სად მდებარეობდა ძველი ზუგდიდი?

ძველი ზუგდიდი, როგორც ირკვევა, მაცხოვრის გორაზე მდებარეობდა. ცნობილი   ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე(1827-1890), რომელიც 1874 წელს ზიგდიდის, წერს: ,,ახალი ზუგდიდის მახლობლად, ვაკის შუაგულში აღმართულია დიდი გორა, რომელზედაც იყო გაშენებული ძველი ზუგდიდი".

ასეთივე ცნობას  გვაწვდის ექვთიმე თაყაიშვილიც : ,,ძველი ზუგდიდი მომაღლო ადგილზე, გორაკზე იყო გაშენებული, ახლა კი დაბლობზეა" (ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წ. ll, ტფ. 1914, გვ.193-194).

ძველი ზუგდიდი რომ მართლაც მაცხოვრის გორას იყო შეფენილი, დასტურდება ტოპონიმიდან  ნაზუგიდგ, რომელიც, როგორც აკაკი ჭანტურიას მიერ შედგენილი ზუგდიდის რუკიდან ჩანს, სწორედ მაცხვარკარის გორის მიდამოებს ერქვა (აკ. ჭანტურია, ისტორიული-არქეოლოგიური ძიებანი სამეგრელოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები (ისტორია…).

მანცხვარკარის გორაზე მდგარა ზუგდიდის ციხესიმაგრე, რომლის ნაშთები დღემდეა მოღწეული.სწორედ ამ ციხესიმაგრის ნანგრევებზე ლაპარაკობს დიმიტრი ბაქრაძე 1875 წელს დაბეჭდილ წერილში: ,,ზუგდიდში ორი ეკლესიაა, ძველი და ახალი.პირველი დგას ძველ ზუგდიდსი, რომელიც ოდესღაც გამაგრებული იყო გალავანით, რომლის კვალი აქა-იქ შეიმჩნევა ხშირ ბარდნარში"(დ.ბაქრაძე, დასახ.ნაშრომი, გვ.72).

XlX საუკუნის მეორე ნახევარში ზუგდიდში ნამყოფი ანონიმი ავტორი კი გვაუწყებს: ,,დაბა ზუგდიდში ოდესღაც არსებობდა ციხესიმაგრე, რომლის კვალი ახლაც შეიმჩნევა".

მართალია, ამ წყაროში არაა მითითებული თუ სად მდებარეობდა ეს ნანგრევი, მაგრამ აქ სწორედ იმ  ნანგრევებზე უნდა იყოს ლაპარაკი, რომელზედაც დ.ბაქრაძე წერდა.

ფრანგი ჟიულ მურიე, რომელმაც XlX საუკუნის 80-იან წლების დამდეგს სოფელ-სოფელ აღწერა სამეგრელო, წერს, რომ ზუგდიდის მაცხოვრის ეკლესია ოდესღაც გამაგრებული ყოფილა გალავნით, რომლის ნაშთები ახლაც მოჩანსო.

მანცხვარკარის გორაზე ჩემ მიერ ზედაპირულად აკრეფილი Xll-Xlll საუკუნის თიხის ჭურჭლის ნატეხებიც (დოქის ჭდეებიანი ყურები,ქვევრის ძირები), ცხადია, ძველი ზუგდიდის სწორედ ამ ადგილზე არსებობის სასარგებლოდ ლაპარაკობენ.

სწორედ აქ.მანცხვარკარის გორაზეა აღმართული ჩვენი ქალაქის უძველესი ნაგებობა, წმ.გიორგის სახელობის ეკლესია(იგივე მანცხვარკარის ეკლესია), რომლის აშენების ზუსტი თარიღი დღემდე არაა დადგენილი.

აკადემიკოსი მარი ბროსე(1802-1881) ამ ეკლესიას XV საუკუნეში აგებულად მიიჩნევდა.აკადემიკოსი ე. თაყაიშვილი Xlll-XlV საუკუნეთა მიჯნით ათარიღებდა(ე. თაყაიშვილი, დასახ. წიგნი, გვ. 194),მკვლევარი ალ. მიქავა კი სულაც XVll საუკუნეს აკუთვნებდა(ალ. მიქავა. ზუგდიდი (გზამკვლევი). თბ.1968, გვ.16).

ზუგდიდის  წმ.  გიორგის  სახელობის  ეკლესიის  აშენების  ხანის  განსაზღვრა  ამ

უაღრესად  საყურადღებო  ძეგლის  საფუძვლიანი  ხუროთმოძღვრული  შესწავლის შედეგადაა შესაძლებელი. ისე კი ეს ეკლესია, ჩემი აზრიტ, გიორგი 1 დადიანის ერისტავობისას (XIV საუკუნის პირველ მეოტხედში) უნდა იყოს აგებული. ამას მაფიქრებინებს მისი მორტულების მსგავსება იმ ძეგლების მორტულობასტან, რომლებიც ამ ერისტავის მმარტველობისას აიგო (ცაიშისა და ხობის ტაზრები).                                                საჭიროდ მიმაჩნია ამ ეკლესიის სახელწოდების განმარტება. როგორც ცნობილია, ზუგდიდელები ადგილს, სადაც ეს ეკლესია დგას მანცხარკარს უწოდებენ. ეს ეკლესიაც მაცხოვრის სახელობისად უნდა მიგვეჩნია, მაგრამ ირკვევა, რომ ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისაა და არა მაცხოვრისა.                                                                                           1849 წელს დავით დადიანმა ცნობილ ოქრომჭედელ პეპუ მეუნარგიას (1792-1851) მოაჭედვინა წმ. გიორგის ხატი, რომელიც დაასვენა ზუგდიდის ამ ძველ ეკლესიაში, რომელიც 1830 წლამდეც, დედოფლის სასახლედ წოდებული პალატის გვერდით, ვლაქერნის ღვტისმშობლის სახელობის ეკლესიის აშენებამდეც და ამის შემდეგაც, დადიანტა სამტავრო კარის ეკლესია იყო. 1843 წელს მოჭედილი ხატის წარწერაში დავით დადიანი პირდაპირ წერს – ,,დავასვენეთ ზუგდიდის ჩვენსა ეკლესიისა შინა".

