Author Archives: man

თეთრიწყაროს გეოგრაფია და კლიმატი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრები აქვს. მას სამხრეთიდან ბოლნისის, დასავლეთით წალკისა და დმანისის, აღმოსავლეთით გარდაბნისა და მარნეულის, ჩრდილოეთით კი კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. მუნიციპალიტეტის სამხრეთი ნაწილი თეთრიწყაროს პლატოზეა გაშლილი, რომელიც ქვემო ქართლის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილს წარმოადგენს. იგი შუა ნაწილში რამდენიმე მცირე მდინარის კანიონითაა გაკვეთილი. რაიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შუა ხრამის მთათა კვანძია განფენილი, ჩრდილოეთ

Read More

რა ვნახოთ თბილისში

თბილისი ძალიან საინტერესოა თავისი მრავალფეროვანი კულტურით. აქ ნახავთ ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, შუასაუკუნეების ტაძრებს, მრავალჯერ ბრძოლაგადატანილ ციხე-სიმაგრეებს, მოჩუქურთმებულ-ვიტრაჟულ იტალიურ ეზოებს, სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურულ ნიმუშებს და მუზეუმებს, სადაც საქართველოს საგანძურს, ისტორიას, კულტურასა და ხელოვნებას გაეცნობით. გარდა კულტურულ-იტორიული მნიშვნელობის ადგილებისა, თბილისში ლამაზი ჩანჩქერებით, ტბებით და ქალაქისა თუ მთების ვრცელი ხედებითაც დატკბებით. აქ შესაძლებელია ხმაურიანი ქალაქის რიტმიდან უცებ წყნარ,

Read More

თბილისის ისტორია

თბილისის ტერიტორია ჯერ კიდევ ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. IV ათასწლეულში) ყოფილა დასახლებული. წყაროებში კი იგი პირველად IV საუკუნის II ნახევარში იხსენიება. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კი კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. V საუკუნეში ქალაქი ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, მეცნიერთა ნაწილის აზრით, ამიტომაცაა იგი

Read More

თბილისის შესახებ

თბილისი საქართველოს დედაქალაქი და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში მდებარეობს. ეს ქალაქი გამორჩეულია როგორც ბუნებით, ასევე მნიშვნელოვანი კულტურული ნიმუშებითა და ისტორიით. აქ ნახავთ ჩანჩქერებს, ტბებს და ძალიან ლამაზი ხედებითაც დატკბებით. თბილისისთვის სახასიათო ნიშაა ეკლექტიკა. აქ მრავალი სხვადსხვა ეპოქისა თუ ხასიათის კულტურა იყრის თავს და საინტერესოდ ერწყმის ერთმანეთს. ასევე აღსანიშნავია, თავად დედაქალაქის გარდა, თბილისის

Read More

თბილისის გეოგრაფია და კლიმატი

თბილისი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს, თბილისის ქვაბულში, მტკვრის ორივე სანაპიროზე. მას ჩრდილოეთით საგურამოს ქედის მთისწინეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით – ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი – თრიალეთის ქედის განშტოებები. ადმინისტრაციულად თბილისი დაყოფილია გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორისა და ჩუღურეთის რაიონებად. ქალაქის წყლის მთავარი არტერია მდინარე მტკვარია. წარსულში თბილისის ქვაბული მუხნარი და

Read More

ბათუმში ცნობილი ადამიანები

მემედ აბაშიძე მემედ აბაშიძე იბრაჰიმის ძე იყო. იგი დაიბადა 1873 წელს, ბათუმში და გარდაიცვალა 1937 წელს. ის იყო საზოგადო მოგვაწე, მწერალი და პუბლიცისტი. დაწყებითი განათლება მიიღო ქართველთა შორის წერა_კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების  ბათუმის სკოლაში. მამის ხელმძღვანელობით დაეუფლა არაბულ, სპარსულ და თურქულ ენებს. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XX საუკუნის დასაწყისში. სისტემატურად ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ პრესაში. აქტიურად იბრძოდა

Read More

სად მდებარეობდა ძველი ზუგდიდი?

ძველი ზუგდიდი, როგორც ირკვევა, მაცხოვრის გორაზე მდებარეობდა. ცნობილი   ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე(1827-1890), რომელიც 1874 წელს ზიგდიდის, წერს: ,,ახალი ზუგდიდის მახლობლად, ვაკის შუაგულში აღმართულია დიდი გორა, რომელზედაც იყო გაშენებული ძველი ზუგდიდი". ასეთივე ცნობას  გვაწვდის ექვთიმე თაყაიშვილიც : ,,ძველი ზუგდიდი მომაღლო ადგილზე, გორაკზე იყო გაშენებული, ახლა კი დაბლობზეა" (ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წ. ll, ტფ. 1914,

Read More

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში, 1921-დან ზუგდიდის მაზრაში. 1930-დან ცალკე რაიონია. ბუნება მუნიციპალიტეტს უჭირავს ოდიშის ვაკე და ურთას მთიანი ზონა. ტერიტორია — 668 კმ², მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 340 კმ². რაიონში მდინარეთა ხშირი ქსელია, ბევრია ჭაობი და მცირე ტბები. გარდა მდინარე ენგურისა, ზუგდიდის

Read More

ზუგდიდის ისტორია

ზუგდიდის ისტორიული დასაწყისი ლეგენდარულ კოლხეთში აქვს. ის იყო კოლხეთის ნაწილი, რომლის ისტორიულობს და უაღრესად საინტერესო წარსულს ხაზს უსვამს მითი არგონავტების შესახებ. ზუგდიდი ისტორიულად სამეგრელოს სამთავროს სატახტო ქალაქი იყო და შესაბამისად მის პოლიტიკურ,ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ტოპონიმი „ზუგდიდი“ წარმოადგენს ხანგრძლივი კვლევის საგანს. მასზე მუშაობდნენ ისეთი მკვლევარები, როგორებიც არიან ი.გიულდენშტედტი, მ.ბროსე,   სახელწოდება „ზუგდიდი“ ნაწარმოებია   მომდინარეობს მაცხოვრის

Read More

ცხენის კვალით ნაპოვნი ულამაზესი სოფელი

მეორე ვერსიით მთისძირშისტუმრად მოსულ მეფეს გადაუხედავს დაბლობში გაშლილი ხოდაბუნებისთვის და აღფრთოვანებულს უთქვამს: ,,როგორ კვალებივით არის დაყოფილიო“ და ამის შემდეგ დაერქვა სოფელს კვალითი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოფელი კვალითი შედგება ზედა შუა და ქვედა კვალითის უბნებისაგან. ამჯერად ყურადღება გვინდა შევაჩეროთ ზედა კვალითის უბანზე, რომელიც დღეს სოფელ ცხრაწყაროს თემს მიეკუთვნება და ოფიციალურ დოკუმენტებში მოიხსენიება, როგორც სოფელ ცხრაწყაროს ზედა

Read More

ზესტაფონი– ტაბაკინის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერი

ზესტაფონი – ტაბაკინის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერი VII-VIII საუკუნეების ტაბაკინის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი გამოირჩევა არქიტექტურით, XVI საუკუნის მოხატულობით და მდიდარი ისტორიით. მონასტერს, სადაც ერთ დროს 70 ბერი აღავლენდა წირვა-ლოცვას, ქვეყნის ისტორიაში დიდი წვლილი მიუძღვის. სამონასტრო კომპლექსში შედის VII-VIII საუკუნეების ორნავიანი ტაძარი, კრიპტითა და მინაშენით, რომელსაც XI საუკუნის, შემდგომ კი XVI საუკუნის აღდგენის

Read More

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზესტაფონი. ბუნება ძირულა ქვედა წევასთან მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდებარეობს კოლხეთის დაბლობსა და იმერეთის მაღლობზე. მისი რელიეფი დანაწევრებულია მდინარეთა ხეობებით. ტერიტორია — 423 კვ. კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 90-200 მეტრზე მერყეობს. სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებში არის ადგილები,

Read More

რა ვნახოთ

უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ვანში მრავალი საინტერესო ადგილის მონახულება შეიძლება. მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში ტურიზმს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. აქ ნახავთ შუასაუკუნეების ეკლესიებსა და ციხე-სიმაგრეებს, გოგირდის გეიზერებს, კარსტულ მღვიმესა და მშვენიერ ხედებს. თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას უდიდესი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ვანის ნაქალაქარი იპყრობს. ეს მასშტაბური არქეოლოგიური ძეგლი საკულტო და საზოგადოებრივი ნაგებობებით უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. ნაქალაქარიდან კარგად

Read More

ზესტაფონის ღირსშესანიშნაობები

ზესტაფონის ახლოს შეგიძლია მოინახულო ანტიკური ხანის შორაპნის ციხე, რომელიც ფარნავაზ მეფის დროსაა აგებული. ციხე დიდი იყო, თანაც იმდენად, რომ მის ტერიტორიაზე მთელი ქალაქის მოსახლეობა ეტეოდა. აქაა დიკლაურის, საზანოს, ტაბაკინის ციხეები, VI საუკუნეში აგებული ტაბაკინის ეკლესია, XI საუკუნის ზედა საქარის ტაძარი და თამარის ხიდი – სოფელ ჭალატყეში. აუცილებლად უნდა ნახო სამცვერას ულამაზესი ჩანჩქერი. მისი და, ზოგადად,

Read More

ვანის შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში მდებარეობს. ანტიკურ ხანაში მის ტერიტორიაზე უძველეს დასახლებათა საფუძველზე, ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი განვითარდა, რომელმაც აყვავებას ძვ. წ. III-I სს-ში მიაღწია. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამიკული ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი. ნაქალაქარი ქალაქ ვანის მიმდებარედ, ბორცვზეა განლაგებული, საიდანაც რიონის დაბლობის, ქალაქი ქუთაისისა და კავკასიონის

Read More

ვანი

ვანი – ქალაქი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ვანი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 60 მ, რეგიონის ცენტრ ქ. ქუთაისიდან მდებარეობს 41 კმ-ში, თბილისი-ლესელიძე-სენაკის ცენტრალური მაგისტრალიდან დაშორებულია 22 კმ-ით, რკინიგზის სადგურ „სამტრედიიდან“ 25 კმ-ით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან – 35 კმ-ით; უახლოეს პორტამდე „ფოთი“ მანძილი შეადგენს 80

Read More

ვანი – გეოგრაფია და კლიმატი

ვანის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ვანი. მუნიციპალიტეტს ესაზრვრება ბაღდათის, სამტრედიის, წყალტუბოს, ადიგენისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. ვანის ჩრდილოეთ საზღვარს გასდევს მდინარე რიონი, რომლის შენაკადებისც სამდინარო ქსელს ქმნიან რაიონის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. სამხრეთ ნაწილში კი მდინარე ხანისწყლის მარცხენა შენაკადი — წაბლარასწყალი მიედინება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს მესხეთის ქედის უმაღლესი მწვერვალი მეფისწყარო

Read More

დუშეთის პარკი

დუშეთის პარკი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ის მდებარეობს დუშეთის ცენტრში და სხვადასხვა ჯიშის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეებისგან შემდგარი ორი გრძელი, მართკუთხა ნაკვეთისა და მათ შორის გამავალი ფეხით მოსიარულეთა ფართო ბულვარისგან შედგება. დუშეთის ეს ადგილი ისტორიულადაც გაუნაშენიანებელი იყო, პლატონ იოსელიანის აღწერის თანახმად ქალაქის შუაგულში, დუშეთის ციხესიმაგრის პირდაპირ, გაშლილი ვრცელი ტერიტორია მე-19 საუკუნემდე იპოდრომს წარმოადგენდა, 1859

Read More

დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1949 წელს დაარსდა, მუზეუმში დაცულია დუშეთის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული მასალები ადრებრინჯაოს ხანიდან გვიანშუასაუკუნეებამდე, მე-19 ს-ის ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები, ქსოვილების ნიმუშები – აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მე-19 ს-ის ფარდაგები,  ხალხური სამოსელი და აქსესუარები. კერამიკის ჭურჭელი, მათშორის მოჭიქული კერამიკის ნიმუშები), ძვ.წ. მე-8 ს-ით დათარიღებული საბრძოლო და სამუშაო იარაღი,

Read More

ბათუმის ღირსშესანიშნაობები

ბათუმის ღირსშესანიშნაობებს შორის გამოირჩევაზღვისპირა პარკი. იგი ბათუმელებისა და სტუმრების საყვარელი, დასასვენებელი და გასართობი ადგილია. მე-19 საუკუნის ბოლოს ეს ადგილები წყლით იყო დაფარული. 1881 წლის ზღვამ დაახლოებით 100 მეტრით უკან დაიხია და დიდი ტერიტორია გამოათავისუფლა. გაჩნდა იდეა ზღვისპირა პარკის შექმნის შესახებ. თავდაპირველად ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მებაღე რესლერი, რომელმაც პარკის კეთილმოწყობის გეგმა შეიმუშავა, ხოლო მისი

Read More