პირველი სქესობრივი კავშირი
✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე” >>
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
პირველი სქესობრივი კავშირი
პირველი საქორწინო ღამე – ტრადიციული გაგებით – პირველი სქესობრივი კავშირია ქალსა და მამაკაცს შორის, რომელიც დეფლორაციით სრულდება.
დღესდღეობით ეს მხოლოდ პირობითი ტერმინია, ვინაიდან ასეთი ღამე შეიძლება ოფიციალურ ქორწინებამდე დიდი ხნით ადრე შედგეს, ან ქორწინებიდან გარკვეული დროის შემდეგ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სრულებითაც აღარ არის ხოლმე ღამე და აღარც საქორწინოა ხშირად, ამიტომ აჯობებს პირველი სექსი დავარქვათ და ამით გადავწყვიტოთ პრობლემა.
სექსუალური გამოცდილების არქონის შემთხვევაშიც კი ახალგაზრდებს შეუძლიათ სექსუალური აქტის განხორცილება, თუმცა პირველი სქესობრივი კავშირი ზედმეტად მნიშვნელოვანია წყვილის ცხოვრებაში.
ის პირობები, რომლებშიც სასურველია მოხდეს პირველი სქესობრივი აქტი საკმაოდ უბრალოა, მაგრამ მათზე ზრუნვა ადრეულად უნდა დაიწყოს.
პირველი სექსი აუცილებლად უნდა მოხდეს წყვილის სიმარტოვის პირობებში და რა თქმა უნდა ორივე მათგანი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ სწორედ ეს ადამიანი უნდა პირველ სქესობრივ პარტნიორად.
საწოლი არ უნდა ჭრაჭუნობდეს და არც უკუნეთი სიბნელე არ არის აუცილებელი.
წყვილმა უნდა იცოდეს, რომ პირველი სექსის წინ სასურველია ჰიგიენური ნორმების გატარება (თბილი აბაზანა და საპონი).
ქალებისათვის პირველ სექსს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მამაკაცისთავის. გოგონების უმრავლესობას გარკვეული შიში აქვს პირველ სქესობრივ აქტთან დაკავშირებით.
მათ მოსწონთ პარტნიორის ჩახუტება, კოცნა, ალერსი, მაგრამ უშუალოდ სექსის ეშინიათ, ვინაიდან ძალიან მტკივნეულ პროცესად წარმოუდგენიათ.
მამაკაცის დაჟინება და მისი უყურადღებობა ქალის შეგრძნებებისადმი, მძიმე შემთხვევაში ძალადობაც, ქალის ფსიქიკას საშინელ ზიანს აყენებს, ამასთან მოსალოდნელია მას ჩამოუყალიბდეს ვაგინიზმი, ან სექსუალური აქტისადმი ზიზღი.
აქედან გამომდინარე, მამაკაცი უნდა იყოს მომთმენი, ნაზი, ალერსიანი და საკუთარ ძალებში დარწმუნებული.
დეფლორაციის დროს ტკივილის მინიმუმადე დასაყვანად სასურველია ქვემოთ ჩამოთვლილი პოზებიდან ერთ ერთს გამოიყენებს წყვილი პირველი სექსის დროს.
სასურველი პოზები პირველი სექსის დროს
ქალი წვება ზურგზე, ფეხები ჩამოშვებული აქვს ლოგინიდან, მამაკაცი დგება მუხლებზე ქალის ფეხებს შორის, ისე, რომ ქალის თეძოები ეკვრის მის წელს და ორივე ხელით ეყრდობა ლოგინს და პენისის საშოში შეყვანის დროს იგი გადაიხრება ქალის მიმართულებით;
მეტად დამზოგველია, მისიონერული პოზა – როცა ქალი მთელი სხეულით წევს ლოგინზე და დუნდულოებს ქვეშ იდებს საშუალო ზომის ბალიშს, ან დაკეცილ პირსახოცს.
