პარარექტალური ფლეგმონა

პარარექტალური ფლეგმონა სწორი ნაწლავის ამომფენი ქსოვილის მწვავე ჩირქოვანი ანთებაა.
ანთების კერის ლოკალიზაციის მიხედვით განახვავებენ:

  • საკრო-რექტალური (სწორი ნაწლავის ზემოთ) ფლეგმონა
  • იშიორექტალური (გვერდითი) ფლეგმონა
  • ვეზიკო-რექტალური ფლეგმონა
  • რექტო-ვაგინალური (ქვემოთ) ფლეგმონა
  • ფლეგმონა ზედაპირულია, როცა პროცესი პარაანალურ არეშია  ლოკალიზებული. ღრმა ფლეგმონის დროს პროცესი ლოკალიზებულია სიღრმეში, პარარექტალურ ქსოვილში.

proq


ეტიოლოგია, პათოგენეზი

პარარექტალური ფლეგმონის ყველაზე ხშირი მიზეზი სწორი ნაწლავისა და ანალური არის დაზიანებებია. სხვა მიზეზებთან ერთად აღინიშნება, ნაკაწრები ანუსის არეში ქავილის გამო, პერიანალური ჯირკვლების ანთება, პროქტიტები, ირგვლივმდებარე ქსოვილებზე პროცესის გადასვლა და სხვა.
სწორი ნაწლავის, პარაანალური და პარარექტალური არეების ჭრილობები რთულდება დაინფიცირებით, რომელიც მოიცავს ნაწლავის ჩხირსა და ანაერობებს.
დაზიანებული ქსოვილი ხელსაყრელ გარემოა დიფუზური ანთების განვითარებისათვის, მათ შორის ანაერობულისათვისაც.
აბსცესის კერები იხსნება პარაანალურ არეში, ან სწორ ნაწლავში, ან პოულობენ გამოსასვლელს მცირე საჯდომ არეში ბარძაყის ინტრამუსკულურ ქსოვილში. მუცლისშიდა წნევისა და პერისტალტიკის გამო პარარექტალური არის ჩირქოვან ექსუდატი შესაძლოა გავრცელდეს პარაანალურ მიდამოში ან სწორ ნაწლავში.
უმეტეს შემთხვევაში პროცესი იძენს მძიმე მიმდინარეობას, მკვეთრად გამოხატული ადგილობრივი ან ზოგადორგანული რეაქციით.

სიმპტომები, მიმდინარეობა

აღინიშნება შეშუპება პარაანალურ არეში ზემოთ, ქვემოთ ან გვერდებზე. ანუსი გადააადგილდება გვერდით, ჩირქოვანი კერის საპირისპიროდ. დეფეკაციის აქტი ხდება მტკივნეული.
ასევე საკმაოდ მტკივნეულია რექტალური გამოკვლევა.
აღინიშნება ტემპერატურის მატება, ნაწლავის შეშუპება, ზოგჯერ მისი ფლუქტუაცია.

მკურნალობა

ატარებენ ანტისეპტიკურ თერაპიას. აბსცესის კერები დაუყოვნებლივ იხსნება პარაანალურ არეში, ან ექსუდატის მენჯის ღრუში გამოსვლის შემთხვევაში, ატარებენ ოპერაციას. აუცილებლობის შემთხვევაში, სწორი ნაწლავის მხრიდან უნდა გაკეთდეს განაკვეთი შეშუპების კაუდალურ ნაწილში, ჯიბის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით.
დეფეკაციის შესამსუბუქებლად ინიშნება ფაფები ლორწოს შემცველობით, გამოიყენება სანთლები, საფაღარათოები და ოყნები.


პარარექტალური ფლეგმონაFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

⚕️ პარარექტალური ფლეგმონა – სწორი ნაწლავის ამომფენი ქსოვილის მწვავე ჩირქოვანი ანთება
📍 ანთების კერის ლოკალიზაციის მიხედვით განახვავებენ:

◼️ საკრო-რექტალური (სწორი ნაწლავის ზემოთ) ფლეგმონა
◼️ იშიორექტალური (გვერდითი) ფლეგმონა
◼️ ვეზიკო-რექტალური ფლეგმონა
◼️ რექტო-ვაგინალური (ქვემოთ) ფლეგმონა
🔎 ამას გარდა განარჩევენ:
➡️ ზედაპირული ფლეგმონა – პროცესი ლოკალიზებულია პარაანალურ არეშია;
➡️ ღრმა ფლეგმონა – პროცესი ლოკალიზებულია სიღრმეში, პარარექტალურ ქსოვილში
😫 პარარექტალური ფლეგმონის დროს პაციენტებს აღენიშნებათ:
📎 შეშუპება პარაანალურ არეში ზემოთ, ქვემოთ ან გვერდებზე;
📎 ანუსის გადააადგილდება გვერდით, ჩირქოვანი კერის საპირისპიროდ;
📎 დეფეკაციის მტკივნეული აქტი;
📎 ტემპერატურის მატება;
📎 ნაწლავის შეშუპება, ზოგჯერ კი – ფლუქტუაცია
👉 შეიტყვეთ მეტი –
#პარარექტალურიფლეგმონა #ფლეგმონა #ფლეგმონისტიპები #საკრორექტალურიფლეგმონა #იშიორექტალურიფლეგმონა #ვეზიკორექტალურიფლეგმონა #რექტოვაგინალურიფკეგმონა #ზედაპირულიფლეგმონა #ღრმაფლეგმონა #ფლეგმონისმიზეზები #ფლეგმონისნიშნები #ფლეგმონისსიმპტომები #ფლეგმონისმკურნალობა #ტემპერატურისმატება #ნაწლავისშეშუპება #ნაწლავისფლუქტუაცია #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ბმებიკოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი, პარარექტალური ფლეგმონა, პერიანალური აბსცესი, პროქტალგია, ანალური პოლიპი,  სწორი ნაწლავის ტრავმა