✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
პრეზერვატივები
ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე”
ანალური სექს-სათამაშოები
ფალოიმიტატორები
მასტურბატორები და თოჯინები
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის
პენისის რგოლები
პომპები და გამაფართოებლები
ვიბრატორები
მასტურბაცია, იგივე ონანიზმი, სასქესო ორგანოების სექსუალური სტიმულაციაა, რომლის მიზანიც ორგაზმის მიღწევაა. სტიმულაცია ადამიანის ხელით შეიძლება შესრულდეს, სხვა ადამიანის ან ადამიანების დახმარებითაც, ან კიდევ გარკვეული ნივთებით. ყველაზე გავრცელებული ფორმაა თვითმასტურბაცია.
პარტნიორებს შორის ორმხრივი მასტურბაციაც საკმაოდ გავრცელებულია და სექსის არაპირდაპირი, სუროგატული ფორმაა.
მასტურბაცია გავრცელებულია ორივე რეპროდუქციული ასაკის დროს. მასტურბაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები ცნობილია და მისი კავშირი ფიზიკურ ან ფსიქიკურ აშლილობებთან უცნობია. მასტურბაციის ტექნიკა ქალებში და კაცებში ერთნაირია, მაგრამ სპეციფიკა მაინც განსხვავებულია.
მასტურბაცია კიდევ ონანიზმსაც უწოდებენ. ონანი ბიბლიური პერსონაჟია, რომელიც ღმერთმა დასაჯა, იმის გამო რომ საკუთარი მკვდარი ძმის ცოლთან სექსს ის ორგაზმამდე წყვეტდა და სპერმას მიწაზე ღვრიდა. წესის მიხედვით, მას შთამომავლობა უნდა გაეგრძელება საკუთარი ძმის ქვრივთან, მაგრამ მან ეს წესი დაარღვია. ღმერთმა კი სიცოცხლე წაართვა.
მასტურბაცია ორივე სქესის წარმომადგენლებს შორის გენიტალიების სტიმულაციით, ხელი გადასმით, ხახუნით, ან ზეწოლით ხდება. შეიძლება ეს ყველაფერი რაიმე ნივთის(ლიფი, ტრუსი და ა.შ.) გამოყენებითაც მოხდეს. თითების შეყოფა საშოში ან ანუსში (ანალური მასტურბაცია). სიამოვნების გაძლიერებისთვის ორივე სქესის წარმომადგენელი სხვადასხვა ეროგენულ ზონებს ეხება და ლუბრიკანტებსაც იყენებს (ზეთოვანი სითხე).
ხშირად პორნოგრაფიასაც უყურებენ მასტრუბაციის დროს. ასევე კითხულობენ ან და საკუთარ წარმოსახვის უნარს მიმართავენ, რადგან მასტურბაცია ხშირად რიტუალური ხასიათისაა.
მასტურბაციის დროს მნიშვნელოვანია ფეტიშიზმის და პარაფილიების როლი. პარაფილიის დროს ხდება სექსუალური ფანტაზიები გადახრა პედოფილიისკენ, ზოოფილიისკენ, ნეკროფიილიისკენ და ა.შ.
ქალებიც და კაცების მასტურბირებენ მანამ, სანამ ორგაზმამდე არ მივლენ, ორგაზმის პირას წყვეტენ და სიამოვნებას ახანგრძლივებენ. ზოგი სპეციალურად წყვეტს მასტურბაციას უშუალოდ ორგაზმის წინ, რათა თავიდან აიცილონ ის გადაღლა, სისუსტე, რაც ორგაზმს მოყვება.
მასტურბაცია ქალებში
ქალის მასტურბირებს თითებით ან სხვა საგნებით (ვიბრატორები, ბენ-ვას ბურთები და ა.შ), მათი საშოში, საშოს გარშემო, კლიტორზე ან კლიტორის მიმდებარედ.
ასევე მასტრუბაციის დროს ხშირია კერტების (ძუძუსთავების) სტიმულაცია მეორე ხელით.
იშვიათად მიმართავენ ანალურ მასტურბაციას.
მასტურბაციის დროს გამოიყენება ლუბრიკანტებიც.
თუმცა ლუბრიკანტები ქალს ბუნებრივადაც გამოეყოფა, რაც ამცირებს ხახუნს საშოს გაცხიმოვნებით. მასტურბაციის ძირითადი პოზებია ან ზურგზე მწოლიარე და ფეხებ გაშლილი, ან კიდევ მჯდომიარე გაშლილი ფეხებით. თუმცა პოზა ყველასთვის ინდივიდუალურია.
მასტრუბაცია ნებისმიერ სიტუაციაშია შესაძლებელი, შიშველი სხეულით, ტანსაცმელში, საწოლში, აბაზანაში და ა.შ. მასტრუბაციით ორგაზმის მისაღწევად ყველას სხვადასხვა დრო სჭრიდება.
