Author Archives: man

გერმანელები გარდაბანში

1820 წ. საქართველოში დაიწყო გერმანელთა ჩამოსახლება, მათ პირველი ზამთარი გარდაბნის ტერიტორიაზე გაატარეს, მარტყოფის ახლოს, აქვე საქართველოში პირველად, გერმანელების მიერ დაითესა კარტოფილი. ამის შემდეგ ისინი დაასახლეს სართიჭალაში, სადაც იმავე წელს იორიდან გაიჭრა იმ ხანად პირველი არხი გარდაბანის ტერიტორიაზე, ამ არხის ინჟინერი იყო ბაგრატიონი, მისი სიგძე 20 კმ. იყო და რწყავდა სამგორის ველის მცირე ნაწილს. (ქვაკაცის სტელის

Read More

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტი (ყოფ. გარდაბნის რაიონი) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში. 1917 წლამდე ახლანდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის თბილისის მაზრაში, 1921 წლის საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით თბილისის მაზრაშია, 1938 წელს გამოეყო თბილისის ოლქს ყარაიის რაიონის სახელწოდებით. 1947 წლის 18 მარტიდან ეწოდა გარდაბნის რაიონი. ამჟამად მუნიციპალიტეტი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია

Read More

გარდაბნის ისტორია

სტორიულ წარსულში გარდაბანი მდებარეობდა გაცილებით სამხრეთით ვიდრე ამჟამადაა, თვით ტოპონიმი გარდაბანი  მოდის (ქართლის ცხოვრების მიხედვით ქართლოსის ძე გარდაბოსიდან). ქართლოსიდან. ქართლოსის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ ქართლოსის ქვეყანა გაანაწილა შვილებს შორის გარდაბოსს ერგო მხარე სამხრეთით მწარე წყლიდან (ამჯამინდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკა) ჩრდილოეთით ლოჭინის ხეობა, დასავლეთით თრიალეთის ქედი, აღმოსავლეთით მდ. იორი.  იმავე ქართლოსმა თავის სიცოცხლეში ორი ქალაქი სამშვილდე ანუ

Read More

რას ნახავ ბორჯომში?

ჯობს, ქალაქის დათვალიერება მარადმწვანე ბუნებაში ჩაფლული ბორჯომის ისტორიული პარკიდან დაიწყო. გრილი კლიმატი, დასასვენებელი ადგილების სიმრავლე, ატრაქციონები და მთავარი სიმდიდრე – მინერალური წყლის წყაროები, მათ შორის „ეკატერინეს წყარო“, რომელიც ყოველთვის იზიდავდა საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩასულ დამსვენებელსა თუ უცხოელ ტურისტს. ბორჯომის პარკში მდებარეობს მინერალური წყლების პირველი ჩამომსხმელი ქარხანა, რომელმაც ფუნქციონირება 1890 წელს დაიწყო. აქვეა პირველი ჰესი მთელ

Read More

ბორჯომის ისტორიული წარსული

ამ მხარეს მდიდარი ისტორია აქვს. ბორჯომში შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრეები – პეტრეს ციხე და გოგიას ციხე. ბორჯომის სიახლოვესაა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, XIII საუკუნით დათარიღებული ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც უნიკალური არქიტექტურითა და ფრესკებით გამოირჩევა. ბორჯომიდან ორიოდე კილომეტრში კი, მწვანით შემოსილ ბუნებაში, წმინდა გიორგის მონასტერი დგას, რომელსაც ადგილობრივები „მწვანე მონასტერს“ უწოდებენ. წყარო: georgia.travel ბორჯომს

Read More

ბორჯომის ბუნება

ბორჯომში ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული იცის. აქ სასტუმროები წელიწადის ნებისმიერ სეზონზე ფუნქციონირებს, მათ შორის – 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები „ბორჯომი ლიკანი“ და საოჯახო სახლები. ბორჯომის მთავარი სიმდიდრე ვულკანური წარმოშობის უნიკალური მინერალური წყალია, რომელიც უკვე 1500 წელია, მიწის ზედაპირზე 9-10 კმ სიღრმიდან ამოდის და სწორედ ასეთი წარმოშობა განაპირობებს ამ წყლის უნიკალურობას. სამკურნალო დანიშნულებით ბორჯომის წყალს

Read More

ბორჯომის არქიტექტურა

ბორჯომში უნიკალური არქიტექტურის ნიმუშებს შეხვდები – გეოლოგების სახლს, ვიწროლიანდაგიან სარკინიგზო გზას, რომელიც ბორჯომ-ბაკურიანის სიმბოლო და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მას თავისი „კუკუშკა“ და გუსტავ ეიფელის მიერ დაპროექტებული ხიდი აქვს, რომელიც წაღვერი-ცემის მონაკვეთზე შეგხვდება. როგორც ცნობილია, ხიდი მიხეილ რომანოვმა საფრანგეთში ეიფელის კოშკის ავტორს გუსტავ ეიფელს შეუკვეთა. ბორჯომის მახლობლად, ლიკანში, ძველი სასახლეც დგას – ნაგებობა, რომელიც გერმანელი არქიტექტორის

