Author Archives: man

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ჩოხატაურს დასავლეთით ესაზღვრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით _ აჭარა-გურიის ქედი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აღმოსავლეთით _ სამტრედიის, ხოლო ჩრდილოეთით _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფართობი შეადგენს 834 კვ. კმ-ს. ტერიტორიის 60% ზეგნებსა და მთებს უკავია. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ალპურ საძოვრებზე უხვადაა სხვადასხვა სახის სამკურნალო მცენარეები. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისეთი ბუნებრივი და საკურორტო რესურსებით, როგორიცაა: მინერალური

Read More

ჩოხატაურის გეოგრაფია და კლიმატი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ჩოხატაური. ჩოხატაურს ჩრდილოეთით სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, აღმოსავლეთით — ვანის, სამხრეთით — ხულოსა და ადიგენის, დასავლეთით კი — ოზურგეთისა და ლანჩხუთის. მუნიციპალიტეტი შედგება 2 დაბისა და 60 სოფლისგან. რაიონის უმეტესი ნაწილი მთაგორიანია, ტერიტორიის 60% ზეგნებსა და მთებს უჭირავს. ჩოხატაურის უმაღლესი ადგილი მწვერვალი მეფისწყაროა

Read More

რა ვნახოთ ჩოხატაურში

ჩოხატაური გამოირჩევა სილამაზით, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა სრულიად სიმწვანეშია ჩაფლული და გარშემო აკაციის ყვავილის სურნელი ტრიალებს. ვინც ბახმაროს წვევია და „მზის ჩასავალი გორიდან“ მინავლული სხივებით ავარდისფერებული ღრუბლების ზღვისთვის გადაუხედავს, ანდაც პირველ სხივებს შეხვედრია „მზის ამოსავალ გორზე“, ეს სანახაობა ნამდვილად არასოდეს დაავიწყდება. ბახმაროში მიმავალი კი აუცილებლად უნდა გაჩერდეთ ნაბეღლავში და მინერალური წყალი დააგემოვნოთ, ეს ბახმაროსკენ მიავალი დამსვენებლებისა

Read More

შუახევის შესახებ

შუახევი — ქალაქი (დაბა), შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეების აჭარისწყლის და ჩირუხისწყლის შესართავთან (ზღვის დონიდან 420 მ, ბათუმიდან 67 კმ). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები. შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები. შუახევის თემში შედის სოფელი ჩანჩხალო. წყარო: georgiantravelguide.com შუახევს გაუმარჯოს! შუახეველებს სალამი!

მინერალური წყლები

შუახევი მდიდარია მინერალური წყლებითაც – ცნობილია შუახევის, შამბალეთის, ლამაზმარეს, ბათალვაკის, გუნდის, ბოგილის, ტყემალთის, უჩამბისა და სხვა წყლები. მუნიციპალიტეტის პატარა სოფელ ტომაშეთის მიდამოებში ასევე გამოირჩევა გოგირდწყალბადიანი თერმული წყლები, რომელთა ტემპერატურა 30°C-ს აღწევს. წყარო: georgia.travel შუახევს გაუმარჯოს! შუახეველებს სალამი!

გეოგრაფია

რელიეფი შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი საშუალო სიმაღლის მთებს უჭირავს. მდინარე აჭარისწყლის გასწვრივ გადის 500 მ სიმაღლის იზოჰიფსი. სამხრეთ ნახევარი უჭირავს შავშეთის ქედსა და მის ჩრდილოეთ განტოტებებს, ჩრდილოეთ ნახევარი – აჭარა-გურიის სამხრეთ მხარეებს. მაღალი მთებია: ხევა (2812 მ) შავშეთის ქედზე,  თაგინური ( 2662 მ) მესხეთის ქედზე. რელიეფი დანაწევრებულია მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ეროზიული ხეობებით.

