Author Archives: man

კოლონოსკოპია

კოლონოსკოპია –  სამედიცინო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომლის დროსაც ექიმი-ენდოსკოპისტი, ათვალიერებს და აფასებს მსხვილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირის მდგომარეობას, სპეციალური ზონდის მეშვეობით. კოლონოსკოპია ისეთი დაავადებების ვიზუალურად დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა, როგორიცაა, წყლულის წარმოქმნა, პოლიპები და სხვ. კოლონოსკოპიის საშუალებით ასევე შესაძლებელია  ბიოპსიის ჩატარება და დაზიანებების მოცილება. კოლონოსკოპიის მეშვეობით შესაძლებელია 1 მმ და ნაკლები ზომის პოლიპის მოშორება. პოლიპის მოცილებისთანავე შეიძლება მისი

Read More

სიგმოიდოსკოპია

სიგმოიდოსკოპია — სწორი ნაწლავისა და სიგმოიდური კოლინჯის შიგნითა ზედაპირის ენდოსკოპიური დათვალიერება, რომელიც ლორწოვანის მდგომარეობის შეფასებისა და  სხვადასხვა  პათოლოგიისა და დაავადების გამოვლენის საშუალებას იძლევა. სიგმოიდოსკოპიის დროს შეიძლება გამოვიკვლიოთ მსხვილი ნაწლავი, სიგმოიდური ნაწლავის დასწვრივ კოლინჯში გადასვლის ადგილი (ელენთის კუთხემდე) ჩათვლით. სიგმოიდოსკოპიის ჩვენებები სიგმოიდოსკოპიის საშუალებით, შეიძლება დადგინდეს რექტალური სისხლდენის, მუცლის ტკივილის, დეფეკაციის დარღვევის ეტიოლოგია; ასევე –  კოლიტი, პათოლოგიური

Read More

რექტოსკოპია

რექტოსკოპია (ლათ. Rectum — სწორი ნაწლავი, ბერძ. skopeo — ვუყურებ) — სწორი ნაწლავის ლორწოვანის ვიზუალური გამოკვლევის მეთოდი, რომელიც ხორციელდება სპეციალური ხელსაწყოს — რექტოსკოპის მეშვეობით. რექტოსკოპი წარმოადგენს დრეკად მილს, ბოლოში ოკულატორითა და ელექტრონათურით. რექტოსკოპია, სწორი ნაწლავის ანალური ხვრელიდან 30-35 სმ სიღრმეში გამოკვლევის  საშუალებას იძლევა. რექტოსკოპიის ჩატარების ჩვენებები რექტოსკოპია მიზანშეწონილია ჩატარდეს როგორც პროფილაქტიკური მიზნით, სწორი ნაწლავის სხვადასხვა

Read More

პროქტოლოგიური ავადმყოფების გამოკვლევის ძირითადი მეთოდები

01. ზოგადი დათვალიერება 02. თითით გამოკვლევა 03. რექტომანოსკოპია 04. ანოსკოპია 05. სიგმოიდოსკოპია 06. ირიგოსკოპია 07. სფინქტერომეტრია 08. ზონდით გამოკვლევა 09. სინჯი საღებავით 10. ბიოფსია 11. მსხვილი ნაწლავის რენტგენი 12. კოლონოსკოპია 13. ულტრაბგერითი გამოკვლევა 14.  სისხლისა და განავლის ანალიზი 15. დნმ–დიაგნოსტიკა   გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია“  

პროქტოლოგთან ვიზიტის დელიკატობა

პროქტოლოგთან ვიზიტის დელიკატობა პაციენტები ხშირად სიტუაციის დელიკატობის გამო თავს არიდებენ ექიმთან მისვლას. საქართველოში ბევრი პროქტოლოგი არაა და თითქმის ყველა მათგანს მაღალი პროფესიული ეთიკა ახასიათებთ. ნუ გერიდებათ პროქტოლოგთან მისვლის, მაგრამ თუ მაინც ვერ სძლევთ კომპლექსებს თავიდან, ისარგებლეთ დისტანციური კონსულტაციით. ვიზიტი პროქტოლოგთან – FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან 👨‍⚕️ ვიზიტი პროქტოლოგთან 🇬🇪 საქართველოში ბევრი პროქტოლოგი არაა და თითქმის ყველა

