სადომაზოხიზმი (სადიზმი + მაზოხიზმი), სექსუალური დევიაციაა, რომლის დროსაც ერთ პიროვნებაში შერწყმულია სადიზმი და მაზოხიზმი. სექსოლოგიური პრაქტიკა ადასტურებს, რომ სწორი პარტნიორული კავშირის ჩამოყალიბებისას სადომაზოხიზმი პარტნიორული ურთიერთობის ჰარმონიზაციას უწყობს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენს საზოგადოებისათვის მიუღებელ ანომალურ ქცევას.
სადიზმი და მაზოხიზმი ერთი და იმავე ადამიანში ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული ხარისხით შეიძლება გამოვლინდეს, რაც დამოკიდებულია გარემოებებსა და პიროვნულ თავისებურებებზე.
პოლონელი სექსოლოგი კ. იმელინსკი თვლიდა, რომ სადიზმი და მაზოხიზმი ერთმანეთს ავსებს, მისი აზრით არსებობს აუხსნელი ურთიერთკავშირი სადომაზოხიზმსა და ე.წ. ეროტიულ სიყვარულს შორის, ზოგჯერ ფსიქიკური ტანჯვა ხელს უწყობს მის ამაღლებას, საყვარელი ადამიანის მიმართ ვნების გამძაფრებას. ეს ორი მიდრეკილება არათუ არ გამორიცხავს თანაარსებობას, არამედ ამყარებს კიდეც პარტნიორთა ურთიერთობას, როდესაც ერთი მათგანში სადისტური მიდრეკილებები ჭარბობს, მეორეში კი – მაზოხისტური. თუმცა როდესაც სადისტური მიდრეკილებები ძლიერდება და ფიზიკური ტკივილისა და დამცირების დონე აჭარბებს მაზოხისტის განცდებს, ირღვევა პარტნიორული კავშირის ემოციური სტაბილურობა.
იმელინსკი თვლიდა, რომ სადომაზოხიზმის მასიურ გამოვლინებას შეიძლება მივაკუთვნოთ გლადიატორების ბრძოლა, საჯაროდ სიკვდილის დასჯა, მასიური მსხვერპლშეწირვა, რაც ადამიანში სიამოვნების განცდას იწვევს. სქესობრივი დარღვევები
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
.