Author Archives: man

დუშეთის ისტორია

დუშეთის მუნიციპალიტეტის ცენტრი, ქალაქი დუშეთი, რომელიც ისტორიულ წყაროებში პირველად 125 წელს იხსენიება, ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მე-17 საუკუნეში აქარაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. საერისთავოს გაუქმების შემდეგ დუშეთი მნიშვნელოვნად დაკნინდა. 1756 წელს მან ფეოდალური ქალაქის სტატუსი მიიღო, 1802 წელს კი ახლადშექმნილი დუშეთი მაზრის ცენტრი გახდა. წყარო: histowns.ge დუშეთს გაუმარჯოს! დუშეთელებს სალამი!

დუშეთი

ძირითადი მონაცემები ქ.დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი პატარა ქალაქია, რომელიც ძირითადად მე-19 საუკუნეში განვითარდა რუსეთისკენ მიმავალ სამხედრო გზაზე მდებარეობის წყალობით. დუშეთის მოსახლეობა 2010 წლის სტატისტიკური მონაცემებით 7 100 ადამიანს შეადგენს. დუშეთი მდებარეობს დუშეთის ქვაბულში, მდინარე დუშეთისხევის ორივე ნაპირზე. თბილისიდან 45კმ-ის მანძილზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. ქალაქის ფართობია 300 ჰა, ისტორიული ცენტრის ფართობი –

Read More

ბათუმის თეატრი

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი თეატრის შენობა ბათუმს კარგა ხანს არ გააჩნდა  სათეატრო შენობა, იყო მხოლოდ პატარა ხის შენობა, რომელიც 1884 წელს ააგეს, რომელიც იტევდა 450 მდე მაყურებელს. მდებარეობდა ახლენდელი კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე. შემდეგ შენობა გადაიტანეს ანანიევის მამულში. ახლანდელ ვაჟა ფშაველასა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში (ახლანდელი რესპუბლიკური ბიბლიოთეკის შენობა). ამიტომაც დაერქვა მას

Read More

რა ვნახოთ დმანისში

დმანისის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ლამაზი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ტბები, ტყეები, გაშლილი სივრცეები და ლამაზი მინდვრები შესანიშნავია პიკნიკისა და ბუნებაში განტვირთვისთვის. გარდა ბუნების მრავალფეროვნებისა დმანისში მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტრული ძეგლის მონახულებაც შეგიძლიათ. განსაკუთრებულად გამორჩეულია დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც ადრეპალეოლითურ, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანისა და შუასაუკუნეების ფენებს მოიცავს. დმანისის მუზეუმში 2345 ექსპონატია წარმოდგენილი. ასევე გახსნილია საველე-არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას

Read More

დმანისის ისტორია

დმანისი მდებარეობს დმანისის ვულკანურ პლატოზე, მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე, კაზრეთის რკინიგზის სადგურიდან 30 კმ მანძილზე. დმანისის ტერიტორიაზე VI-VIII საუკუნეებში მცირე დასახლება იყო, სადაც საეპისკოპოსო კათედრალი მდებარეობდა. როგორც ქალაქი, წყაროებში პირველად IX საუკუნეში იხსენიება, ამ დროს მას არაბები ფლობდნენ. XI ს-ის 80-იან წლებიდან სელჩუკთა ხელშია, 1123 წელს დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა. დმანისი განსაკუთრებით დაწინაურდა XII-XIII სს-ში.

Read More

დმანისის შესახებ

დმანისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან იწყება. აქ ცხოვრობდნენ პირველი ევროპელები, ზეზვა და მზია, 1.8 მილიონი წლის წინ. დმანისში გამოვლენილია ასევე გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები. სოფელ ყარაბულახთან ახლოს მდებარეობს ზურტაკეთის ყორღანებიც, რომელიც თრიალეთის კულტურას მიეკუთვნება და უნიკალურია თავისი პეტროგლიფებით. ისტორიულ წყაროებში დმანისი პირველად VI საუკუნეში იხსენიება. სახელწოდება „დმანისი“

