Category Archives: Без рубрики

ხულოს შესახებ

ხულო ბუნების სილამაზითა და საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლებით გამორჩეული მუნიციპალიტეტია აჭარაში. მისი ტერიტორია ვრცელდება ზღვის დონიდან 400-1007 მეტრის ფარგლებში. ხულოს ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხულო. არსიანისა და მესხეთის ქედების კალთებზე მდებარე ხულო, გამოირჩევა მთა-გორიანობით. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ხულოში ყველაზე მაღალი მწვერვალი სახელად ყანლის მთის სიმაღლე 3007 მეტრია. ლაშქრობისთვის და ბუნებით ტკბობისთვის ხულოს მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია

Read More

ხულოს ისტორია

ხულოს მუნიციპალიტეტის ისტორიას არ აქვს უზარმაზარი არქივები, სამწუხაროდ არც რაიმე დოკუმენტაციაა შემორჩენილი. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდთან: ხულოს ტერიტორია უძველესი დროიდან, თითქმის ბრინჯაოს ხანიდან დასახლებული იყო. აქ ნაპოვნია ისეთი კულტურული ძეგლები, როგორიცაა თხილვანის მენჰირი​ და კალოთის სამსხვერპლო​, რომლებიც ადასტურებენ ხულოში ცივილიზაციის არსებობას წინაქრისტიანულ ხანაში. საიტი აშენდა შუა საუკუნეებში, რასაც

Read More

ხულოს ღირსშესანიშნაობები

ისტორიული ხულო უამრავ საინტერესო სანახაობას შემოგთავაზებს. აქ შეგიძლია მოინახულო: XII საუკუნის სხალთის ულამაზესი მონასტერი, XI საუკუნის ციხისყელი-ვარციხის კომპლექსი, XII საუკუნის ხიხანის ციხე, XI-XIII საუკუნეების უჩხოს ხიდი, ალპური ბოტანიკური ბაღი და სხალთის ხეობაში არსებული შერიფ ხიმშიაშვილის მუზეუმი. ხულოს ბუნება ხულოს ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობა – მწვანე ტბა გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, ზღვის დონიდან 2058 მეტრზეა. შუამთის ტბების ნახვას

Read More

რა ვნახოთ ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლებით. თუკი მოგზაურობა და ბუნებაში ხეტიალი გიყვართ, აქ მრავალ საინტერესო ადგილს იპოვნით. ტბები, ჩანჩქერები, ამწვანებული მთები, ალპური მდელოები და საოცარი ხედები უამრავ ადამიანს იზიდავს და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მწვანე ტბა, შუამთის ტბები და ბაკოს ჩანჩქერები. მოლივლივე მომწვანო-მოლურჯო ტბები და მათი მშვენიერი შემოგარენი ულამაზეს

Read More

ხონის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ უძველესი დროიდან იწყება. რაიონის ტერიტორიაზე შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის გორანამოსახლარები. ხონი ისტორიული კოლხეთის შემადგენელი ნაწილია და მისი წარმოშობა და განვითარება დაკავშირებულია ამ ტერიტორიაზე გამავალ სავაჭრო-საქარავნო გზებთან. რაიონში აღმოჩენილია ძველისძველი ლითონსადნობების ნაშთები, ასევე ნაპოვნია ანტიკური ხანის ოქროს ფული, მეფე აკეს სტატერი, "კოლხური თეთრის" მონეტათა განძი და ბიზანტიური მონეტები.

Read More

ქალაქი ხონი

ქალაქი ხონი – ქალაქი საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 114 მ სიმაღლეზე. ხონი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება წყალტუბოს, სამტრედიას, ქუთაისს, მარტვილს, ბანძას. უახლოესი რკინიგზის სადგურია "სამტრედია" (22 კმ), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 21 კმ-ს. ხონს დასავლეთით ესაზღვრება მარტვილის, სამხრეთ-დასავლეთით აბაშის, სამხრეთით – სამტრედიის, აღმოსავლეთით – წყალტუბოს,

