ქალების სექსუალური კომპლექსები

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე”
ვიბრატორები

ქალების სექსუალური კომპლექსები

ფსიქოლოგების დაკვირვებით, საკუთარ თავში დარწმუნებული ქალები, რომლებშიც კომპლექსები საერთო არ უნდა არსებობდეს, იშვიათობაა.
სამწუხაროდ სექსუალური კომპლექსები საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. კომპლექსები არა მარტო მოქმედებს ქალის თავმოყვარეობაზე, არამედ არის ნევროზების, დათრგუნული მდგომარეობის და დეპრესიის წყარო.
კომპლექსები შეიძლება გახდეს ქალის მარტოობის მიზეზი, რადგან გართულებულია მამაკაცებთან ურთიერთობა.
სექსუალურმა კომპლექსებმა შეიძლება გამოიწვიოს ქალის სექსისადმი უარყოფითი დამოკიდებულება და შიშიც კი, რადგან ქალი მუდმივად ფიქრობს თავის ნაკლზე და ამ ფონზე ნაკლებად სავარაუდოა განიცადოს ორგაზმი.
სექსუალური კომპლექსები წარმოიქმნება, ქალის საკუთარი სხეულისადმი უკმაყოფილების გამო და იმის დაჯერებაში, რომ ის მამაკაცებისათვის მომხიბვლელი არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ ქალის სექსუალური კომპლექსების უმრავლესობის სათავე, ადრეულ ბავშვობის ასაკში აღზრდის მხრივ დაშვებულ შეცდომებშია, ზოგიერთ შემთხვევაში ის შეიძლება ზრდასრულ ასაკშიც გაჩნდეს.
როცა ქალი ემზადება სექსუალური აქტისათვის, ის მამაკაცს დაჟინებით სთხოვს ჩააქროს შუქი, რაც ხშირ შემთხვევაში გამოწვეული არა ბანალური სიმორცხვით, არამედ შიშით, რომ მამაკაცი გამოავლენს მისის სხეულის არასასურველ ნაკვთებს და დაკარგავს მის მიმართ ინტერესს.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ქალების უმრავლესობა, საკუთარ სხეულს უყენებს დიდ მოთხოვნილებებს, დარწმუნებულნი არიან, რომ მამაკაცებს მოსწონთ ზედმიწევნით დახვეწილი სხეული.
ამიტომ სარკეში თვალიერების შემდეგ, ასეთ ქალები ვერ ხედვავენ საკუთარ ღირსებებს, რომლებზეც უნდა გაამახვილონ ყურადღება, ხოლო არსებულ ან წარმოსახვით ნაკლს ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას.

რა არის ქალის სექსუალური კომპლექსების წარმოქმნის ძირითადი მიზეზები?

