Author Archives: man

მესტიის ისტორია

ყველაზე ადრეული ცნობა სვანთა შესახებ გვხვდება ბერძენ და რომაელ  ისტორიკოსებთან სტრაბონთან (ძვ. წ. აღ.64 /63.ა.წ.აღ23/24წწ.)და პლინიუსთან (ახ.წ. 23/24წწ). სტრაბონის მიხედვით სვანები 1 საუკუნეში ,,დიოსკურიის მთიანეთში მცხოვრებ ტომთაგან” აღემატებოდნენ მეზობელ ტომებს ძალითა და ძლიერებით, რომელთაც 200 000 კაციანი ლაშქრის მეკრება შეეძლოთ. ისტორიული წყაროების მიხედვით კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე დასახლებულ ქართველთა ტომის, სვანეთის ისტორია იწყება ჩვენს

Read More

მესტიის გეოგრაფია და კლიმატი

მესტიის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, სამგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა მესტია. იგი მოიცავს ზემო სვანეთის ტერიტორიას, მდინარე ენგურის ხეობას ენგურის სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე და მისი შემადგენელი ადმინისტრაციული ერთეულებია: დაბა მესტია, ბეჩო, ეცერი, იდლიანი, იფარი, კალა, ლახამულა, ლატალი, ლენჯერი, მულახი, ნაკრა, უშგული, ფარი, ცხუმარი, წვირმი, ჭუბერი, ხაიში. ზემო სვანეთი ბალის ქედით იყოფოდა

Read More

რა ვნახოთ მარტვილში

მარტვილის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლით. რაიონი შთამბეჭდავი ალპური ტბებით, ჩანჩქერებით, მღვიმეებით თუ უმშვენიერესი ხეობებით მრავალ ბუნებისა და მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ლებარდეს ტბები, ონიორეს, წაჩხურუს, კაღუს, აბჰესისა და ტობის ჩანჩქერები, მარტვილის კანიონი, ბალდის კანიონი და სხვა. მარტვილში მრავალ შესანიშნავ ადგილს იპოვნით, როგორც თავგადასავლებით სავსე ლაშქრობის მოსაწყობად, ასევე მსუბუქი გასვლებისთვის

Read More

მარტვილის შესახებ

მარტვილის მუნიციპალიტეტი სამეგრელოში მდებარეობს. იგი გამოირჩევა უძველესი ისტორიითა და ბუნების მრავალფეროვნებით. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან იწყება. მარტვილის ძველი სახელწოდებაა ჭყონდიდი, რაც წარმართულ საკულტო მუხის (ჭყონი) ხეს უკავშირდება. იგი განვითარებულ დასახლებულ პუნქტს წარმოადგენდა შუა საუკუნეებშიც, რაზეც, გარდა ისტორიული წყაროებისა, რაიონის ტერიტორიაზე შემორჩენილი უძველესი ტაძრები და ციხე-სიმაგრეებიც მეტყველებს. დღესდღეობით მარტვილში ფუნქციონირებს კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და

Read More

მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი – ბუნების ძეგლი სოფელ გაჭედილში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოს მხარეში, ზღვის დონიდან 210 მეტრზე. მარტვილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრი კანიონის შესასვლელთანაა განთავსებული. ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ. კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის

Read More

მარტვილის გეოგრაფია

მარტვილის მუნიციპალიტეტი სამეგრელოში მდებარეობს. რაიონის სამხრეთ ნაწილი ოდიშის დაბლობზეა განლაგებული, ცენტრალური და ჩრდილოეთ ნაწილები კი – ეგრისის გედის მთისწინეთსა და მის სამხრეთ კალთებზე. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მარტვილი. მარტვილს ჩრდილოეთით ლენტეხის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, აღმოსავლეთით – ხონი და ცაგერი, სამხრეთით – სენაკი და აბაშა, დასავლეთით კი – ჩხოროწყუ. მუნიციპალიტეტის უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე, ზღვის დონიდან 3003

Read More

მარნეულის მდინარეები

მარნეულის რაიონი მდიდარია მდინარეებით, გარდა მდინარე მტკვრისა, რომელიც რაიონს აღმოსავლეთის საზღვარზე ჩამოუდის, მდინარე ხრამი. აქ იგი აჩენს კლაკნილებს, კუნძულებს, “ნარიონალებს”. წყალუხვია ხრამის მარჯვენა შენაკადი დებედა, რომელიც უკიდურესი ქვემო დინებით მიეკუთვნება მარნეულის რაიონს. დებედაც ტიპური ვაკის მდინარეა. მარნეულის ვაკეს კვეთს მდინარე ალგეთი (მტკვრის მარჯვენა შენაკადი), სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია შულავერი (ხრამის მარჯვენა შენაკადი) და ბანოშისწყალი (დებედის მარცხენა

