Author Archives: man

რა ვნახოთ სიღნაღში

სიღნაღი ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი და საინტერესო რაიონია და უამრავ ტურისტს იზიდავს. აქ მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების მონახულებას შეძლებთ. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია ბოდბის მონასტერი, რომელიც გადმოცემის თანახმად წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილასაა აგებული. უდიდესი პოპულარობით და მნახველთა სიმრავლით სარგებლობს ქალაქი სიღნაღი. მისი არქიტექტურა, ლამაზი ქუჩები და შესანიშნავი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. მას სიყვარულის ქალაქსაც უწოდებენ. აქ ინახება

Read More

სიღნაღის გეოგრაფია და კლიმატი

სიღნაღის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სიღნაღი. მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები, სამხრეთ-აღმოსავლეთით – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი და აზერბაიჯანის რესპუბლიკა ესაზღვრება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი ივრის ზეგანს უჭირავს. მის ტერიტორიაზე შემოდის გომბორის ქედის მცირე ნაწილიც. მუნიციპალიტეტის ფარგლებში გომბორის ქედის უმაღლესი მთა ჭოპორტია

Read More

სენაკის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. შეიქმნა 1930 წელს სენაკის მაზრის დაშლის შემდეგ. 1935-1989 წლებში ეწოდებოდა ცხაკაიას რაიონი. 2006 წლიდან ეწოდა სენაკის მუნიციპალიტეტი. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი სენაკი. სენაკს გაუმარჯოს! სენაკელებს სალამი!

სენაკის ისტორია

სიტყვა „სენაკი“ ბერის ოთახს, „მცირე სახლს“ ნიშნავს. აქ ბერმონაზვნური ცხოვრება უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ამ რეგიონს ყოველთვის სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა. IV-VIII საუკუნეებში აქედან რამდენიმე კილომეტრში ეგრისის სამეფოს დედაქალაქი არსებობდა; შემდეგ ცენტრის ფუნქცია ძველ სენაკს ჰქონდა – სოფელს, რომელიც ახლა ქალაქის განაპირას მოექცა. XX საუკუნის დასაწყისში კი ახლანდელი ქალაქის ტერიტორიაზე რკინიგზის სადგური აშენდა, აქაურობა თბილისი-ფოთის სარკინიგზო

Read More

სენაკის კულტურული ცხოვრება

კულტურული ცხოვრება აქ ყოველთვის დუღდა – ძველ სენაკშიც და შემდეგ ახალ ქალაქშიც, იყო თეატრალური დასი, სტამბაში იბეჭდებოდა წიგნები – მათი „ვეფხისტყაოსნის“ ეგზემპლარი ინგლისში, უორდროპების ბიბლიოთეკაში ინახებოდა; გახსნილი იყო სათავადაზნაურო სასწავლებელი. სენაკი დღეს თანამედროვე ქალაქია კულტურის სახლით, მუზეუმებით, სამხატვრო გალერეით, სპორტული კომპლექსებით, თხილის, დაფნისა და ჩაის გადამმუშავებელი ქარხნებით. ქალაქის ცენტრში დგას აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის

Read More

სენაკის ბუნებრივი და ისტორიული ძეგლები

ისტორიული ძეგლები ძველი სენაკის ტერიტორიაზეა, რომელიც ერთ-ერთი უძველესი სოფელია საქართველოში. განსაკუთრებით საინტერესოა კარსტული მღვიმე-დარბაზი უნაგირას მთის ქვეშ, IV-XVI საუკუნეების შხეფის ციხე, XIX საუკუნის თეკლათის დედათა მონასტერი; ეგრისობა თუ სენაკში ნოემბრის პირველ რიცხვებში ჩახვალ, არ გამოტოვო ფესტივალი „ეგრისობა“, რომელიც ქალაქიდან 17 კილომეტრში, ნოქალაქევის  მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე იმართება. აქ IV-VIII საუკუნეების ეგრისის სამეფოში „იმოგზაურებ“, თეატრალიზებული წარმოდგენებით გაეცნობი ისტორიას,

Read More

საჩხერის შესახებ

საჩხერის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან ცხოვრობდა, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენები და უძველესი ნამოსახლარებიც ადასტურებს. საჩხერეში მრავლადაა აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები და გორასამარხები, ბრინჯაოსა და რკინის სახელოსნოები, ანტიკური ნაგებობების ნაშთები, სამკაულები, კოლხური კერამიკა და სხვა. სხვადასხვა პერიოდის ძეგლები და არტეფაქტები გვიჩვენებს ცივილაზაციის უწყვეტ კვალს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უძველესი დროიდან დღემდე. საჩხერეში

