თეთრიწყაროს შესახებ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თეთრიწყარო, რომელიც იმ ადგილზეა გაშენებული, სადაც ისტორიული სოფელი გარისი მდებარეობდა. ამ სოფელში გაიმართა ცნობილი გარისის ბრძოლა ყიზილბაშების წინააღმდეგ 1556 წელს. ეს რაიონი ლამაზი ბუნებითა და მრავალსაუკუნოვანი კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. აქ ვხვდებით გრილ ტყეებს, მცირე ტბებსა და სტეპურ და სუბალპურ მდელოებს. ულამაზესია ხრამისა და ჭივჭავის ხეობები. თეთრიწყაროში ნახავთ ათასწლეულების წინ აგებულ იდუმალ მეგალითებს, უძველეს ტაძრებს, მიუდგომელ ციხესიმაგრეებს, რომლებიც ბრძოლების ამბებს, ისტორიას და საოცარ ხედებს გადაგიშლიან თვალწინ. ამ რაიონში მრავალფეროვანი ბუნება და კულტურა საოცრად ერწყმის ერთმანეთს და უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

წყარო: georgiantravelguide.com

თეთრიწყაროს გაუმარჯოს!
თეთრიწყაროელებს სალამი!