თამბაქო და მამაკაცის პოტენცია

თამბაქო და მამაკაცის პოტენცია

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

თამბაქოს დანებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები ,,ამაზონზე"
ნიკოტინის პლასტირები
ნიკოტინის საღეჭი რეზინები და პასტილები

თამბაქო და მამაკაცის პოტენცია

მთელ მსოფლიოში, მეცნიერთა მრავალრიცხოვანი გამოკვლევები, ადასტურებს თამბაქოს მოხმარების უარყოფით გავლენას მამაკაცის პოტენციაზე.
კვლევების შედეგად გაკეთდა შემდეგი დასკვნები: ნიკოტინური დამოკიდებულება პოტენციაზე, აქტიურ გავლენას იწყებს, თამბაქოს უწყვეტი მოხმარებიდან საშუალოდ 5 წლის შემდეგ.
მამაკაცი, რომელიც დღეში 1 კოლოფ სიგარეტს ეწევა, რამდენიმე წლის განმავლობაში, იმპოტენციის განვითარების რისკი 60%-მდე იზრდება.
აქტიურ მწეველებში, სქესობრივი აქტის მაქსიმალური ხანგრძლივობა იშვიათად აღწევს 4-5 წუთს. 30 წლის შემდეგ ყოველ მათგანს, სპერმატოზოიდების მოძრაობის 75%-ით დაქვეითება ემუქრება, სუსტდება ლიბიდო და კლებულობს ბავშვის ჩასახვის შანსები.
მწეველი მამაკაცების ბავშვებში, ხშირია თანდაყოლილი დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი და ნერვული სისტემის პათოლოგიები.

მამაკაცის ორგანიზმზე და მის სექსუალურ ფუნქციებზე, თამბაქოს მოქმედების ძირითადი მიზეზი არის ნიკოტინი. ის ორგანიზმზე უაროფითად მოქმედებს მცირე დოზების შემთხვევაშიც კი. არ ნაკლებ მავნეა სიგარეტის კუპრი, მძიმე მეტალები, მხუთავი გაზი (CO), მენთოლი.

  • ნიკოტინი ავიწროვებს სისხლძარღვებს და ახდენს სპაზმების პროვოცირებას, აუარესებს ასოს სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უშლის სასქესო ორგანოების საკვები ნივთიერებებით მომარაგებას.
  • კუპრი აქვეითებს მამაკაცის ჰორმონის ტესტოსტერონის გამომუშავებას, ასუსტებს სქესობრივ ლტოლვას, აუარესებს სპერმის შემადგენლობას და შესაბამისად ხარისხს.
  • მძიმე მეტალები ახდენს იმ დაავადებების პროვოცირებას, რომელიც იმპოტენციას იწვევს (პროსტატის ადენომა და კიბო), მუტაგენად მოქმედებს სპერმატოზოიდებზე.
  • მხუთავი გაზი (CO) იწვევს შარდ-სასქეოს სისტემის ჟანგბადოვან „შიმშილს“, რაც პროსტატიტის განვითარებას უწყობს ხელს.
  • მენთოლი აძლიერებს ზეწოლას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აუარესებს მცირე მენჯის ორგანოების სისხლით მომარაგებას.

