✧დისტანციურად საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.
- გენიტალური ჰერპესის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ,,ამაზონზე”
- ქალის ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები ,,ამაზონზე”>>
- ოჯახის დაგეგმვის ტესტები >>
- ქალის მოვლის საშუალებები >>
- მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები >>
- მენსტრუალური ტკივილი >>
- ვიტამინები პრენატალური პერიოდისათვის >>
- სოკოვანი ინფექციების საშუალებები >>
– რა არის გენიტალური ჰერპესი?
ჰერპესი არის სქესობრივი გზით გადამდები საკმაოდ გავრცელებული დაავადება, რომლითაც შესაძლოა დაავადდეს სქესობრივი ცხოვრებით მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი. გენიტალური ჰერპესი შეიძლება გამოწვეული იქნას ვირუსების ორი ტიპით: მარტივი ჰერპესის ვირუსი 1 ტიპი და მარტივი ჰერპესის ვირუსი 2 ტიპი.
– როგორ ხდება გენიტალური ჰერპესით დაავადება?
გენიტალური ჰერპესით ადამიანი შეიძლება დაავადდეს ორალური, ვაგინალური ან ანალური სქესობრივი კონტაქტის დროს დაავადებული ადამიანისაგან. სითხე, რომელსაც შეიცევას ჰერპესის ბუშტუკები, თავადვე შეიცავს ვირუსს, ამიტომ სწორედ ასეთი სითხესთან კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს დაინფიცირება. ასევე დაინფიცირება შესაძლებელია ისეთი სქესობრივი პარტნიორისაგან, რომელსაც არ აღენიშნება ჰერპესით დაავადების ნიშნები, არ აღენიშნება ჰერპესის კერები ან საერთოდ თავადაც არ იცის რომ დაინფიცირებულია. ამ დროს ვირუსი შესაძლოა გამოიყოფოდეს კანის საშუალებით და ამ გზით მოხდეს სქესობრივი პარტნიორის დაინფიცირება.
– რა სიმპტომებით ხასიათდება გენიტალური ჰერპესი?
გენიტალური ჰერპესის ძირითადი გამოვლინებებია:
- მცირე ზომის წარმონაქმნები, სითხით სავსე ბუშტუკები. ბუშტუკების განვითარებას წინ უსწრებს კანის სიწითლე და ქავილი. ბუშტუკები გაჩენიდან 5-7დღეში სკდება. გამსკდარი ბუშტუკების ადგილას წარმოიქმნება ეროზიები, რომლებიც ნელ-ნელა შრება და დაახლოებით 1-2კვირის განმავლობაში იცვლება ჯანსაღი კანით.
- წვა, ქავილი და ტკივილი ბუშტუკების გაჩენის ადგილას
- ქავილი და გაღიზიანება შარდვის დროს(გვხდება მაშინ როცა ზიანდება ურეთრა)
- ლიმფური კვანძების გადიდება
- ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიმპტომები გვხვდება გენიტალური ჰერპესის გამწვავებისას, რომელიც ჩვეულებრივ 1-2კვირა გრძელდება. დანარჩენი დროის განმავლობაში ინფექციის გამოვლინება არ არსებობს.
– ძირითადად ვინ ავადდება გენიტალური ჰერპესით?
გენიტალური ჰერპესით უფრო მეტად ავადდებიან ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ჩამოთვლილთაგან რამოდენიმე ნიშანი:
- იმუნიტეტის დაქვეითება (მაგალითად, ჰიპოთერმიის შემდეგ, კორტიკოსტეროიდული ჰორმონების ან ქიმიოთერაპიის მკურნალობისას). იმუნიტეტის დაქვეითება იწვევს არსებული პასიური ვირუსების აქტივაციას და დაავადების სიმპტომების გამოვლენას.
- რამდენიმე სქესობრივი პარტნიორი. აღნიშნული ზრდის ვირუსით პირველადად ან განმეორებით დაავადების რისკს. ხელახალმა დაინფიცირებამაც ასევე შეიძლება გამოწვიოს ინფექციის გააქტიურება.
- დაუცველი სექსი(პრეზერვატივის გარეშე). პრეზერვატივის გამოყენება ამცირებს დაინფიცირების რისკს.
– როგორ ხდება გენიტალური ჰერპესის დიაგნოზის დასმა?
დიაგნოზის დასასმელად საჭიროა გინეკოლოგთან ვიზიტი და საფუძვლიანი გამოკვლევა, ვინაიდან მსგავსი ნიშნები შესაძლოა აღინიშნებოდეს სხვა ინფექციური სქესობრივი დაავადებისას ან მათი კომბინაციისას, ასევე ზოგიერთი კანისა და ლორწოვანის არაინფექციური დაავადებისას. პაციენტის ჩივილებისა და გინეკოლოგიური დათვალიერების გარდა გენიტალური ჰერპესის დიაგნოზის დასასმელად გამოიყენება სხვადასხვა ლაბორატორიული მეთოდები. ყველაზე საიმედო მეთოდებია ვირუსოლოგიური კვლევები და გენოდიაგნოსტიკა. ასევე გამოიყენება სისხლში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულის განსაზღვრა.
– როგორ ხდება გენიტალური ჰერპესის მკურნალობა?
გენიტალური ჰერპესის მკურნალობა არ იწვევს ორგანიზმიდან ვირუსის სრულ გაქრობას, მაგრამ საშუალებას გვაძლევს სწრაფად აღმოვფხვრათ დაავადების გამოვლინებები და შევამციროთ გამწვავებების სიხშირე. გენიტალური ჰერპესის მკურნალობის ძირითადი მეთოდია სპეციალური ჰერპესის საწინააღმდეგო პრეპარატების – ანტივირუსული ქიმიოთერაპია, გამოყენება. გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“