ჩახევა, რომელიც იწვევს მკვეთრ ტკივილს დეფეკაციისას. გაფრთხილება!; ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  იხ. სტატია ,,ანალური ნაპრალი”

აბსცესი ანორექტული

აბსცესი ანორექტული – (abscessus anorectalis) აბსცესი, რომელიც ლოკალიზებულია სწორი ნაწლავის ანალური ნაწილის გარემომცველ უჯრედისში და უკანა ტანში; წარმოიქმნება კანქვეშა ან ლორწქვეშა პარაპროქტიტის დროს. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება!

ბუასილის სამკურნალო მცენარეული ნაკრებები

ბუასილის სამკურნალო მცენარეული ნაკრებები 1. მახვილფოთლიანი სინამაქის ხის ფოთლები 20 გრ 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ. ძილის წინ დავლიოთ 1/2 ჭიქა მიღებული გამონაცემი. შიშველი ძირტკბილას ფესვი 20 გრ. ჩვეულებრივი ფარსმანდუკის ბალახი 20 გრ. მურყნისებრი ხეჭრელის ქერქი 20 გრ. სათესი ქინძის ნაყოფები 20 გრ. 2. დასვრეტილი კრაზანას

Read More

კოლიტი colitis

კოლიტი colitis – მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება. იშემიური კოლიტი მსხვილი ნაწლავის სეგმენტური დაზიანება, განპირობებული სისხლით მომარაგების დარღვევით. ხშირად ზიანდება ელენთის სიმრუდის მიდამო, იშვიათად განივი კოლინჯი, დასწვრივი და სიგმოიდური ნაწლავი. ეტიოლოგია, პათოგენეზი ხანდაზმულებში ჯორჯლის ქვედა არტერიის ათეროსკლეროზული დაზიანება; ხელშემწყობი ფაქტორია აორტიდან ამ არტერიის გამოსვლის ანატომიური თავისებურება. სიმპტომები, მიმდინარეობა განგრენოზული (ნეკროზული) ფორმა წარმოიქმნება ჯორჯლის ქვედა არტერიის

Read More

შეკრულობა, ყაბზობა

შეკრულობა, ყაბზობა – დეფეკაციის ხანგრძლივად შეჩერების პოლიეტიოლოგიური სინდრომი. დაავადებებისა და ჯანმრთელობასთ ან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო კლასიფიკაცია შეკრულობას (ყაბზობას) დაავადებებს მიაკუთვნებს. ამავე დროს, გასტროენტეროლოგიური ორგანიზაციების – გასტროენტეროლოგების მსოფლიო ორგანიზაციისა და ამერიკის გასტროენტეროლოგიური ასოციაციის მიხედვით, შეკრულობა (ყაბზობა)  არის სიმპტომი და არა დაავადება. შეკრულობის სტატისტიკა შეკრულობა (ყაბზობა) სერიოზული სამედიცინო და სოციალური პრობლემაა. განვითარებულ ქვეყნებში ამა თუ იმ ხარისხის  შეკრულობა

Read More

ნაწლავთა გაუვალობის ცალკეული სახეები

ნაღველკენჭოვანი ნაწლავური გაუვალობა დაავადებისათვის დამახასიათებელია: ავადმყოფთა ასაკი 60-70 წელი, ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტი ანამნეზში, ნაწლავური გაუვალობის სურათი. სპაზმის ლიკვიდაციის შემდეგ კენჭი განაგრძობს მოძრაობას. საბოლოოდ კი ახდენს ნაწლავის ობტურაციას ილეოცეკალური კუთხიდან 1 მ-ში – წვრილი ნაწლავის ყველაზე წვრილ ნაწილში. სიმპტომები, მიმდინარეობა ვლინდება ტკივილი, ღებინება, მუცელში ისინჯება ცომისებრი წარმონაქმნი, რომელიც მტკივნეულია პალპაციით. აღინიშნება სისხლის შერევა განავალში; პროგრესირებადი ილეოცეკალური