Read More

რა ვნახოთ ლენტეხში

ლენტეხი ულამაზესი ბუნებითა და საინტერესო კულტურული ძეგლებით მდიდარი რაიონია. მშვენიერი ხეობები და გრანდიოზული, ყინულოვანი მთები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. აქ მრავალი საინტერესო მარშრუტის დაგეგმვა შეიძლება ლაშქრობის მოყვარულთათვის. მრავალფეროვანი და სანახაობრივია ლენტეხის ზემო სვანეთთან, რაჭასთან და სამეგრელოსთან დამაკავშირებელი ბილიკები, როგორიცაა მაგალითად: ლენტეხი-მაცხვარიშის, მანანური-ტვიბერის, ხაჩეში-დობერაზენის, შკედი-ლიხეთის და სასაში-ლაშიჭალის ბილიკები. ლენტეხი მიმზიდველია მთამსვლელებისთვისაც. ულამაზესია კურორტი მუაში სამკურნალო მინერალური

Read More

ლენტეხის შესახებ

ლენტეხი, იგივე ქვემო სვანეთი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი რაიონია, რომელიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. სვანეთი ადრინდელ საუკუნეებში კოლხეთის ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის, ხოლო უფრო მოგვიანებით მე-11 მე-15 საუკუნეებში გაერთიანებული საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ იგი სამ ნაწილად დაიყო: სვანეთის სამთავრო, ბალზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ქვემო

Read More

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, რომელიც გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებითა და ხედებით. ,,თუ საქართველო ოდნავ მაინც გიყვართ, სვანეთში უნდა წახვიდეთო”-ბრძანა დიდმა ილიამ. სვანეთი ზემო სვანეთად (ენგურის ხეობა) და ქვემო სვანეთად (ცხენისწყლის ხეობა) იყოფა. ასევე, ცალკე გამოიყოფა კოდორის ხეობის სვანეთი. თუ გსურთ ლენტეხს მუნიციპალიტეტს ეწვიოთ, მანქანით გაუყვებით ცხენისწყლის ხეობას და შედიხართ ლენტეხის  სოფლებში, რომელთაგან ზოგი ცხენისწყლის ხეობაში

Read More

მარნეულის ნამოსახლარები და დიდი აღმოჩენები

მარნეულის ირგვლივ საქართველოს ისტორიისა და კულტურისთვის მნიშვნელოვანი ნეოლითური ნამოსახლარებია – არუხლოს გორა, ხრამის დიდი გორა, შულავრისა და იმირის გორები. ხრამის დიდ გორაზე აღმოაჩინეს თიხის საღვინე ჭურჭელი და ყურძნის წიპწები, რომელთა ასაკი 8000 წელია. ამ მასალის კომპლექსური კვლევების შედეგად მსოფლიო მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და  კულტურული ვაზისგან ღვინო

Read More

მარნეულის მუნიციპალიტეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში. შედის ქვემო ქართლის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მარნეული. 1917 წლამდე ახლანდელი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში. 1921 წლის საქართველოს სსრ-ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისეგ ბორჩალოს მაზრაში იყო. 1929 წელს თბილისის ოლქშია ბორჩალოს რაიონის სახელწოდებით, 1930 წლიდან ლუქსემბურგის (ახლანდ. ბოლნისის) რაიონში იყო. 1947 წლიდან მარნეულის რაიონი ეწოდებოდა. წყარო:

Read More

ლენტეხის გეოგრაფია და კლიმატი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ლენტეხი. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაცია (ყაბარდო-ბალყარეთი), სამხრეთიდან ლეჩხუმი, აღმოსავლეთიდან რაჭა, ხოლო დასავლეთიდან სამეგრელო და ზემოსვანეთი ესაზღვრება. იგი სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით ლეჩხუმის ქედით, დასავლეთით კოდორის, ხოლო ჩრდილოეთით – კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედით არის შემოსაზღვრული. ლენტეხის ტერიტორია მაღალმთიანია, ჭარბობს