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ კომპლექსები უპირატესად ვითარდება იმ ქალებში, რომლებიც ბავშვობაში განიცდიდნენ მშობლების მხრიდან კრიტიკას.
მსგავსი სიტუაციის მრავალჯერ განმეორება, ზრდასრულ ქალებში იწვევს დაქვეითებულ თვითშეფასებას და საზოგადოების წევრებისაგან მუდმივად ელის განკითხვას.
ქალების გარკვეულ ნაწილში, კომპლექსები ფორმირდება ზრდასრულ ასაკში, ქმრის ან საყვარელის მუდმივი კრიტიკის შედეგად.
ზოგიერთი საკუთარ თავში დაუჯერებელი მამაკაცი, მიზანმიმართულად ამცირებს ქალს, რათა დაუქვეითოს თვიშეფასების განცა და ამით, როგორც ის მიიჩნევს, დაუკარგოს „გვერდზე გახედვის სურვილი“.
ქალი, რომელიც მუდმივად ისმენს მამაკაცისაგან არასასურველ შეფასებას მის გარეგნობაზე, მაშინ უადგილო არ იქნებოდა მისთვის ასეთი შეკითხვის დასმა: „ძვირფასო თუ არ მოგწონვარ, მაშინ რატომ ხარ ჩემს გვერდით?“
ზრდასრულ ასაკში წარმოქმნილი კომპლექსების დიდი ნაწილი უკავშირდება მის გარეგნობაზე გამოთქმულ შენიშვნებს. სხეულის სილამაზის დაკარგვას განაპირობებს ორსულობაც.
ზოგიერთ ქალი რთულად ეგუება ორსულობის შემდეგ სხეულის მოუქნელობას, ჩნდება მუცლის არეში ცხიმოვანი ნაკეცები. ადამიანი ასაკს ვერ გაექცევა, ამიტომ ამის გამო აბსურდია ქალმა უარი თქვას დედობრივ ბედნიერებაზე. ასეთი ტიპის ქალებს უნდა ახსოვდეთ, რომ სილამაზე მუდმივი არ არის, ხოლო სამყაროში არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენები.
ზოგიერთი ქალი კომპლექსებს ივითარებს იდეალურ ლამაზმანების მიხედვით, რომლებიც უხვად არიან წარმოდგენილნი სხვადასხვა სახის ჟურნალებში და ადარებენ მათ საკუთარ სხეულს.
ამ ტიპის ქალებმა საკუთარი სხეული უნდა შეადარონ არა ჟურნალებში გამოსახულ ქალებს, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში იდეალურად გამოიყურებიან მაკიაჟს და ფოტოშოპის წყალობით, არამედ მათ ირგვლივ მყოფ რეალურ ქალებს.
ამასთან ყურადღებით დაკვირვების შემდეგ ასეთ ლამაზმანებსაც არაერთი ნაკლი აღმოაჩნდებათ ხოლმე.
სექსუალურმა კომპლექსებმა შეიძლება არა მარტო ქალის ფსიქიკა დაარღვიოს, არამედ საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობაც.
თუ მამაკაცი ხედავს საკუთარ თავში ჩაკეტილ ქალს, მას აზრადაც არ მოუვა, რომ ამის მიზეზი კომპლექსებია.
უპირველეს ყოვლისა ის ჩათვლის, რომ პარტნიორს მასთან სექსუალური ურთიერთობები არ იზიდავს და მის მიმართ არ გააჩნია გრძნობები.
იმ შემთხვევაში კი თუ მამაკაცი ვერაფერს შეამჩნევს, ქალის უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარი სხეულისადმი გამოიწვევს დაუკმაყოფილებლობას სქესობრივი ცხოვრების მხრივაც, რაც აღნიშნული კომპლესების გამო არასასურველ ვალდებულებად იქცევა.

რას ფიქრობენ მამაკაცები ქალის ფიგურის ნაკლის შესახებ?

მამაკაცების უმრავლესობას აზრდაც არ მოუვა ყურადღება მიაქციოს ისეთ წვრილმანებს, როგორიც არის მუცლის ნაკეცები, ცელულიტი საყვარელი ქალის სხეულზე. მეტიც, მამაკაცების უმრავლესობამ საერთო არ იცის რა არის ცელულიტი. მამაკაცი ქალს აღიქვამს არა მიკროსკოპული დეტალებით არამედ ზოგადად.
ამასთან, მამაკაცი ყურადღებას აქცევს არა მარტო გარეგნობას არამედ, ქალის ქარიზმას, სექსუალობას, მანერებს, მოხიბვლელობას. ყველა მამაკაცს საკუთარი გემოვნება გააჩნია, რომელზეც ის ორიენტირდება პარტნიორის ამორჩევის დროს.
მხოლოდ დაკომპლექსებულ ქალს შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს საკუთარი სხეულის ყოველი სანტიმეტრი, საგულდაგულოდ გამოარჩიოს ნაკლები და კონცენტრირდეს მასზე.
მამაკაცი, რომელიც ქალთან სწოლში აღმოჩნდება ფიქრობს არა მის მუცელზე არსებულ ნაკეცებზე, არამედ მის ვნებიანობაზე, ტემპერამენტზე და ა.შ.