მწეველის ორგანიზმზე, მუდმივი უარყოფითი ზეწოლის გამო, ისინი არიან შაქრიანი დიაბეტის და ჰიპერტონიის მაღალი რისკის ქვეშ, აღნიშნული დაავადებები აუარესებს სქესობრივ ცხოვრებას.
სიგარეტი მოქმედებს პასიურ მწეველებზეც. ფილტვებში სიგარეტის ბოლის უნებლიე მოხვედრის შემდეგ, მავნე ნივთიერებები შეიწოვება ორგანიზმის მიერ და უარყოფითად მოქმედებს არამწეველი ადამიანის ორგანიზმის სქესობრივ ფუნქციებზე.
მოწევა მამაკაცებში აქვეითებს რეპროდუქციის მკურნალობის ისეთ მანიპულაციებს, როგორიც არის სინჯარაში ჩასახვა და სპერმატოზოიდების შეყვანა კვერცხუჯრედში (ხელოვნური განაყოფიერება).
სპერმატოზოიდებში შეიმჩნევა დეფექტები. გერმანიის რეპროდუქციის ინსტიტუტში ჩატარებულმა კვლევებმა, 301 ცოლ-ქმარზე, რომლებმაც მიმართეს აღნიშნულ მკურნალობას, გამოვლინა: თუ მამაკაცი იყო მწეველი, მაშინ მკურნალობის ეფექტურობა 2-3-ჯერ ნაკლები იყო, გამოყენებული მეთოდისგან დამოუკიდებლად. დიდი ალბათობით, მოწევა არა მარტო უარყოფითად მოქმედებს განაყოფიერების პროცესზე, არამედ აზიანებს სპერმის დნმ-ს. ამიტომ ემბრიონში ვითარდება სხვადასხვა სახის დეფექტები.
თამბაქოს კვამლის კანცეროგენები, კერძოდ, ბენზპირენი, ურთიერთქმედებს დნმ-ის მოლეკულასთან და იწვევს მუტაციებს, რომელიც აისახება ემბრიონის გენეტიკურ მახასიათებლებზე. მწეველი მამაკაცების ხშირია პიოსპერმია (ჩირქი სპერმაში).
სამწუხაროდ, თამბაქოს მოწევით გამოწვეული სხვა პათოლოგიებისაგან განსხვავებით, მოწევის შეწყვეტის შემდეგ, შესაძლებელია სასურველი ეფექტი არ გამოვლინდეს.
კვლევების მიხედვით, უნაყოფობის მკურნალობა იმ წყვილებში, რომლებშიც ერთი ეწეოდა თამბაქოს, თუნდაც შორეულ წარსულში, განკურნების ეფექტურობა 2.4-ჯერ  დაბალი აღმოჩნდა.
თუ თამბაქოს მოხმარება გრძელდებოდა 5 წელზე მეტხანს, მკურნალობის წარუმატებლობის რისკი 4-ჯერ მეტი იყო, ვიდრე იმ წყვილებში, რომლებიც არასოდეს ეწეოდნენ.
დანიელი მეცნიერების მონაცემებით, სპერმის ხარისხზე აისახება, არა მარტო მამაკაცის მიერ თამბაქოს მოწევა, არამედ დედის მიერ თამბაქოს მოხმარება, როცა მასზე იყო ორსულად.
მდგომარეობიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი – უარის თქმა თამბაქოს მოხმარებაზე. შეწყვეტის შემდეგ, უმრავლეს შემთხვევებში, სქესობრივი ფუნქციები თანდათან აღდგება. მრავალი წლის მანძილზე მწეველების ორგანიზმში ვითარდება რთულად გამოსასწორებელი ცვლილებები.
არსებობს შემდეგი კანონზომიერება:
5 წლიანი მოხმარების შემდეგ, თამბაქოზე თავის დანებების შემთხვევაში, პოტენცია აღდგება 6 თვის მანძილზე; 15-20 წლიანი უწყვეტი მოხმარების შემდეგ, აღდგენის ვადები რამდენადმე მეტია, ცალკეულ შემთხვევებში პოტენციის აღდგენა შეუძლებელია (რადგან საბოლოოდ ზიანდება ასოს და წინამდებარე ჯირკვლის კაპილარული სისტემები).
ერექციის რეაბილიტაციის პროცესი, ყოველთვის არ საჭიროებს სპეციალური პრეპარატების გამოყენებას. საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს თამბაქოს შეწყვეტა.
აღდგენის ხანგრძლივი პერიოდი დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და ქრონიკული დაავადებების არსებობაზე. აღსანიშნავია, რომ თამბაქოზე უარის თქმა უნდა მოხდეს თანდათანობით, რაც შეამცირებს ორგანიზმის სტრესულ გავლენას. უმრავლესობა ექიმების დასკვნით, თამბაქო უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე, ხოლო მისი აღდგენის აუცილებელი ეტაპი არის მასზე უარის თქმა.
წყარო: http://fupiday.com/kak-kurenie-vliyaet-na-potentsiyu.html; წყარო: http://contacttobinfo.narod.ru/books/tob-health/161-173.PDF


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!