ბაღდათის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში, მდინარე ხანისწყლის აუზში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბაღდათი. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ვანი ესაზღვრება, ჩრდილო-დასავლეთით – წყალტუბო, ჩრდილოეთითა და ჩრდილო – აღმოსავლეთით – თერჯოლა და ზესტაფონი, აღმოსავლეთით – ხარაგაული, სამხრეთით კი – ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტები. ბაღდათის ტერიტორია უმეტესად მთაგორიანია, მცირე ნაწილი უჭირავს ვაკე-დაბლობს. მუნიციპალიტეტის მთავარი ოროგრაფიული ერთეული მესხეთის ქედია, რომლის ჩრდილო განშტოებები იმერეთის დაბლობისაკენ სწრაფად დაბლდება. რაიონი იმერეთის დაბლობის ნაწილსაც მოიცავს. ბაღდათის მთავარი მდინარეა ხანისწყალი. ხანისწყლის მნიშვნელოვანი შენაკადებია: ლაიშურია, საკრაულა, ქერშავეთი და წაბლარასწყალი. მდინარეები წვიმისა და მიწისქვეშა წყლით საზრდოობენ. რაიონი მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. მუნიციპალიტეტის მთიანი ტერიტორია ტყითაა შემოსილი. ტყის ზონის ზედა სარტყელი წიწვოვნებს უჭირავს, რომელიც სუბალპური ტანბრეცილი ტყით სრულდება. ტყის ზონის ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებია. რაიონში გავრცელებულია წიფელი, ნეკერჩხალი, თელა, რცხილა, წაბლი და სხვა. თერჯოლაში მრავლადაა მთისა და დაბლობის ტყის ცხოველები: ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, ფოცხვერი, მურა დათვი, გარეული კატა და მრავალი სხვა. რაიონში ორნითოფლორაც მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი, აქ ნახავთ: ტყის ქათამი, მიმინო, ჩხიკვი, ქორი, მოლაღური, ოფოფი, მწყერი, გარეული მტრედი და ა.შ.
წყარო: georgiantravelguide.com
ბაღდათს გაუმარჯოს!
ბაღდათელებს სალამი!