Category Archives: Без рубрики

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში, 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით იგი შედიოდა თელავის მაზრაში, 1930 წლიდან კახეთის ოლქშია დამოუკიდებელ რაიონად, შემდეგ ცალკე რაიონია. 2006 წლიდან მუნიციპალიტეტია. წყარო: ვიკიპედია გურჯაანს გაუმარჯოს! გურჯაანელებს სალამი!

გურჯაანის ყველაწმინდა

გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ქალაქიდან ორი კილომეტრის დაშორებით, კახთუბნის ხეობაში მდებარეობს. წერილობითი წყაროები ტაძრის აგების შესახებ არ მოგვეპოვება, თუმცა სტილისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ იგი VIII-IX საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. გურჯაანის ყველაწმინდის ტაძართან და აქ არსებულ მამათა მონასტერთან დაკავშირებულია ლეგენდა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატზე, რომელიც წლების განმავლობაში აქ ინახებოდა. მღვდლის, პოლიკარპე კარბელაშვილის ცნობით, ხატის ცენტრალური ნაწილი (ღვთისმშობელი

Read More

გურჯაანი

გურჯაანი — ქალაქი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 415 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 122 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1934 წელს. მოსახლეობა 10 ათასი (2002 წლის მონაცემებით). გურჯაანი სარკინიგზო კვანძია (აქ თბილის-თელავის რკინიგზის ხაზს გამოეყოფა წნორის მიმართულებით მიმავალი განშტოება), აქ არის ღვინის, საკონსერვო, კვების მრეწველობის საწარმოები, თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ნ.

Read More

გურჯაანი – ეტიმოლოგია

„გურჯაანის“ სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ხალხურ გადოცემებში მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ისტორიულად დასაბუთებული ვერსიის თანახმად ამ სახელს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა „გურჯ“ თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო „გურჯაანი“ — ქართველთა სადგომს. შუა საუკუნეების რუკაზე ახტალასა და ჩუმლაყს შორის აღნიშნულია გურემანი და ვარაუდობენ, რომ სწორედ სახელწოდება გურჯაანი არის გურემანის სახეცვლილი ფორმა. 1757 წელს შედგენილ „განწესებაში თეიმურაზ მეორისა

Read More

გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. გორი. გორის მუნიციპალტეტი აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. მის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ლიახვი, ტანა, თეძამი. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებია გორიჯვარი და ბოშური. ისტორია ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შიდა ქართლის („ზენა სოფლის“) ისტორიულად დაწინაურებული რეგიონი იყო. იგი საქართველოს ცენტრალურ

Read More

გორის დრამატული თეატრი

გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი — ქართული დრამატული თეატრი ქალაქ გორში. დაარსდა 1845 წელს. ისტორია გორში პირველი სცენისმოყვარეთა წარმოდგენა XIX საუკუნის 40-იან წლებში გაიმართა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი ცდები თეატრის ჩამოყალიბებისა. 1845 წლის 1 და 8 მაისს, 11 ივლისს და 7 აგვისტოს დაუდგამთ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედია „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება

Read More

გორის ღირსშესანიშნაობები

გორის ციხე გორის ციხე — ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქალაქ გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა; მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას

Read More

გორის ციხე

შიდა ქართლის რეგიონში საუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვის ციხე მდებარეობს კლდოვან გორაზე, ქალაქ გორის ცენტრში. არქეოლოგიური გათხრების შედეგებისა და ნაპოვნი მასალების მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირველი დასახლებები ამ ადგილზე გამოჩნდა ძვ.წ. IV-III საუკუნეებში. წერილობით წყაროებში გორის ციხის პირველი ხსენება XIII საუკუნით თარიღდება. ამ შენობას განსაკუთრებული სტრატეგიული პოზიცია ჰქონდა და საკვანძო როლი შეასრულა შიდა ქართლის ისტორიაში: მისი

Read More

რა ვნახოთ გარდაბანში

გარდაბნის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ეგხოტიკური ბუნებითა და ისტორიულ კულტურული ძეგლების სიმრავლით. ეს უამრავ ბუნებისა და ხეტიალის მოყვარულს იზიდავს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მრავალწყაროს ფერადი უდაბნო. მრავალფეროვნად დაზოლილი ლანდშაფტი და გაშლილი, უკიდეგანო სივრცეები საოცრად შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. ულამაზესია აგრეთვე ჯანდარისა და კუმისის ტბები და მრავალწყაროს წყალსაცავი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილია გარდაბნის აღკვეთილი, სადაც ფრინველთა 135 და ძუძუმწოვრების 26 სახეობა