Read More

საჩხერის მუნიციპალიტეტი

საჩხერის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი საჩხერე. მუნიციპალიტეტის ტერიტორია შეადგენს 973 კმ²-ს. მუნიციპალიტეტში 46 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 45 სოფელი, რომლებიც დაყოფილია 13 ტერიტორიულ ერთეულად: 1 ქალაქად და 12 თემად. გეოგრაფია მდებარეობს მდინარეების ყვირილის და ძირულის ზემო და შუა დინებების აუზში. მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებია: ჩრდილოეთით ესაზღვრება ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები,

Read More

რა ვნახოთ საჩხერეში

საჩხერის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით. სიმწვანე, გაშლილი, ვრცელი ვაკეები, მოლურჯო მთები, წყაროები და პატარ-პატარა ჩანჩქერები შესანიშნავ გარემოს ქმნის ბუნების მოყვარულთათვის. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დევის ტბა, ფასკნარას ჩანჩქერი აკაკი წერეთლის კარსტული მღვიმე. თუკი ბუნების სიმშვიდეში დასვენება გსურთ, ბალნეო-კლიმატური კურორტი – კვერეთი ნამდვილად მოგეწონებათ. გარდა მიმზიდველი ბუნებისა, საჩხერეში მრავალი კულტურული ძეგლის მონახულებაც შეგიძლიათ.

Read More

საჩხერის გეოგრაფია

საჩხერის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს, მდინარეების – ყვირილისა და ძირულის ზემო და შუა დინებების აუზში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი საჩხერე. რაიონს ჩრდილოეთით ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, აღმოსავლეთით – სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ოლქი, სამხრეთით – ხაშური და ხარაგაული, დასავლეთით კი – ჭიათურა. მუნიციპალიტეტის რელიეფი საშუალო და დაბალმთიანია. რაიონის ჩრდილოეთ ნაწილი რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზეა

Read More

ტელეფისის ციხე სამტრედიის მუნიციპალიტეტი

ტელეფისის ციხე იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში მდებარეობს. იგი ადრეულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნება და VI საუკუნით თარიღდება. ციხე ზემოდან დაჰყურებს მდინარე რიონის ხეობას და სტრატეგიული სიმაგრე იყო. 553 წელს ტელეფისის ციხისთვის ბრძოლა გაიმართა ეგრის-ბიზანტიისა და ირანის ჯარს შორის, ეგრისის დიდი ომის დროს. ბიზანტიელი მემატიანე აგათია სქოლასტიკოსი მოგვითხრობს: “სარდალი მარტინე მისი ხელქვეითი ჯარებით ტელეფისში დაბინავებულიყო. ეს

Read More

სამტრედია

ქალაქი (1921 წლიდან) დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 25 მეტრზე, მდინარეებს რიონსა და ცხენისწყალს შორის, ქუთაისიდან დასავლეთით 30 კილომეტრზე. მანძილი თბილისიდან – 268 კილომეტრი. მოსახლეობა – 30 ათასამდე (2002). სამტრედია XIX საუკუნიდან ერთ-ერთი მთავარი სარკინიგზო ცენტრი გახდა ამიერკავკასიაში. შემდგომში სამტრედია გადაიქცა ქალაქად. სამტრედიიდან 10 კილომეტრში მდებარეობს კოპიტნარის

Read More

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაისშში მდებარეობს, ნიკოლაძის ქუჩის 109 ნომერში. მუზეუმი 1951 წელს დაფუძნდა და განთავსებულია XIX-XX საუკუნეების ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის ნიკო ნიკოლაძის (1843-1928) საცხოვრებელ სახლში. სახლი 1886 წელსაა აშენებული და მეცნიერის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი მცენარეებით გაშენებულ ბაღში დგას. მუზეუმში დაცულია ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის

Read More

კულაშის სინაგოგა

კულაშის სინაგოგა იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი XVIII საუკუნით თარიღდება. სინაგოგა ერთსართულიან სადა ხის ნაგებობას წარმოადგენს. შენობის ინტერიერში გვხვდება ორნამენტული მოხატულობა. მის გვერდით დგას ხის დიდი სინაგოგა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აუშენებიათ. სინაგოგაში შესვლა და დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.. წყარო: georgiantravelguide.com სამტრედიას გაუმარჯოს! სამტრედიელებს სალამი!