Read More

დმანისის გეოგრაფია და კლიმატი

დმანისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი დმანისი. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან წალკის რაიონი ესაზღვრება, აღმოსავლეთით – თეთრიწყარო და ბოლნისი, დასავლეთით კი – ნინოწმინდა. დმანისის მუნიციპალიტეტი მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს: ქ. დმანისი, ამამლო, განთიადი, გომარეთი, გუგუთი, დიდი დმანისი, დმანისის თემი, ირგანჩაი, იფნარი, კამარლო, ყარაბულაღი, ყიზილქილისა, მაშავერა, ოროზმანი, საკირე, სარკინეთი. რაიონის დასავლეთ ნაწილში

Read More

რას ნახავ დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროში უნდა ნახო ვრცელ ველზე ამოზრდილ კლდეზე, ბუდესავით მიშენებული ელიას მონასტერი. თუ ისტორიული თავგადასავლები გხიბლავს, აუცილებლად უნდა ესტუმრო მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, სადაც დაცულია საბეჭდავები, სამკაულები, თიხისა და ბრინჯაოს ნივთები, საკულტო სკულპტურები და ა.შ. ძვ. წ. VI-I საუკუნეებიდან ვიდრე გვიან ფეოდალურ ხანამდე. დედოფლისწყაროს მიმდებარედ შეგიძლია მოინახულო ხორნაბუჯის ციხე, ოზაანის ამაღლების ტაძარი, მაჩხაანის მთავარანგელოზის ეკლესია. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ნახევარუდაბნოს

Read More

დედოფლისწყაროს ისტორიული ძეგლები

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი თავისი თვალუწვდენელი ველებით, ხეობებით, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით ტურისტებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. დედოფლისწყაროში მდებარეობს UNESCO-ს მიერ აღიარებული სამხრეთ კავკასიაში ერთ – ერთი ბიოსფერული რეზერვატი, რაც თავისთავად დედოფლისწყაროს სავიზიტო ბარათია. მუნიციპალიტეტი გამორჩეულია უძველესი ძეგლების სიმრავლით. ხორნაბუჯის ციხე, არწივის ხეობა, ელიას მთაზე მდებარე წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი, დედოფლისწყაროში ჩასული მეგზურების ტურისტულ რუქაზე, აუცილებლად სანახავი

Read More

დედოფლისწყარო ისტორია

უძველესი  დრიოდან  დღევანდელი  დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის  ტერიტორია შედიოდა  საქართველოს   ისტორიული  პროვინციის "კამბეჩოვანის " შემადგენლობაში. ის ხან კახეთის, ხანაც ჰერეთის ნაწილს წარმოადგენდა.  კამბეჩოვანის მთავარი ქალაქი ხორნაბუჯი იყო, რომელიც წყაროებში პირველად   ჩვ. წელთაღრიცხვის V საუკუნეში მოიხსენიება. მეოცე საუკუნის დასაწყისში  დედოფლისწყარო, როგორც  ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული,  სიღნაღის მაზრაში  შედიოდა, 1938 წლიდან ის  ცალკე რაიონად ჩამოყალიბდა, მაგრამ 1963 -1964  წლებში კვლავ  სიღნაღის

Read More

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი (ყოფ. წითელწყაროს რაიონი) — ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში. 1917 წლამდე ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა სიღნაღის მაზრაში, 1928  წლიდან კახეთის მაზრაშია, 1929  წლიდან კი კახეთის ოლქში. 1930-1937  წლებში სიღნაღის რაიონშია. 1938  წლიდან ჩამოყალიბდა ცალკე რაიონად. 1963-1964  წწ. ისევ სიღნაღის რაიონს შეუერთეს, 1965  წლიდან კვლავ გამოიყო ცალკე ერთეულად. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს დასავლეთით და

Read More

გურჯაანის ყველაწმინდა

გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ქალაქიდან ორი კილომეტრის დაშორებით, კახთუბნის ხეობაში მდებარეობს. წერილობითი წყაროები ტაძრის აგების შესახებ არ მოგვეპოვება, თუმცა სტილისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ იგი VIII-IX საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. გურჯაანის ყველაწმინდის ტაძართან და აქ არსებულ მამათა მონასტერთან დაკავშირებულია ლეგენდა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატზე, რომელიც წლების განმავლობაში აქ ინახებოდა. მღვდლის, პოლიკარპე კარბელაშვილის ცნობით, ხატის ცენტრალური ნაწილი (ღვთისმშობელი

Read More

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში, 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით იგი შედიოდა თელავის მაზრაში, 1930 წლიდან კახეთის ოლქშია დამოუკიდებელ რაიონად, შემდეგ ცალკე რაიონია. 2006 წლიდან მუნიციპალიტეტია. წყარო: ვიკიპედია გურჯაანს გაუმარჯოს! გურჯაანელებს სალამი!