სექსუალური კომპლექსებისგან თავის დაღწევა

უპირველესია მოსიყვარულე მამაკაცი. თუ ქალი გრძნობს თავს სასურველად, მუდმივად ესმის კომპლიმენტები, მისი კომპლექსები დროთა განმავლობაში გაივლის. ქალი თვითდაჯერებული და საკუთარ მომხიბვლელობაში დარწმუნებული ხდება.
ქალებმა, რომლებმაც საკუთარი კომპლექსების წყალობით თითქმის ნერვული აფეთქება გამოიწვიეს, საბოლოოდ მიმართავენ პლასტიკურ ქირურგებს. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება, კონსტრუქციული აღმოჩნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კომპლექსის საფუძველი მართლაც იყო ისეთი გარეგნული ნაკლი, რომელიც ქალს აყენებდა ფსიქოლოგიურ ტრამვას და ადგილი არ ჰქონდა აკვიატებას. ქალებს, რომლებსაც სხეულის ნაკლი გამოგონილი და აკვიატებული აქვთ, მაშინ მისგან თავის დასაღწევად, საჭიროა გამოცდილ ფსიქოთერაპევტთან მკურნალობა.
ისეთი პრობლემები, როგორიც არის: ცელულიტი, მოშვებული კანი და ჭარბი წონა, მათი გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება არის სპორტი და სწორი კვება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. სწორად და რეგულარულად საკუთარი სხეულის მოვლით, ქალი დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნებს მომხიბვლელ ფორმას.
თუ ქალის სხეული, მეტწილად ნორმალურად გამოიყურება და მიუხედავად ამისა ეუხერხულება საკუთარი სხეული, მაშინ საჭიროა ფსიქოლოგის დახმარება. ამ შემთხვევაში ქალს შეიძლება დაეხმაროს სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტრენინგები, რომლის საშუალებით ის გააცნობიერებს საკუთარი სხეულის დადებით მხარეებს და გამოაძევებს გონებიდან ნეგატიურ აზრებს. სასურველია, აღნიშნული ფსიქოლოგიური პროცედურები, ჩატარდეს გამოცდილ სპეციალისტთან ერთად.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო გაცნობის პირველ ეტაპზე. ამასთან მამაკაცი არა იმდენად გარეგნობას აქცევს ყურადღებას, რამდენადაც ქალის ტიპაჟს, რომელიც უფრო იზიდავს მას. მომავალი ურთიერთობების განვითარებისას, გარეგნობა გადადის მეორე პლანზე, უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სულიერი მხარე. თუ მამაკაცს მხოლოდ ქალის გარეგნობა მოსწონს, მაშინ ქალი უნდა დაფიქრდეს, უნდა თუ არა მას ასეთი მამაკაცი მუდმივად გვერდით ყავდეს. ურთიერთობა, რომელიც აგებულია მხოლოდ გარეგნობზე, ძალზე არასაიმედოა, რადგან არაფერი არ არის მუდმივი. თუ ქალი დაკარგავს სილამაზეს, დაკარგავს მამაკაცის მხრივაც სიყვარულს.
თუ ყურადღებით განვიხილავთ მრავალ ისტორიულად ცნობილ ქალებს, რომლებიც მამაკაცებში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, შევნიშნავთ, რომ ბევრი მათგანი ძალზე შორს არის იდეალისგან, ხოლო მრავალი ლამაზმანის ავტობიოგრაფიას თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ პირადი ბედნიერება დამოკიდებული არ ყოფილა გარეგნულ სილამაზეზე. თუმცა არის რაღაც, რომელიც იზიდავს მამაკაცს ქალში – ეს არის სიყვარული, მისი თვითდაჯერებულობა და მაღალი თვითშეფასების უნარი.