Read More

რა ვნახოთ ლანჩხუთში

უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ლანჩხუთი ბუნების სილამაზითაც გამოირჩევა. აქ ერთმანეთს ერწყმის ზიანი სანაპიროები და წვანეში ჩაფლული გარემო. კოლხეთის ეროვნული პარკი, პალიასტომის ტბა თუ ჯაპანის ტბა უამრავი გადამფრენი ფრინველითა და თავისებური ეგზოტიკით აუცილებლად მოგხიბლავთ. ლანჩხუთი შესანიშნავია როგორც სამოგზაუროდ, ასევე ზღვისპირა დასვენებისთვის. ჩამავალი მზის ფონზე ოქროსფრად მოელვარე წყალი, ცხელი ქვიშა და ჩალისფერი ბუნგალოები ტროპიკული ფერადოვნებითა და

Read More

ლანჩხუთის შესახებ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, გურიისმხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორია ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იყო დასახლებული. ბრინჯაოს ხანიდან აქ უკვე ქალაქური ცხოვრება იყო განვითარებული, რასაც შუხუთის ნაქალაქარი ადასტურებს. ისტორიულ წყაროებში ლანჩხუთი პირველად XVII საუკუნეში იხსენიება. ლანჩხუთის ეტიმოლოგიასთან დაგავშირებით მეცნიერებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. სიმონ ჯანაშიას თეორიის მიხედვით ეს სახელი მეგრულ-ჭანურ სიტყვას, ჩხუ-ს უკავშირდება, რაც ძროხას ნიშნავს, თავად ლანჩხუთს

Read More

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, გურიის მხარეში.[4] ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ლანჩხუთი. ისტორია მუნიციპალიტეტის ტერიტორია დასახლებულია ქვის ხანიდან. ადრე ბრინჯაოს ხანიდან ქალაქური ცხოვრების წესს ადასტურებს შუხუთის ციხე-ქალაქის არსებობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ოზურგეთის მაზრაში. 1930 წლიდან ცალკე რაიონია. საბჭოთა პერიოდში გამოიცემოდა რაიონული გაზეთი „სოციალისტური შრომა“. ლანჩხუთს გაუმარჯოს! ლანჩხუთელებს სალამი!

ლანჩხუთის გეოგრაფია და კლიმატი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარეში მდებარეობს, შავ ზღვას, მდინარე ფიჩორსა და გურიის ქედს შორის. იგი ოდიშ-გურიის დაბლობის ტერიტორიასა და მის მიმდებარე სერებს მოიცავს. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ლანჩხუთი. მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლი ესაზღვრება, აღმოსავლეთით – სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით – ხობის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით კი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. ლანჩხუთის

Read More

რა ვნახოთ ლაგოდეხში

ლაგოდეხი ულამაზესი ბუნებითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლებით მდიდარი რაიონია. აქ ნახავთ ბრძოლაგამოვლილ ციხე-სიმაგრეებსა და შუასაუკუნეების, გამორჩეული მხატვრობის მქონე ტაძრებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფ.ლელიანის წმ.თეოდორე ტირონის ეკლესია, ხოშატიანის ღვთისმშობელი, მაჭის ციხე და სხვა. ძალიან საინტერესოა ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია ძვ. წ. IV ათასწლეულიდან გვიან ფეოდალურ ხანამდე პერიოდის მასალა. აქ წარმოდგენილია ქვის, ბრინჯაოს, თიხის სხვადასხვა დანიშნულების ნივთები, სამკაული,

Read More

ლაგოდეხის შესახებ

ლაგოდეხი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი უძველესი ისტორიის მქონე ტერიტორიაზე აღმოცენდა, რომელიც ჯერ კავკასიის ალბანეთის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ ჰერეთის ადრეფეოდალური ხანის ქართულ სახელმწიფოებრივ ერთეულში, შემდეგ კი დამოუკიდებელ ფეოდალურ სამთავროდ ჩამოყალიბდა. მოგვიანებით იგი რანთა და კახთა სამეფოს შემადგენლობაში იყო, ხოლო შემდეგ კახეთის სამეფოსთან ერთად ერთიანი ფეოდალური საქართველოს ნაწილი გახდა. ლაგოდეხი წყაროებში ცნობილია აგრეთვე ლაგოეთის, ლაკუათის და

Read More

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. აღმოსავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკა, დასავლეთით — ყვარლის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით — დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთით საზღვრავს სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები. ლაგოდეხს გაუმარჯოს! ლაგოდეხელებს სალამი!