Author Archives: man

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთით, მდინარეების რიონისა და გუბისწყლის ხეობაში. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ქალაქი ქუთაისი, დასავლეთით სამტრედიისა და ხონის, ჩრდილოეთით ცაგერისა და ამბროლაურის, ხოლო სამხრეთით ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტები. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას 707,5 კვ.მ. უკავია, გავრცელებულია წითელმიწა, ეწერი და ნეშომპალა ნიადაგები. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა რიონი შენაკადებით წყალტუბოსწყალი და გუბისწყალი. მათი წლიური ჩამონაედნი 1690 მლნ.

Read More

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი – სათაფლია

სათაფლია-მდებარეობს იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მეტრზე. დარსდა 1935 წელს.დღესდღეობით, სათაფლიაში მოწყობილია ორი ტურისტული ბილიკი, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები, შუშის პანორამული გადასახედი, საიდანაც იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედი იშლება და დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობა. სათაფლია დამთვალიერებლებისთვის მაქსიმალურად კეთილმოწყობილი და მრავლისმომცემი ადგილია. სათაფლია თავისი გასაოცარი ბუნებით, დაუვიწყარ თავგადასავალს გპირდებათ. ეს

Read More

კურორტი წყალტუბო

წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტია. იგი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, ქუთაისიდან 7 კმ-ით არის დაშორებული, თბილისიდან – 250 კმ-ით, ხოლო შავი ზღვიდან – 70 კმ-ით, იგი ზღვის დონიდან 95-120 მ-ზე მდებარეობს. თუ კი სადმე მართლაც არსებობს ნამდვილი და არა ზღაპრული უკდავების წყარო – იგი აქ, წყალტუბოში ამოსჩქეფს დედამიწის გულიდან. აქ მოჰყავთ ადამიანები, რომლებიც  იმდენად არიან შეპყრობილი დაავადებებით,

Read More

წალკის შესახებ

წალკის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. წალკის მუნიციპალიტეტში ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც სოფელ განთიადში აღმოჩენილი უძველესი პეტროგლიფებიც ადასტურებს. პატარა ხრამის პეტროგლიფები ასამდე ნაკაწრ გამოსახულებას მოიცავს და მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლს წარმოადგენს. წალკის მუნიციპალიტეტი, ისტორიული თრიალეთი, გახლავთ აგრეთვე თრიალეთის კულტურის კერა, აქ არის აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის მრავალი ყორღანი, რომელთა დიდ ნაწილსაც ამჟამად

Read More

წალკის კანიონი

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს წალკის (დაშბაშის) კანიონი – ბუნებრივი ძეგლი, რომელიც მდინარე ხრამის ხეობაში, სოფელ დაშბაშთან მდებარეობს. ეს კანიონი ვულკანურ ქანებშია ჩაჭრილი და დაუვიწყარ სანახაობას ქმნის. აქ ნახავ გამწვანებულ კლდოვან ფერდობზე გადმოსულ ჩანჩქერს, რომელიც წარმოსახვით სამოთხეს არაფრით ჩამოუვარდება და პირველივე შეხედვით მოგაჯადოებს. კიდევ უფრო დიდი ემოცია გელოდება წალკის კანიონზე გადებულ, 240-მეტრიან შუშის ხიდზე, რომლის ანალოგი მსოფლიოში

Read More

რა ვნახოთ წალკაში

წალკის მუნიციპალიტეტი ლამაზი ბუნებითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დაშბაშის კანიონი და მისი ულამაზესი ჩანჩქერები. კანიონი სამოთხისებურიაროგორც ზაფხულში, სიმწვანეში ჩაფლული, ასევე ზამთარში, როცა ჩანჩქერები იყინება და გერემო ყინულის სამეფოს ემსგავსება. მოგზაურები ხშირად სტუმრობენ ასევე წალკის წყალსაცავსა და ბარეთის ტბას. გაშლილ სივრცეებში, ხავერდოვან სერებს შორის მოქცეული ლურჯი ტბები მშვენიერ პეიზაჟებს ქმნის. გარდა ბუნების

Read More

წალკის გეოგრაფია და კლიმატი

წალკის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წალკა. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ბორჯომი, გორი და კასპი ესაზღვრება, დასავლეთით ახალქალაქი, სამხრეთით კი – ნინოწმინდა და დმანისი. წალკის ტერიტორია გეომორფოლოგიური თვალსაზრისით მრავალფეროვანია. რაიონის დასავლეთ ნაწილში იჭრება სამსარის ქედი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოდის აგრეთვე ჯავახეთის ქედის ჩრდილოეთ მონაკვეთი. მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულია ასევე წალკის პლატო ქვაბული. წალკის