სექსუალური ფსიქოტრამვები

ქალის მიერ ადრეულ ბავშობაში ან ზრდასრულ ასაკში გადატანილი სექსუალური ფსიქოტრამვები, მეტწილად განაპირობებს მასში სექსუალური კომპლექსების განვითარებას და დიდ პრობლემებს ქმნის მამაკაცებთან ურთიერთობაში. ამასთან მიღებულ სექსუალურ ტრამვებს განაპირობებს ელემენტარული სექსუალური უცოდინრობა.
სექსუალური ფსიქოტრამვები აღმოცენდება, რეაგირების გარეშე დარჩენილი სტრესის შედეგად, რომელსაც სექსუალური საფუძველი აქვს და დროთა განმავლობაში ღრმად ინაცვლებს ცნობიერებაში, იწვევს ქალში სექსის მიმართ შიშს და ზიზღს.
სექსუალური ფსიქოტრამვის მიღების შემდეგ, ქალის ქვეცნობიერში ვითარდება ემოციონალური ბლოკი, რომელიც ხელს უშლის მას აღიქვას სექსი, როგორც ნორმალური და ბუნებრივი მოვლენა, ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანში და მიიღოს მისგან სიამოვნება.
სექსუალური გაუნათლებლობამ შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს სიტუაცია, როცა ქალი ნაცლად იმისა რომ აღიარებდეს პრობლემას და მიდიოდეს სპეციალისტთან, ყველაფერში მამაკაცს ადანაშაულებს ან იწყებს იმაზე ფიქრს, რომ მასში „რაღაც ისე არ არის“ და საბოლოოდ უარს ამბობს სექსუალურ ცხოვრებაზე.
ის ფსიქოტრამვები, რომელიც ქალმა ბავშობაში მიიღო, როგორც წესი არ ახსოვს, რაც ძალზე ართულებს ფსიქოლოგიური კორექციის შესაძლებლობას. სამწუხაროდ, ბავშვთა ფსიქოლოგების როლს უმრავლეს შემთხვევაში მშობლები ირგებენ.
პატარა გოგონას ფსიქიკაზე, ყველაზე ცუდად შეიძლება აისახოს ისეთი შემთხვევა, როცა ის უნებურად გახდება თავის მშობლების ინტიმური სიახლოვის შემსწრე. გასაგებია, რომ ბავშვი ვერ მიხვდება რა ხდება და გადაწყვეტს, რომ მამა დედაზე ძალადობს, აყენებს მას ტკივილს და ა.შ. თუ ამას დაემატება ყვირილი და მშობლები ბავშვს გარეთ გააგდებენ ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას და ის მუდმივად დაიწყებს ამაზე ფიქრს და დარდს. როცა გაიზრდება მისითვის სექსი ასოცირებული იქნება ძალადობასთან და სირცხვილთან, მაშინაც კი თუ ეს ინციდენტი დავიწყებას მიეცემა.
ძალიან მკაცრი, პურიტანული აღზრდაც შეიძლება გახდეს სექსუალური ტრამვების მიზეზი. თუ გოგონას დედისგან მუდმივად ესმის, რომ სექსი არის „სიბინძურე“, „გარყვნილობა“, რომ „მსგავს საქციელს სჩადიან მხოლოდ გარყვნილი ქალები კაცებთან“ ა.შ. გოგონას უყალიბდება სექსის მიმართ ზიზღი და როცა მამაკაცთან ინტიმური ურთიერთობის პროცესში, ის თავს იგრძნობს, „გარყვნილად“, „ბინძურ ადამიანად“ და ა.შ.
ფსიქოტრამვების კიდევ ერთი გამომწვევი ფაქტორია, დედის მოუწესრიგებელი პირადი ცხოვრება. როცა ბავშვი მუდმივად ხედავს, რომ დედის თაყვანსმცემლები, მუდმივად უცხო ადამიანები იკავებენ დედის ცხოვრებაში რამდენიმე საათს ან დღეებს, მას უჩნდება იმის განცდა, რომ მამაკაცები არიან არასაიმედო, ორგული ადამიანები, რომ მათ არ შეუძლიათ ხანგრძლივი და სერიოზული ურთიერთობები. მომავალში ის ჩათვლის, რომ სიყვარული და ერთგულება არ არსებობს ან ეცდება მამაკაცებისგან თავი შორს დაიჭიროს და რჩება მარტო ან გაიზიარებს დედის ბედს.
ყველაზე დიდ დარტყმას ბავშვის ფსიქიკაზე იწვევს ინცესტი. ამ შემთხვევში ბავშვის საბოლოო ფსიქიკური განადგურებისაგან, შეიძლება იხსნას მხოლოდ თანამედროვე, კვალიფიცირებულმა სპეციალისტმა. ინცესტის მსხვერპლი ქალისთვის, არასოდეს არ იქნება სექსი ასოცირებული სიყვარულთან და ნაზ ალერსთან, ხოლო მამაკაცების მიმართ ჩამოყალიბდება მყარი და რთულად გადალახვადი ზიზღი.
