ბორჯომში ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული იცის. აქ სასტუმროები წელიწადის ნებისმიერ სეზონზე ფუნქციონირებს, მათ შორის – 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები „ბორჯომი ლიკანი“ და საოჯახო სახლები.
ბორჯომის მთავარი სიმდიდრე ვულკანური წარმოშობის უნიკალური მინერალური წყალია, რომელიც უკვე 1500 წელია, მიწის ზედაპირზე 9-10 კმ სიღრმიდან ამოდის და სწორედ ასეთი წარმოშობა განაპირობებს ამ წყლის უნიკალურობას.
სამკურნალო დანიშნულებით ბორჯომის წყალს იყენებენ როგორც სასმელად, ისე გარეგანი მოხმარებისთვის – აბაზანებისთვის, გამორეცხვებისა და ინჰალაციებისთვის.
მინერალური წყლის გარეგანი გამოყენების ფორმები კი, მათ შორის: მარგალიტოვანი აბაზანები, მინერალური აბაზანები, წიწვიანი, ლავანდისა და სხვა მრავალი სახის აბაზანები ეფექტურია ძვალ-სახსართა სისტემის, გულის სისტემის, სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს. ამასთანავე, აბაზანებს აქვს, ზოგადად, გამაჯანსაღებელი, გამაახალგაზრდავებელი და დამამშვიდებელი ეფექტი.
„ბორჯომის“ მინერალურ წყალი განსაკუთრებით სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების, ჭარბი წონისა და ენდოკრინული სისტემის დაავადებების მკურნალობისთვის.
მკურნალობისა და რეკრეაციისთვის საინტერესოა ბორჯომის ირგვლივ არსებული სხვა კურორტებიც: ახალდაბა, წაღვერი, ცემი, ლიკანი, პატარა ცემი, ბაკურიანი და ციხისჯვარი.
წყარო: georgia.travel
ბორჯომს გაუმარჯოს!
ბორჯომელებს სალამი!