✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
დუნე ერექციის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
პრეზერვატივები
ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე”
ანალური სექს-სათამაშოები
ფალოიმიტატორები
მასტურბატორები და თოჯინები
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის
პენისის რგოლები
პომპები და გამაფართოებლები
ვიბრატორები
ჰომოსექსუალიზმი, როგორც დაავადება
სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა
მალხაზ ვახანია. გენეტიკოსი, ექიმი, აკად. დოქტორი
ჰომოსექსუალიზმი თანამედროვე კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პრობლემაა, რომელიც შეეხება ადამიანობის განმსაზღვრელ ძირითად ნიშნებს: მორალს, საზოგადოებრივ ცხოვრებას და ზოგად საკაცობრიო ღირებულებებს. მას შემდეგ რაც ჰომოსექსუალიზმის მიმართ შეიცვალა დამოკიდებულება და ის რიგი სახელმწიფოების მიმართ აღიარებულ იქნა ნორმალურ მოვლენად, ცხადი გახდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში მეორდება რამდენიმე ათასწლეულის უკან არსებული გადაგვარების და გარყვნილების ეპოქა. ვითარებას ამძაფრებს უზნეობის ფართო პროპაგანდა, რაც შენიღბულია სიტყვის თავისუფლების, ადამიანთა უფლებების დაცვის მოტივით. თავისუფალი სიტყვის სახელით გარყვნილების ქადაგება, უფრო დიდ ბოროტებას ამკვიდრებს. დაცული ჰომოსექსუალები თავად ხდებიან მოძალადენი და ვერ აცნობიერებენ, რომ ისინი არიან მასხრად ქცეულები ე.წ. უფლებების დამცვლელი ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც მათ უბედურებაზე ავლენენ თავიან უზრუნველ ცხოვრებას.
ჰომოსექსუალიზმისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო შრომები გამოჩნდა მე-19 საუკუნეში. ამ პერიოდის ბიოლოგებისა და ექიმების უმრავლესობა ჰომოსექსუალიზმს მიიჩნევდა დაავადებად. ისინი ცდილობდნენ აეხსნათ მისი მიზეზები, შეემუშავებინათ დიაგნოსტიკური მეთოდები და დაესახათ მკურნალობის გზები.
ფრანგი სასამართლო ექსპერტი ა. ტარდიე, ჰომოსექსუალიზმს არა მარტო ფსიქიკურ, არამედ თანდაყოლილ, მორალურ სიმახინჯეს უწოდებდა.
გერმანელმა ნევროპათოლოგმა და ფსიქიატრმა, კ. ვესფალდმა ჰომოსექსუალიზმი განსაზღვრა, როგორც თანდაყოლილი სქესობრივი ლტოლვის ცვლილება, ვეგეტატიური ნერვული სისტემის პათოლოგია.
ჰომოსექსუალიზმს დაავადებად მიიჩნევდა ჩ. ლამბროზოც. მისი აზრით, ჰომოსექსუალიზმი არის ფსიქიკური ჰერმაფროდიტიზმის ფორმა, რომელიც წარმოადგენს ბიოლოგიური ევოლუციის ერთ-ერთ წარსულ საფეხურთან დაბრუნებას (ჩ. ლამბროზოს მოსაზრება მეტად საინტერესოა. ცხოველებში ჰერმაფროდიტიზმი რამდენიმე ფორმა არის გავრცელებული. ბუნებაში გვხვდება ისეთი სახეობები, რომლებსაც ახასიათებთ ე.წ. ჭეშმარიტი ჰერმაფროდიტიზმი ანუ ერთ ინდივიდში გვხვდება, როგორც მამრობითი ისე მდედრობითი გონადები. ასეთი ორგანიზმებია: წვიმის ჭიები, წურბელები, მოლუსკების ზოგიერთი სახეობა და კიბოსნაირები.
