Author Archives: man

პარტენოფილია

პარტენოფილია (ბერძ. parthenos – ქალწული + …ფილია),  პედოფილიის ნაირსახეობაა, ლტოლვა ქალწულებისადმი. პარტენოფილია უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში. ითვლება, რომ ამგვარი სწრაფვას საფუძვლად უდევს დაურწმუნებლობა საკუთარ სექსუალურ შესაძლებლობებში გამოცდილი ქალთან ურთიერთობისას, პარტნიორის გამოუცდელობისაგან სიამოვნების მიღება და მასწავლებლის როლში გამოსვლის შესაძლებლობა, მოსწავლის მორცხვობისა და მოკრძალების გადალახვა. ასაკოვან პირებში პარტენოფილია შეიძლება განვითარდეს პოტენციის ინვოლუციური დაქვეითების შედეგად, ხოლო ზოგიერთ ახალგაზრდაში

Read More

მაზოხიზმი

მაზოხიზმი  (ავსტრიელი მწერლის ზახერ-მაზოხის მიხედვით, რომლემაც აღწერა სქესობრივი დარღვევის ეს სახე, სინონიმები – ალგომანია, ალგოფილია, პასივიზმი), სქესობრივი გარყვნილების სახეა, როდესაც სქესობრივი აღგზნებისა და დაკმაყოფილების მისაღწევად აუცილებელია პარტნიორისაგან  ტკივილის მიყენება ან მორალური დამცირება. სპეციალისტების უმეტესობა თვლის,  რომ ფიზიკური ტკივილი მაზოხისტისთვის არ წარმოადგენს თვითმიზანს, არამედ უფრო მეტად ესაა სურვილი, დაემორჩილოს სხვის ნებას, იგრძნოს პარტნიორის ძალაუფლება, სიამოვნება განიცადოს

Read More

მესალინიზმი

მესალინიზმი (რომის იმპერატორის მეუღლის კლავდია მესალინის სახელის მიხედვით, რომელიც ცნობილი იყო გარყვნილებით, ძალაუფლების სიყვარულით, სისასტიკით) ქალის სექსუალური ქცევის ფორმაა, რაც სქესობრივი პარტნიორების ცვლამ შესაძლებელია პათოლოგიური მასკულინიზაციაც განაპირობოს და გამოვლინდეს ნაადრევი სქესობრივი მომწიფების სინდრომით. პარტნიორის ხშირ ცვლაში გამოიხატება. მესალინიზმის რამდენიმე სახეს  განასხვავებენ: ფრიგიდული (ქალი, რომელიც იტანჯება ანორგაზმიით – სრული პირველადი ფრიგიდულობით, იცვლის პარტნიორებს ორგაზმის განცდის იმედით),

Read More

ზოოფილია

ზოოფილია ზოოფილია (სინონიმი – ბესტიალიზმი, ზოოერასტია, სოდომია) სქესობრივი ლტოლვა ცხოველებისადმი და სქესობრივი დაკმაყოფილების მიღწევა მათთან სექსუალური კონტაქტით. ზოოფილია უპირატესად გვხვდება მეცხოველეობის რაიონში, სადაც მამაკაცების ნაწილი ხანგრძლივადაა მოწყვეტილი ქალების საზოგადოებას, სადაც აკრძალულია ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობა. შემთხვევათა უმეტესობაში ზოოფილია ჩანაცვლებით პერვერსიას წარმოადგენს. ჩვეულებრივ ადამიანს არ უჩნდება ცხოველების მიმართ მდგრადი სქესობრივი ლტოლვა და ნორმალური სქესობრივი ურთიერთობისას მსგავსი კონტაქტი

Read More

ვამპირიზმი

ვამპირიზმი („ვამპირი“ – ხალხური გადმოცემით მიცვალებული, რომელიც საფლავიდან დგება და  მძინარე ადამიანს  სწოვს სისხლს), სექსუალური გარყვნილების სახეა, როდესაც სადიზმი შერწყმულია ფეტიშიზმთან, ფეტიშს კი წარმოადგენს პარტნიორის სისხლი. ვამპირიზმის ელემენტები შეიძლება შეგვხვდეს იმ პირებში, რომლებიც პარტნიორის გაკაწვრის ან კბენისას გამოსული სისხლის წვეთი  სასიამოვნო  შეგრძნებას აძლიერებს, ძველ სექსოლოგიაში აღწერილია შემთხვევები, როდესაც მამაკაცი შეგნებულად ჩხვლეტს ან  ჭრილობას აყენებს  სქესობრივ