Read More

წალენჯიხის შესახებ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. რაიონი გამოირჩევა უდიდესი ისტორიული წარსულით. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება და ფაქტობრივად უწყვეტად გრძელდება. წალენჯიხის ტერიტორიაზე გამოვლენილია მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა და უძველესი ნამოსახლარები. იგი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი ყოფილა შუა საუკუნეებშიც, რასაც უძველესი ტაძრები და ციხე-სიმაგრეებიც ადასტურებს. ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების

Read More

რა ვნახოთ წალენჯიხაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ხეობები, ჩანჩქერები, ყვავილოვანი მდელოები, ტყეები და საოცარი ალპური ტბები წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე და მრავალ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. მოლაშქრეთათვის განსაკუთრებით პუპულარულია ტობავარჩხილის ტბების ბილიკი და ქუაქანცალია. კლდეებს შორის მოქცეული კრიალა ტბები და მათი ჯადოსნური ხედები ზღაპრულ გარემოს ქმნის. უზარმაზარი მოქანავე ლოდი – ქუაქანცალია კი ნამდვილად შეგიქმნით

Read More

წალენჯიხის ისტორია

ამ ტერიტორიაზე ადამიანების ცხოვრება ქვის ხანიდან დღემდე უწყვეტად გრძელდება. წალენჯიხა მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი იყო შუა საუკუნეებშიც, რასაც უძველესი ტაძრები და ციხესიმაგრეები ადასტურებს. საინტერესოა წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია (X-XIII) თავისი უნიკალური ფრესკებით. ინტერიერი სამეგრელოს მთავარ ვამეყ დადიანის (1384-1396) ბრძანებით მოუხატავს კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ მოწვეულ მხატვარს მანელ ევგენიკოსს. ამ ეკლესიაში დაკრძალულია სამეგრელოს ყველაზე ცნობილი მთავარი ლევან II დადიანი

Read More

წალენჯიხის გეოგრაფია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, მდინარე ენგურისა და ჭანისწყლის ხეობებში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წალენჯიხა. რაიონში 2 ქალაქი და 37 სოფელია. წალენჯიხას ჩრდილოეთით მესტიის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, დასავლეთით – გალი, სამხრეთ-დასავლეთით – ზუგდიდი, სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით კი – ჩხოროწყუ. მუნიციპალიტეტის წყლის ძირითადი არტერიებია: მდინარეები – ენგური, ჭანისწყალი და მაგანა. რაიონი მდიდარია ტბებითა და

Read More

ცაგერის შესახებ

ცაგერის მუნიციპალიტეტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც აქ აღმოჩენილი ქვისა და კაჟის სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და საბრძოლო ნივთებიც ადასტურებს. ბრინჯაოსა და რკინის ხანაში ცაგერში იყო ერთ-ერთი მძლავრი მეტალურგიული კერა. უძველესი დროიდან შუა აქ გადიოდა საქარავნო საერთაშოროისო გზა, რომელიც შავი ზღვის პირას მდებარე

Read More

რა ვნახოთ ცაგერში

ცაგერის მუნიციპალიტეტი ულამაზესი ბუნებითა და საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლებით გამოირჩევა. კლდეები, ხეობები, ჩანჩქერები, საოცარი ხედები უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისტიური და ლეგენდებში გახვეული ხვამლის მთა, სადაც მითიური პრომეთე იყო მიჯაჭვული. მოლაშქრეებისთვის საყვარელი ადგილია ასხის მასივი, საიდანაც ულამაზესი, ვრცელი ხედები იშლება. გამორჩეული ადგილებია ასევე ქულბაქის ტბები, საირმის სვეტები და რაჩხისა და ჩქუმის ჩანჩქერები. ცაგერში

Read More

ცაგერის ისტორია

მეცნიერები ადასტურებენ, რომ ადამიანები აქ ქვის ხანიდან ცხოვრობდნენ. მეტიც, ბრინჯაოსა და რკინის ხანაში ცაგერი მეტალურგიის ერთ-ერთი მძლავრი კერა იყო. ამაზე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ძვ. წ. X-IX საუკუნეების ბრინჯაოს ნივთების მთელი საგანძური მეტყველებს. ანტიკური ხანიდან ცაგერი ლეჩხუმის მთავარი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი გახლდათ. აქ მდებარეობდა მხარის მმართველთა რეზიდენცია და საგვარეულო ციხესიმაგრე. ცაგერს აფარებდნენ თავს მტრისგან დევნილი