Read More

რა ვნახოთ ხონში

ხონის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ოკაცეს კანიონი და კინჩხას ჩანჩქერი. ღრმა კანიონის თავზე ჰაერში დაკიდულ ხიდზე სეირნობა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ლაშქრობის მოყვარულთათვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ასხის მასივი, სადაც ვრცელი, საოცარი ხედებით, ალპური მდელოებითა და მოხეტიალე ნისლებით დატკბებით. რაიონში ასევე მრავლად არის კარსტული მღვიმეები, რაც ბუნების ერთ-ერთ უმშვენიერეს

Read More

ხონის გეოგრაფია

ხონის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში, კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ეგრისის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, მდინარეებს – გუბისწყალსა და ცხენისწყალს შორის. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ხონი. რაიონს დასავლეთიდან მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, სამხრეთით – სამტრედია, აღმოსავლეთით – წყალტუბო, ჩრდილოეთით კი – ცაგერის მუნიციპალიტეტი. ხონის მუნიციპალიტეტი 1 ქალაქს, 9 თემსა და 2 სოფელს მოიცავს. რაიონის ტერიტორიაზე გამდინარე მდინარეებიდან

Read More

ხობის შესახებ

ხობი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში. კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ხობის ნაპირას, ზღვის დონიდან 25 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. ხობში არის ფოთისა და ხობის ეპარქიის რეზიდენცია, ქალაქიდან 2 კმ-ში დგას XIII საუკუნის დასასრულის ხობის ტაძარი. ხობში არის რკინიგზის სადგური თბილისი – ზუგდიდის ხაზზე.

Read More

ხობის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. გეოგრაფია მუნიციპალიტეტის ტერიტორია 676 კმ²-ს შეადგენს და განთავსებულია ზღვის დონიდან 2470 მ-მდე სიმაღლეზე. განეკუთვნება კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკულ ნოტიო კლიმატურ ზონას და ხასიათდება თბილი ზამთრითა და ცხელი ნოტიო ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +14 °C-ია. მდიდარია ჰიდრორესურსებით, უხვადაა დაქსელილი მიწის ზედა წყლებით, ასევე შიგა წყლებით, ბევრია ჭაობი, მცირე

Read More

ხობის მონასტერი

მონასტერში დაცული სიწმინდეები საქართველოში საბჭოთა მმართველობის დამყარებამდე ხობის მონასტერში დასვენებული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი – ვერცხლის ჩასასვენებლით. ერთ-ერთი ვერსიით, კვართი კონსტანტინოპოლიდან საქართველოში VIII-IХ საუკუნეებში წამოუღიათ, როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ III-მ ხატები აკრძალა და მათი დევნა დაიწყო. წმინდა მარიამის კვართის გარდა, ხობის მონასტერში წმინდანების ნაწილებიც ინახებოდა. ასევე – დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი

Read More

ხობის მონასტრის არქიტექტურა

ხობის მონასტრის არქიტექტურულ კომპლექსში შედის: ტაძარი, საკათალიკოსო სასახლე, ეკლესიის ზღუდეში ჩაშენებული ორსართულიანი შენობა, მარანი, სამრეკლო, გალავანი და დამხმარე ნაგებობები. ისტორიული წყაროების მიხედვით კი, ხობის მონასტერი სადადიანოს მთავართა საძვალე იყო. ტაძრის ეზოში ჩატარებული გათხრების შედეგად მიაკვლიეს ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების კოლხური ნამოსახლარის ნაშთს. მონასტრის გალავანთან უძველესი ტაძრის ნანგრევებია აღმოჩენილი, რომელიც დაახლოებით IV საუკუნით თარიღდება. არსებობის მანძილზე

Read More

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 11 ტერიტორიული ერთეულია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს ბათუმში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ეს ტერიტორია ოდითგანვე იწვევდა დიდ ინტერესს, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, თავისი ისტორიული წარსულით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობით, არაჩვეულებრივი კლიმატური პირობებითა და უნიკალური ლანდშაფტებით. ხელვაჩაურის