სხვა ფაქტორებიდან აღსანიშნავია, მასტურბაციისას მშობლების შესწრება ან მოზრდილი გოგონას საუბრები სექსუალურ თემებზე. ბავშვები უმრავლესობა კავდება ონანიზმით თუ დედა კიცხავს ამის გამო გოგონას ან მკაცრად სჯის, ეს იწვევს ბავშვში, თავისი სექსულური გამოვლინების გამო სირცხვილის გრძნობას, მომავალში ორგაზმი ასოცირებული იქნება სირცხვილთან, რამაც შეიძლება ქალის ფრიგიდულობა და სექსის მიმართ გულგრილობა გამოიწვიოს.
ბავშობის ასაკში მიღებული ფსიქოტრამვებისაგან გათავისუფლება შესაძლებელია გამოცდილი და კვალიფიციური ფსიქოთერაპევტის დახმარებით, რომელიც იყენებს სპეციალურ ფსიქოლოგიურ მეთოდებს, შეუძლია ქალი გამოიყვნოს ქვეცნობიერში არსებული ფსიქოტრამვის მიზეზებიდან ან მინიმუმამდე დაიყვანოს მისი გავლენა და განაწყოს ქალი სექსისადმი დადებითად.
ზრდასრულ ასაკში მიღებული ფსიქოტრამვების ძირითადი მიზეზი არის სექსუალური გაუნათლებლობის შედეგი, როგორც ქალის ისე მამაკაცის მხრიდან. ქალს ფსიქოტრამვა შეიძლება მიაყენოს, როგორც ქმარმა ისე საყვარელმა უტაქტო და უხეში გამონათქვამებით. ზოგიერთი მამაკაცი, რომელსაც არ შეუძლია ქალი მიიყვანოს ორგაზმამდე, ბრაზდება და ქალს ფრიგიდულობაში სდებს ბრალს, რითაც საკუთარი სექსუალური უუნარობის გაბათილებას ახდენს. ასეთ მდოგმარეობაში მყოფმა ქალმა უნდა გააცნობიეროს, რომ თუ მას სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ განუცდია ორგაზმი, თუნდაც მასტურბაციის საშუალებით, მის ფრიგიდულობაზე საუბარი ზედმეტია. საქმე მხოლოდ მამაკაცში, რომელსაც არ გააჩნია სექსუალუად ელემენტარული უნარ-ჩვევები მიანიჭოს ქალს და თავის თავსაც სიამოვნება.
მეტად გავრცელებული სიტუაციია, როცა მამაკაცი თავისი პრობლემების გადაბრალებას იწყებს ქალის მიმართ, როცა მასში ერექციის გამოწვევა ვერ ხერხდება. იმისათვის, რომ მამაკაცი არ იქნას მხილებული იმპოტენციაში, მან შეიძლება უთხრას ქალს, რომ უკვე ის ვეღარ აღაგზნებს მას, რადგან ის მიმზიდველად არ გამოიყურება. აღნიშნული ქალმა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს საკუთარ თავზე. უკეთესია მოელაპარაკოს მამაკაცს, მიმართოს სექსოლოგს ან ღირსეულად დაშორდეს მას.
მოზარდი გოგონას სურვილმა, ადრეულ ასაკში დაიწყოს სექსუალური ცხოვრება, ასევე შეიძლება აღმოჩნდეს ფსიქოტრამვის მიზეზი. განსაკუთრებით მაშინ თუ მისი პირველი პარტნიორი იყო უხეში, უტაქტო და ინტიმური სიახლოვის შემდეგ მაშინვე დაკარგა მის მიმართ ინტერესი, ხოლო გოგონას დარჩა გამოყენების და გარყვნილი ადამიანის შეგრძნება.
სექსუალური ცხოვრების ადრე დაწყება სასურველი არ არის. ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაში მთავარი სიყვარულია, ხოლო სექსი არის მოსიყვარულე ადამიანების ურთიერთობების კულმინაცია.
სექსუალური უკულტურობის აღმოსაფხვრელად სადღეისოდ მრავალი კარგი ლიტერატურა არსებობს. ამასთან სასურველია ქალმა შეისწავლოს თავისი სხეული, ცოდნა მის ორგანიზმის მგრძნობარე წერტილების შესახებ, მისცემს მას საშუალებას სწრაფად მიაღწიოს ორგაზმს.
ქალს არ უნდა შერცხვეს ესაუბროს, საყვარელ მამაკაცს საკუთარ სექსუალური პრობლემებზე. თუ მამაკაცს მის შესახებ ეცოდინება, მისთვის ადვილი იქნება იმ სახით მოქმედება, რაც მოუტანს ქალს სიამოვნების განცდას. წყვილები არ უნდა მოერიდოს სექსუალურ ექსპერიმენტებს. მოსიყვარულე ქალის და მამაკაცის ურთიერთობებში დასაშვებია ყველაფერი რაც მათ მიანიჭებს სიამოვნებას.

