Category Archives: Без рубрики

ფოთი

ფოთი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი[3], საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მდებარეობს შავ ზღვის ნაპირზე, მდინარე რიონის შესართავთან. არის საპორტო ქალაქი, ფოთისა და ხობის ეპარქიის ცენტრი. გეოგრაფია რელიეფი მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 1-3 მეტრზე, თბილისიდან დაშორებულია 312 კმ-ით (რკინიგზით). ქალაქის ტერიტორია შეადგენს 69 კვ. კმ-ს. ქალაქს უჭირავს ზღვისპირა ვაკე-დაბლობი, რომელსაც მდინარე რიონის ერთ-ერთი ტოტი არათანაბარ ნაწილებად

Read More

ფოთი 1872 წელს

მაქს ფონ ტილმანი, გერმანელი დიპლომატი აღწერს ფოთს. მან 1872 წელს იმოგზაურა კავკასიაში, ოსმალეთსა და ირანში, რაც აღწერა 1875 წლის წიგნში Streifzüge im Kaukasus, in Persien und in der asiatischen Türkei. რიონის დელტა, ჯონ ტელფერის ნახატი ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ფოთი წარმოადგენდა დიდ ჭაობს რამდენიმე ქოხით; ათი წლის წინ მოსახლეობა ხტუნვით გადადიოდა წვიმიან

Read More

ვინ დააარსა ქალაქი ფოთი?

არა, გერონტი ფოთელმა ნამდვილად არა. თქვენ შესაძლოა არ იცოდეთ, თუმცა ფოთი ამიერკავკასიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია შავი ზღვისპირეთში. იგი წარმოიქმნა მდინარე რიონის ქვემო წელზე მცხოვრებ უძველეს მოსახლეთა საფუძველზე ძვ.წ.აღ მეექვსე საუკუნეში.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის გეოგრაფიული მდგომარეობა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი იყო უძველესი დროიდანვე. ამ კუთხით, სავაჭრო სფეროში ქალაქი საგრძნობლად იყო დაწინაურებული. დარწმუნებული ვარ, არგონავტების და ოქროს

Read More

ტყიბულის შესახებ

ტყიბულის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიას ადრე ოკრიბა ერქვა. ეს სახელწოდება ლაზური სიტყვიდან – "კირიბ" მომდინარეობს, რაც საბატკნეს ნიშნავს. ტყიბულის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც ნასახლარები და მრავალი არტეფაქტი ადასტურებს. რაიონში ასევე აღმოჩენილია ბრინჯაოს იარაღის საწარმოები, ანტიკური ნასახლარები და ანტიკური ხანის კოლხური მონეტების ზარაფხანა. ტყიბულის ტერიტორიაზე ფაქტობრივად აგნვითარების ყველა

Read More

რა ვნახოთ ტყიბულში

ტყიბულის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ამწვანებული გარემო, ტყეები, ვრცელი ხედები, ჩანჩქერები და მღვიმეები უამრავ ბუნებისა და ხეტიალის მოყვარულს იზიდავს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მუხურას ჩანჩქერი, ცუცხვათის მღვიმე და წყალწითელას ხეობა. ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს ტყიბულის წყალსაცავიც. საოცარი ხედებით გამოირჩევა ნაქერალას ქედზე, ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე მდებარე სალოცავი – ცხრაჯვარი. ცუცხვათის მღვიმე, გარდა იმისა,

Read More

ტყიბულის ისტორია

ტყიბული (ტყვიბული) ისტორიულ წყაროებში პირველად 1259-1293 წლით დათარიღებულ ძეგლში იხსენიება. ფეოდალურ ხანაში ტყიბული აგიაშვილების საგვარეულოს მიეკუთვნებოდა. 1825 წელს აღმოჩენილ იქნა ქვანახშირის საბადო. 1846 წელს დაიწყო ქვანახშირის მოპოვება. 1887 წელს გაყვანილ იქნა ქუთაისი–ტყიბულის სარკინიგზო ხაზი და ქვანახშირის მოპოვებამ მნიშვნელოვან მასშტაბს მიაღწია. 1939 წლის 20 სექტემბერს სოფელი ტყიბულისა და დაბა ტყიბულის გაერთიანების შედეგად შეიქმნა ქალაქი ტყიბული[4]. ქვანახშირის