Read More

ხელვაჩაურის ისტორია

XIX საუკუნის მეორე ნახევარში აფხაზი მუჰაჯირების ნაწილი ოსმალეთის იმპერიიდან დღევანდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლებში სილიბაურში, ანგისისა და ფეიზიში გადავიდა საცხოვრებლად. აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ რეგიონში — საერთო ჯამში, დაახლოებით 52 ეთნიკური აფხაზი. 1917 წლამდე ახლანდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ბათუმის ოლქში, 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით — აჭარის ბათუმის ოკრუგში. 1924 წელს

Read More

მაჭახელას ეროვნული პარკი —ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

მაჭახელას ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაჭახელისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 300 – 350 მეტრ სიმაღლეზე. ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი განლაგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართის ცენტრში. პარკი დაარსდა 2012 წელს უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის

Read More

ანდრია პირველწოდებულის ქანდაკება ხელვაჩაურში

ანდრია პირველწოდებულის ქანდაკება და ჩანჩქერი – მდებარეობს აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სარფში. მონუმენტი ეძღვნება წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის ისტორიულ ფაქტს. ლეგენდის თანახმად სწორედ ამ გზით შემოვიდა ის საქართველოში. ქრისტიანობა ყველაზე ადრე აჭარაში გავრცელდა, აქ იესო ქრისტეს ერტ-ერთმა მოწაფემ, ანდრია პირველწოდებულმა. წყარო: georgiantravelguide.com ხელვაჩურს გაუმარჯოს! ხელვაჩაურელებს სალამი!

ხაშურის ისტორია

ხაშური — ქალაქი საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 1872-1917 წლებში მას მიხაილოვო ერქვა, 1918-1931 — ხაშური, 1931-1934 წლებში — სტალინისი. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე სურამულას ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მ. სიმაღლეზე. XIX საუკუნეში ფოთი-თბილისისსარკინიგზო მაგისტრალის გაყვანის შემდეგ ხაშური თანდათან მსხვილი სატრანსპორტო კვანძი გახდა. აქედან სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები მიემართება ბორჯომისა და ახალციხის მიმართულებით. ქალაქად

Read More

ხაშური

ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ქვის ხანიდან უცხოვრია. უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული არქეოლიგიური გათხრების შედეგად მიკვლეულია შუა, გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის და ანტიკური ხანის არაერთი ნამოსახლარი და სამაროვანი. ქართული და უცხოური (რომაული, ბერძნული, სპარსული, ფრანგული და სხვა) საისტორიო წყაროები ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე ასახელებენ ქალაქებს ალსა და სურამს. ეს უკანასკნელი ანტიკური ხანის ქართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქთაგანია, რომელზეც

Read More

ჭერათხევის ხეობა — ხაშურის მუნიციპალიტეტი

ჭერათხევის ხეობა — ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი, ბუნებრივი პირობებითა და კულტურული მემვიდრეობის ძეგლებით მდიდარია ჭერათხევის ხეობა. აქ მდებარეობს სოფელი ალი, რომელიც შუა საუკუნეებში ქალაქის სტატუსით იხსენიება. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 760 მეტრ სიმაღლეზე.  ხაშურიდან 25 კმ. სოფელში დგას: დედაღვთისა, კვირაცხოვლის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, უსანეთის ეკლესია და ჯანიაურების ეკლესია. ულუმბოს მონასტერი – მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლში,

Read More

პირველი საბჭოთა ელმავალი ხაშურში

ხაშურის რკინიგზის სადგურში საქართველოს პირველი საბჭოთა ელმავალი დგას, რომელიც 84 წლის სურამის უღელტეხილზე პირველად გაატარეს. 70-იანი წლებიდან ,,ვლ 19″ ტიპის ელმავალი ხაშურში კვარცხლბეკზე დადგეს. ხაშურში 1932 წელს პირველი საელმავლო დეპო აშენდა და „ვლ-19“ სერიის პირველმა საბჭოთა ელმავალმა გამოცდა გაიარა. 1932 წლის 16 აგვისტო საქართველოს რკინიგზის ისტორიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღია. ამ დღიდან დაიწყო სარკინიგზო უბნების ელექტრულ

Read More