Read More

პოლიორქიზმი

პოლიორქიზმი (პოლი… + ბერძ. orchis – სათესლე ჯირკვალი), მამაკაცის სასქესო ორგანოების  უკიდურესად იშვიათი ანომალიაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ორზე მეტი სათესლე ჯირკვლის არსებობა. დამატებითი სათესლე ჯირკვალი შეიძლება მდებარეობდეს მუცლის ღრუში, როგორც სათესლის დანამატი, ასევ თესლგამომტანი სადინარი, ჩვეულებრივ განუვითარებელია. პოლიორქიზმის დროს ნორმალურად განვითარებული სათესლე ჯირკვლების არსებობისას სასქესო ფუნქცია არაა შეცვლილი. პოლიორქიზმის დიაგნოსტიკა დაფუძნებულია სათესლის პარკის პალპაციაზე, ბიოფსიაზე. ნებისმიერ

Read More

შეკრულობა ხანდაზმულ პირებსა და მოხუცებში

 ხანდაზმულ ასაკში შეკრულობა (ყაბზობა) გვხვდება 5-ჯერ უფრო ხშირად ვიდრე ახალგაზრდების შემთხვევაში, რაც დაკავშირებულია ასაკობრივ ცვლილებებთან, ესენია: ნაწლავის  პერისტალტიკის დარღვევა, მუცლის პრესისა და მენჯის  კუნთების დასუსტება, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ დეფეკაციის აქტის შესრულებაში. ნაწლავის მიკროფლორის ცვლილება ასაკთან ერთად ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს ნაწლავის მიკროფლორის შემადგენლობის მხრივაც. ასაკთან ერთად ნაწლავური მიკროფლორის  ცვლილებებს განაპირობებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავების

Read More

შეკრულობა ბავშვებში

შეკრულობა (ყაბზობა) ხშირ პრობლემას წარმოადგენს პედიატრიულ პრაქტიკაში. ეტიოლოგია, პათოგენეზი შეკრულობის (ყაბზობის) მიზეზები განსხვავებულია მოზარდთა პრობლემებისაგან და დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში შეკრულობის (ყაბზობის) მიზეზი ძირითადად ორგანული დარღვევები და ნაწლავის სხვადასხვა დაავადებებია: ➤ კვებითი ალერგია ➤ არაბალანსირებული კვება ➤ ნაწლავის განვითარების ანომალია ერთი წლის შემდეგ შეკრულობა (ყაბზობა) ძირითადად ატარებს ფსიქოლოგიურ ხასიათს: ➤ ქოთანზე ნაადრევი

Read More

შეკრულობის გართულებები

ხანგრძლივად მიმდინარე შეკრულობა (ყაბზობა) შესაძლოა გახდეს სხვადასხვა გართულებების მიზეზი, როგორიცაა მეორადი კოლიტი, პროქტოსიგმოიდიტი (სიგმოიდური და სწორი ნაწლავის ანთება). ბრმა ნაწლავში შიგთავსის დიდი ხნით დაყოვნების შედეგად შესაძლოა მოხდეს მისი უკან დაბრუნება წვრილ ნაწლავში ენტერიტის განვითარებით (რეფლუქს-ენტერიტი). შეკრულობა (ყაბზობა) ასევე შეიძლება გართულდეს სანაღვლე გზების დაავადებებით, ჰეპატიტით. სწორი ნაწლავის დაავადებები ხანგრძლივად მიმდინარე შეკრულობა (ყაბზობა) განაპირობებს სწორი ნაწლავის სხვადასხვა

Read More

შეკრულობაზე ცხოვრების აქტიური წესის გავლენა

შეკრულობის (ყაბზობის) მკურნალობასა და პროფილაქტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს აქტიური ცხოვრების რეჟიმი. დაუშვებელია დილით გვიან ადგომა, ხანგრძლივი წოლა. განსაკუთრებით სასარგებლოა სეირნობა, თხილამურებით სრიალი, ცურვა, ველოსიპე­დით სიარული და სხვა სახის ფიზიკური დატვირთვა. ფიზიკური ვარჯიში ფიზიკური ვარჯიშები ასტიმულირებს ნაწლავის მოტორულ აქტივობას, ამაგრებს მუცლის კედლის კუნთებს, ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს,  სასიკეთოდ მოქმედებს ნერვულ-ფსიქიკურ სფეროზე. შეკრულობის პროფილაქტიკა – ბ-ნ არჩილ

