Category Archives: გადალინკვა

სწორი ნაწლავის ტრავმები

სწორი ნაწლავის ტრავმები – სწორი ნაწლავის დაზიანებების მიზეზი შეიძლება იყოს მძიმეს აწევა, ქრონიკული შეკრულობა, მშობიარობები, გართულებული შორისის ჩახევით, წვეტიან საგანზე დაცემა, ძვლის ნამტვრევებით დაზიანება მენჯის ძვლის მოტეხილობის დროს. ტრავმას აგრეთვე იწვევს მანიპულაციის ტექნიკის დარღვევა რექტოსკოპიის დროს, ანოსკოპიისას, რექტალური ტემპერატურის გაზომვისას, ოყნის გაკეთებისას და სხვა., ასევე ცეცხლსასროლი დაზიანებები. სწორი ნაწლავის ტრავმის თავისებურებაა ჭრილობის ხშირი დაინფიცირება;  ამ

Read More

ანალური პოლიპი

ანალური პოლიპი – სწორი ნაწლავის კეთილთვისებიანი სიმსივნე. ასევე შეიძლება შევხვდეთ ისეთ დასახელებებს, როგორიცაა სწორი ნაწლავის პოლიპი ან ანალური არხის პოლიპი. ეტიოლოგია, პათოგენეზი ანალური პოლიპი წარმოადგენს სოკოს სახის წანაზარდს. დაავადება შესაძლოა განვითარდეს როგორც ზრდასრულ ადამიანში, ასევე პატარა ბავშვებშიც. ანალური პოლიპი მამაკაცებში დიაგნოსტირდება უფრო ხშირად, ვიდრე ქალებში. დაავადების აღწერა ანალური პოლიპი მოგვაგონებს სოკოს, ან ბუშტს, ფეხით ან

Read More

პროქტალგია

პროქტალგია, ანალური ნევრალგია  – უკანა გასავლისა და სწორი ნაწლავის არეში ტკივილის სინდრომი, რომელიც გამოწვეულია კუნთოვანი სპაზმით. სიმპტომები, მიმდინარეობა ხასიათდება მკვეთრი ტკივილის შეტევებით, ირადიაციით მუცელში, შორისში. ტკივილმა შესაძლოა გაიაროს თავისით დეფეკაციის შემდეგ, თბილი მჯდომარე აბაზანების შემდეგ. დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს ხანგრძლივად, დამღლელად, კანცეროფობიის განვითარებით. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაწლავებისა და საშარდე სისტემის სხვა დაავადებების გამოვლენასა და მკურნალობას, ფსიქოპროფილაქტიკას. სწორი

Read More

პერიანალური აბსცესი

პერიანალური აბსცესი – ინფიცირებული ღრუ, რომელიც ამოვსებულია ჩირქით და მდებარეობს სწორ ნაწლავთან ახლოს ან უკანა გასასვლელთან. ეტიოლოგია, პათოგენეზი უმეტეს შემთხვევაში, გადატანილი პერიანალური აბსცესი სწორი ნაწლავის ფისტულის (ან პერიანალური ფისტულის) განვითარების მიზეზს წარმოადგენს. უკანა გასასვლელის (ანუსის) შიგნით მდებარეობენ პატარა ანალური ჯირკვლები. როდესაც ეს ჯირკვლები იჭედებიან, მაშინ ისინი შეიძლება დაინფიცირდნენ და წარმოიქმნას პერიანალური აბსცესი. ფისტულა – ეს

Read More

პარარექტალური ფლეგმონა

პარარექტალური ფლეგმონა – სწორი ნაწლავის ამომფენი ქსოვილის მწვავე ჩირქოვანი ანთებაა. ანთების კერის ლოკალიზაციის მიხედვით განახვავებენ: საკრო-რექტალური (სწორი ნაწლავის ზემოთ) ფლეგმონა იშიორექტალური (გვერდითი) ფლეგმონა ვეზიკო-რექტალური ფლეგმონა რექტო-ვაგინალური (ქვემოთ) ფლეგმონა ფლეგმონა ზედაპირულია, როცა პროცესი პარაანალურ არეშია  ლოკალიზებული. ღრმა ფლეგმონის დროს პროცესი ლოკალიზებულია სიღრმეში, პარარექტალურ ქსოვილში. ეტიოლოგია, პათოგენეზი პარარექტალური ფლეგმონის ყველაზე ხშირი მიზეზი სწორი ნაწლავისა და ანალური არის

