თბილისი საქართველოს დედაქალაქი და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში მდებარეობს. ეს ქალაქი გამორჩეულია როგორც ბუნებით, ასევე მნიშვნელოვანი კულტურული ნიმუშებითა და ისტორიით. აქ ნახავთ ჩანჩქერებს, ტბებს და ძალიან ლამაზი ხედებითაც დატკბებით. თბილისისთვის სახასიათო ნიშაა ეკლექტიკა. აქ მრავალი სხვადსხვა ეპოქისა თუ ხასიათის კულტურა იყრის თავს და საინტერესოდ ერწყმის ერთმანეთს. ასევე აღსანიშნავია, თავად დედაქალაქის გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებები, სადაც განტვირთვისა და ხეტიალისთვის სასიამოვნო გარემოს, ისტორიულ-კულტურული ღირებულების ტაძრებსა და შთამბეჭდავ ციხე-სიმაგრეებს ვხვდებით.
წყარო: georgiantravelguide.com
თბილისს გაუმარჯოს!
თბილისელებს სალამი!