Category Archives: Без рубрики

მარნეულის ნამოსახლარები და დიდი აღმოჩენები

მარნეულის ირგვლივ საქართველოს ისტორიისა და კულტურისთვის მნიშვნელოვანი ნეოლითური ნამოსახლარებია – არუხლოს გორა, ხრამის დიდი გორა, შულავრისა და იმირის გორები. ხრამის დიდ გორაზე აღმოაჩინეს თიხის საღვინე ჭურჭელი და ყურძნის წიპწები, რომელთა ასაკი 8000 წელია. ამ მასალის კომპლექსური კვლევების შედეგად მსოფლიო მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და  კულტურული ვაზისგან ღვინო

Read More

ლენტეხის გეოგრაფია და კლიმატი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ლენტეხი. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია (ყაბარდო-ბალყარეთი), სამხრეთიდან ლეჩხუმი, აღმოსავლეთიდან რაჭა, ხოლო დასავლეთიდან სამეგრელო და ზემოსვანეთი ესაზღვრება. იგი სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით ლეჩხუმის ქედით, დასავლეთით კოდორის, ხოლო ჩრდილოეთით – კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედით არის შემოსაზღვრული. ლენტეხის ტერიტორია მაღალმთიანია, ჭარბობს

Read More

რა ვნახოთ ლანჩხუთში

უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ლანჩხუთი ბუნების სილამაზითაც გამოირჩევა. აქ ერთმანეთს ერწყმის ზიანი სანაპიროები და წვანეში ჩაფლული გარემო. კოლხეთის ეროვნული პარკი, პალიასტომის ტბა თუ ჯაპანის ტბა უამრავი გადამფრენი ფრინველითა და თავისებური ეგზოტიკით აუცილებლად მოგხიბლავთ. ლანჩხუთი შესანიშნავია როგორც სამოგზაუროდ, ასევე ზღვისპირა დასვენებისთვის. ჩამავალი მზის ფონზე ოქროსფრად მოელვარე წყალი, ცხელი ქვიშა და ჩალისფერი ბუნგალოები ტროპიკული ფერადოვნებითა და

Read More

ლანჩხუთის შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, გურიისმხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორია ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იყო დასახლებული. ბრინჯაოს ხანიდან აქ უკვე ქალაქური ცხოვრება იყო განვითარებული, რასაც შუხუთის ნაქალაქარი ადასტურებს. ისტორიულ წყაროებში ლანჩხუთი პირველად XVII საუკუნეში იხსენიება. ლანჩხუთის ეტიმოლოგიასთან დაგავშირებით მეცნიერებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. სიმონ ჯანაშიას თეორიის მიხედვით ეს სახელი მეგრულ-ჭანურ სიტყვას, ჩხუ-ს უკავშირდება, რაც ძროხას ნიშნავს, თავად ლანჩხუთს

Read More

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, გურიის მხარეში.[4] ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ლანჩხუთი. ისტორია მუნიციპალიტეტის ტერიტორია დასახლებულია ქვის ხანიდან. ადრე ბრინჯაოს ხანიდან ქალაქური ცხოვრების წესს ადასტურებს შუხუთის ციხე-ქალაქის არსებობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ოზურგეთის მაზრაში. 1930 წლიდან ცალკე რაიონია. საბჭოთა პერიოდში გამოიცემოდა რაიონული გაზეთი „სოციალისტური შრომა“. ლანჩხუთს გაუმარჯოს! ლანჩხუთელებს სალამი!

ლანჩხუთის გეოგრაფია და კლიმატი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარეში მდებარეობს, შავ ზღვას, მდინარე ფიჩორსა და გურიის ქედს შორის. იგი ოდიშ-გურიის დაბლობის ტერიტორიასა და მის მიმდებარე სერებს მოიცავს. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ლანჩხუთი. მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლი ესაზღვრება, აღმოსავლეთით – სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით – ხობის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით კი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. ლანჩხუთის