Read More

საკვები ბოჭკოების როლი შეკრულობის პროფილაქტიკაში

ნაწლავის  შიგთავსის მოცულობაზე გავლენას ახდენს ადამიანის კვების ხასიათი, მასში ძნელად მოსანელებელი პროდუქტების შემცველობა, ნაწლავის კედელში  წყლისა და მარილების განვლადობა. საკვები ბოჭკოები საკვები ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტების გამოყენება  განაპირობებს განავლოვანი მასების გაზრდასა და ასტიმულირებს ნაწლავის მოქმედებას. საკვებ ბოჭკოებს უწოდებენ საკვების მცენარეული  კომპონენტების იმ ნაწილს, რომელიც მდგრადია საჭმლის მომნელებელი წვენების მიმართ. საკვები ბოჭკოების სახეები განასხვავებენ ნახშირწყლოვანი და არანახშირწყლოვანი

Read More

შეკრულობის პროფილაქტიკა

დიდი მნიშვნელობა აქვს ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია მწვავე შეკრულობის (ყაბზობის) ქრონიკულ პროცესში გადასვლის თავიდან აცილებისაკენ. მწვავე შეკრულობის მიზეზები მწვავე შეკრულობა არცთუ იშვიათად ვითარდება მწვავე ინფექციური დაავადებების  დროს, რასაც განაპირობებს საკვები ბოჭკოებით ღარიბი, დამზოგავი დიეტა, წოლითი რეჟიმი, ინფექციური აგენტების მიერ გამომუშავებული ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედება ნაწლავზე. ყაბზობის პროფილაქტიკა შეკრულობის (ყაბზობის) თავიდან აცილება მწვავე ინფექციური დაავადებების დროს შესაძლებელია საკმარისი

Read More

სასაქმებელი საშუალებები და შეკრულობა

მიზანშეწონილია თუ არა შეკრულობისას სასაქმებელი საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება? შეკრულობის მკურნალობაში განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს სასაქმებელი საშუალებების გამოყენება. ისინი საკამოდ ეფექტურია პირველ ეტაპებზე, თუმცა მათი ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს მიჩვევა, რაც გულისხმობს დამოუკიდებელი დეფეკაციის სურვილის  სრულ დაკარგვას. ყოველწლიურად მხოლოდ აშშ-ში სასაქმებელ საშუალებებზე იხარჯება 725 მილიონი დოლარი, იმის ფონზე, რომ ხშირად საერთოდ არ არსებობს მედიკამენტის გამოყენების საჭიროება, ზოგიერთ

Read More

შეკრულობის მკურნალობა

შეკრულობის მკურნალობა –  მკურნალობაში ძირითად როლს თამაშობს კვებითი რაციონის შემადგენლობა. ავადმყოფმა უნდა იცოდეს, რომელი პროდუქტები უწყობს ხელს ნაწლავის დაცლასა და პირიქით, რომელი აყოვნებს ამ პროცესს. ნაწლავის დაცლას ხელს უწყობს: შავი პური, ახალი  ხილი და ბოტნეული, გამხმარი  ხილი, წიწიბურას, შვრიის, ქერის ბურღულეული, ხორცი დიდი რაოდენობით შემაერთებელი ქსოვილის შემცველობის გამო, წნილები, მარინადები; უალკოჰოლო სასმელები (მინერალური წყლები, ლიმონათი,

Read More

შეკრულობის ინსტრუმენტული კვლევები

მსხვილი ნაწლავის დეტალური გამოკვლევისათვის გამოიყენება კოლონოსკოპიის მეთოდი, შესაბამისი ინსტრუმენტით –  კოლონოსკოპით. ანორექტალური კუნთების, სწორი ნაწლავისა და ანუსის კოორდინირებული შეკუმშვების შეფასება ხდება ანორექტალური მანომეტრიით, კუჭ-ნაწალავის ტრაქტის მოტორულ-ევაკუატორული ფუნქციის შესწავლის მიზნით ტარდება ასევე ელქტროგას­ტეროენ­ტეროგრაფია. გამოკვლევები მოიცავს ასევე სისხლის, შარდის და განავლის ანალიზს, კუჭის შიგთავსის გამოკვლევას, რაც გვეხმარება შეკრულობის (ყაბზობის) გამომწვევი ძირითადი დაავადების გამოვ­ლენაში. აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება დამატებითი

