✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
ადამიანი საკუთარ სექსუალურ განვითარებას ბავშვობიდან იწყებს. აქ მოცემულია ბავშვის განვითარების სექსუალური კუთხე ქრონოლოგიურად:
1. ბავშვი სასქესო ორგანოების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში იწყება (12 კვირაზე უკვე სქესის განსაზღვრა შეიძლება).
2. დაბადებისას უკვე ჩვილის გარეთა სასქესო ორგანოები ფუნქციონირებენ. ბიჭებს აქვთ ერექცია, ხოლო გოგონებს საშოს ლუბრიკაცია. ეს მოვლენები რა თქმა უნდა, ეს ეროტიულ ხასიათს არ ატარებს და მხოლოდ სპონტანურია.
3. ბიჭები საკუთარი პენისზე შეხებას (თვით-კვლევა) 6 თვისთვის იწყებენ, გოგონები-9-10 თვისთვის. ასეთი შეხება მასტურბაციის ხასიათს არ ატარებს, მას აქვს შესწავლის და შემეცნებითი დატვირთვა. თვით სტიმულაცია რამოდენიმე კვირაში ქრება გოგონებში, ბიჭებში -არა. მსგავსი გენიტალიების სტიმულაცია ისევ აღინიშნება თოდლერის ასაკში( 3-5 წელი). ამ შემთხვევაში ეს პროცესი უფრო მიზანმიმართული პროცესი ხდება.
4. 3-5 წლის ასაკისთვის (რეტროსპექტიული შესწავლით და მშობლების გამოკითხვით) ბავშვები იწყებენ უფრო აქტიურად საკუთარ გენიტალიებზე შეხებას, მაგრამ არა მასტურბაციას. ცდილობენ შეხედონ ადამიანს მაშინ როცა არის შიშველი ან ტანსაცმელს იხდის, უყურებენ სხვა ბავშვების გენიტალიებს, სხვა სექსუალობის გამოვლენის ფაქტები ძალიან იშვიათია. გამოკითხულ იქნა 574 2-დან 5 წლამდე ბავშვის მშობელი (ამერიკელები) მათ აღნიშნეს, რომ 60 % ბიჭების და 45 % გოგონების ეხებოდა საკუთარ გენიტალიებს სახლში. სხვა ზევით ჩამოთვლილი ქცევები აღინიშნებოდა ბავშვების საერთ 20 % -ში. ბიჭებში უფრო მეტად აღინიშნებოდა სექსუალობის გამოვლინების შემთხვევები (26%), ვიდრე გოგონებში. მაგ. ადამიანის ყურება როცა იხდის, დედის ან სხვის მკერდზე შეხება ან მცდელობა და ა.შ. უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული სექსუალური ქცევა აღინიშნებოდა ბავშვების მხოლოდ 2 % -ში.
5. ბავშვები 3-6 წლის ასაკში ზოგჯერ ექიმობანას, სახლობანას და სხვა მსგავსი თამაშების დროს ცდილობენ შეეხონ ან დაინახონ სხვა ბავშვების გენიტალიები. ბავშვის სექსუალობის ეს გამოვლინება ნორმალურია და მრავალ ზრდასრულს ახსოვს კიდეც. ასეთი ქმედებები უმეტესად წარმოადგენს ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალებას. მაგ. „მე გაჩვენებ ჩემსას და შენ მაჩვენე შენი“ ასეთი ტექსტი ხშირია სკოლამდელ ბავშვებს შორის და ეს რაიმე ქცევით დარღვევას არ წარმოადგენს.
6. სწორედ სკოლამდელ ასაკში ინტერესდებიან ბავშვები მშობიარობის შესახებ, სექსის შესახებ ზოგადი კითხვებით.
7. 6-12 წელი მიჩნეულია, როგორც ლატენტური პერიოდი სექსუალობის მხრივ თუმცა ასე არ არის. ბავშვის ინტერესი სექსუალობის მიმართ შედარებით ნაკლებია, მაგრამ მაინც შენარჩუნებულია.
8. სკოლის მასწავლებლების გამოკითხვების შედეგად 6-10 წლის ბავშვებში ხშირ ქცევას წარმოადგენდა სექსუალურ თემებზე საუბარი და გენიტალიებზე გარედან ხახუნის მოძრაობების შესრულება. მშობლების გამოკითხვით ჩატარებული კვლევით კი გამოიკვეთა 2 საერთო სექსუალური მახასიათებელი ბავშვებში: 1) ბიჭების 40 % და გოგონების 21 % სახლში ყოფნის დროს საკუთარ გენიტალიებს ეხებოდნენ. 2) ბიჭების 20 % და გოგონების 21 % ცდილობდა ეყურებინა როცა ვინმე სახლში იხდიდა (ტანსაცმლის გამოცვლისას, შხაპის მიღების დროს და ა.შ.). სხვა სექსუალური ქცევები შედარებით ნაკლები იყო.
9. რეტროსპეტული შესწავლით დადგინდა, რომ ადამიანებს წარსულში(ბავშვობაში) საკმაოდ ხშირად ქონდათ სექსუალური თამაშების მცდელობები, თვით სტიმულაცია აშშ, ავსტრალია, ინგლისი და შვედეთის პოპულაციების კვლევის შედეგად ზრდასრულთა 40 % მა განაცხადა, რომ წარსულში 6-დან 9 წლამდე ჰქონდათ მასტურბაციის ან სხვა სექსუალური ქცევის გამოვლინება. ყველაზე ხშირ საერთო სექსუალურ ქცევას წარმოადგენდა: ერთმანეთისთვის გენიტალიების ჩვენება 28 % ბიჭებში და 23 % გოგონებში, სხვისი გენიტალიების შეხება და სტიმულაცია: ბიჭების 17 % და გოგონების 19 %.
10. 10 წლისთვის ბიჭების და გოგონების 20 % უკვე მასტურბიერებს.
11. 13 წლის ასაკისთვის საერთო სექსუალურ ქცევაში ყველაზე ხშირია პორნოგრაფიული პროდუქციის ერთად ყურება.
12. სქესობრივ მომწიფებამდე სქესობრივი კავშირი ადამიანების დაახლოებით 4,2 % აქვს თეთრკანიან ამერიკელებს შორის. 8,3 % -ჰისპანიკებს (ესპანელ-ამერიკელებს), ხოლო 19 % -შავკანიან ამერიკელებს. ეს მაჩვენებლები ეკოლოგიური თეორიის სისწორეს უსვავენ ხაზს.
13. რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას ბავშვებზე, ამ მოვლენას განსაკუთრებული უარყოფითი შედეგების მოტანა შეუძლია ბავშვებისთვის, ეს არ ეხება მხოლოდ ფიზიკურ ტრავმას, არამედ სექსუალური ძალადობის შემდგომ ხშირად უვითარდებათ დაბალი თვითშეფასება, პოსტ ტრავმატული სტრესის აშლილობა, ზოგადად სექსუალიზებული ქცევა (ყველაზე ხშირი გამოვლინება).
ბავშვის სექსუალური ძალადობის შემდგომი სექსუალიზება ვითარდება, როგორც ძლიერი სტრესიდან გამოსავალი. ეს მდგომარეობა ვლინდება: გადაჭარბებული მასტურბაციით, ან სექსით სხვებთან, გამომწვევი სექსუალური ქცევით, ასაკისთვის შეუსაბამო სექსუალური ცოდნით. სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“