1821  წელს  ცაიშელ მიტროპოლიტ  გრიგოლ ჩიქოვან ამ ეკლესიისათვის შეუწირავს ვერცხლის ბარძიმი, რომელზედაც ასეთი წარწერა: ,,წმინდაო გიორგი ზუგდიდისაო,წარსაგებელით შენითა გავაჭედვინე ბაძიმი ეს, ცაიშელი მიტროპოლიტი გრიგოლმა წელსა ჩყკა".

ცნობილია,  რომ ჩვეულებრივ იმის ხატს აჭედვინებდნენ ღვთის მოშიში დიდებულები,  ვის სახელზეც ამშენებდნენ ეკლესიას.მაცხოვრის ხატს მაშინ მოაჩედვინებდნენ, თუ ამ ხატის დასვენება მაცხოვრის ეკლესიაში ექნებოდათ განზრახული,ღვთისმშობლის ხატს-ღვტისმშობლის ტაზრისთვის,  წმინდა გიორგის  ხატს,  თუ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაასვენებდნენ ცოდვების მისატევებლად, შემწედ და მეოხად.

ამ წესის გათვალისწინებით და ზემოთ დამოწმებული 1849 წლის ხატის წარწერაზე დაყრდნობით შეიძლება დავსაკვნათ, რომ ეკლესია, სადაც ეს ხატი დაასვენა დავით დადიანმა, წმინდა გიორგის სახელობისა უნდა ყოფილიყო.ამაზე პირდაპირ უთითებს გრიგოლ ცაიშელის მიერ ამავე ეკლესიისთვის შეწირული ბარძმით ზემოთ დამოწმებული წარწერაც,

ზუგდიდში,მანცხვარკარის ბორცვზე მდგარი ეკლესია, რომ მართლაც წმინდა გიორგის სახელობისა იყო, ამას ამტკიცებს 1872 წელს აქ ნამყოფი ერთი უცნობი მოგზაურის შემდეგი ცნობაც: ,, ზუგდიდის ნაწილი მართლაც გაშენებული ბორცვზე რომელიც ბატონობს მის დანარცენ ნაწილზე და რომელზედაც მდებარეობს ქვის ძველი,წმინდა გიორგის სახელობის სასოფლო ეკლესია…შემოზღუდულია ქვის მაღალი გალავნით".

ამრიგად, გაირკვა, რომ მანცხვარკარის გორაზე მდგარი ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისა ყოფილა, მაგრამ მაშინ საიდან გაჩნდა სახელწოდება მანცხვარკარი?

ამის ახსნაში გვეხმარება ცაიშის ტაძრის მაგალითი.ცაიშის, დღემდე საკმაოდ კარგად მოღწეული, გუმბათვანი ტაძარი რომელიც როგორც პროფ. პარმენ ზაქარაიმა დაადგინა, Xlll-XlV საუკუნეთა მიჯნაზეა აშენებული, ღვთისმშობლის სახელობისაა.ის აქ მანამდე არსებული დარბაზული საკათედრო ტაძრის ადგილას აუშენებიათ.ეს დარბაზული ეკლესია კი,რომელიც ირკვევა,მახარებელთა სახელზე ყოფილა აგებული.ცაიშის ამ ძველი,დარბაზული ეკლესიის წარწერას რომელიც იმავე სამრეკლოს კედელზეა ჩაშენებულო,მე შემდეგნაირად ვკითხულობ:

,,…[აღვა]შენე ესე საყდარი გ(იორგი) დადია[ნისა] ბრძანებითა მახა[ებელთა] შეწევნითა ბა]სილ ცაიშელ[მან]…"

არვიცი, თუ რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ, როგორც ჩანს, ძველი დანგრეული ეკლესოოს ნაფუძარზე აგებულ ახალ ეკლესიას აკრთხებდნენ არა იმის სახელზე,ვის სახელზედაც ძველი ეკლესია იყო ნაკურთხი, არამედ სხვა წმინდანის სახელზე,სწორედ ეს უნდა იყო მიზეზი იმასა, რომ XlV საუკუნეში აგებული ზუგდიდის ეს ეკლესია წმინდა გიორგის სახელობიოსაა, ხოლო ადგილს,სადაც დგას, დღემდის შემოუნახავს სახელწოდება ამ ეკლესიის ადგილას უფრო ადგილას მდგარი საყდრისა.

ზუგდიდის უძველესი უბანი რომ სწორედ მანცხვარკარის გორაა  და არა სხვა,ამაზე ყველაზე უტყუარად თვით სახელწოდება ზუგდიდი ლაპარაკობს.

ზუგდიდს გაუმარჯოს!
ზუგდიდელებს სალამი!