სადიზმი (სინონიმები – სქესობრივი ძალადობა, ეროტიული ტირანიზმი, აქტიური ალგოლაგნია), სექსუალური დევიაციების რიცხვს მიეკუთვნება, რომლის დროსაც სქესობრივი დაკმაყოფილება მიიღწევა პარტნიორისადმი ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილის მიყენების შედეგად.
ტერმინი „სადიზმი“ ფრანგი მწერლის მარკიზ დე სადის სახელიდან გამომდინარე დამკვიდრდა. მარკიზ დე სადი ცნობილია თავისი ფსიქოლოგიური ნაწარმოებებით სექსუალური გადახრების შესახებ (მაგ.“ჟუსტინა“ და „ჟულიეტა“). მათში სისტემატიზირებულია იმ დროისათვის ცნობილი მექანიკური საშუალებები, რომლებსაც იყენებდნენ სქესობრივი აქტის დროს სხვადასხვა პოზიციისათვის და პარტნიორის წვალებისათვის. მწერალი ხოტბას ასხამდა სექსუალურ ქცევას, რომელიც დანაშაულშიც კი სექსუალურ სტიმულაციას პოულობდა, ქადაგებდა ადამიანის შეუზღუდავი უფლებას სიამოვნებაზე.
სადიზმის დროს სექსუალური სიამოვნება განპირობებულია პარტნიორზე დომინირებითა და მისი უსიტყვო მორჩილებით, რაც საზღვრებს სცილდება და ტკივილის მიყენებასა და პარტნიორის დამცირებამდეც კი მიდის.
სადიზმის კავშირი აგრესიასთან გარკვეულწილად განაწყობს სადისტს დანაშაულის ჩადენისადმი, სქესობრივი ძალადობისადმი. სექსუალური სადიზმის ელემენტები ადამიანთა დიდ ნაწილში არსებობს, თუმცა გარკვეული გარემოებების შექმნისას წარმოსახვიდან ყოველდღიურ პრაქტიკაში გადაინაცვლებს.
ზოგჯერ გაუცნობირებელი სადისტური მიდრეკილებები საფუძვლად უდევს ეაკულაციის შეფერხებას ან სრულ უქონლობას სქესობრივი ურთიერთობისას, იმ შემთხვევაში, როდესაც პარტნიორი ქალის სექსუალური მიდრეკილებები მისგან განსხვავებულია.
სადისტური ქცევა იწვევს სქესობრივი ურთიერთობის სურვილის დაკარგვას, სრულ გულგრილობას. ჩვეულებრივ მამაკაცი, როგორც აქტიური სქესობრივი პარტნიორი ცდილობს ქალის ფსიქიკა საკუთარ ეროტიულ არხზე გადმოაწყოს, დაუქვემდებაროს სრულად მის სურვილებს, ასეთ დროს ქალის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა კიდევ უფრო მეტ დარწმუნებას მატებს და თვითშეფასებას ზრდის მამაკაცში. მიუხედავად მამაკაცების უმეტესობაში ერთი შეხედვით თავაშვებული ქცევებისა, მაინც არსებობს გარკვეული შემაკავებელი მექანიზმები, რაც სადიზმის დროს შესუსტებულია ან საერთოდ გამქრალია.
უნდა აღინიშნოს, რომ სადიზმის გამოვლინებები ქალებშიც შეინიშნება, რაც გამოიხატება პარტნიორის დამცირებისაგან სიამოვნების მიღებაში. სადიზმის ფორმები საკმაოდ მრავალფეროვანია, წარმოსახვითი შეგრძნებებიდან (წარმოდგენები ქალის მიმართ მკაცრი მოპყრობის, წარმოსახვითი მკვლელობის შესახებაც კი) დაწყებული ნეკროფილიით, ვამპირიზმითა და ბარტრანიზმით დამთავრებული. სქესობრივი დარღვევები
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
.