სექსოლოგები ურჩევენ ქალებს მიმართონ მასტურბაციას და მიაღწიონ ორგაზმს, განსაკუთრებით თუ ეს ადრე გაკეთებული არ აქვთ.
მასტურბაცია მამაკაცებში
კაცებში მასტურბაცია დამოკიდებულია წინდაცვეთაზე და წინდაუცვეთავობაზე და ამის მიხედვით ტექნიკაც განსხვავებულია. ყველაზე გავრცელებულია პენისის სხეულზე ხელის მოკიდება და მისი მოძრაობა.
ასეთი ტიპის მოძრაობა საჭიროა ორგაზმის მისაღწევად და ეაკულაციისთვის.
თუმცა მისი მიღწევა სხვაგვარადაც შეიძლება. კაცების გარკვეულ ნაწილს სიამოვნებს პენისის ფუძის და სხეულის სტიმულირება, ზოგს კი თავის.
ზოგ შემთხვევაში კაცები იყენებენ ლუბრიკანტებს, ხახუნის შესამცირებლად.
მასტურბაციის დრო კაცი შეიძლება იყენებდეს სხვადასხვა საგნებს, მაგ: ხელოვნურ ვაგინას. ბევრს სიამოვნებს პენისის ლაგამის (კაბის ნაოჭი, რომელის ფარავს თავს), სათესლე ჯირკვლების, კერტების და ა.შ. სტიმულაცია.
ძალიან იშვიათად მიმართავენ აუტომინეტს. ზოგი კაცი ანალური ხვრელიდან პროსტატის სტიმულაციით დიდ სიამოვნებას განცდის.
ორმხრივი მასტურბაცია
ორმხრივი მასტურბაციაა როდესაც სქესობრივი აქტის დროს ორი ადამიანი საკუთარ ან ერთმანეთის სასქესო ორგანოების სტიმულაციას ახდენს.
ეს შეიძლება იყოს სექსუალური თამაში, ინტერლლუდა, სქესობრივი აქტი მთლიანად და ა.შ. ორმხრივი მასტურბაცია ნებისმიერი სექსუალური ორინტაციის ადამიანებს შორის გამოიყენება. ხშირ შემთხვევაში არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, ქალიშვილობის შესანარჩუნებლად იყენებენ. ორმხრივი მასტურბაცია შეიძლება იყოს წყვილს შორის და ჯგუფური.
- არაკონტაქტური ორმხრივი მასტურბაციაა, როდესაც ორი ადამიანი ერთად, მაგრამ ერთმანეთთან უკონტაქტოდ მასტურბირებენ.
- კონტაქტური ორმხირივი მასტურბაციაა, როდესაც ერთი მასტურბირებს მეორეს, მეორე კი აკეთებს იგივეს, ან კიდევ ელოდება „თავის რიგს“.
- არაკონტაქტური ჯგუფური მასტურბაციის დროს ორზე მეტი ადამიანის ერთად მასტურბირებენ, ერთმანეთს კი არ ეხებიან.
- კონტაქტური ჯგუფური მასტურბაციის დროს ორზე მეტი ადამიანი ერთად მასტურბირებენ, ისე რომ ეხებიან ერთმანეთს.
- ორმხრივი მასტრუბაცია როგორ პრელუდია, რომელსაც სექსი მოჰყვება.
მასტურბაციის სიხშირე
მასტურბაციის სიხშირეს განაპირობებს რასა, ასაკი, სქესი, სექსუალური აგზნება, ჰორმონების მდგომარეობა, სექსუალური ჩვევები, კულტურა, გარემოს გავლენა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო მდგომარეობა. გამოკითხვების მიხედვით კაცების 95% და ქალების 73% მიმართავს მასტურბაციას. 2009 წელს ევროპში ჩატარდა აქცია, რომელიც მოუწოდებდა თინეიჯერებს, რომ მათ ყოველდღე მიემართათ მასტურბაციისთივს, ამით შემცირდებოდა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების და არასასურველი ორსულობის რისკი და ჯანმრთელი ცხოვრების საუძველი დაედოთ.
არსებობს არასწორი აზრი იმის შესახებ, რომ ვისაც ჰყავს პარტნიორი, იშვიათად ან საერთოდ არ მიმართავს მასტურბაციას. მასტურბაცია მრავალი წყვილი სექსუალური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს.
ჰეტერესექსუალი ქალები ნაკლები სიხშირით მასტურბირებენ, ვიდრე ჰომოსექსუალები.
გარკვეული კვლევების თანახმად, მასტურბაცია კაცის სპერმის ჯანმრთელობას უწყობს ხელს, ქალებში კი საშოს და საშვილოსნოს ყელს იცავს ინფექციებისგან. საერთოდ მასტურბაცია თვითშეფასების გაზრდისთვის და დეპრესიის მოსახსნელი კარგი საშუალებაა. ასევე კარგი საშუალებაა პარტნიორის სხეულის რუკის შესწავლისთვის.
