Category Archives: Без рубрики

ხარაგაულის შესახებ

ხარაგაული იმერეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. აქ ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც დევისხვრელის პალეოლითური ნამოსახლარიც ადასტურებს. ფეოდალურ ხანაში უნიციპალიტეტი არაგვეთის საერისთაოში შედიოდა, რომელზეც გადიოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები. მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იყო ვახანის ციხე. ვახანის ციხეში გაფორმდა ელაზნაურის შეთანხმება 1804 წელს, რომლითაც იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ხარაგაულს მნიშვნელოვანი

Read More

რა ვნახოთ ხარაგაულში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ბევრ საინტერესო ადგილსა და მარშრუტს სთავაზობს მოგზაურობის მოყვარულებს. ულამაზესი ტყეები, ალპური მინდვრები, ჩანჩქერები, ტბები და შესანიშნავი ხედები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებსა და თავგადასვლებს გპირდბათ. ეს რაიონი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებითაც გამოირჩევა. აქ ნახავთ დამიანეს შესანიშნავი მხატვრობით ცნობილ უბისის მონასტერს, ვახანისა და ჩხერის ციხეებს და სხვა მრავალ

Read More

ხარაგაულის ისტორია

ხარაგაულის ისტორიული ტერიტორია მარგვეთის საერისთაოში შედიოდა. აქ გადიოდა ,,აბრეშუმის გზა” . ფეოდალურ ხანაში ხარაგაულის ამჟამინდელი ტერიტორია სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, რადგან მასზე გადიოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები. აქ აღმოჩენილი ისტორიული ძეგლები იძლევა იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ ხარაგაულის ტერიტორია მეტად ინტენსიურად დასახლებული მაგისტრალი იყო. ამას მოწმობს პიტიახშთა საგვარეულო სამარხი, რომელიც აღმოჩენილია სოფელ ბორში ძვ. წთ.

Read More

ხარაგაულის გეოგრაფია და კლიმატი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხარაგაული. რაიონის ტერიტორია მოიცავს მესხეთისა და ლიხის ქედის ნაწილებსა და ძირულის დენუდაციურ პლატოს. ხარაგაული 12 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, ესენია: დაბა ხარაგაული, ბაზალეთი, ბორითი, ვარძია, ვახანი, ზვარი, კიცხი, ლეღვანი, ლაში, მოლითი, ნადაბური, სარგვეში, საღანძილე, ფარცხნალი, ხიდარი, წყალაფორეთი, წიფი, ღორეშა, ხუნევი, ხევი. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ზესტაფონისა და

Read More

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჭიათურა. გეოგრაფია მდებარეობს მდინარე ყვირილის აუზში, უჭირავს იმერეთის მაღლობის ნაწილი. ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება საჩხერის, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით — ხარაგაულის, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტები, დასავლეთით — ტყიბულის, ჩრდილო-დასავლეთით კი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. რელიეფი მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს ჭიათურის პლატოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს და რაჭის ქედის სამხრეთ კალთას. პლატო, ძირითადად,

Read More

ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მუზეუმში დაცულია ჭიათურის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III ათასწლეულით დათარიღებული ბრინჯაოს ცულები, შუბისპირები, ქინძისთავები, მძივები; აგრეთვე ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალები; ადგილობრივ მხატვართა ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტომასალები, სხვადასხვა სახის დოკუმენტები. წყარო: georgianmuseums.ge ჭიათურას გაუმარჯოს! ჭიათურელებს სალამი!

ჭიათურის ისტორია

ანტიკური ხანა ქალაქ ჭიათურის მიდამოები, ისევე როგორც ზემო იმერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, ძველი საქართველოს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული მხარე იყო. ჭიათურაში და მდინარე ყვირილის პირას აღმართულ დიდ კლდეებში ამჟამადაც არის შემორჩენილი მრავალი გამოქვაბული, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ეს გამოქვაბული მურვან ყრუს დროინდელი უნდა იყოს.არაბთა ლაშქრის მეთაური მურვან ყრუ თავის ურდოებით შემოიჭრა საქართველოში და ააოხრა საქართველოს დასავლეთი და აღმოსავლეთი,