Read More

ანოსკოპია

ანოსკოპია — სწორი ნაწლავის ინსტრუმენტული კვლევის ერთ-ერთი მეთოდი. სპეციალური პროქტოლოგიური ხელსაწყოს მეშვეობით,  ხორციელდება სწორი ნაწლავის ზედაპირის ვიზუალური დათვალიერება. ხელსაწყოს, რომლის მეშვეობითაც ტარდება ანოსკოპია – ანოსკოპი ეწოდება. ანოსკოპი შეყავთ ავადმყოფის უკანა ტანში. გამოკვლევა ტარდება სწორი ნაწლავის დაახლოებით    13 სმ სიღრმეში. ავადმყოფის სხეული ისეთივე მდებარეობაშია, როგორც რექტორომანოსკოპიის  ჩატარების დროს. ანოსკოპიის ჩვენებები ანოსკოპია ტარდება მკაცრად ექიმის დანიშნულებით. ანოსკოპიის

Read More

პროქტოსიგმოიდიტი

პროქტოსიგმოიდიტი – სიგმოიდური და სწორი ნაწლავის  ლორწოვანის ანთება. ახასიათებს მორეციდივე მიმდინარეობა. ეტიოლოგია, პათოგენეზი გვხვდება უპირატესად ქალებში, რაც ჰორმონული ფონის ცვლილებებით,  გადაღლილობითა და ხანგრძლივი სტრესითაა განპირობებული. სიმპტომები, მიმდინარეობა პროქტოსიგმოიდიტი კოლიტის გამოვლინების ყველაზე ხშირი ფორმაა. ახასიათებს მორეციდივე მიმდინარეობა;  ვითარდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ორგანოების ანთებასთან ერთად (გასტროენტერიტი და  ენტერიტი). პროქტოსიგმოიდიტი, ასევე  შეიძლება ცალკე ფორმით — სპასტიკური კოლიტის

Read More

კოლორექტალური კიბო

კოლორექტალური კიბო – მსხვილი და სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეებს ხშირად აერთიანებენ საერთო დასახელებით  “კოლორექტალური კიბო “. . .

კრიპტიტი

კრიპტიტი –  მორგანის კრიპტის მწვავე ან ქრონიკული ანთება  (მორგანის კრიპტა – ანატომიური ჩაღრმავება სწორი ნაწლავის ტერმინალურ სეგმენტში). მორგანის კრიპტების ზედა ნაწილი დაკავშირებულია სწორ ნაწლავთან, ქვევიდან კი ისინი დაფარულია ნახევარმთვარისებრი  სარქველებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი ანალური ჯირკვლების სადინრები იხსნებიან მორგანის კრიპტების ფსკერის ზედაპირზე. კრიპტების არასრული დრენირების შემთხვევაში, რაც შეიძლება გამოიწვიოს ჯირკვლების სადინარების დახშობამ, ან მექანიკურმა ტრავმამ, შეიძლება განვითარდეს მორგანის

Read More

მომზადება პროქტოლოგთან ვიზიტისათვის

მომზადება პროქტოლოგთან ვიზიტისთვის პროქტოლოგთან ვიზიტის შიში პროქტოლოგთან ვიზიტის შიში აბსოლუტურად უსაფუძვლოა. პროქტოლოგიური გამოკვლევები, ძირითადად, უმტკივნეულოა. მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება გამოკვლევას თან ახლდეს უსიამოვნო შეგრძნებები. თუ თქვენი მიმართავთ პროქტოლოგს, მწვავე ტკივილის, ან უკანა ტანიდან სისხლდენის გამო, მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით თქვენ მხოლოდ თერაპიული მკურნალობა დაგენიშნებათ. ამიტომ შემოწმებისათვის განსაკუთრებული მომზადება აუცილებელი არაა. დეტალურ გამოკვლევას, რომელიც აუცილებელია თქვენი მდგომარეობის