ზოგადი სექსუალური კომპლექსები

მრავალი სექსუალური კომპლექსი საერთოა, როგორც ქალის ისე მამაკაცის შემთხვევაში და იწვევს მსგავს ფსიქოლოგიურ პრობლემებს. გადაჭარბებული სიმორცხვე და სირცხვილის გრძნობა, რომელიც მიზეზი ქვეცნობიერში იმალება და სათავეს იღებს ადრეული ბავშვობიდან, როცა მშობლები კიცხავდნენ ბავშვებს მათი სექსუალური რეფლექსების გამოვლენის დროს.
პირველი სექსუალური კონტაქტი იწვევს შიშს არა მარტო ქალებში, არამედ მამაკაცებში. მაგრამ თუ ქალებში, შიში დაკავშირებული დეფლორაციის ტკივილებთან, მამაკაცებს ეშიანიათ გამოუცდელობის გამო, პარტნიორისგან მიიღონ დაცინვა.
ქალებისაგან განსხვავებით უფრო ნაკლებად მამაკაცებშიც შეიმჩნევა კომპლექსები საკუთარი სხეულის სხვადასხვა თავისებურებების გამო. თუ ქალებს აწუხებთ, მკერდის სიდიდე, სიმსუქნე და ა.შ. მამაკაცის კომპლექსების მიზეზი არის ნაკლებად განვითარებული მუსკულატურა, სიდაბლე, თუმცა ყველაზე მეტი შეშფოთებას განიცდიან პატარა პენისის შემთხვევაში, მათი აზრით ეს არის მთავარი, რითაც მოხიბლავენ ქალებს.
მრავალ მამაკაცს, რომელსაც წარმოუდგენია თავი სუპერგმირად, მოხიბლულია საკუთარი სექსუალური შესაძლებლობებით, ხოლო საწოლში წარუმატებლობის განცდის შემდეგ, რომელიც ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ ყველა მამაკაცს ემართება, აღიქვამენ, როგორც უდიდეს პირად ტრაგედიას და როცა ქრონიკული შიში ხელს უშლის ერექციას, ყალიბდება სექსუალური ნევროზი.
სექსუალური კომპლექსებით დაავდებული მამაკაცები, ხშირად მის კომპენსირებას ცდილობენ მრავალრიცხოვანი რომანებით. ასეთი კაცები ხშირად პირველი სექსუალური კავშირის შემდეგ შეუბრალებლად ტოვებენ ქალებს და ტრაბახობენ მეგობრებთან თავიანთი „მიღწევებით“ და ყვებიან ყოველ წვრილმანსაც კი. ასეთ მამაკაცებში არსებობს დიდი შანსი განახორციელონ ქალზე ძალადობა, როცა ქალი მიხვდება, რომ მამაკაცი მას არასერიოზულად ეპყრობა, განშორების წინ თუ მიუთითებს მის სექსუალურ უძლურებაზე, ეს იქნება დიდი დარტყმა ამ ტიპის მამაკაცისათვის, რომელიც მანამდეც ეჭვის ქვეშ უყურებდა თავის სექსუალურ პოტენციას.
სტატისტიკის მიხედვით 40 წლის და მეტი ასაკის მამააკცების 50%-ზე მეტი განიცდის პოტენციის მხრივ პრობლემებს. მისი გაჩენის მიზეზებია: სამუშაოზე მუდმივი სტრესი, ქრონიკული ნერვული გადაღლა, ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენება და სხვა. მუდმივად მოქმედ ამ ფაქტორებს წონასწორობიდან გამოჰყავს მამაკაცის ნერვული სისტემა, რაც აისახება სექსუალურ პოტენციაზეც.
ქალებმა და მამაკაცებმაც, სექსის მიმართ ინტერესი შეიძლება დაკარგონ მსგავსი მიზეზებით: მუდმივი გადაღალ სამსახურში, პარტნიორის მიმართ ყურადღების შესუსტება, ცხოვრების დონით დაუკმაყოფილებლობა და სხვა. ამასთან არც ერთი მხარე არ ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას რადგან მიიჩნევენ, რომ ვითარება მათი მონაწილეობის გარეშე გამოსწორდება. თუმცა, როგორც ცხოვრება აჩვენებს, პასიური ქცევით ვითარება კიდევ უფრო ღრმავდება.
ე.წ. დონ-ჟუანები, ცდილობენ თვიდამკვიდრებას საკუთარ თავში, სექსუალური გმირობების ჩადენით, ქალების კოლექციონერობით. მაგრამ ასეთი ტიპის მამაკაცებს შეჩერება არ შეუძლიათ, მაშინაც კი როცა აცნობიერებენ, რომ ასეთი ქცევებით ისინი უარს ამბობენ მტკიცე ოჯახზე. პარტნიორების მუდმივი ცვლა მათთვის თავისებური ნარკოტიკი ხდება, რაც ამაღლებს მათ დამაზიანებელ თვითშეფასებას.