Read More

ჭიათურის დაარსება

ქალაქის წარმოშობა და შემდგომი განვითარება კი განაპირობა მდინარე ყვირილის ხეობაში არსებული მანგანუმის მადნის საბადოს ბაზაზე წარმოქმნილმა მრეწველობამ. ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879წელს, როდესაც აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება. 1895 წელს გაიყვანეს რკინიგზა, რომელმაც ჭიათურის რკინიგზის სადგურ შორაპანს დაუკავშირა. ამ პერიოდში ჭიათურაში 6 ათასამდე ადამიანი მუშაობდა, მანგანუმის ხვედრი წილი მსოფლიო ექსპორტში კი 50% – ს

Read More

წყალტუბოს ღირსშესანიშნაობები

ქალაქის სავიზიტო ბარათია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი – პრომეთეს მღვიმე გასაოცარი ფორმის სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით. მახლობლადაა სათაფლიის ნაკრძალი, სადაც დინოზავრის ნაკვალევს ნახავ. წყალტუბო მდიდარია ისტორიული ციხესიმაგრეებითა და ტაძრებით. მათ შორისაა: შუა საუკუნეების დერჩის ეკლესია, ოფშკვითისა და მაღლაკის ეკლესიები და სხვა. აუცილებლად ნახე გეგუთის სასახლე – ქართველი მეფეების ზამთრის რეზიდენცია. ქალაქისა და მუნიციპალიტეტის შესახებ მეტს

Read More

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთით, მდინარეების რიონისა და გუბისწყლის ხეობაში. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ქალაქი ქუთაისი, დასავლეთით სამტრედიისა და ხონის, ჩრდილოეთით ცაგერისა და ამბროლაურის, ხოლო სამხრეთით ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტები. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას 707,5 კვ.მ. უკავია, გავრცელებულია წითელმიწა, ეწერი და ნეშომპალა ნიადაგები. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა რიონი შენაკადებით წყალტუბოსწყალი და გუბისწყალი. მათი წლიური ჩამონაედნი 1690 მლნ.

Read More

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი – სათაფლია

სათაფლია-მდებარეობს იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მეტრზე. დარსდა 1935 წელს.დღესდღეობით, სათაფლიაში მოწყობილია ორი ტურისტული ბილიკი, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები, შუშის პანორამული გადასახედი, საიდანაც იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედი იშლება და დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობა. სათაფლია დამთვალიერებლებისთვის მაქსიმალურად კეთილმოწყობილი და მრავლისმომცემი ადგილია. სათაფლია თავისი გასაოცარი ბუნებით, დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდებათ. ეს

Read More

კურორტი წყალტუბო

წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია. იგი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, ქუთაისიდან 7 კმ-ით არის დაშორებული, თბილისიდან – 250 კმ-ით, ხოლო შავი ზღვიდან – 70 კმ-ით, იგი ზღვის დონიდან 95-120 მ-ზე მდებარეობს. თუ კი სადმე მართლაც არსებობს ნამდვილი და არა ზღაპრული უკდავების წყარო – იგი აქ, წყალტუბოში ამოსჩქეფს დედამიწის გულიდან. აქ მოჰყავთ ადამიანები, რომლებიც  იმდენად არიან შეპყრობილი დაავადებებით,

Read More

წალკის შესახებ

წალკის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. წალკის მუნიციპალიტეტში ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც სოფელ განთიადში აღმოჩენილი უძველესი პეტროგლიფებიც ადასტურებს. პატარა ხრამის პეტროგლიფები ასამდე ნაკაწრ გამოსახულებას მოიცავს და მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლს წარმოადგენს. წალკის მუნიციპალიტეტი, ისტორიული თრიალეთი, გახლავთ აგრეთვე თრიალეთის კულტურის კერა, აქ არის აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის მრავალი ყორღანი, რომელთა დიდ ნაწილსაც ამჟამად

Read More

წალკის კანიონი

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს წალკის (დაშბაშის) კანიონი – ბუნებრივი ძეგლი, რომელიც მდინარე ხრამის ხეობაში, სოფელ დაშბაშთან მდებარეობს. ეს კანიონი ვულკანურ ქანებშია ჩაჭრილი და დაუვიწყარ სანახაობას ქმნის. აქ ნახავ გამწვანებულ კლდოვან ფერდობზე გადმოსულ ჩანჩქერს, რომელიც წარმოსახვით სამოთხეს არაფრით ჩამოუვარდება და პირველივე შეხედვით მოგაჯადოებს. კიდევ უფრო დიდი ემოცია გელოდება წალკის კანიონზე გადებულ, 240-მეტრიან შუშის ხიდზე, რომლის ანალოგი მსოფლიოში