Read More

ნაწლავთა გაუვალობა

ნაწლავთა გაუვალობა (intestinal obstruction) – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების სრული შეუძლებლობით, ნაწლავის ამა თუ იმ უბანზე განვითარებული წინააღმდეგობის გამო. განასხვავებენ დინამიკურ და მექანიკურ გაუვალობას. დინამიკური გაუვალობა შესაძლებელია იყოს სპასტიკური (იშვიათად) და პარალიზური. პარალიზური გაუვალობა პარალიზური გაუვალობა განპირობებულია ტოქსიკური, ნეირორეფლექტორული, ნეიროტოქსიკური ზემოქმედებებით, შრატში ელექტროლიტების შემცველობის ცვლილებებით ან სისხლმიმოქცევის დაქვეითებით ნაწლავის კედელში. ინფექციურ-ტოქსიკური მიზეზებია: პერიტონიტი,

Read More

მეგაკოლონი

მეგაკოლონი – მსხვილი ნაწლავის გაფართოება (გირშპრუნგის დაავადება, ჩაგასის დაავადება, იდიოპათიკური მეგაკოლონი და სხვ.). ეტიოლოგია, პათოგენეზი მსხვილი ნაწლავის კედლის ნერვული განგლიების თანდაყოლილი განუვითარებლობა ან ტოქსიკური დაზიანება; ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მიმდინარე დისტროფიული პროცესები, რომლებიც განაპირობებენ მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილების ან მისი სეგმენტების მოტორული ფუნქციის მოშლას; ნაწლავის სანათურის ორგანული შევიწროება. განავლოვანი მასების გადაადგილების გაძნელება შევიწროებულ ან არაპერისტალტირებად მსხვილ

Read More

კრონის დაავადება

კრონის დაავადება – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არასპეციფიკური ანთებითი დაზიანება; ხასიათდება ანთებითი ინფილტრატებისა და ღრმა წყლულების წარმოქმნით, რომლებიც რთულდებიან პერფორაციებით, ასევე გარეთა და შიგნითა ფისტულების წარმოქმნით, სისხლდენითა და სხვ. ეტიოლოგია, პათოგენეზი დადგენილი არ არის. კრონის დაავადება ვლინდება გრანულომატოზური კოლიტის სახით. მსხვილ ნაწლავში გრანულომატოზური ანთებისა და წყლულოვანი კერების წარმოქმნა იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას, ფაღარათს, გამოფიტვას, ნაწლავებიდან სისხლდენას, ანემიას, დისპროტეინემიას,

Read More

არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი

არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულოვანი დაზიანება (დაწყებული სწორი ნაწლავიდან). ხასიათდება გახანგრძლივებული მიმდინარეობით, მძიმე ადგილობრივი და სისტემური გართულებებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი ეტიოლოგია ცნობილი არ არის. არის საფუძველი რომ ეს დაავადება ჩაითვალოს ავტოიმუნურ პროცესად, რომელიც მიმდინარეობს ტოქსიკურ-ალერგიული და ბანალური ინფექციური დაზიანებებით. მსხვილი ნაწლავის მრავლობითი წყლულები იწვევენ ორგანიზმის გამოხატულ ინტოქსიკაციას, მსხვილი ნაწლავიდან უხვი რაოდენობის ლორწოს,

Read More

ბუასილი

ბუასილი, ჰემოროი, hemorrhoid(s) ბუასილი (ჰემოროი)- სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის ვენების კვანძოვანი გაგანიერება. თან ახლავს სისხლდენა, ზოგჯერ თრომბოზი, ანთება, ქავილი და რიგი სხვა პროცესები. სტატისტიკა სწორი ნაწლავის დაავადებათა შორის,  ბუასილი (ჰემოროი) – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. შესაბამისად ბუასილი (ჰემოროი) არის პროქტოლოგთან მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზი. ცხოვრების თანამედროვე წესების გამო, ბუასილით (ჰემოროით) დავადებულთა რაოდენობა იზრდება. პროქტოლოგთა პაციენტების 

Read More