Read More

ცაგერის გეოგრაფია და კლიმატი

ცაგერის მუნიციპალიტეტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ცაგერი. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ლენტეხი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან – ამბროლაური, სამხრეთიდან – წყალტუბო, დასავლეთიდან კი ხონი და მარტვილი. რელიეფურად ცაგერის მუნიციპალიტეტი ძირითადად საშუალო და დაბალი სიმაღლის ქედების, ქვაბულების და ღრმად ჩაჭრილი ვიწრო ხეობების მქონე ტერიტორიას წარმოადგენს. რაიონის უმაღლესი ადგილია ცეკურის მთა (3173მ). მუნიციპალიტეტში გვხვდება კანიონისებურ

Read More

ჩხოროწყუს შესახებ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. ჩხოროწყუს ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება და განვითარების თითქმის ყველა საფეხურს მოიცავს. თავად სიტყვა ჩხოროწყუ მეგრულად ცხრა წყაროს ნიშნავს (ჩხოროს – ცხრა, წყუ-წყალი), ამ სახელწოდების ეტიმოლოგიის შესახებ 1899 წელს გამოქვეყნდა წერილი გაზეთში – „ცნობის ფურცელი“. რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა,

Read More

რა ვნახოთ ჩხოროწყუში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ ნახავთ უძველეს ნამოსახლარებს, შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეებსა და უძველეს ტაძრებს. გარახას ციხე-სიმაგრე, ნაჯიხარის ციხე, ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესია, ჩხოროწყუს წმიდა გიორგის ეკლესია და სხვა მრავალი საინტერესო ძეგლი საქართველოს ისტორიულ-კულტურული წარსულის ერთგვარ მატიანეს წარმოადგენენ. რაიონში ფუნქციონირებს ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი. მუზეუმში დაცული, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული, მასალა საზოგადოების განვითარების

Read More

როგორ “დაიბადა” ჩხოროწყუ?

ჩხოროწყუ ქართულად ცხრა წყაროს ნიშნავს. გადმოცემის თანახმად,  ნიკო დადიანის სახლის მახლობლად ერთი მჟავე, ერთი ცხელი, ერთი მარილიანი და ექვსი ცივი, ანკარა წყარო ჩამოდიოდა და ადგილმაც სახელწოდება აქიდან მიიღო. გვახსენდება აიეტის სასახლის აღწერილობა და  ბერძენი ავტორების მიერ აღწერილი  შადრევნები? ასოციაცია უცებ წარმოიშობა, ხოლო ციფრი „9“ – ს ყოველთვის ქონდა მაგიური, განსაკუთრებელი სიმბოლური მნიშვნელობა. სახელწოდებას შორეულ კოლხურ

Read More

გეოგრაფია და კლიმატი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ჩხოროწყუ. მას აღმოსავლეთით მარტვილის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, დასავლეთით – წალენჯიხის, სამხრეთ-დასავლეთით – ზუგდიდის, ჩრდილოეთით – მესტიისა და ლენტეხის, სამხრეთით კი – სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტები. რაიონი გორაკ-ბორცვიანია და რელიეფის სიმაღლე ზღვის დონიდან 200 მეტრიდან 3000 მეტრამდე მონაცვლეობს. ტერიტორიის სამხრეთი

Read More

ჩოხატაურის შესახებ

ჩოხატაური გურიის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. სახელწოდება საგვარეულო სახელიდან (ჩახატარაშვილი, ჩხატარაშვილი) არის ნაწარმოები. ეს რაიონი ხშირად ყოფილა სისხლისღვრისა თუ ავბედითობის მოწმე. იმერეთის აჯანყების დროს, 1820 წლის აპრილიდან აგვისტომდე, ჩახატაური რუსეთის იმპერიის ჯარებსა და აჯანყებულ გურულებს შორის ბრძოლების ერთ-ერთ პოლიგონს წარმოადგენდა. დღესდღეობით ჩოხატაურში ფუნქციონირებს: 4 მუზეუმი, კულტურის ცენტრი, ხელოვნების გალერეა, ჩოხატაურის სახალხო თეატრი და 33 ბიბლიოთეკა. რაიონში

Read More