Read More

შეკრულობის დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს პროცესი ქრონიკულია თუ მწვავე, დადგინდეს კავშირი დაავადებასა და პაციენტის ცხოვრების წესს შორის. დიაგნოზის დასმა ხდება რომის კრიტერიუმების შესაბამისად. პაციენტის ზოგადი დათვალიერება პაციენტის ზოგად დათვალიერებაში გამოიყოფა: პერკუსია მუცლის შებერილობის განსაზღვრის მიზნით ნაწლავის შიგთავსის პალპაცია ანუსის მიდამოს პალპაცია, რათა დადგინდეს ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა ჰემოროი, ანალური  ნაპრალი, სიმსივნე, პროლაფსი, სისხლიანი გამონადენი, ხდება ანალური სფინქტერის ტონუსისა და

Read More

შეკრულობის კლასიფიკაცია

დღევანდელ პერიოდში არ არსებობს ერთიანი საყოველთაოდ მიღებული შეკრულობის (ყაბზობის) კლასიფიკაცია. გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით გამოყოფენ შეკრულობის (ყაბზობის) სამ სახეს: ➤ პირველადი (თანდაყოლილი ან შეძენილი მსხვილი ნაწლავის განვითარების ანომალიით  ან მისი ინერვაციის დარღვევით განპირობებული). ➤ მეორადი (სხვადასხვა დაავადებების, ტრავმების  ან მედიკამენტების გვერდითი მოვლენების შედეგად). ➤ იდიოპათიკური (დაუდგენელი მიზეზით განპირობებული მსხვილი ნაწლავის მოტორიკის დარღვევა). პათოგენეტიკური თვალსაზრისით გამოიყოფა ასევე

Read More

შეკრულობის გამომწვევი მიზეზები

შეკრულობის გამომწვევი მიზეზები ძალიან მრავალფეროვანია, კერძოდ:  არასწორი კვება რაციონში არასაკმარისი უჯრედისის ან სითხის შემცველობა დაბალი ფიზიკური აქტივობა ემოციური ან ფიზიკური სტრესი დეპრესია დეფეკაციის სურვილის დათრგუნვა სასაქმებელი საშუალებების გადაჭარბებული გამოყენება ორსულობა მოგზაურობა ზოგიერთი მედიკამენტის მიღება ანალური მიდამოს დაავადებები (ჰემოროი, ანალური ნახეთქები) ნაწლავის მოტორული ფუნქციის დარღვევა მენჯის ფუძის პათოლოგიები მსხვილი ნაწლავის განვითარების ანომალიები ინერვაციის  დარღვევები ზურგის ტვინის

Read More

მწვავე შეკრულობა

მწვავე შეკრულობა (ყაბზობა) – დეფეკაციის არარსებობა რამდენიმე დღის განმავლობაში. ეტიოლოგია, პათოგენეზი მწვავე შეკრულობის (ყაბზობის) მიზეზი შეიძლება იყოს ნაწლავის გაუვალობა –  მექანიკური (მაგ. სიმსივნის პროგრესირების გამო) ან დინამიური (მუცლის ღრუს ანთებითი პროცესის შედეგად). მწვავე შეკრულობა (ყაბზობა) შესაძლოა წარმოადგენდეს  მედიკამენტის გვერდით ეფექტს, ასევე, განვითარდეს ქალა-ტვინის ტრავმის ან ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის შედეგად. მწვავე შეკრულობა – რჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან 🩺 მწვავე შეკრულობა

Read More

ქრონიკული შეკრულობა. რომის კრიტერიუმები

ქრონიკული შეკრულობა. რომის კრიტერიუმები იმის განსაზღვრის მიზნით ადამიანს აქვს თუ არა შეკრულობა (ყაბზობა) გამოიყენება „რომის კრიტერიუმები“, რომლის მიხედვითაც ქრონიკული შეკრულობის (ყაბზობის) დიაგნოზი ისმევა თუ მისი გამოვლინებები არანაკლებ ნახევარი წლის განმავლობაში გრძელდება და ამასთან პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან მინიმუმ ორი: ძლიერი დაძაბვა (უფრო ხშირად ვიდრე ყოველ მეოთხე დეფეკაციისას) მკვრივი განავალი (უფრო ხშირად ვიდრე ყოველ მეოთხე

Read More