ადრე ითვლებოდა, რომ მენსტრუაციის დროს სექსისგან თავის შეკავება აჯობებს, თუმცა ბოლო პერიოდში მეცნიერების ნაწილმა აზრი შეიცვალა. თუ კი მენსტრუაციის პერიოდში კაცს უჩნდება ქალის მიმართ სურვილი, უარის თქმა არ ღირს. მიუხედავად ამისა, არის რეკომენდაციები, რომლებიც წყვილმა უნდა გაითვალისწინოს. მენსტრუაციის დროს სექსს მოსდევს გარკვეული საფრთხე, როგორიცაა საშვილოსნოში ინფექციის მოხვედრა, ენდომეტრიოზის შესაძლო განვითარება და მენსტრუაციის გახანგძლივება სისხლსავსეობის გამო.
მენსტრუაციის დროს ქალი ადვილად იგზნება და აქვს უფრო ძლიერი ორგაზმი, მამაკაცები კი ქალი მდგომარეობის გამო იგზნებიან, ამიტომ ბევრი წყვილისთვის სექსი მენსტრუაციის დროს განსაკუთრებულია. ასევე ქალის დაორსულების ალბათობა ამ პერიოდში დაბალია, თუმცა მოკლე მესტრუაციული ციკლის დროს ქალის დაორსულება გამორიცხული არაა.
♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>……
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>
♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ სექსუალური ცხოვრებისთვის განკუთვნილი საქონელი ინტერნეტ–მაღაზიებში >>.
მენსტრუაციის დროს ქალის საშოში კარგად გამოხატული სისველეა და მსუბუქი შეშუპება, ამიტომ სექსის დროს დისკომფორტი არ არსებობს. ამ პერიოდში სექსი ქალისთვის სასარგებლოც კი შეიძლება იყოს, რადგან შეამცირებს მენსტრუაციულ ტკივილებს და გაღიზიანებას.
თუკი მენსტრუაციულ პერიოდში ქალს აქვს სექსის სურვილი, მაშინ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რჩევები:
- თავი შეიკავეთ სექსისგან ჭარბი სისხლდენის პერიოდში (პირველი ორი დღე);
- საწოლზე საჭიროა დამატებითი თეთრეული, ლაქებისგან თავის დასაცავად;
- სექსის წინ შხაპის მიღება აუცილებელია;
- სექსის დროს ახლოს იქონიეთ სველი ხელსაწმენდი;
- პრეზერვატივის გამოყენება აუცილებელია, ქალის დაინფიცირების ნაკლები შანსი იქნება;
- ყველაზე სასურველია მისიონერული პოზა, რადგან ამ დროს გამონადენი ნაკლებია;
- სექსის შემდეგ შხაპი აუცილებელია. თუკი მამაკაცს სექსი ამ პერიოდში არ უნდა, ქალმა ისტერიკები არ უნდა ატეხოს და არც მამაკაცს დააძალოს.
სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა
ბმები
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“