მუხლებში მოხრილი ფეხები უნდა მიიტანოს მკერდთან, რაც საშოს შესავალში განაპირობებს საქალწულე აპკის მაქსიმალურად დაჭიმვას და მისი გახევაც საკმაოდ მარტივია;
ყველაზე ხელსაყრელი ქალისთვის არის მხედრული პოზა – მამაკაცი წევს ზურგზე და ქალი არის ზემოდან, ამ დროს მას შეუძლია თავად აკონტროლოს პენისის საშოში შესვლის სისწრაფე და სიღრმე.
შორისის მძლავრი და ელასტიური კუნთები დაძაბვის დროს აძნელებენ სქესობრივი აქტის შესრულებას, ამიტომ საწყის ეტაპზე აუცილებელია მოდუნება და მხოლოდ ამის შემდეგ პენსის ფრიქციები (პენისის მოძრაობა საშოში).
შემდეგი სქესობრივი აქტი რეკომენდებული არა უახლოეს ერთი დღე-ღამის გასვლის ან რადენიმე დღის შემდეგ.
თუკი სისხლდენა არ აღინიშნება, ეს არ ნიშნავს, რომ გოგონას საქალწულე აპკი არ ჰქონდა მთლიანი, ეს ხშირად იმაზე მიანიშნებს, რომ მისი საქალწულე აპკი მხოლოდ წვრილი კაპილარებით მარაგდებოდა სისხლით, ან მას ელასტიური საქალწულე აპკი აქვს და სქესობრივი აქტის დროს არ მოხდა მისი მთლიანობის დარღვევა.
მეორეს მხრივ, საქალწულე აპკის კარგი სისხლმომარაგების დროს, შესაძლოა, სისხლდენა დიდხანს გაგრძელდეს, ამ დროს რეკომენდებულია გინეკოლოგთან ვიზიტი.
თუკი პირველი სექსის დროს ქალი არასაკმარისად არის აგზნებული, სექსუალური აქტი გაგრძელდება მამაკაცის ეაკულაციამდე.
არ არის სასურველი პირველი სექსისა და მენსტრუაციის თანხვედრა.
თუმცა შემდგომი სექსუალური ცხოვრების დროს მენსტრუაციის დროს სექსი მიღებულია და მეტიც, ქალებს ამ დროს სექსი გაცილებით მეტად უნდათ და სიამოვნებთ კიდეც.
ქალებში ხანდახან გვხვდება ვაგინიზმი, რომლის დროსაც მამაკაცის მხრიდან ძალის გამოყენებით სქესობრივი კონტაქტის დამყარება, ფსიქიკურად დიდ ზიანს მიაყენებს ქალს და ამასთან სამუდამიდ გააფუჭებს ამ წყვილის ურთიერთობას.
ნაადრევი ეაკულაცია
ხშირად მამაკაცებში აღინიშნება ნაადრევი ეაკულაცია (ხანგრძლივი პრელუდიის ფონზე, მამაკაცს ეაკულაცია რამდენიმე ფრიქციაში აქვს).
ამაზე ნერვიულობა არ ღირს, რამეთუ ალერსის შემდეგ მამაკაცი ისევ აღიგზნება, ამასთან მისი აგზნებადობის ხარისხი წინასთან შედარებით დაბალი იქნება და სქესობრივი აქტიც მეტხანს გაგრძელდება.
მამაკაცების ნაწილს პირველად პარტნიორთან სექსის დროს არ აღენიშნება ერექცია, ან პირველივე ფრიქციის შემდეგ ერექცია სუსტდება.
ამ დროს გადმწყვეტ როლს თამაშობს ქალი. არ შეიძლება მან აგდებულად შეხედოს ამ საკითხს, დაადანაშაულოს კაცი ან დასცინოს, პირიქით, მან ალესრიანი მოპყრობითა და მოფერებით უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა.
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“