Read More

რა ვნახოთ წალკაში

წალკის მუნიციპალიტეტი ლამაზი ბუნებითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დაშბაშის კანიონი და მისი ულამაზესი ჩანჩქერები. კანიონი სამოთხისებურიაროგორც ზაფხულში, სიმწვანეში ჩაფლული, ასევე ზამთარში, როცა ჩანჩქერები იყინება და გერემო ყინულის სამეფოს ემსგავსება. მოგზაურები ხშირად სტუმრობენ ასევე წალკის წყალსაცავსა და ბარეთის ტბას. გაშლილ სივრცეებში, ხავერდოვან სერებს შორის მოქცეული ლურჯი ტბები მშვენიერ პეიზაჟებს ქმნის. გარდა ბუნების

Read More

წალკის გეოგრაფია და კლიმატი

წალკის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წალკა. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ბორჯომი, გორი და კასპი ესაზღვრება, დასავლეთით ახალქალაქი, სამხრეთით კი – ნინოწმინდა და დმანისი. წალკის ტერიტორია გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მრავალფეროვანია. რაიონის დასავლეთ ნაწილში იჭრება სამსარის ქედი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოდის აგრეთვე ჯავახეთის ქედის ჩრდილოეთ მონაკვეთი. მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულია ასევე წალკის პლატო ქვაბული. წალკის

Read More

წალენჯიხის შესახებ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. რაიონი გამოირჩევა უდიდესი ისტორიული წარსულით. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება და ფაქტობრივად უწყვეტად გრძელდება. წალენჯიხის ტერიტორიაზე გამოვლენილია მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა და უძველესი ნამოსახლარები. იგი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი ყოფილა შუა საუკუნეებშიც, რასაც უძველესი ტაძრები და ციხე-სიმაგრეებიც ადასტურებს. ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების

Read More

რა ვნახოთ წალენჯიხაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ხეობები, ჩანჩქერები, ყვავილოვანი მდელოები, ტყეები და საოცარი ალპური ტბები წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე და მრავალ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. მოლაშქრეთათვის განსაკუთრებით პუპულარულია ტობავარჩხილის ტბების ბილიკი და ქუაქანცალია. კლდეებს შორის მოქცეული კრიალა ტბები და მათი ჯადოსნური ხედები ზღაპრულ გარემოს ქმნის. უზარმაზარი მოქანავე ლოდი – ქუაქანცალია კი ნამდვილად შეგიქმნით

Read More

წალენჯიხის ისტორია

ამ ტერიტორიაზე ადამიანების ცხოვრება ქვის ხანიდან დღემდე უწყვეტად გრძელდება. წალენჯიხა მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი იყო შუა საუკუნეებშიც, რასაც უძველესი ტაძრები და ციხესიმაგრეები ადასტურებს. საინტერესოა წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია (X-XIII) თავისი უნიკალური ფრესკებით. ინტერიერი სამეგრელოს მთავარ ვამეყ დადიანის (1384-1396) ბრძანებით მოუხატავს კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ მოწვეულ მხატვარს მანელ ევგენიკოსს. ამ ეკლესიაში დაკრძალულია სამეგრელოს ყველაზე ცნობილი მთავარი ლევან II დადიანი

Read More

წალენჯიხის გეოგრაფია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, მდინარე ენგურისა და ჭანისწყლის ხეობებში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წალენჯიხა. რაიონში 2 ქალაქი და 37 სოფელია. წალენჯიხას ჩრდილოეთით მესტიის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, დასავლეთით – გალი, სამხრეთ-დასავლეთით – ზუგდიდი, სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით კი – ჩხოროწყუ. მუნიციპალიტეტის წყლის ძირითადი არტერიებია: მდინარეები – ენგური, ჭანისწყალი და მაგანა. რაიონი მდიდარია ტბებითა და

Read More