გარდაბნის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ეგხოტიკური ბუნებითა და ისტორიულ კულტურული ძეგლების სიმრავლით. ეს უამრავ ბუნებისა და ხეტიალის მოყვარულს იზიდავს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მრავალწყაროს ფერადი უდაბნო. მრავალფეროვნად დაზოლილი ლანდშაფტი და გაშლილი, უკიდეგანო სივრცეები საოცრად შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. ულამაზესია აგრეთვე ჯანდარისა და კუმისის ტბები და მრავალწყაროს წყალსაცავი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილია გარდაბნის აღკვეთილი, სადაც ფრინველთა 135 და ძუძუმწოვრების 26 სახეობა ბინადრობს. გარდაბნის დაცულ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გვხვდება კეთილშობილი ირემი, რომელიც საქართველოს “წითელ ნუსხაშია”. ეს რაიონი, გარდა საინტერესო და მომხიბვლელი ბუნებისა, უძველესი კულტურული ძეგლებითაც მდიდარია. აქ ნახავთ უძველეს ნამოსახლარებს, ტაძრებსა და სათავდაცვო ნაგებობებს. განსაკუთრებით აღსანიშნავი ძეგლებია: მრავალწყაროს მონასტერი, მარტყოფის ღვთაების მონასტერი, კაბენის მონასტერი და სხვა. გარდაბანში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც 2000-ზე მეტი ექსპონატია დაცული. მუზეუმში წარმოდგენილი ნიმუშები მოიცავს პერიოდებს ქვის ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე.
წყარო: georgiantravelguide
გარდაბანს გაუმარჯოს!
გარდაბნელებს სალამი!