Read More

მსხვილი ნაწლავის კიბოს დნმ-დიაგნოსტიკა

მსხვილი ნაწლავის კიბოს დროული დიაგნოსტიკისა და  პროფილაქტიკის ახალი შესაძლებობები მოლეკულური  გენეტიკის (დნმ-დიაგნოსტიკა) ამ დაავადებისადმი გენეტიკური მიდრეკილების შესწავლის მიღწევებთანაა დაკავშირებული. მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი მსხვილ ნაწლავში პოლიპების გაზრდა თავისთავად უსიამოვნებებს იწვევს. ამას გარდა, პოლიპოზის მაღალი დონე, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების მომატებული  რისკის მაჩვენებელია. კიბოთი დაავადება პოლიპოზის გარეშეც შესაძლოა. თანამედროვე მეთოდები, აღნიშნული დაავადებების განვითარებისადმი  გენეტიკური მიდრეკილების

Read More

სისხლისა და განავლის ანალიზი კოლოპროქტოლოგიაში

სისხლის ანალიზი, ჰემოროის დროს, ექიმმა შეიძლება  იმისათვის დაგინიშნოთ, რომ განსაზღვროს ხომ არ გაქვთ ანემია, რომელიც  შეიძლება ხშირი სისხლდენების ფონზე განვითარდეს. მსგავსი დაავადებების დროს კეთდება არც ისე ჩვეულებრივი განავლის ანალიზი, ეგრეთ წოდებული კოპროგრამა. ექიმს აინტერესებს ორგანიზმის გამონაყოფის ხარისხობრივი შემადგენლობა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ის თუ როგორ გადამუშავდება საკვები და არის თუ არა განავალში უცხო მინარევები (ზედმეტი

Read More

ექიმ-კოლოპროქტოლოგის მიერ ზოგადი დათვალიერება

პატივცემულო პაციენტო, ვფიქრობთ, ექიმ პროქტოლოგთან მიღებაზე თქვენ უფრო მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ თავს, თუ მის მიერ ჩატარებული ან დანიშნული გამოკვლევების  თავისებურებებს და მიზნებს გაიგებთ და გეცოდინებათ. დღეისათვის, ექიმ-პროქტოლოგს დიაგნოსტიკური მეთოდების საკმაოდ დიდი არსენალი გააჩნია, რომლებიც მსხვილი ნაწლავის, ანალური არხისა და შორისის პათოლოგიების ზუსტი დიაგნოსტიკის ჩატარების საშუალებას იძლევა. გადასვლა > ,,კოლოპროქტოლოგია“.

მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა

პროქტოლოგიური ავადმყოფის გამოკვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია  რენტგენოლოგიური მეთოდით მთელი მსხვილი ნაწლავის შესწავლას. ყველაზე  დიდ  დიაგნოსტიკურ ღირებულებას ირიგოსკოპია წარმოადგენს. მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ზუსტად ირიგოსკოპიით უნდა დაიწყოს (იხილეთ ირიგოსკოპია). ფისტულოგრაფია ფისტულოგრაფია – ფისტულების კანზე არსებობისას, ანორექტალური და გავა-კუდუსუნის მიდამოს დაავადებების გამოსაცნობად და დიფერნციალური დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება. ფისტულოგრაფიის მთავარი ამოცანა ფისტულის არხის მიმართულების, მდებარეობის, განტოტვილობის, ღრუების წარმოქმნის, მეზობელ

Read More

კოლოპროქტოლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა

თანამედროვე ულტრასონოგრაფია, კოლორექტალური კიბოს დიაგნოსტიკის ღირებული მეთოდია, რომელიც კიბოს გავრცელების ხარისხის შეფასების, ასევე ლიმფურ კვანძებსა და  ღვიძლში  მეტასტაზების არსებობაზე მსჯელობის  საშუალებას იძლევა. ენდორექტალური გადამცემისა  და ულტრაბგერითი კოლონოსკოპიის  გამოყენება ობიექტური დიაგნოსტიკის შესაძლებობების გაფართოების საშუალებას იძლევა. სწორი ნაწლავისა და კოლინჯის ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს, შესაძლოა განხორციელდეს გარეგნულად კეთილთვისებიანი ადენომების მდგომარეობის შეფასება, კიბოს დროს ნაწლავის კედლის სიმსივნური ინვაზიის განსაზღვრა, ასევე