მსგავსი ქცევები ახასიათებს ქალებსაც, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე საყვარელი ჰყავთ და ამით ისინი მამაკაცების თვალში, ამტკიცებენ სხვა ქალებთან მიმართებაში უპირატესობას. ზოგიერთ შემთხვევაში, ქალების უწესრიგო სქესობრივი ცხოვრება აიხსენება, როგორც ნიმფომანია – პათოლოგიურად მომატებული სექსუალური გატაცება, რომელიც ორგანიზმში ჰორმონების დარღვეით არის გამოწვეული.
პროფესიონალი ფსიქოთერაპევტებისათვის კარგად ცნობილი, ოიდიპოსის და ელექტრას კომპლექსები, მეტ-ნაკლები დოზით წარმოდგენილია ყველა ადამიანში. მამაკაცებში ოიდიპოსის კომპლექსი ვლინდება ქვეცნობიერი მისწრაფებით ეძიონ ისეთი ცოლი, რომელიც გარეგნულად და ხასიათის დედას ემგვანება. ელექტრას კომპლექსის მქონე ქალები კი მხოლოდ შეიყვარებენ მამაკაცს, რომელსაც მსგავსება გააჩნია მამასთან.
ეჭვიანობა, როგორც საკუთრების გრძნობა, დამახასიათებელია ორივე სქესისათვის. პათოლოგიურად ეჭვიანი ქლები და მამაკაცები, თავიანთი ავადმყოფური აზრებით აზიანებენ არა მარტო პარტნიორის, არამედ საკუთარ ჯანმრთელობასაც. ეჭვიანობის მიზეზები სხვადასხვაა და შეიძლება გამოვლინდეს საკუთარი მომხიბვლელობის, ბანალური უნდობლობიდან, სერიოზულ ფსიქოლოგიური დარღვვების სახით.
ე.წ. სქესთა ცვლილების შემთხვევაში, როცა ქალი დომინირებს მამაკაცზე, არ ჩაითვლება ემანსიპაციად. მსგავსი სიტუაციები გვხვდებოდა ყველა საუკუნეში და აღმოცენდებოდა ძირითადად პარტნიორის აღზრდის, ტემპერამენტის და ფსიქოლოგიის თვისებურებებით.
სექსისადმი არასერიოზული დამოკიდებულება, დამახასიათებელია მრავალი თანამედროვე ახალგაზრდა ადამიანისათვის და გამოვლინდა ჩვენს უახლოეს ეპოქაში სექსუალური რევოლუციის სახით. პრინციპი: „სექსი არ არის გაცნობის საბაბი“ – უარყოფს ისეთ ღირებულებებს, როგორიც არის სიყვარული, ერთგულება და გრძნობები იცვლება ფიზიკური სიამოვნების მიღების სურვილით, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე.
ფსიქოლოგების აზრით, პარტნიორის მიმართ სიყვარულის და პასუხისმგებლობის გრძნობის არარსებობა, აიხსება ქვეცნობიერი შიშით განშორების შემთხვევაში არსებული ტკივილების განცდის შესაძლებლობით.
საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობის წარუმატებლობის მიზეზების ასახსნელად, საჭიროა ადამიანმა ისწავლოს სექსუალური კომპლექსების და ელემენტარული სირცხვილის გრძნობების ერთმანეთისგან გამიჯვნა, მათი სრულად არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს სქესთა შორის ურთიერთობებში ცხოველური დონის კავშირები, რომელიც მოკლებულია სილამაზეს, სინატიფეს და რომატიკულობას.
ფსიქოლოგების აზრით, კომპლექსებს მიეკუთვნება ის რაც უშლის ადამიანებს ერთმანეთთან ააგონ ბედნიერი და ჰარმონიული ურთიერთობები. პარტნიორის და საკუთარი სექსუალური სურვილების გათვალისწინება არის ქალსა და მამაკაცს შორის ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობების გარანტი. წყარო: http://manandwoman.org/blog/psychology/222.html


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page

♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“