გურჯაანი – ეტიმოლოგია

„გურჯაანის“ სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ხალხურ გადოცემებში მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ისტორიულად დასაბუთებული ვერსიის თანახმად ამ სახელს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა „გურჯ“ თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო „გურჯაანი“ — ქართველთა სადგომს. შუა საუკუნეების რუკაზე ახტალასა და ჩუმლაყს შორის აღნიშნულია გურემანი და ვარაუდობენ, რომ სწორედ სახელწოდება გურჯაანი არის გურემანის სახეცვლილი ფორმა. 1757 წელს შედგენილ „განწესებაში თეიმურაზ მეორისა

Read More

გურჯაანი

გურჯაანი — ქალაქი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 415 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 122 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1934 წელს. მოსახლეობა 10 ათასი (2002 წლის მონაცემებით). გურჯაანი სარკინიგზო კვანძია (აქ თბილის-თელავის რკინიგზის ხაზს გამოეყოფა წნორის მიმართულებით მიმავალი განშტოება), აქ არის ღვინის, საკონსერვო, კვების მრეწველობის საწარმოები, თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ნ.

Read More

გორის ციხე

შიდა ქართლის რეგიონში საუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვის ციხე მდებარეობს კლდოვან გორაზე, ქალაქ გორის ცენტრში. არქეოლოგიური გათხრების შედეგებისა და ნაპოვნი მასალების მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირველი დასახლებები ამ ადგილზე გამოჩნდა ძვ.წ. IV-III საუკუნეებში. წერილობით წყაროებში გორის ციხის პირველი ხსენება XIII საუკუნით თარიღდება. ამ შენობას განსაკუთრებული სტრატეგიული პოზიცია ჰქონდა და საკვანძო როლი შეასრულა შიდა ქართლის ისტორიაში: მისი

Read More

გორის ღირსშესანიშნაობები

გორის ციხე გორის ციხე — ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქალაქ გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. „გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა; მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას

Read More

გორის დრამატული თეატრი

გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი — ქართული დრამატული თეატრი ქალაქ გორში. დაარსდა 1845 წელს. ისტორია გორში პირველი სცენისმოყვარეთა წარმოდგენა XIX საუკუნის 40-იან წლებში გაიმართა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი ცდები თეატრის ჩამოყალიბებისა. 1845 წლის 1 და 8 მაისს, 11 ივლისს და 7 აგვისტოს დაუდგამთ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედია „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება

Read More

გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. გორი. გორის მუნიციპალტეტი აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. მის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ლიახვი, ტანა, თეძამი. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტებია გორიჯვარი და ბოშური. ისტორია ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შიდა ქართლის („ზენა სოფლის“) ისტორიულად დაწინაურებული რეგიონი იყო. იგი საქართველოს ცენტრალურ

Read More

რა ვნახოთ გარდაბანში

გარდაბნის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ეგხოტიკური ბუნებითა და ისტორიულ კულტურული ძეგლების სიმრავლით. ეს უამრავ ბუნებისა და ხეტიალის მოყვარულს იზიდავს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მრავალწყაროს ფერადი უდაბნო. მრავალფეროვნად დაზოლილი ლანდშაფტი და გაშლილი, უკიდეგანო სივრცეები საოცრად შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. ულამაზესია აგრეთვე ჯანდარისა და კუმისის ტბები და მრავალწყაროს წყალსაცავი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილია გარდაბნის აღკვეთილი, სადაც ფრინველთა 135 და ძუძუმწოვრების 26 სახეობა

Read More