Read More

რა ვნახოთ ლაგოდეხში

ლაგოდეხი ულამაზესი ბუნებითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლებით მდიდარი რაიონია. აქ ნახავთ ბრძოლაგამოვლილ ციხე-სიმაგრეებსა და შუასაუკუნეების, გამორჩეული მხატვრობის მქონე ტაძრებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფ.ლელიანის წმ.თეოდორე ტირონის ეკლესია, ხოშატიანის ღვთისმშობელი, მაჭის ციხე და სხვა. ძალიან საინტერესოა ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია ძვ. წ. IV ათასწლეულიდან გვიან ფეოდალურ ხანამდე პერიოდის მასალა. აქ წარმოდგენილია ქვის, ბრინჯაოს, თიხის სხვადასხვა დანიშნულების ნივთები, სამკაული,

Read More

ლაგოდეხის შესახებ

ლაგოდეხი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი უძველესი ისტორიის მქონე ტერიტორიაზე აღმოცენდა, რომელიც ჯერ კავკასიის ალბანეთის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ ჰერეთის ადრეფეოდალური ხანის ქართულ სახელმწიფოებრივ ერთეულში, შემდეგ კი დამოუკიდებელ ფეოდალურ სამთავროდ ჩამოყალიბდა. მოგვიანებით იგი რანთა და კახთა სამეფოს შემადგენლობაში იყო, ხოლო შემდეგ კახეთის სამეფოსთან ერთად ერთიანი ფეოდალური საქართველოს ნაწილი გახდა. ლაგოდეხი წყაროებში ცნობილია აგრეთვე ლაგოეთის, ლაკუათის და

Read More

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. აღმოსავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკა, დასავლეთით — ყვარლის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით — დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთით საზღვრავს სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები. ლაგოდეხს გაუმარჯოს! ლაგოდეხელებს სალამი!

ლაგოდეხის დაცული ტერიტორია

მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით მრავალფეროვანი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ქ. ლაგოდეხში, საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე მდებარეობს და ზღ. დ-დან 590-3500 მ-ის სიმაღლემდე ვრცელდება. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19755 ჰა) და აღკვეთილს (4500 ჰა). დღეისათვის ლაგოდეხის აღკვეთილში მოწყობილია თვალწარმტაცი, უსაფრთხო და ინფორმატიული ხუთი ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: ,,როჭოს

Read More

რა ვნახოთ კასპში

კასპის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კულტურული ძეგლების სიმრავლითა და ბუნების სილამაზით. ტყეები, ხეობები, შესანიშნავი ხედები და ყვავილოვანი მდელოები საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მარშრუტების დაგეგმვის საშუალებას გვაძლევს. ცხავერისა და ნოსტეს ჩანჩქერებს, სოფელ გოსტიბეს, თავკავთასა თუ სხვა მრავალ საოცარ ადგილს ბევრი მოგზაურობის მოყვარული და ბუნების სიმშვიდეში დასვენების მსურველი სტუმრობს. კასპში ულამაზეს ბუნებასთან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლიც გვხვდება. აღსანიშნავია

Read More

კასპის შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც უძველესი ნამოსახლარები და არქეოლოგიური მასალა მოწმობს. კასპი დარეული პერიოდიდანვე დაწინაურდა და მნიშვნელოვანი სამხედრო და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, რაც მისი გეოგრაფიულ-სტრატეგიული მდებარეობით იყო განპირობებული. იგი ციხე-ქალაქს წარმოადგენდა, რომელსაც საკუთარი სპასალარი ჰყოლია. V საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, კასპი განვითარების

Read More

თიანეთის შესახებ

თიანეთი მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე რაიონია, რაზეც აქ არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლებიც მოწმობენ. თიანეთი, როგორც გეოგრაფიული მხარის სახელწოდება, ისტორიულ წყაროებში პირველად IV საუკუნეში ჩნდება. “მოქცევაი ქართლისაის” თანახმად, წმინდა ნინო წობენიდან “გარდავიდა ერწუდ, და დადგა ჟალეთს, დაბისა ედემს და ნათელსცა ერწუ-თიანელთა”. XI საუკუნის დასაწყისში კახეთის სამეფოს ცენტრი თიანეთში იყო. აქ გადიოდა