თევზების ზოგიერთ წარმომადგენლებს ახასიათებთ მიმდევრობითი ჰერმაფროდიტიზმი. მაგ: ღურკანას (Oncorhynchus gorbuscha). ახალგაზრდა ღურკანების ყველა წარმომადგენელი მდედრია, მათი ნაწილი გადაიქცევა მამრად. სქესის ცვლილების ასეთ ფორმას პროტოგინია ეწოდება. პროტოანდრიის დროს ყველა ახალგაზრდა ინდივიდი მამრია, შემდგომში კი მათი ნაწილი გადაიქცევა მდედრად, ხოლო ნაწილში ორივე სქესისადმი დამახასიათებელი ნიშნები ყალიბდება და მთელი ცხოვრების მანძილზე ნარჩუნდება (სინქრონული ჰერმაფროდიტიზმი). მსგავსი რამ მიმდინარეობს ზღვის კარჩხანებში (Sargus annularis).
მარჯნის რიფების ზოგიერთი თევზების სახეობა შედგება მდედრებისაგან და ერთადერთი მამრისგან. თუ რაღაც მიზეზით მამრი დაიღუპება, მაშინ ერთ–ერთი მდედრი სწრაფად იცვლის სქესს და ყალიბდება მამრად. როგორც ჩანს ამ მოვლენაზე გავლენას ახდენს სოციალური ცვლილებები.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დავუშვათ, რომ ჰომოსექსუალიზმი ჰერმაფროდიტიზმის თავისებური ატავიზმია ადამიანებში).
მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ნევროპათოლოგი ა. მოლლი ჰომოსექსუალიზმს იკვლევდა ბავშვებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში. მოლლის მიხედვით ჰომოსექსუალიზმი ყოველთვის პათოლოგიაა, მაგრამ ზოგჯერ არათანდაყოლილი. ის კატეგორიულად მოითხოვდა არ დაეშვათ მისი დეკრიმინალიზაცია.
ამავე პერიოდში იყვნენ ისეთი მკვლევარებიც, რომლებიც ჰომოსექსუალიზმს დაავადებად არ მიიჩნევდნენ, მათ შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მ. ჰირშფელდი. მისი განმარტებით ჰომოსექსუალიზმი „შუალედურ რგოლს“ წარმოადგენს ფილო- და ონტოგენეზში სქესის დიფერენცირების პროცესში. თუმცა მისი გამოკვლევები, დიდ ეჭვებს იწვევს, რადგან თვითონ გახლდად ჰომოსექსუალი.
ზ. ფროიდი ჰომოსექსუალიზმის ორიენტაციის აღსანიშნავად იყენებდა ტერმინს „სექსუალურად-გაუკუღმართებული“ ან „ინვერტირებული“. ის უარყოფდა „შუალედური“ მესამე სქესის იდეას. ერთსქესიანთა სქესობრივ აქტს ის უწოდებდა ინვერსიას (ტერმინი პირველად გამოიყენა იტალიელმა ფსიქიატრმა ტამასიამ, ნიშნავს გადმოტრიალებულს, გაუკუღმართებულს) ფროიდს მიაჩნდა, რომ ინვერსია არის ყველა ადამიანის გამოვლინება ან თანდაყოლილი წინასწარგანწყობა ბისექსუალიზმისაკენ და ამიტომ არ შეიძლება „ჰომოსექსუალიზმის“, როგორც განსაკუთრებულ ჯგუფად გამოყოფა“.
ამ პერიოდის ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარი, ფსიქოპათიის და სექსუალობის მიმართულებით რ. ფონ კრაფტ-ებინგი ჰომოსექსუალიზმს ასევე მიიჩნევდა პათოლოგიად. თუმცა მკაცრად მიჯნავდა თანდაყოლილ და შეძენილ ფორმებს. სიცოცხლის ბოლოს მან რამდენადმე შეცვალა თავისი შეხედულება და აცხადებდა, რომ ჰომოსექსუალიზმი გვხვდება სრულიად ნორმალურ ადამიანებშიო. თუმცა ნორმალური არ ნიშნავს ჯანმრთელს. დაავადებებს გამოვლენის მიხედვით ახასიათებთ სხვადასხვა ფორმები დაწყებული ლატენტურიდან (ფარული) დამთავრებული ძლიერი გამოვლენით. ჰომოსექსუალიზმი ასევე ემორჩილება დაავადებისადმი დამახასიათებელ მიმდინარეობას.
ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ ჰომოსექსუალიზმი არის ავადმყოფობა. ის შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. შეძენილი ჰომოსექსუალიზმის, როგორც პათოლოგია ერთი შეხედვით დამაბნეველია. რას ნიშნავს დაავადების შეძენა? იმას, რომ ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ დაავადდეს და შეიცვალოს სექსუალური ორიენტაცია? ან იქნებ დაავადების შეძენა ჯერ კიდევ დაბადებამდე, მუცლადყოფნის პერიოდშია შესაძლებელი?
როგორც ცნობილია მომავალი ადამიანის სქესი განისაზღვრება სასქესო X და Y ქრომოსომებით. ქალებს გააჩნიათ ორი X ქრომოსომა, მამაკაცებს X და Y. თუ ბავშვი ერთ X ქრომოსომას დედისგან მიიღებს და მეორეს მამისგან დაიბადება გოგონა, ხოლო თუ ერთ X ქრომოსომას მიიღებს დედისგან და მეორე Y ქრომოსომას მამისგან მაშინ დაიბადება ვაჟი.
ცნობილია დაავადებები, როცა ბავშვი იბადება ერთი X ქრომოსომით (ტერნერის სინდრომი), სამი X ქრომოსომით (ტრიპლო X), XXY (კლაინფელტერის სინდრომი), სინდრომი XYY.
ნაყოფში მე-7-10 კვირებს შორის იწყება სასქესო ჯირკვლების ფორმირება ქრომოსომის კომპლექტის მიხედვით. მე-10-11 კვირიდან ყალიბდება გენიტალიები. მე-12-20 კვირაში მიმდინარეობს გარე სასქესო ორგანოების ფორმირება. მე-20-30 კვირის განმავლობაში ტესტიკულები ეშვება საზარდული მიდამოში. სქესის განვითარება არ წყდება ბავშვის დაბადების შემდეგაც. მასზე გავლენას უკვე სოციო-კულტურული ფენომენი ახდენს.
ფაქტია, რომ მუცლადყოფნის ნებისმიერ პერიოდში, ნაყოფში შეიძლება არაერთი დარღვევა მოხდეს. მე-10, მე-11 კვირის შუალედში ნორმალურად მოფუნქციონირე ტესტიკულებიდან გამოიყოფა განსაკუთრებული პეპტიდური ჰორმონი (Josso1984), რომელიც მიულერის წარმოებულის გაწოვას ახდენს. თუ ამ პერიოდში, რაღაც მიზეზებით ტესტიკულების მუშაობა დაირღვევა და ვერ მოხდა ჰორმონის გამომუშავება, სასქესო ორგანოები განვითარდება მდედრობითი ხაზით, მაშინაც კი თუ ემბრიონის გენეტიკური სქესი იქნება მამრობით (46 XY).
ემბრიოგენეზის მე-12-20 კვირის შუალედში მამრობითი სქესის ფორმირებაში, გადამწყვეტია ანდროგენები. თუ ამ დროს დაირღვა მისი პროდუცირება ან შესაბამისი რეცეპტორები არ აღმოჩნდება მგრძნობიარე მის მიმართ (რეცეპტორების დაზიანებას, ადგილი აქვს სხვა პათოლოგიების, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს, რასაც მოჰყვება ინსულინის სინთეზის და სეკრეციის დარღვევა. ამ დროს ლანგერჰანსის β -უჯრედების მემბრანაზე გლიკორეცეპტორების დაზიანების გამო გლუკოზის ზემოქმედება არ იწვევს ინსულინის გამომუშავებას და ვითარდება შაქრიანი დიაბეტი). გარეთა სასქესო ორგანოები ფორმირდება მდედრობითი ტიპის მიხედვით, ხოლო კარიოტიპი ანუ გენეტიკური სქესი მამრობითია (46 XY). ამ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს შუალედური ვარიანტი (არასრული მასკულინიზაცია).
