ერექცია

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

ომეგა 3 ,,ამაზონზე”
დუნე ერექციის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ლუბრიკანტები
სპერმიციდები

სამედიცინო ტერმინი ერექცია აერთიანებს სამ ლათინურ სიტყვას: Erecte – სიმამაცე, გაბედულება, Erectio – აყენება, Erectus – ზემოთ აწეული, ამაღლებული, ამაყი, სწორი, მიზანმიმართული, ზევით მავალი. ამ ტერმინის ქვეშ გულისხმობენ მამაკაცის სასქესო ორგანოს „ადგომას“, „აყენებას“. (გამოთქმები „აუდგა“, „უდგება“, „არ უდგება“ და ა.შ.)

ერექციის მექანიზმი

ადამიანის ეროტიული წარმოდგენების, აზრების, ფანტაზიებისა და შესატყვისი შეგრძნებების შედეგად თავის ტვინში აქტივდება შესაბამისი ცენტრი. გააქტივებული ნეირონები აგზავნიან მთელს ორგანიზმში იმპულსებს (აქ მოიაზრება გულის ფრიალი, ყურებში შუილი და მსგავსი გამოვლინებები), აქტივდება ზურგის ტვინის ერექციაზე პასუხისმგებელი ნაწილი, რომელიც შემდგომში იწვევს ერექციას.
პენისთან სისხლის მოდინება იზრდება, გადინება კი მცირდება, შესაბამისად. პენისი დაახლოებით 4-7-ჯერ იზრდება ზომებში. ეს ყველაფერი ხდება სპეციფიკური ეფექტიული ქსოვილის ხარჯზე, რომელიც ქმნის პენისის მღიმოვან სხეულს.
პენისს ძალიან კარგი სისხლმომარაგება აქვს, მისი წვრილი სისხლძარღვები მოსვენებულ მდგომარეობაში სპირალურ ფორმაში იმყოფებიან, რაც ერთგვარი წინააღმდეგობაა სისხლის ნაკადისათვის. მხოლოდ შესაბამისი იმპულსის შემდეგ ხდება ამ სისხლძარღვებში წინააღმდეგობის კლება, სისხლის მოდინება დაახლოებით 20-ჯერ იზრდება და პენისი „ივსება“ სისხლით.

დავარდნისმექანიზმი

ერექციის დროს მღვიმოვანი სხეულის კუნთები მოდუნებულ მდგომარეობაშია. როცა ორგაზმი და ეაკულაცია მოხდება ცენტრიდან მოდის სიგნალი ერექციის დასრულების შესახებ და ზემოთ ხსენებული კუნთები იკუმშებიან და სისხლი გამოიდევნება. ეს პროცესი დეტუმესცენციის სახელითაა ცნობილი. თავიდან პენისის ზომა ნახევრდება, შემდეგ კი აბსოლუტურად მოდუნებულ მდგომარეობაში გადადის.

სპონტანური ერექცია

სპონტანური ერექცია ხდება აბსოლუტურად სახელის შესაბამისად, სპონტანურად, ყოველ მიზეზ გარეშე, თავის ტვინის მონაწილეობის გარეშე. ატარებს პროფილაქტიკურ ხასიათს და არანაირად არ უკავშირდება საპირისპირო სქესისადმი ინტერესს.

ფსიქოგენური ერექცია

ფსიქოგენური ერექცია ვითარდება თავის ტვინის ზონების აგზნებით შემდეგი სახის გამღიზიანებელზე: სმენა, ყნოსვა, გემო, შეხება, წარმოდგენა-ფანტაზია, მხედველობა.

რეფლექტორული ერექცია

რეფლექსი უტრირება რომ მოვახდინოთ არის წარმოების ავტომატიზაცია ანუ ოპერაციის შესრულებას არ სჭირდება სიგნალი „ზემოდან“. ამ შემთხვევაში რეფლექსულური იქნება ერექცია, რომელიც გამოიწვევა გენიტალიების უშუალო სტიმულაციით. ამ დროს აგზნება აღწევს ზურგის ტვინის წელის ნაწილს, სადაც ერექციის პერიფერიული ცენტრია და ხდება ერექცია.
ზურგის ტვინზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გამშვები მექანიზმი, მთავარი ღილაკი ერექციის. ერექციის მექანიზმში ამ რგოლის ამოვარდნის შემთხვევაში, დანარჩენები უძლურია.

ერექცია და ასაკი

სპონტანური ერექციები დედის მუცელშიც კი აქვს ნაყოფს. 5-6 წლის ასაკიდან ეს ხდება რეგულარული. თუმცა ამას სექსუალურ ლტოლვასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ეროტიული აგზნება და ერექცია თანამდევი და განუყოფელი ხდება სქესობრივი მომწიფებიდან.

ღამის ერექცია

ღამის ერექცია ჩვეულებრივი მოვლენაა ჯანმრთელ მამაკაცში. ერთი ღამის განმავლობაში ერექცია ხდება 4-6-ჯერ, 10-15 წუთის ხანგრძლივობით.

ღამის ერექციის მნიშვნელობა

როცა პენისი იმყოფება მოსვენებულ, არაერეგირებულ მდგომარეობაში, ის პრაქტიკულად მოკლებულია ახალ არტერიულ სისხლს, რომელიც არ შემოდის ერექციის დროს. ერექციის არ ქონა იწვევს პენისის მღიმოვან სხეულებში ჰიპოქსიას. ორგაზნიზმი ისეა მოწყობილი, რომ უკანასკნელი ერექციიდან 48 საათის შემდეგ მღიმოვანი სხეულის კუნთები დუნდება და სისხლის ნაკადი იმატებს პენისში, თუკი ეს მექანიზმი არ არის ეფექტური, ქსოვილებში შეუქცევადი ცვლილებები შეიძლება წავიდეს.
ამ ცუდი შედეგების პროფილაქტიკაა ღამის ერექცია. იმ მამაკაცებშიც კი, რომლებიც არ ეწევიან აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას, პენისში არ ხდება ცვლილებები, რადგან ქსოვილების „კვება“ ღამის ერექციით ხორციელდება.


webერექცია
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“