Read More

შუახევის ბუნება

შუახევის სამხრეთით შავშეთის ქედია, ჩრდილოეთით – აჭარისა და გურიის მთები. აქ მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულო ხშირი ტყითა და ჭაობისთვის დამახასიათებელი მცენარეებით გარშემორტყმული შავი ტბა, სადაც მრავლად ნახავ საპიკნიკე ადგილს. შუახევი გამორჩეულია ფლორითა და ფაუნით. აქაურ ტყეებში ბინადრობს: შველი, არჩვი, გარეული ღორი, ზღარბი, კურდღელი, მელა, დათვი. მრავალფეროვანია ფრინველთა სამყაროც – აქ ნახავ: კოდალას, ოფოფს, კაკაბს, როჭოს,

Read More

ყვარელის შესახებ

ყვარლის მუნიციპალიტეტი კახეთის მხარეში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან დასტურდება. ანტიკურ ხანაში ამ მხარის რელიგიურ ცენტრს ნეკრესი წარმოადგენდა, რომელიც მეფე ფარნაჯომმა დაარსა (ძვ.წ. II-I სს). ნეკრესში შემორჩენილია დიდი კვადრატის სახელით ცნობილი მზის ტაძრის ნანგრევები. აქ მდებარეობს აგრეთვე მეფე თრდატის მიერ IV საუკუნეში აგებული ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეულ

Read More

ყვარლის ღირსშესანიშნაობები

ამ ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან დასტურდება და როგორც ქალაქში, ისე მის შემოგარენში უძველესი ეკლესიები, ციხესიმაგრეები და ბუნების ძეგლები შეგხვდება. ყვარელში აუცილებლად სანახავი ადგილებია: ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ანტიკურ ხანაში ამ მხარის რელიგიური ცენტრი იყო. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაშია IV საუკუნეში აგებული ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეულ ტაძართაგან. ყვარლის ციხე

Read More

რა ვნახოთ ყვარელში

ყვარლის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ლამაზი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ვრცელი ხედები ალაზნის ველზე, ტყეები და ტბები შესანიშნავ გარემოს ქმნის ბუნების მოყვარულთათვის. შესანიშნავია დასასვენებლად ყვარლის ტბისა და ილიას ტბის კომპლექსები. ყვარელი ნამდვილად სამოთხეა კულტურით დაინტერესებული მოგზაურებისთვისაც. რაიონში თავმოყრილია სხვადასხვა ეპოქის მრავალი კულტურულ-ისტორილი მნიშვნელობის ძეგლი. მაღალ მთაზე განლაგებული ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებისგან შდგება (მათ

Read More

ყვარლის გეოგრაფია და კლიმატი

ყვარლის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ყვარელი. ყვარელს ესაზღვრება თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა. რაიონისთვის მდინარეთა ხშირი ქსელია დამახასიათებელი, რომელიც მდინარე ალაზნითა და მისი შნაკადებითაა წარმოდგენილი. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ვაკე და მაღალმთიან ნაწილებად იყოფა. ალაზნის ვაკე რაიონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, მაღალი ადგილები კი კახეთის

Read More

ყაზბეგი

ყაზბეგი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთისმხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია, ისტროიული ხევის ტერიტორია. იგი უძველესი დროიდან იყო დასახლებული. აქ არის აღმოჩენილი ძვ.წ. VI-V საუკუნეებით დათარიღებული ყაზბეგის განძი, რომელიც კავკასიის ძველი ტომების რელიგიურ კულტს უკავშირდება. ყაზბეგის ბუნება სილამაზით გამოირჩევა. მთები, კლდეები, ჩანჩქერები და ალპური ტბები უამრავ დამსვენებელს, მოგზაურსა და მთის სპორტის მოყვარულს იზიდავს. აქ მრავალი დღესასწაული აღინიშნება (ათენგენობა, სპათანგელოზობა, ყაზბეგობა,

Read More

რა ვნახოთ ყაზბეგში

ყაზბეგი ულამაზესი, მრავალფეროვანი ბუნებითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით უამრავ ტურისტს იზიდავს. მთის წვერზე აგებული შუასაუკუნეების ტაძრები შესანიშნავი ხედებით, ფერდობებზე შეფენილი ნასოფლარები და ციხე-კოშკები საქართველოს ისტორიას, დაუჯერებელ ამბებსა და მითებს ინახავენ. ბუნების სილამაზისა და კულტურის ჰარმონიული შერწყმა ერთ-ერთია, რაც ამ მხარეს განსაკუთრებულობას ანიჭებს. გრანდიოზული მთები, ჩანჩქერები, ტბები და ხეობები ყაზბეგს ძალიან საინტერესოს ხდის მოლაშქრეებისა და მთაში