Read More

უცხო სხეულები სწორ ნაწლავში

უცხო სხეულები სწორ ნაწლავში – მიზეზები, რის გამოც უცხო სხეული შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში მრავალია, მაგრამ უფრო ხშირად, ამის მიზეზია სურვილი მიიღონ სექსუალური კმაყოფილება რექტალური სტიმულირებით. ლიტერატურაში აღწერილია უცნაური ნივთები:  ნაძვის გირჩი, ელექტრო ენერგიის ელემენტები, ბოსტნეული, გაყინული თევზი, თოჯინაც კი. აქვე არის ინტერნეტიდან ამოღებული სურათები. სწორ ნაწლავში  უცხო სხეულის მოხვედრა საშიშია სწორი ნაწლავის ელასტიურ ქსოვილს ახასიათებს  “შეწოვის”

Read More

სტომირება

სტომირება –  რომელიმე ღრუ ორგანოზე  ქირურგიული გზით ხვრელის შექმნა. სტომირების ჩვენებები ყველაზე ხშირად სტომის დადება დაკავშირებულია – ნაწლავებზე ჩატარებულ ოპერაციასთან (ილეოსტომა და კოლოსტომა), შარდ-სასქესო სისტემაზე (უროსტომა), და იშვიათად ტრაქეაზე ჩატარებულ ოპერაციასთან (ტრაქეოსტომა). ისტორიული ფაქტები ისტორიკოსების მტკიცებით, სტომის დადების ოპერაცია, თანამედროვე გაგებით (ნაწლავის გამოტანა მუცლის წინა კედელზე) საბუთობრივად დაფიქსირებული იყო 1710 წელს.ფრანგმა ქირურგმა ლეტრემ, ეს ოპერაცია

Read More

რექტოცელე

რექტოცელე  – ქალებისათვის ფრიად საშიში კოლოპროქტოლოგიური დაავადება. განპირობებულია სწორი  ნაწლავის კედლის საშოს მხარეს გამობერვით. სწორი ნაწლავის არასრული დაცლის მუდმივი შეგრძნების გამო, პაციენტს უწევს ტუალეტში ხშირად  გასვლა. თუ რექტოცელე  მცირე ზომისაა, შეიძლება არანაირი სიმპტომები არ გამოვლინდეს. დიდი ზომის გამობერილობის დროს სიმპტომები მკვეთრადაა გამოხატული. ეტიოლოგია, პათოგენეზი ხშირად რექტოცელეს ნიშანი სწორი ნაწლავის დაცლის ფუნქციის დარღვევაა. ამ დროს, პაციენტს

Read More

სადიზმი

სადიზმი (სინონიმები – სქესობრივი ძალადობა, ეროტიული ტირანიზმი, აქტიური ალგოლაგნია), სექსუალური დევიაციების რიცხვს მიეკუთვნება, რომლის დროსაც სქესობრივი დაკმაყოფილება მიიღწევა პარტნიორისადმი ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილის მიყენების შედეგად. ტერმინი „სადიზმი“ ფრანგი მწერლის მარკიზ დე სადის სახელიდან გამომდინარე დამკვიდრდა.  მარკიზ დე სადი ცნობილია თავისი  ფსიქოლოგიური ნაწარმოებებით სექსუალური გადახრების შესახებ (მაგ.“ჟუსტინა“ და „ჟულიეტა“). მათში  სისტემატიზირებულია  იმ დროისათვის ცნობილი მექანიკური საშუალებები,

Read More

სადომაზოქიზმი

სადომაზოხიზმი  (სადიზმი + მაზოხიზმი), სექსუალური დევიაციაა, რომლის დროსაც ერთ პიროვნებაში შერწყმულია  სადიზმი და  მაზოხიზმი.  სექსოლოგიური პრაქტიკა  ადასტურებს, რომ სწორი  პარტნიორული კავშირის  ჩამოყალიბებისას სადომაზოხიზმი  პარტნიორული ურთიერთობის ჰარმონიზაციას უწყობს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენს საზოგადოებისათვის მიუღებელ ანომალურ ქცევას. სადიზმი და  მაზოხიზმი ერთი და იმავე ადამიანში ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული ხარისხით შეიძლება გამოვლინდეს, რაც დამოკიდებულია გარემოებებსა და პიროვნულ