Read More

გერმანელები გარდაბანში

1820 წ. საქართველოში დაიწყო გერმანელთა ჩამოსახლება, მათ პირველი ზამთარი გარდაბნის ტერიტორიაზე გაატარეს, მარტყოფის ახლოს, აქვე საქართველოში პირველად, გერმანელების მიერ დაითესა კარტოფილი. ამის შემდეგ ისინი დაასახლეს სართიჭალაში, სადაც იმავე წელს იორიდან გაიჭრა იმ ხანად პირველი არხი გარდაბანის ტერიტორიაზე, ამ არხის ინჟინერი იყო ბაგრატიონი, მისი სიგძე 20 კმ. იყო და რწყავდა სამგორის ველის მცირე ნაწილს. (ქვაკაცის სტელის

Read More

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტი (ყოფ. გარდაბნის რაიონი) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში. 1917 წლამდე ახლანდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის თბილისის მაზრაში, 1921 წლის საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით თბილისის მაზრაშია, 1938 წელს გამოეყო თბილისის ოლქს ყარაიის რაიონის სახელწოდებით. 1947 წლის 18 მარტიდან ეწოდა გარდაბნის რაიონი. ამჟამად მუნიციპალიტეტი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია

Read More

გარდაბნის ისტორია

სტორიულ წარსულში გარდაბანი მდებარეობდა გაცილებით სამხრეთით ვიდრე ამჟამადაა, თვით ტოპონიმი გარდაბანი  მოდის (ქართლის ცხოვრების მიხედვით ქართლოსის ძე გარდაბოსიდან). ქართლოსიდან. ქართლოსის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ ქართლოსის ქვეყანა გაანაწილა შვილებს შორის გარდაბოსს ერგო მხარე სამხრეთით მწარე წყლიდან (ამჯამინდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკა) ჩრდილოეთით ლოჭინის ხეობა, დასავლეთით თრიალეთის ქედი, აღმოსავლეთით მდ. იორი.  იმავე ქართლოსმა თავის სიცოცხლეში ორი ქალაქი სამშვილდე ანუ

Read More

რას ნახავ ბორჯომში?

ჯობს, ქალაქის დათვალიერება მარადმწვანე ბუნებაში ჩაფლული ბორჯომის ისტორიული პარკიდან დაიწყო. გრილი კლიმატი, დასასვენებელი ადგილების სიმრავლე, ატრაქციონები და მთავარი სიმდიდრე – მინერალური წყლის წყაროები, მათ შორის „ეკატერინეს წყარო“, რომელიც ყოველთვის იზიდავდა საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩასულ დამსვენებელსა თუ უცხოელ ტურისტს. ბორჯომის პარკში მდებარეობს მინერალური წყლების პირველი ჩამომსხმელი ქარხანა, რომელმაც ფუნქციონირება 1890 წელს დაიწყო. აქვეა პირველი ჰესი მთელ

Read More

ბორჯომის ისტორიული წარსული

ამ მხარეს მდიდარი ისტორია აქვს. ბორჯომში შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრეები – პეტრეს ციხე და გოგიას ციხე. ბორჯომის სიახლოვესაა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, XIII საუკუნით დათარიღებული ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც უნიკალური არქიტექტურითა და ფრესკებით გამოირჩევა. ბორჯომიდან ორიოდე კილომეტრში კი, მწვანით შემოსილ ბუნებაში, წმინდა გიორგის მონასტერი დგას, რომელსაც ადგილობრივები „მწვანე მონასტერს“ უწოდებენ. წყარო: georgia.travel ბორჯომს

Read More

ბორჯომის ბუნება

ბორჯომში ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული იცის. აქ სასტუმროები წელიწადის ნებისმიერ სეზონზე ფუნქციონირებს, მათ შორის – 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები „ბორჯომი ლიკანი“ და საოჯახო სახლები. ბორჯომის მთავარი სიმდიდრე ვულკანური წარმოშობის უნიკალური მინერალური წყალია, რომელიც უკვე 1500 წელია, მიწის ზედაპირზე 9-10 კმ სიღრმიდან ამოდის და სწორედ ასეთი წარმოშობა განაპირობებს ამ წყლის უნიკალურობას. სამკურნალო დანიშნულებით ბორჯომის წყალს