Read More

თიანეთის სიტორია

თიანეთი ისტორიულ წყაროებში IV საუკუნიდან იხსენიება.სწორედ IV საუკუნითაა დათარიღებული მუნიციპალიტეტში მდებარე ჟალეთის ეკლესია. თიანეთი VII-XI საუკუნეებში წარმოადგენდა ისტორიული კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრს,სადაც მდებარეობდა კვირიკე III-ს სასახლე-ბოდოჯის ციხე(იგივე ცხრაკარა),რომელიც ბაგრატ IV-მ გადაწვა საგართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლის პერიოდში.დღეს შემორჩენილია კოშკისა და ეკლესიის ნანგრევები. ძველად თიანეთზე გადიოდა ცნობილი საქარავნე-აბრეშუმის გზა,რომლითაც აღმოსავლეთის ქვეყნები უკავშირდებოდნენ ევროპას 1917 წლამდე თიანეთი ეკუთვნოდა თიანეთის,1924 წლიდან

Read More

რა ვნახოთ თიანეთში

თიანეთი ძალიან მდიდარი რაიონია, როგორც კულტურული ძეგლებით, ასევე ბუნების სილამაზით. აქ შუა საუკუნეების მრავალი მნიშვნელოვანი ტაძარი და ციხესიმაგრეა. განსაკუთრებით ცნობილია ბოჭორმის ციხე-სიმაგრე და ეკლესია საინტერესო არქიტექტურითა და მოხატულობით, სასახლე ცხრაკარა და ჟალეთის ეკლესია. თიანეთში მდებარეობს ქართველი პოეტის, მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი, სადაც დაცულია მის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის

Read More

კასპის ისტორია

უძველესი ნამოსახლარები და არქეოლოგიური მასალები მეტყველებს, რომ ადამიანი აქ ქვის ხანიდან ცხოვრობდა. სტრატეგიული მდებარეობის გამო, კასპი მალე იქცა ციხე-ქალაქად, რომელსაც საკუთარი სპასალარი ჰყავდა. V საუკუნეში მას, როგორც განათლებისა და აღზრდის ცენტრს, ქვეყანაში  განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. VIII საუკუნეში მტრის შემოსევამ ქალაქი მთლიანად გაანადგურა. საუკუნეების განმავლობაში აქაურობამ ბევრი დაცემა და აღდგენა განიცადა. კასპი ვერც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს

Read More

კასპის მუნიციპალიტეტი

კასპის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კასპი. კასპს გაუმარჯოს! კასპელებს სალამი!

თიანეთის გეოგრაფია და კლიმატი

თიანეთის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა თიანეთი. იგი მოიცავს დაბა თიანეთის, დაბა სიონის, არტნის, ახალსოფლის, ზარიზეების, ნაქალაქრის, ჟებოტის, სიმონიანთხევის, ტუშურების, ღულელების, ჩაკურაანთგორისა და ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებს. მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთით დუშეთის მუნიციპალიტეტი ესაზღვება, აღმოსავლეთით – ახმეტის, სამხრეთით კი მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია საშუალო-მაღალმთიანია. ტერიტორიის დიდი ნაწილი მაღლობებსა და მთისწინეთებს

Read More

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1930 წლიდან გამოიყო ცალკე, როგორც ჩხარის რაიონი. 1950 წლიდან ეწოდება თერჯოლის რაიონი, 2006 წლიდან – თერჯოლის მუნიციპალიტეტი. ბუნება თერჯოლის მუნიციპალიტეტი მუნიციპალიტეტის ტერიტორია ძირითადად მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ტერიტორია — 357 კვ. კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 250 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის

Read More

თერჯოლის შესახებ

თერჯოლის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში სახლობდა, ამას თერჯოლაში არსებული გამოქვაბულებიც ადასტურებს, სადაც ქვის იარაღები და სხვა არტეფაქტებია გამოვლენილი. კარგადაა ცნობილი ცნობილი საკაჟიასა (სოფელი გოდოგანი) და საგვარჯილეს გამოქვაბულები. რაიონში ასევე აღმოჩენილია ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები, რაც ცხადყოფს რომ ამ ტერიტორიებზე ადამიანის განვითარების თითქმის ყველა ეტაპზე არსებობდა

Read More