Read More

ჰეტეროქრომოფილია

ჰეტეროქრომოფილია  (ჰეტერო… + ბერძ.chroma – ფერი, შეფერვა + ფილია), ფეტიშიზმის ნაირსახეობაა, როდესაც სექსუალურ სტიმულს წარმოადგენს პარტნიორის განსხვავებული კანის ფერი. სექსუალური განტვირთვისათვის  ზოგჯერ სექსუალური პარტნიორის სხეულის ცქერაც კი  შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს (ვუაიერიზმთან თანხვედრისას). ჰეტეროქრომოფილია უნდა განვასხვავოთ პროსტიტუტების მიერ პარტნიორების შერჩევისაგან, როდესაც პარტნიორის შერჩევა ფერის მიხედვით კი არ ხდება, არამედ გასამრჯელოს სიდიდის მიხედვით. web ♦ ამაზონი აქციური და

Read More

რეტიფიზმი

რეტიფიზმი ფეტიშიზმის სახესხვაობაა, როდესაც  ფეტიშის როლს ფეხსაცმელი ასრულებს და დაკავშირებულია სექსუალურ ქცევასთან.  სახელწოდება ფრანგი მწერლის ნიკოლა რეტიფ დე ლა ბრეტონის  მიხედვით დაერქვა, რომელმაც აღწერა ფეტიშიზმის მოცემული სახე მის ნაწარმოებებში. უფრო ფართო გაგებით რეტიფიზმი ტყავის  ნაწარმის გაფეტიშებას გულისხმობს (ფეხსაცმელი, ქამარი, ხელთათმანები). რიგ შემთხვევაში რეტიფიზმით შეპყრობილი პირები, არ გაურბიან მათთვის სასურველი ნივთის მოპარვასაც (სექსუალური კლეპტომანია) კი.  ერთ

Read More

პიოსპერმია

პიოსპერმია (ბერძ. pyon – ჩირქი + სპერმა), სპერმაში ჩირქის არსებობა. სპერმას აქვს მოყვითალო-მომწვანო შეფერილობა აქვს და არცთუ იშვიათად მყრალი სუნი. პიოსპერმიისას სპერმაში აღინიშნება ლეიკოციტები, მიკროორგანიზმები, დაშლილი უჯრედები და ა.შ. პიოსპერმია ხშირად შერწყმულია ჰემოსპერმიასთან, ოლიგოსპერმიასთან, ტერატოზოოსპერმიასთან. პიოსპერმიის დროს ჩირქს წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს სასქესო ორგანოების ნებისმიერი უბანი, მაგრამ უფრო ხშირად ურეთრა, სათესლის ბუშტუკები,  დანამატი, წინამდებარე ჯირკვალი.  მიკროორგანიზმების

Read More

ნეკროფილია

ნეკროფილია (სინონიმები – ნეკრომანია, ნეკროსადიზმი) მიცვალებულების მიმართ  დაუძლეველი სქესობრივი ლტოლვა. გვხვდება ძალზედ იშვიათად და მხოლოდ მამაკაცებში. საშინელი ზღაპრები სიკვდილის, მიცვალებულების, საფლავებისა და ვამპირების შესახებ ყველა ბავშვს მოუსმენია და რა თქმა უნდა იწვევს სავსებით გასაგებ შიშისა და განგაშის რეაქციას, თუმცა ასეთი ძლიერი ემოციური დატვირთვა ზოგიერთი მათგანისათვის სასურველი და მიმზიდველი ხდება. ბავშვის ზრდასთან ერთად  კი მსგავსმა მდგომარეობებმა

Read More

ონანოფობია

ონანოფობია  – აკვიატებული შიში ონანიზმის მავნე შედეგების მიმართ, როგორიცაა მაგალითად ერექციის დაქვეითება და იმპოტენცია. ხშირია მამაკაცებში,  აღმოცენდება პაციენტის სურვილის წინააღმდეგ, გამოირჩევა მდგრადობით და არ ექვემდებარება ადამიანის ნებას. ონანოფობიის განვითარება და გავრცელება განაპირობებს არასწორ შეხედულებას ჯანმრთელობაზე ონანიზმის მავნე გავლენის შესახებ, რაც შედეგია სქესობრივი გაუნათლებლობის და სქესობრივი აღზრდის დაბალი დონის. გავრცელებული მოსაზრება, რომ ონანიზმი სქესობრივ დარღვევებს იწვევს,

Read More