Read More

ბოლნისის ტრადიციები

სოფელში გვალვის დროს ერთ-ერთ ქალს, რომელსაც დამბლა მაროს ეძახდნენ,ატარებდნენ სოფელში და ყველა სახლიდან წყალს ასხამდნენ და ამობდნენ: "ჩვენ არ გვინდა გორახი, ღმერთო მოგვეც ტალახი". ძველად ასეთი ტრადიციები და კულტურა ყოფილა გავრცელებული: როდესაც ქალი გათხოვდებოდა მზითვებს ატანდნენ წიგნის მიხედვით, რომელსაც რომელიმე პიროვნება კითხულობდა, სახალხოდ. ამ წიგნში ჯერ აღწერილი იყო ქალის გათხოვების ისტორია, გარემოება, აქვე მოიხსენიებოდა სასიძოს

Read More

ბოლნისის სიონის წარწერა

ბოლნისის სიონის წარწერა, თარიღდება 493-494 წლებით. იკითხება: ქრისტე დავით ეპისკოპოსი კრებულით თურთ ამას ეკლესიასა შინა შენდა მიმართ თაყვანის-მცემელნი შეიწყალენ და მშრომელთა ამასა ეკლესიასა შეხეწიე. ბოლნისის რაიონი არ არის ძალიან სასახელო საწარმოებით. ერთადერთი საწარმო იყო და რჩება. საქართველოს ბიუჯეტის 10-15%-ს ჩვენი საწარმო იძლევა(სამთო-გამამდიდრებელი კომპანია "R M G"). კაზრეთის ხეობა (შედის ბოლნისის რაიონში) მდებარეობს  საქართველოს სამზრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში-ქვემო

Read More

კატარინენფელდი – ბოლნისი

კატარინენფელდი (ახლანდელი ქალაქი ბოლნისი), ისევე როგორც ელიზავეტპოლი (ახლანდელი ქალაქი განჯა, აზერბაიჯანი), დაარსდა 1818 წელს. თავდაპირველად ეს დასახლება მდებარეობდა მწირნიადაგიან ადგილას და ცუდად მარაგდებოდა სასმელი წყლით, რის გამოც 1819 წელს გადატანილ იქნა დღევანდელი ბოლნისის ტერიტორიაზე. ჩამოსახლებულებმა კატარინენფელდი მას დედოფალ ეკატერინეს პატივსაცემად დაარქვეს. Author(s): გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) წყარო: gnta.ge ბოლნისს გაუმარჯოს! ბოლნისელებს სალამი!

ბოლნისი

ბოლნისი მდებარეობს მდინარე მაშავერას შუა დინებაში, თბილისიდან 64 კილომეტრში. ძირითადად გაშენებულია ვაკეზე, ჩრდილოეთი ნაწილი კი — გორაკ-ბორცვიან მთისწინეთზე. ქალაქი 1967 წლიდან საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრია. რადგანაც ბოლნისის სიონის წარწერა lV-V სს თარიღდება, თუ ეკლესიის წარწერას მივემხრობით, ბოლნისის რაიონი ამ დროიდან იწყებს არსებობას. თუმცა ბოლნისის რაიონის ტერიტორიაზე ქვის ხანიდან მოყოლებული იყო დასახლება,  ოფიციალურად

Read More

ბათუმი

ბათუმი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი[5] საქართველოში, არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი. ბათუმი არის მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქი საქართველოში, მსხვილი საერთაშორისო ნავსადგური შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, მნიშვნელოვანი სამრეწველო, კულტურული და ტურისტული ცენტრი საქართველოში. ბათუმი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას, ზღვის დონიდან 3 მეტრზე, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით). 2014 წლის აღწერის მონაცემებით,

Read More

რა ვნახოთ ბაღდათში

ბაღდათის მუნიციპალიტეტი ბუნების სილამაზითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კლდეებსა და ხეებში მოქცეული ხანის ჩანჩქერი. ძალიან საინტერესო ადგილია ვულკანური წარმოშობის ქვასვეტები, რომლებსაც ადგილობრივები “ქვასაყდარას” უწოდებენ. რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს აჯამეთის აღკვეთილი, სადაც იმერული მუხის რელიქტური ტყეები გვხვდება. ძალიან ლამაზ სანახაობას წარმოადგენს ვარციხის წყალსაცავიც. გარდა მშვენიერი ბუნებისა ბაღდათში მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლიც გვხვდება. რაიონში მდებარე