Read More

მსხვილი ნაწლავის ბიოფსია

მსხვილი ნაწლავის ბიოფსია ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარების  საშუალებას იძლევა. არსებობს ნაწლავის ფრაგმენტის მიღების ორი გზა — ბრმა ასპირაციული ბიოფსია  და გამიზნული ბიოფსია, რომელიც ენდოსკოპიის დროს ხორციელდება. ბიოფსიის ჩვენებები ორივე სახის ბიოფსიის ჩვენებები სხვადასხვაა — ბრმა ბიოფსია, ნაწლავის დიფუზურ დაზიანებაზე ეჭვისას გამოიყენება. გამიზნული ბიოფსია იგივე   სიტუაციებშიც შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ განსაკუთრებით სიმსივნეზე, კრონის დაავადებაზე, ტუბერკულოზზე ეჭვისას ტარდება. ნაწლავის

Read More

სინჯი საღებავით

სინჯი საღებავით –  გამოკვლევის მეთოდი, რომელიც სწორი ნაწლავის,  პარარექტალური ქსოვილის და გავა — კუდუსუნის მიდამოს, მწვავე და ქრონიკული ჩირქოვანი დაავადებების, გამოსაცნობად და დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის  გამოიყენება, ასევე  შეუფასებელ დახმარებას უწევს კოლოპროქტოლოგს ოპერაციული ჩარევების დროს. პროცედურის ჩვენებები კვლევის ეს მეთოდი ჩვეულებრივ პარაპროქტიტის, კუდუსუნის ეპითელიალური ფისტულის, მენჯის ტერატოიდული წარმონაქმნებისას და სხვა, ფისტულების წარმოქმნით გართულებული დაავადებების დროს გამოიყენება. პროცედურის

Read More

ზონდით გამოკვლევა

ზონდით გამოკვლევა სწორი ნაწლავის ფისტულების ტოპოგრაფიის თავისებურებების შესასწავლად გამოიყენება. ამ მიზნით გამოიყენება მომრგვალებულ ბოლოიანი მეტალის ზონდი. ფისტულის არსებობისას, ზონდით გამოკვლევა — აუცილებელი პროცედურაა. ფისტულების შორისის კანზე არსებობისას, ზონდირება მიზანშეწონილია გინეკოლოგიურ სავარძელზე, ავადმყოფის ზურგზე წოლით მდგომარეობაში ჩატარდეს. პროცედურის მსვლელობა ფისტულის გარეთა ხვრელიდან ზონდი შეყავთ ფისტულის არხში. ზონდი, სიფრთხილის დაცვით და ძალდატენების გარეშე, ფისტუილს არხში ისეთ სიღრმეზე

Read More

სფინქტერომეტრია

სფინქტერომეტრია – სწორი ნაწლავის მომჭერი აპარატის გამოკვლევა შეკავების ფუნქციაზე მაორიენტირებელი წარმოდგენის შესაქმნელად, ექიმს გაჩნია გამოკვლევის შემდეგი  მეთოდები: დათვალიერება, სწორი ნაწლავის თითებით გამოკვლევა და ანალური რეფლექსის შესწავლა. უკანა ტანის სფინქტერის ძალის ობიექტური შეფასება სფინქტერომეტრიის საშუალებით ხორციელდება. სფინქტერომეტრია მეთოდი, რომელიც უკანა ტანის სფინქტერების ძალის ობიექტური შეფასებისთვის გამოიყენება. სფინქტერომეტრია, სფინქტერების ტონუსის რაოდენობრივად  განსაზღვრის, სფინქტერების შეკუმშვის მაქსიმალური ძალის  და 

Read More

ირიგოსკოპია

ირიგოსკოპია (ლათ. Irigare — მორწყვა, ძვ.ბერძ. Skopeo — ვუყურებ, ვიკვლევ) — მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომელიც ხორციელდება მსხვილ ნაწლავში რენტგენოკონტრასტული პრეპარატის რეტროგრადული შეყვანით. გამოკვლევის მსვლელობისას  კეთდება რენტგენის სურათები (ირიგოგრამები). ირიგოსკოპიის მსვლელობა პაციენტის სწორ ნაწლავში შეჰყავთ კონტრასტული პრეპარატით (ყველაზე ხშირად ბარიუმის ფაფა) სავსე ოყნის წვერი, რის შემდეგ იწყება მსხვილი ნაწლავის ავსება, რენტგენოსკოპიის კონტროლის ქვეშ.  პაციენტის სხვადასხვა