Read More

ტყიბულის გეოგრაფია

ტყიბულის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს, ოკრიბის ქვაბულში, ზღვის დონიდან 600-800 მეტრზე. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ტყიბული. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ამბროლაური ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთით – ჭიათურა, სამხრეთით – თერჯოლა, სამხრეთ-დასავლეთით – ქალაქი ქუთაისი, დასავლეთით კი – წყალტუბო. ტყიბულის მუნიციპალიტეტი მოიცავს ათ ადმინისტრაციულ ერთეულს, ესენია: ქალაქი ტყიბული, გურნა, კურსები, ორპირი, საწირე, სოჩხეთი, ხრესილი, ჯვარისა, მუხურა და ცუცხვათი. რაიონი გაშენებულია

Read More

სიღნაღის შესახებ

სიღნაღი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. არქეოლოგიური გამოკვლევიბით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული. სიღნაღის რაიონის ტერიტორია ადრე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი, მოგვიანებით კი მას ქიზიყს უწოდებდნენ. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ ამ მხარემ დიდი მნიშვნელობა შეიძინა. აქ აღესრულა და დაკრძალულია წმინდა ნინო. სიღნაღი თურქული წარმოშობის

Read More

ისტორია

სიღნაღი – ქიზიყის გული,  მთაგორიანი ქალაქი… გომბორის ქედზე გოროზად გადმომდგარი და ალაზნის ველის ფხიზლად მოდარაჯე. მეცნიერთა გამოკვლევით თანამედროვე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაახლოებით 30 მილიონი წლის წინათ ზღვით ყოფილა დაფარული, რომელშიც კუნძულის სახით გამოიყოფოდა ცივგომბორის ქედის ზოლი. მუნიციპალიტეტის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბება მომხდარა დაახლოებით ერთი მილიონი წლის წინათ. ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა უხსოვარი დროიდან ცხოვრობს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე ტერიტორია

Read More

რა ვნახოთ სიღნაღში

სიღნაღი ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი და საინტერესო რაიონია და უამრავ ტურისტს იზიდავს. აქ მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების მონახულებას შეძლებთ. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია ბოდბის მონასტერი, რომელიც გადმოცემის თანახმად წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილასაა აგებული. უდიდესი პოპულარობით და მნახველთა სიმრავლით სარგებლობს ქალაქი სიღნაღი. მისი არქიტექტურა, ლამაზი ქუჩები და შესანიშნავი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. მას სიყვარულის ქალაქსაც უწოდებენ. აქ ინახება

Read More

სიღნაღის გეოგრაფია და კლიმატი

სიღნაღის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სიღნაღი. მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები, სამხრეთ-აღმოსავლეთით – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი და აზერბაიჯანის რესპუბლიკა ესაზღვრება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი ივრის ზეგანს უჭირავს. მის ტერიტორიაზე შემოდის გომბორის ქედის მცირე ნაწილიც. მუნიციპალიტეტის ფარგლებში გომბორის ქედის უმაღლესი მთა ჭოპორტია

Read More

სენაკის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. შეიქმნა 1930 წელს სენაკის მაზრის დაშლის შემდეგ. 1935-1989 წლებში ეწოდებოდა ცხაკაიას რაიონი. 2006 წლიდან ეწოდა სენაკის მუნიციპალიტეტი. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი სენაკი. სენაკს გაუმარჯოს! სენაკელებს სალამი!

სენაკის ისტორია

სიტყვა „სენაკი“ ბერის ოთახს, „მცირე სახლს“ ნიშნავს. აქ ბერმონაზვნური ცხოვრება უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ამ რეგიონს ყოველთვის სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. IV-VIII საუკუნეებში აქედან რამდენიმე კილომეტრში ეგრისის სამეფოს დედაქალაქი არსებობდა; შემდეგ ცენტრის ფუნქცია ძველ სენაკს ჰქონდა – სოფელს, რომელიც ახლა ქალაქის განაპირას მოექცა. XX საუკუნის დასაწყისში კი ახლანდელი ქალაქის ტერიტორიაზე რკინიგზის სადგური აშენდა, აქაურობა თბილისი-ფოთის სარკინიგზო

Read More

სენაკის ბუნებრივი და ისტორიული ძეგლები

ისტორიული ძეგლები ძველი სენაკის ტერიტორიაზეა, რომელიც ერთ-ერთი უძველესი სოფელია საქართველოში. განსაკუთრებით საინტერესოა კარსტული მღვიმე-დარბაზი უნაგირას მთის ქვეშ, IV-XVI საუკუნეების შხეფის ციხე, XIX საუკუნის თეკლათის დედათა მონასტერი; ეგრისობა თუ სენაკში ნოემბრის პირველ რიცხვებში ჩახვალ, არ გამოტოვო ფესტივალი „ეგრისობა“, რომელიც ქალაქიდან 17 კილომეტრში, ნოქალაქევის  მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე იმართება. აქ IV-VIII საუკუნეების ეგრისის სამეფოში „იმოგზაურებ“, თეატრალიზებული წარმოდგენებით გაეცნობი ისტორიას,

Read More

სენაკის კულტურული ცხოვრება

კულტურული ცხოვრება აქ ყოველთვის დუღდა – ძველ სენაკშიც და შემდეგ ახალ ქალაქშიც, იყო თეატრალური დასი, სტამბაში იბეჭდებოდა წიგნები – მათი „ვეფხისტყაოსნის“ ეგზემპლარი ინგლისში, უორდროპების ბიბლიოთეკაში ინახებოდა; გახსნილი იყო სათავადაზნაურო სასწავლებელი. სენაკი დღეს თანამედროვე ქალაქია კულტურის სახლით, მუზეუმებით, სამხატვრო გალერეით, სპორტული კომპლექსებით, თხილის, დაფნისა და ჩაის გადამმუშავებელი ქარხნებით. ქალაქის ცენტრში დგას აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის

Read More

საჩხერის შესახებ

საჩხერის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან ცხოვრობდა, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენები და უძველესი ნამოსახლარებიც ადასტურებს. საჩხერეში მრავლადაა აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები და გორასამარხები, ბრინჯაოსა და რკინის სახელოსნოები, ანტიკური ნაგებობების ნაშთები, სამკაულები, კოლხური კერამიკა და სხვა. სხვადასხვა პერიოდის ძეგლები და არტეფაქტები გვიჩვენებს ცივილაზაციის უწყვეტ კვალს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უძველესი დროიდან დღემდე. საჩხერეში

Read More

საჩხერის მუნიციპალიტეტი

საჩხერის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი საჩხერე. მუნიციპალიტეტის ტერიტორია შეადგენს 973 კმ²-ს. მუნიციპალიტეტში 46 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 45 სოფელი, რომლებიც დაყოფილია 13 ტერიტორიულ ერთეულად: 1 ქალაქად და 12 თემად. გეოგრაფია მდებარეობს მდინარეების ყვირილის და ძირულის ზემო და შუა დინებების აუზში. მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: ჩრდილოეთით ესაზღვრება ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები,

Read More

რა ვნახოთ საჩხერეში

საჩხერის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით. სიმწვანე, გაშლილი, ვრცელი ვაკეები, მოლურჯო მთები, წყაროები და პატარ-პატარა ჩანჩქერები შესანიშნავ გარემოს ქმნის ბუნების მოყვარულთათვის. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დევის ტბა, ფასკნარას ჩანჩქერი აკაკი წერეთლის კარსტული მღვიმე. თუკი ბუნების სიმშვიდეში დასვენება გსურთ, ბალნეო-კლიმატური კურორტი – კვერეთი ნამდვილად მოგეწონებათ. გარდა მიმზიდველი ბუნებისა, საჩხერეში მრავალი კულტურული ძეგლის მონახულებაც შეგიძლიათ.

Read More

საჩხერის გეოგრაფია

საჩხერის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს, მდინარეების – ყვირილისა და ძირულის ზემო და შუა დინებების აუზში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი საჩხერე. რაიონს ჩრდილოეთით ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, აღმოსავლეთით – სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ოლქი, სამხრეთით – ხაშური და ხარაგაული, დასავლეთით კი – ჭიათურა. მუნიციპალიტეტის რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია. რაიონის ჩრდილოეთ ნაწილი რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზეა

Read More

ტელეფისის ციხე სამტრედიის მუნიციპალიტეტი

ტელეფისის ციხე იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში მდებარეობს. იგი ადრეულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნება და VI საუკუნით თარიღდება. ციხე ზემოდან დაჰყურებს მდინარე რიონის ხეობას და სტრატეგიული სიმაგრე იყო. 553 წელს ტელეფისის ციხისთვის ბრძოლა გაიმართა ეგრის-ბიზანტიისა და ირანის ჯარს შორის, ეგრისის დიდი ომის დროს. ბიზანტიელი მემატიანე აგათია სქოლასტიკოსი მოგვითხრობს: “სარდალი მარტინე მისი ხელქვეითი ჯარებით ტელეფისში დაბინავებულიყო. ეს

Read More