Read More

ყაზბეგის ისტორია

კავკასიონის ცენტრალური ქედის ჩრდილოეთი კალთა, მდინარეები თერგი და სნოს წყალი, თრუსოსა და დარიალის ხეობები, ეს ყაზბეგია – საქართველოსა და ამიერკავკასიის დიდი ჭიშკრის მცველების, მოხევეების საბინადრო. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ისტორიულ ხევს მოიცავს, ჯვრის უღელტეხილიდან ზემო ლარსამდე. 45 სოფელი, ერთი დაბა და 5 თემი. ხევის ცენტრია სტეფანწმინდა. მთის კალთებზე მიმოფანტულ პატარა სოფლებს, მყინვარწვერი გადმოჰყურებს, ყინულებში შეყუჟული ბეთლემი და

Read More

ყაზბეგი გეოგრაფია და კლიმატი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს და ისტორიული მხარის, ხევის ტერიტორიას მოიცავს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა სტეფანწმინდა. სამხრეთ-აღმოსავლეთით მას ესაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით – ახალგორის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით – ჯავის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით კი – რუსეთის ფედერაცია. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთლიანად მაღალმთიანია. მთავარი ოროგრაფიული ერთეულია ხევის კავკასიონი, აგრეთვე მერიდიანული შანის, ყუროსა და კიდეგანის ქედები; გვერდითი ქედებიდან —

Read More

ჩემი ქუთაისი

ჩვენ წარმოგიდგენთ ბლოგს ქუთაისის  შესახებ . თუ როგორი იყო მისი ისტორია, როგორია ქალაქი დღეს , რა პრობლემებია დღეს ქალაქში და ა.შ ისტორიული და ეთნოგრაფიული თავისებურებები ქუთაისი და მისი მიდამოები უხსოვარი დროიდან გამოყენებული ქონდა ადამიანს საცხოვრებლად . მოპოვებული არქეოლოგიური მასალების საფუძველზე დადგენილია ,რომ ძველი ქვის ხანის (პალეოლითის ) ადამიანი ცხოვრობდა ქალაქის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში. თვით ქუთაისის

Read More

ქუთაისის ისტორიული ძეგლები

ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში, „უქიმერიონის გორაზე“.ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223“ (1003). თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი

Read More

ქუთაისი

ქუთაისი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, სიდიდით მეოთხე ქალაქი საქართველოში, საქართველოს სამეფოს ისტორიული დედაქალაქი, ქუთაისის საეპისკოპოსოს ისტორიული ცენტრი. მდებარეობს მდინარე რიონზე. მოსახლეობა 130 400 ადამიანი (2023). ქუთაისის დოკუმენტური ისტორია იწყება ძვ. წ. III საუკუნიდან, თუმცა ანტიკური ავტორები მას თვლიან ძველი კოლხეთის სამეფოს (ძვ. წ. VIII ს.) დედაქალაქად. ქუთაისის ძველი სახელებია: აია,

Read More

ქობულეთი–შავიზღვისპირეთის მარგალიტი

შავიზღვისპირეთის მარგალიტი ქობულეთი უნიკალური საკურორტო ადგილის თავისი კლიმატით, რბილი სუბტროპიკული ჰავით, იოდიზირებული ზღვის ჰაერით და ცა დაწვდენილი  ენდემური ფიჭვის, ევკალიპტის, ბამბუკის, კიპარისის კორომებითდა სხვადასხვა ჯიშის პალმებით. ქობულეთის „ქვეყანა“ პირობითი სახელდებაა სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს იმ მიკრორეგიონისა, რომელიც კინტრიშ–ჩოლოქის ორმდინარეთის ტერიტორიას შეიცავს  თავისი მთითა და ბარით, იგი გეოგრაფიულად ჩაკეტილი უბანია რომელსაც სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან აჭარა–იმერეთის მთები შემოსაზღვრავს, დასავლეთიდან

Read More

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. ისტორია ხინოწმინდა ქობულეთი განსაკუთრებით მდიდარია ქვის ხანის, ადრე ფეოდალური და ანტიკური ძეგლებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვის ხანის ორი არქეოლოგიური ძეგლი (ხუცუბნისა და ქობობულეთის არქეოლოგიური ძეგლები) და ერთი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლი (ჩაისუბანი). ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია წარმოადგენდა ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის, გურიის ნაწილს, ქვემო გურიას, ხოლო რელიგიური დაყოფით შედიოდა

Read More