Read More

ბაღდათის ისტორია

ბაღდათის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთში  მდინარე ხანისწყლის ხეობაში, მისი ფართობი 815 კვ. კმ. ხოლო ზღვის დონიდან მისი  საშუალო მდებარეობა 200 მეტრია. მუნიციპალიტეტის ცენტრი ქალაქი ბაღდათი  ქუთაისთან 25 კილომეტრითაა დაცილებული. მისი ჰავა ზღვის ნოტიო საშუალო სუბტროპიკულს წარმოასგენს, შედარებით ნაკლებ თოოვლიანი ზამთრითა და ზომიერად ცხელი ზაფხულით. მეურნეობის ძირითადი დარგი მევენახეობაა, განსაკუთრებით პოპულარულია თეთრი ჯიშები: ცოლიკაური, ციცქა,

Read More

ბაღდათის გეოგრაფია და კლიმატი

ბაღდათის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში, მდინარე ხანისწყლის აუზში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბაღდათი. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ვანი ესაზღვრება, ჩრდილო-დასავლეთით – წყალტუბო, ჩრდილოეთითა და ჩრდილო – აღმოსავლეთით – თერჯოლა და ზესტაფონი, აღმოსავლეთით – ხარაგაული, სამხრეთით კი – ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტები. ბაღდათის ტერიტორია უმეტესად მთაგორიანია, მცირე ნაწილი უჭირავს ვაკე-დაბლობს. მუნიციპალიტეტის მთავარი ოროგრაფიული ერთეული მესხეთის ქედია, რომლის ჩრდილო

Read More

ბაღდათის შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. ისტორიულ წყაროებში იგი პირველად მე-18 საუკუნის დასაწყისში იხსენიება, თუმცა რაიონის ტერიტორიაზე ცივილიზაციის არსებობის კვალი ძვ. წ. IV საუკუნიდან იწყება. წყაროებზე დაყრდნობით ბაღდათში ისტორიულად ყველაზე ძველი ადგილი სოფელი დიმია. აქ საქართველოს პირველ გამაერთიანებელ მეფეს – ფარნავაზს სამეთვალყურეო საფორთიფიკაციო ნაგებობა აუგია და მისთვის დიმნა დაურქმევიათ. სახელწოდება ბაღდათის წარმოშობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს.

Read More

რა ვნახოთ ახალციხეში

ახალციხის მუნიციპალიტეტი ბუნების სილამაზითა და კულტურულ ისტორიული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. ტყეები, მთები, კლდეები და ულამაზესი ხედები შესანიშნავ გარემოს ქმნის მოგზაურობისა და ბუნების მოყვარულთათვის. ახალციხეში რამდენიმე ბალნეოლოგიური საკურორტო ზონაა, სადაც სასიამოვნო და კომფორტულ დასვენებას შეძლებთ. ქალაქ ახალციხეში ხელოვნური ტბაა, სადაც მოწყობილია სასეირნო ბილიკები, ბარები, ასევე შესაძლებელია ნავით გასეირნებაც. ახალციხის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით საინტერესო კულტურული ძეგლებით იქცევს ყურადღებას.

Read More

ახალციხის გეოგრაფია და კლიმატი

ახალციხის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს, ახალციხის ქვაბულში, უჭირავს მტკვრისა და ფოცხოვის ხეობები. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ბორჯომი და ხარაგაული ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან – ასპინძა, დასავლეთიდან – ადიგენი, სამხრეთით კი – თურქეთის რესპუბლიკა. რაიონისთვის დამახასიათებელია რთული რელიეფი, აქ გვხვდება მოვაკებული ტერასები, ხეობები, მცირე ქვაბულები, გორაკ-ბორცვები და ვულკანური მთები, რომლებიც 950 მეტრიდან 2964 მეტრამდეა განლაგებული.

Read More

ახალციხის შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს. ადამიანის ცხოვრების კვალი რაიონის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან იწყება, რასაც არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ქვის ხანის იარაღები ადასტურებს. აქ ასევე აღმოჩენილია ძვ.წ. III ათასწლეულის ნამოსახლარები და სამარხები. ახალციხეს დიდი პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა შუასაუკუნეებშიც, რაც მისმა სტრატეგიულმა მდებარეობამაც განაპირობა. მკვლევართა აზრით ახალციხეს ძველად ლომსია ერქვა. მუნიციპალიტეტის ცენტრი, ქალაქი ახალციხე (მაშინდელი ლომსია)

Read More

ახალციხის მუნიციპალიტეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ახალციხე. ახალციხის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ხარაგაულისა და ბორჯომის, აღმოსავლეთიდან – ასპინძის, ხოლო დასავლეთიდან – ადიგენის მუნიციპალიტეტი. სამხრეთის საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს. ისტორია მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — აღმოსავლეთ საქართველოში ახალციხის მაზრის სახელწოდებით, 1930 წლიდან

Read More