რუსთავი IV-XIII საუკუნეებში
როგორც წერილობითი წყაროები აღნიშნავენ (“ქართლის ცხოვრება“ და “მოქცევაი ქართლისაი”), IV საუკუნის ბოლოს ქართლის სამეფო ტახტისთვის ატეხილი დინასტიური დავის შემდეგ მირიან მეფის გარდაცვლილი შვილის, რევის ცოლმა – სალომე უჯარმელმა და მისმა შვილებმა საგამგებლოდ კუხეთის საერისთავო და მისი ცენტრი – რუსთავი მიიღეს. მოგვიანებით გამეფებულმა მირიან მეფის შვილიშვილმა თრდატ რევის ძემ (383-395 წლები) რუსთავის (ყარაიას) ველების მოსარწყავად მტკვრიდან