Read More

სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევა

სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევა ძველი, ნაცადი და მნიშვნელოვანი მეთოდია. მხოლოდ ამგვარი გამოკვლევის შემდეგ შესაძლებელი ხდება შეირჩეს და დაინიშნოს სხვა გამოკვლევები. გამოკვლევის ჩვენებები პალპაცია ტარდება სწორი ნაწლავიდან. გამოკვლევის მიზნებია: ანალური არხის ქსოვილების და ყითას სფინქტერის რეფლექსური ფუნქციის შეფასება; ენდოსკოპიური გამოკვლევისათვის სწორი ნაწლავის მომზადების ხარისხის განსაზღვრა; სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მდგომარეობის შეფასება; სწორი ნაწლავის გარშემო მდებარე ორგანოებისა

Read More

კოლონოსკოპია

კოლონოსკოპია –  სამედიცინო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომლის დროსაც ექიმი-ენდოსკოპისტი, ათვალიერებს და აფასებს მსხვილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირის მდგომარეობას, სპეციალური ზონდის მეშვეობით. კოლონოსკოპია ისეთი დაავადებების ვიზუალურად დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა, როგორიცაა, წყლულის წარმოქმნა, პოლიპები და სხვ. კოლონოსკოპიის საშუალებით ასევე შესაძლებელია  ბიოპსიის ჩატარება და დაზიანებების მოცილება. კოლონოსკოპიის მეშვეობით შესაძლებელია 1 მმ და ნაკლები ზომის პოლიპის მოშორება. პოლიპის მოცილებისთანავე შეიძლება მისი

Read More

სიგმოიდოსკოპია

სიგმოიდოსკოპია — სწორი ნაწლავისა და სიგმოიდური კოლინჯის შიგნითა ზედაპირის ენდოსკოპიური დათვალიერება, რომელიც ლორწოვანის მდგომარეობის შეფასებისა და  სხვადასხვა  პათოლოგიისა და დაავადების გამოვლენის საშუალებას იძლევა. სიგმოიდოსკოპიის დროს შეიძლება გამოვიკვლიოთ მსხვილი ნაწლავი, სიგმოიდური ნაწლავის დასწვრივ კოლინჯში გადასვლის ადგილი (ელენთის კუთხემდე) ჩათვლით. სიგმოიდოსკოპიის ჩვენებები სიგმოიდოსკოპიის საშუალებით, შეიძლება დადგინდეს რექტალური სისხლდენის, მუცლის ტკივილის, დეფეკაციის დარღვევის ეტიოლოგია; ასევე –  კოლიტი, პათოლოგიური

Read More

რექტოსკოპია

რექტოსკოპია (ლათ. Rectum — სწორი ნაწლავი, ბერძ. skopeo — ვუყურებ) — სწორი ნაწლავის ლორწოვანის ვიზუალური გამოკვლევის მეთოდი, რომელიც ხორციელდება სპეციალური ხელსაწყოს — რექტოსკოპის მეშვეობით. რექტოსკოპი წარმოადგენს დრეკად მილს, ბოლოში ოკულატორითა და ელექტრონათურით. რექტოსკოპია, სწორი ნაწლავის ანალური ხვრელიდან 30-35 სმ სიღრმეში გამოკვლევის  საშუალებას იძლევა. რექტოსკოპიის ჩატარების ჩვენებები რექტოსკოპია მიზანშეწონილია ჩატარდეს როგორც პროფილაქტიკური მიზნით, სწორი ნაწლავის სხვადასხვა

Read More

პროქტოლოგიური ავადმყოფების გამოკვლევის ძირითადი მეთოდები

01. ზოგადი დათვალიერება 02. თითით გამოკვლევა 03. რექტომანოსკოპია 04. ანოსკოპია 05. სიგმოიდოსკოპია 06. ირიგოსკოპია 07. სფინქტერომეტრია 08. ზონდით გამოკვლევა 09. სინჯი საღებავით 10. ბიოფსია 11. მსხვილი ნაწლავის რენტგენი 12. კოლონოსკოპია 13. ულტრაბგერითი გამოკვლევა 14.  სისხლისა და განავლის ანალიზი 15. დნმ–დიაგნოსტიკა   გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია“