Author Archives: man

ლაგოდეხის დაცული ტერიტორია

მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით მრავალფეროვანი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ქ. ლაგოდეხში, საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე მდებარეობს და ზღ. დ-დან 590-3500 მ-ის სიმაღლემდე ვრცელდება. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19755 ჰა) და აღკვეთილს (4500 ჰა). დღეისათვის ლაგოდეხის აღკვეთილში მოწყობილია თვალწარმტაცი, უსაფრთხო და ინფორმატიული ხუთი ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: ,,როჭოს

Read More

რა ვნახოთ კასპში

კასპის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კულტურული ძეგლების სიმრავლითა და ბუნების სილამაზით. ტყეები, ხეობები, შესანიშნავი ხედები და ყვავილოვანი მდელოები საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მარშრუტების დაგეგმვის საშუალებას გვაძლევს. ცხავერისა და ნოსტეს ჩანჩქერებს, სოფელ გოსტიბეს, თავკავთასა თუ სხვა მრავალ საოცარ ადგილს ბევრი მოგზაურობის მოყვარული და ბუნების სიმშვიდეში დასვენების მსურველი სტუმრობს. კასპში ულამაზეს ბუნებასთან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლიც გვხვდება. აღსანიშნავია

Read More

კასპის შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც უძველესი ნამოსახლარები და არქეოლოგიური მასალა მოწმობს. კასპი დარეული პერიოდიდანვე დაწინაურდა და მნიშვნელოვანი სამხედრო და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, რაც მისი გეოგრაფიულ-სტრატეგიული მდებარეობით იყო განპირობებული. იგი ციხე-ქალაქს წარმოადგენდა, რომელსაც საკუთარი სპასალარი ჰყოლია. V საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, კასპი განვითარების

Read More

კასპის მუნიციპალიტეტი

კასპის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციული რაიონი შიდა ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — გორის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კასპი. კასპს გაუმარჯოს! კასპელებს სალამი!

კასპის ისტორია

უძველესი ნამოსახლარები და არქეოლოგიური მასალები მეტყველებს, რომ ადამიანი აქ ქვის ხანიდან ცხოვრობდა. სტრატეგიული მდებარეობის გამო, კასპი მალე იქცა ციხე-ქალაქად, რომელსაც საკუთარი სპასალარი ჰყავდა. V საუკუნეში მას, როგორც განათლებისა და აღზრდის ცენტრს, ქვეყანაში  განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. VIII საუკუნეში მტრის შემოსევამ ქალაქი მთლიანად გაანადგურა. საუკუნეების განმავლობაში აქაურობამ ბევრი დაცემა და აღდგენა განიცადა. კასპი ვერც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს

Read More

რა ვნახოთ თიანეთში

თიანეთი ძალიან მდიდარი რაიონია, როგორც კულტურული ძეგლებით, ასევე ბუნების სილამაზით. აქ შუა საუკუნეების მრავალი მნიშვნელოვანი ტაძარი და ციხესიმაგრეა. განსაკუთრებით ცნობილია ბოჭორმის ციხე-სიმაგრე და ეკლესია საინტერესო არქიტექტურითა და მოხატულობით, სასახლე ცხრაკარა და ჟალეთის ეკლესია. თიანეთში მდებარეობს ქართველი პოეტის, მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი, სადაც დაცულია მის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის

Read More

თიანეთის სიტორია

თიანეთი ისტორიულ წყაროებში IV საუკუნიდან იხსენიება.სწორედ IV საუკუნითაა დათარიღებული მუნიციპალიტეტში მდებარე ჟალეთის ეკლესია. თიანეთი VII-XI საუკუნეებში წარმოადგენდა ისტორიული კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრს,სადაც მდებარეობდა კვირიკე III-ს სასახლე-ბოდოჯის ციხე(იგივე ცხრაკარა),რომელიც ბაგრატ IV-მ გადაწვა საგართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლის პერიოდში.დღეს შემორჩენილია კოშკისა და ეკლესიის ნანგრევები. ძველად თიანეთზე გადიოდა ცნობილი საქარავნე-აბრეშუმის გზა,რომლითაც აღმოსავლეთის ქვეყნები უკავშირდებოდნენ ევროპას 1917 წლამდე თიანეთი ეკუთვნოდა თიანეთის,1924 წლიდან

Read More

თიანეთის შესახებ

თიანეთი მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე რაიონია, რაზეც აქ არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლებიც მოწმობენ. თიანეთი, როგორც გეოგრაფიული მხარის სახელწოდება, ისტორიულ წყაროებში პირველად IV საუკუნეში ჩნდება. “მოქცევაი ქართლისაის” თანახმად, წმინდა ნინო წობენიდან “გარდავიდა ერწუდ, და დადგა ჟალეთს, დაბისა ედემს და ნათელსცა ერწუ-თიანელთა”. XI საუკუნის დასაწყისში კახეთის სამეფოს ცენტრი თიანეთში იყო. აქ გადიოდა

Read More

თიანეთის გეოგრაფია და კლიმატი

თიანეთის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა თიანეთი. იგი მოიცავს დაბა თიანეთის, დაბა სიონის, არტნის, ახალსოფლის, ზარიზეების, ნაქალაქრის, ჟებოტის, სიმონიანთხევის, ტუშურების, ღულელების, ჩაკურაანთგორისა და ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებს. მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთით დუშეთის მუნიციპალიტეტი ესაზღვება, აღმოსავლეთით – ახმეტის, სამხრეთით კი მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია საშუალო-მაღალმთიანია. ტერიტორიის დიდი ნაწილი მაღლობებსა და მთისწინეთებს

Read More

რა ვნახოთ თერჯოლაში

თერჯოლის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნეითა და საინტერესო კულტურული ძეგლების სიმრავლით. ტყეები, ულამაზესი ჩანჩქერები და საოცარი, ჯადოსნური კარსტული მღვიმეები უამრავ ბუნების მოყვარულს იზიდავს. განსაკუთრებით პოპულარულია: ქადაგიძის რაფის ჩანჩქერი, ნავენახევის მღვიმე, მუჯირეთის მღვიმე, გოგნის ტბა და ა.შ. 4 მეტრის სიმაღლის ქადაგიძის რაფის ჩანჩქერი საოცარი სანახაობაა, იგი იმითაც გამოირჩევა, რომ ჩანჩქერთან ახლოს დინოზავრის ნაკვალევია შემონახული. ხეებში ჩაფლული გოგნის

Read More

თერჯოლის გეოგრაფია და კლიმატი

თერჯოლის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში, კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თერჯოლა. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ქალაქი ქუთაისი ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთით – ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით – ტყიბული, ჩრდილო-აღმოსავლეთით – ჭიათურა, სამხრეთით კი – ბაღდათი. თერჯოლა მდინარეთა ხშირი ქსელით ხასიათდება. მთავარი მდინარეა ყვირილა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე მიედინება მდინარეები: ჩოლაბური, ძევრულა, წყალწითელა და სხვა. რაიონი ფლორისა და ფაუნის

Read More

თერჯოლის შესახებ

თერჯოლის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში სახლობდა, ამას თერჯოლაში არსებული გამოქვაბულებიც ადასტურებს, სადაც ქვის იარაღები და სხვა არტეფაქტებია გამოვლენილი. კარგადაა ცნობილი ცნობილი საკაჟიასა (სოფელი გოდოგანი) და საგვარჯილეს გამოქვაბულები. რაიონში ასევე აღმოჩენილია ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები, რაც ცხადყოფს რომ ამ ტერიტორიებზე ადამიანის განვითარების თითქმის ყველა ეტაპზე არსებობდა

Read More

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში, 1930 წლიდან გამოიყო ცალკე, როგორც ჩხარის რაიონი. 1950 წლიდან ეწოდება თერჯოლის რაიონი, 2006 წლიდან – თერჯოლის მუნიციპალიტეტი. ბუნება თერჯოლის მუნიციპალიტეტი მუნიციპალიტეტის ტერიტორია ძირითადად მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. ტერიტორია — 357 კვ. კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 250 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის

Read More

ულამაზესი ადგილები თელავში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

თელავი თელავი გამორჩეულია სხვადასხვა ეპოქის კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ ნახავთ ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, შუა საუკუნეების, უდიდესი კულტურული მნიშვნელობის მქონე ტაძრებს, სასახლეებისა და ციხესიმაგრეების ნანგრევებს, რომლებიც მრავალი საინტერესო ისტორიისა და გმირობის მომსწრენი არიან. იყალთოს მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ძეგლი იყალთოს მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა

Read More

კახეთის დედაქალაქი

თელავი კახეთის ქალაქებს შორის თელავი ერთ-ერთი უძველესია. დიდი ხანია აღარ ქალაქობენ კახეთის ოდესღაც ისეთი დიდებული ქალაქები, როგორიცაა: უჯარმა, ნეკრესი, ჭერემი, ხორნაბუჯი, გრემი. როგორც ეტყობა, თელავი კახეთ-ჰერეთის მეტად მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობდა და ამან განაპირობა კიდეც შუა საუკუნეებში მისი აღმავლობა. მართალია, თელავის ქალაქობა უფრო გვიანდელ პერიოდს მიეკუოვნება მაგრამ პირველ საუკუნეებშიც აქ ძლიერი დასახლებული პუნქტი ყოფილა, რაზეც არა

Read More

თელავის მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. 1917 წლამდე მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში, 1930 წლიდან კი ყალიბდება ცალკე რაიონად. 2006 წლიდან ეწოდა მუნიციპალიტეტი, 2014-2017 წლებში მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი იყო ქალაქი თელავი. ისტორია ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე დასახლება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ, სავაჭრო და საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან

Read More

თელავი

თელავი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", "მატიანე ქართლისაი", ჟამთააღმწერელი, XVIII ს-ის ისტორიული საბუთები, პაპუნა ორბელიანის "ამბავი ქართლისანი", დავით ბაგრატიონის "ახალი ისტორია", ბაგრატ ბაგრატიონის "ახალი მოთხრობა", იოანე ბაგრატიონის "ქართლ-კახეთის აღწერა", მისივე "კალმასობა", ომან ხერხეულიძის "მეფობა ირაკლი მეორისა", თეიმურაზ ბაგრატიონის "ახალი ისტორია", ჩილდირის ვილაიეთის ჯაბა დავთარი, ჟან შარდენის "მოგზაურობა", იოჰან გიულდენშტედტის "მოგზაურობა საქართველოში"

Read More

ტურიზმი თეთრიწყაროში

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, კლიმატურ-რეკრეაციული მნიშვნელობის და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული მხარეა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაახლოებით  475-მდე  ისტორიული მნიშვნელობის კულტურული და ბუნების უნიკალური ძეგლია, ამასთანავე, გამოირჩევა ბუნების იშვიათი ძეგლების სიმრავლით, რომლებიც მნიშვნელოვან ღირებულებებს წარმოადგენენ ესთეტიკური და სამეცნიერო თვალსაზრისით. მდინარეები: ალგეთი და ქცია (ხრამი) ულამაზეს ხეობებს ქმნიან. მუნიციპალიტეეტში შესაძლებელია ტურიზმის შემდეგი სახეობების განვითარება:

Read More

რა ვნახოთ თეთრიწყაროში

თეთრიწყარო ძალიან ლამაზი რაიონია, ტყეებით, ხეობებითა და გაშლილი სივრცეებით. შთამბეჭდავია ბირთვისის კლდეები, რომელთა მიუდგომლობა ჩვენს წინაპრებს შესანიშნავად გამოუყენებიათ და აქ ბირთვისის ციხე აუგიათ. იგი აუღებელ ციხე-სიმაგრედ ითვლებოდა. გამორჩეულია სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი, რომელიც ხრამის ხეობისა და ჭივჭავის კანიონის ერთობლიობას წარმოადგენს. სამშვილდე გარდა მშვენიერი ხედებისა, თავისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობითაც ცნობილია. აქ თავმოყრილია მთელი ისტორია საქართველოს მეგალითური წარსულიდან

Read More

თეთრიწყაროს შესახებ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თეთრიწყარო, რომელიც იმ ადგილზეა გაშენებული, სადაც ისტორიული სოფელი გარისი მდებარეობდა. ამ სოფელში გაიმართა ცნობილი გარისის ბრძოლა ყიზილბაშების წინააღმდეგ 1556 წელს. ეს რაიონი ლამაზი ბუნებითა და მრავალსაუკუნოვანი კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. აქ ვხვდებით გრილ ტყეებს, მცირე ტბებსა და სტეპურ და სუბალპურ მდელოებს. ულამაზესია ხრამისა

Read More