2003 წელს The Cancer Council Australia კვლევითა ჯგუფმა აღმოაჩინა კავშირი მასტურბაციის სიხშირესა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს შორის. ეს აღმოჩენა დამოკიდებული იყო ასაკზე, რადგან თუ ახალგაზრდობაში ხშირი მასტურბაცია იცავდა პროსტატის კიბოს განვითარებისგან, 40-50 წლის ასაკში მას საწინააღმდეგო შედეგი მოჰქონდა. ასევე ხშირი მასტურბაციით ორგაზმი ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტს და სტენოკარდიის შეტევების რისკს, სექსის დროს.
ორმხრივი მასტურბაციით ორსულობის გამოწვევა თითქმის შეუძლებელია, რადგან განაყოფიერებისთვის სპერმა უნდა მოხვდეს ქალის სასქესო არხში, ან გარედან, მხირე სასირცხვო ბაგეებზე (ასეც კი დაორსულების შანსი ძალიან დაბალია).
მასტუბაცია ხელოვნური განაყოფიერების დროს გამოიყენება დონორის სპერმის მისაღებად, შემდეგ კი ეს სპერმა შეაქვთ საშოში ხელოვნური ინსემინაციის გზით.
კომპულსიური მასტურბაცია
კომპულსიური მასტურბაცია – ჰიპერსექსუალობის და სექსუალური მიჩვევის გამოხატულებაა. ამ დროს ადამიანი ძალიან ხშირად მასტურბირებს და ეს ჩვევა უნებლიე ხასიათში გადადის, ანუ მისი შეგნებული სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება.
რეალურად არსებობს თუ არა კომპულსიური მასტურბაცია, როგორც აშლილობა, დავის საგანს წარმოადგენს, რადგან არანაირი პათოლოგიური მდგომარეობა არ უკავშირდება მას, თუმცა კომპულსიური ხასიათის (გამუდმებული, გაუკონტროლებელი) მასტურბაცია ემოციური სფეროს დარღვევაა და საჭიროა ფსიქიატრის კონსულტაცია , ისევე როგორც ნებისმიერი კომპულსიური ქცევის მიმართ რეაგირება.
წინდაცვეთილი და წინდაუცვეთავი მამაკაცების მასტურბაციის ტექნიკის სპეციფიკა განსხვავებულია. ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს პენისის სხეულზე ხელის მოკიდება და მისი მოძრაობა სინქრონულად სხვადასხვა სისწრაფით. ასეთი ტიპის მოძრაობა საჭიროა ორგაზმის მისაღწევად და ეაკულაციისთვის, თუმცა მისი მიღწევა სხვაგვარი სტიმულაციითაც შესაძლებელია. კაცების გარკვეულ ნაწილს სიამოვნებს პენისის თავის სტიმულაცია, ზოგს პენისის სხეულის და ფუძის, გარკვეულ შემთხვევებში გამოიყენებენ ლუბრიკანტებს, რათა ხახუნის ძალა შემცირდეს. მასტუბაციის დროს კაცი შეიძლება გამოიყენებდეს სხვადასხვა საგნებს, მაგ. ხელოვნურ ვაგინას.
მრავალი მამაკაცისთვის სიამოვნების ძლიერ წყაროს წარმოადგენს პენისის ლაგამის (კანის ნაოჭი, რომელიც პენისის გარეთა კანს აკავშირებს პენისის თავთან) სტიმულაცია, აგრეთვე მასტურბციის დროს პარარელურად ეროგენული ზონების სტიმულაცია (სათესლე ჯირკვლები, კერტები და ა.შ.)
კაცების ძალიან იშვიათ რაოდენობას შეუძლია აუტოფელაციო („აუტომინეტი“).
ზოგი კაცი სიამოვნებას განიცდის პროსტატის სტიმულაციით, რომელსაც ანალური ხვრელიდან ახორციელებენ.
მასტურბაციის გავლენა ორგანიზმზე
გარკვეული კვლევებით მასტურბაცია მამაკაცის სპერმის ჯანმრთელობას ხელს უწყობს, ქალებში კი მასტურბაცია იცავს ქალს საშოს და საშვილოსნოს ყელის ინფექციებისგან. საშოში და საშვილოსნოს ყელთან მჟავე არეს გაზრდით და ფუნქციური ეპითელიუმის ხშირი ცვლით.
ზოგადად მიიჩნევა, რომ მასტურბაცია დეპრესიის მოხსნის და თვითშეფასების მომატების კარგი საშუალებაა. მასტურბაცია კარგი გამოსავალია, როდესაც პარტნიორების სექსუალურ მოთხოვნილებებს დისბალანსი არსებობს. სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“