ღვინის ჯიში საგარეჯოში

მანავის მწვანე –  მიკროზონა მდებარეობს გარე კახეთში, საგარეჯოს ადმინისტრაციულ რაიონში და მოიცავს შემდეგსოფლებს: თოხლიაური, მანავი, ბურდიანი, გიორგიწმინდა, ანთოკი, მარიამჯვარი, დიდი ჩაილური,პატარა ჩაილური, კაკაბეთი და ვერხვიანი. ღვინო მზადდება კახური მწვანეს ჯიშის ყურძნისგან და დასაშვებია 15%მდე რქაწითელის ჯიშის ყურძნის გამოყენებაც. ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერიდან ჩალისფერამდე, მომწვანოელფერით, გემოზე ნაზი, ჰარმონიული, დახვეწილი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით. წყარო: https://sagarejo123.blogspot.com/

Read More

საიდან წარმოიშვა საგარეჯოს სახელწოდება?

საგარეჯოს ისტორიაში ერთ, მეტად საინტერესო და ჯერ კიდევ გაურკვეველ საკითчს წარმოადგენს, თუ რატომ ეწოდებოდა ძველ ისტორიულ საუკუნეში საგარეჯოს „თვალი–საგარეჯო“. ამ საკითხთან  დაკავშირებით საგარეჯოს გაზეთის განთიადის 1962წლის 13 აპრილს ნომერში გამოქვეყნდა პროფესორ იასე ცინცაძის წერილი სათაურით – „თვალ–საგარეჯოს“ ისტორიას, მაგრამ ჩვენი აზრით, პატივცემული პროფესორი უნდა ცდებოდეს, რადგან ძველ საეკლესიო საბუთებში საგარეჯო იხსენიება არა როგორც „თვალი–საგარეჯო“, არამედ

Read More

რას ნახავ საგარეჯოში

ჩაილურის (ნიახურას) ციხეს, მანავის ციხეს, უჯარმის ციხეს, ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსს, ხაშმის სამებას, ჩოლოყაშვილების სასახლის კომპლექსსა და კიდევ ბევრ ისტორიულ ძეგლს, რომლებიც საქართველოს კულტურასა და ისტორიაზე სრულ წარმოდგენას შეგიქმნის. საგარეჯოდან სულ რაღაც 40 კმ-ში კი, გარეჯაში, ნახავ წითელ, თეთრ, ნარინჯისფრად დაზოლილ ბორცვებს, რომლებიც დედამიწის ევოლუციის სრულ სურათს გადაგიშლის. აქ საოცარი ლანდშაფტი და უნიკალური, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო

Read More

საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ისტორიული მუზეუმი დაარსდა 1958 წელს. მუზეუმში განთავსებულია 7050 ექსპონატი. მუზეუმში დაცულია კახეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი მასალა გვიანი ბრინჯაოდან მოყოლებული შუასაუკუნეებისჩათვლით, ადგილობრივი ყოფისთვის დამახასიათებელი საყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიული ტიპის მასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. წყარო: ვიკიპედია საგარეჯოს გაუმარჯოს! საგარეჯოელებს სალამი!

ქალაქ რუსთავის წარმოშობა

XI საუკუნის მემატიანის, ლეონტი მროველის  მიხედვით, რუსთავი ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის ცოლმა ააშენა, შემდგომ კი შვილს  – კუხოსს გადასცა, რომელმაც, ლეონტის აზრით, სათავე დაუდო ამ ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ქართული ტომს –კუხებს. მისი მეორე ცნობის თანახმად, ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლაშქრობისას, ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში , დიდ მცხეთასთან, ურბნისთან, უფლისციხესთან, სარკინესთან, კასპთან და სხვა ქალაქებთან ერთად უკვე რუსთავიც

Read More

რუსთავის შესახებ

რუსთავი ქალაქი და მუნიციპალიტეტია აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში. რუსთავის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა. მსხვილი დასახლებები აქ გვიან ბრინჯაო – ადრე რკინის ხანაში გაჩნდა. რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და მის მშენებლობას ლეონტი მროველი ქართველთა წინაპრის, ქართლოსის ცოლს მიაწერს. XII—XIII საუკუნეებში ქალაქი განვითარების მაღალ საფეხურზე იმყოფებოდა, ყვაოდა ხელოსნობის სხვადასხვა დარგები: კერამიკის,

Read More