Read More

ბორჯომის არქიტექტურა

ბორჯომში უნიკალური არქიტექტურის ნიმუშებს შეხვდები – გეოლოგების სახლს, ვიწროლიანდაგიან სარკინიგზო გზას, რომელიც ბორჯომ-ბაკურიანის სიმბოლო და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მას თავისი „კუკუშკა“ და გუსტავ ეიფელის მიერ დაპროექტებული ხიდი აქვს, რომელიც წაღვერი-ცემის მონაკვეთზე შეგხვდება. როგორც ცნობილია, ხიდი მიხეილ რომანოვმა საფრანგეთში ეიფელის კოშკის ავტორს გუსტავ ეიფელს შეუკვეთა. ბორჯომის მახლობლად, ლიკანში, ძველი სასახლეც დგას – ნაგებობა, რომელიც გერმანელი არქიტექტორის

Read More

ბოლნისის ტრადიციები

სოფელში გვალვის დროს ერთ-ერთ ქალს, რომელსაც დამბლა მაროს ეძახდნენ,ატარებდნენ სოფელში და ყველა სახლიდან წყალს ასხამდნენ და ამობდნენ: "ჩვენ არ გვინდა გორახი, ღმერთო მოგვეც ტალახი". ძველად ასეთი ტრადიციები და კულტურა ყოფილა გავრცელებული: როდესაც ქალი გათხოვდებოდა მზითვებს ატანდნენ წიგნის მიხედვით, რომელსაც რომელიმე პიროვნება კითხულობდა, სახალხოდ. ამ წიგნში ჯერ აღწერილი იყო ქალის გათხოვების ისტორია, გარემოება, აქვე მოიხსენიებოდა სასიძოს

Read More

ბოლნისის სიონის წარწერა

ბოლნისის სიონის წარწერა, თარიღდება 493-494 წლებით. იკითხება: ქრისტე დავით ეპისკოპოსი კრებულით თურთ ამას ეკლესიასა შინა შენდა მიმართ თაყვანის-მცემელნი შეიწყალენ და მშრომელთა ამასა ეკლესიასა შეხეწიე. ბოლნისის რაიონი არ არის ძალიან სასახელო საწარმოებით. ერთადერთი საწარმო იყო და რჩება. საქართველოს ბიუჯეტის 10-15%-ს ჩვენი საწარმო იძლევა(სამთო-გამამდიდრებელი კომპანია "R M G"). კაზრეთის ხეობა (შედის ბოლნისის რაიონში) მდებარეობს  საქართველოს სამზრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში-ქვემო

Read More

კატარინენფელდი – ბოლნისი

კატარინენფელდი (ახლანდელი ქალაქი ბოლნისი), ისევე როგორც ელიზავეტპოლი (ახლანდელი ქალაქი განჯა, აზერბაიჯანი), დაარსდა 1818 წელს. თავდაპირველად ეს დასახლება მდებარეობდა მწირნიადაგიან ადგილას და ცუდად მარაგდებოდა სასმელი წყლით, რის გამოც 1819 წელს გადატანილ იქნა დღევანდელი ბოლნისის ტერიტორიაზე. ჩამოსახლებულებმა კატარინენფელდი მას დედოფალ ეკატერინეს პატივსაცემად დაარქვეს. Author(s): გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) წყარო: gnta.ge ბოლნისს გაუმარჯოს! ბოლნისელებს სალამი!

ბოლნისი

ბოლნისი მდებარეობს მდინარე მაშავერას შუა დინებაში, თბილისიდან 64 კილომეტრში. ძირითადად გაშენებულია ვაკეზე, ჩრდილოეთი ნაწილი კი — გორაკ-ბორცვიან მთისწინეთზე. ქალაქი 1967 წლიდან საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრია. რადგანაც ბოლნისის სიონის წარწერა lV-V სს თარიღდება, თუ ეკლესიის წარწერას მივემხრობით, ბოლნისის რაიონი ამ დროიდან იწყებს არსებობას. თუმცა ბოლნისის რაიონის ტერიტორიაზე ქვის ხანიდან მოყოლებული იყო დასახლება,  ოფიციალურად

Read More