რამ შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული დარღვევები? გარემოს უარყოფითმა ზემოქმედებამ, რომლის გავლენასაც განიცდის მომავალი დედა. მაგალითად: ჰორმონული დარღვევები, ინფექციები, ინტოქსიკაციები, რადიაცია და ა.შ.
სასქესო ჰორმონები გავლენას ახდენს თავის ტვინის განვითარებაზეც. ჰიპოთალამუსი – სადაც განლაგებულია სასქესო ცენტრები, არა მარტო დიფერენცირდება ჰორმონების გავლენით, არამედ თვით წარმოადგენს ფსიქოენდოკრინულ ორგანოს. მისი განვითარების პრენატალური პროგრამა ორიენტირებულია ქალის და მამაკაცის ქცევაზე, განსაზღვრავს მისი რეაქციის ხასიათს ჰუბერანტულ პერიოდში სასქესო ჰორმონების მიხედვით, გარდა ამისა ეს რეაქცია განაპირობებს შესაბამის პოლიდიმორფულ ქცევასაც.
გაირკვა, რომ ნაყოფზე ასევე უარყოფითად მოქმედებს მრავალი ნივთიერება, რომელიც ამახინჯებს ჰორმონული რეგულაციის ნორმალურ პროცესებს. როგორც წესი, ამ ნივთიერებებს გააჩნიათ ხელოვნური ბუნება: ადამიანმა ის მიიღო ხელოვნურად თავისი საჭიროებისათვის. ყველაზე ნათელი მაგალითი არის ბისფენოლი A, რომელიც მრავალი წელია გამოიყენება პლასტმასების წარმოებაში (ამყარებს მათ). ის შედის ყველა პლასტმასის შემადგენლობაში: პლასტიკურ ბოთლებში, რომლებიც გამოიყენება წყლისათვის, გამაგრილებელი სასმელებისთვის, საკვების შესანახი კონტეინერების შემადგენლობაში და სხვა. ბისფენოლი A ასევე შედის ლითონის ქილებში (ამოფენილია მათი შიდა ნაწილი) და სტომატოლოგიურ ბჟენებში.
სადღეისოდ შეუძლებელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომლის ორგანიზმში ამათუიმ რაოდენობით არ იყოს ბისფენოლი A. მას მუდმივად პოლულობენ არა მარტო სისხლში, არამედ ქალის რძეში და ჭიპლარის სისხლშიც. მეტიც, აღმოჩენილ იქნა ამნიონის სითხეშიც (სითხე, რომელიც მოიცავს ემბრიონს), მისი კონცენტრაცია რამდენჯერმე აღემატება დედის შრატში არსებულ კონცენტრაციას [1]. 2003-2004 წლებში აშშ-ს დაავადების და პროფილაქტიკის ცენტრის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს ბისფენოლის გავრცელების შედეგები: 2517 გამოკვლეული ადამიანიდან 92%-ს შარდში აღმოაჩნდა ბისფენოლი, მისი კონცენტრაცია მეტად მაღალი იყო ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებშიც ჯერ კიდევ სრულად არ არის ჩამოყალიბებული „გამწმენდი სისტემები“ [2].
ჰარვარდის სამედიცინო ფაკულტეტის ბიოლოგებმა კეტრინ რაკოვსკის ხელმძვანელობით აღმოაჩინეს, რომ ბისფენოლ A-ს შეუძლია დაამუხრუჭოს კვერცხუჯრედის მომწიფება, რაც უშვილობას იწვევს. ბისფენოლი A ძლიერ ზრდის კვერცხუჯრედში ქრომოსომული ანომალიების რაოდენობას [3].
კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით გამოავლინეს კიდევ ერთი საგანგაშო ფაქტი: ბისფენოლ A-ს შეუძლია მოსპოს განსხვავება სქესთა შორის და შედეგად შთამომავლობას გაუჩნდეს ჰომოსექსუალური მიდრეკილება. ბისფენოლის მოქმედებით, ირღვევა გენების ნორმალური მეთილირება, რომლითაც ხდება ქალის სასქესო ჰორმონების ესტროგენების რეცეპტორების კოდირება. ამის გამო მამრი-თაგვები იბადებიან „მდედრის“ ქცევით – დამყოლები და მშვიდებია. ქრება მდედრსა და მამრს შორის სხვაობა. პროფ. ფ. შემფეინი და მისი კოლეგები იძულებულები გახდნენ ეთქვათ: „ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ბისფენოლი A მცირე დოზებით იწვევს წარუშლელ ეპიგენეტიკურ ცვლილებებს თავის ტვინში, რაც შესაძლოა საფუძვლად ედოს ბისფენოლი A-ს მყარ მოქმედებას ტვინის ფუნქციებსა და ქცევაზე – განსაკუთრებით სქესთაშორისი განსხვავების მხრივ.
სხვა ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ბისფენოლი A ფლობს ძალზე მკაფიოდ გამოხატულ ესტროგენულ აქტიურობას (უწოდებენ ქსენოესტროგენს) და გააჩნია უნარი ემბრიონის განვითარების დროს შეცვალოს მეთილირების პროფილი, რაც გულისხმობს ზოგიერთი გენის (მაგ:Hoxa 10) აქტიურობის ცვლილებას [4;5]. შედეგები შეიძლება აღმოჩნდეს მძიმე – ასაკთან ერთად იზრდება ზოგიერთი დაავადების (გაცხიმოვნება, დიაბეტი, რეპროდუქციის დარღვევა და სხვ.) განვითარების რისკი [6].
აღსანიშნავია ლორა ალენის და მისი თანამშრომლების მიერ თავის ტვინში სქეს დიმორფული სტრუქტურის აღმოჩენა, რომელიც წარმოადგენს ჰიპოთალამუსის მედიალურ პრეოპტიკურ მიდამოში უჯრედების დაჯგუფებებს. მას NAH3 (წინამდებარე ჰიპოთალამუსის მესამე შუალედური ბირთვი) უწოდეს. აღმოჩნდა, რომ ნორმალურ მამაკაცებში (ჰეტეროსექსუალები), მისი ზომა 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე ქალებში. ჰომოსექსუალ მამაკაცებში კი ჯანმრთელებთან შედარებით მისი ზომა 2-ჯერ ნაკლები აღმოჩნდა ანუ როგორც ქალებში. თუმცა ზოგიერთ ჰომოსექსუალ მამაკაცებში აღნიშნული უჯრედები საერთოდ არ გამოვლინდა. სტატისტიკურმა ანალიზმა დაადგინა, რომ ასეთი შესაძლებლობის შემთხვევითობის ალბათობა უდრის დაახლოებით 0.1%-ს.
მომდევნო კვლევებში, ალენმა და გორსკიმ, სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული, თავის ტვინის კიდევ ერთი მახასიათებელი გამოავლინეს. კერძოდ, თავის ტვინის შუა ხაზის წილში – სადაც მოთავსებულია ბოჭკოების წინა კონა, ჯანმრთელ მამაკაცებში ნაკლები ზომისაა, რამდენჯერმე მეტია ქალებში, ხოლო უფრო დიდი ჰომოსექსუალ მამაკაცებში. უფრო ღრმა კვლევებმა გამოკვეთა ბოჭკოების წინა კონის თანაბარი ზომა ქალებსა და ჰომოსექსუალ მამაკაცებში.
ნათელია, რომ ამ პროცესებში ჩართულია სასქესო ჰორმონები. მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ზოგჯერ ნაყოფში ანდროგენული ჰორმონების ცირკულაციის დონე ატიპურია, რის გამოც ბავშვი მომავალში ჰომოსექსუალად ყალიბდება. თუ ანდროგენების დონე მამრობითი ტიპის ნაყოფში უჩვეულოდ დაბალია, ეს მასში გამოიწვევს ჰომოსექსუალური ტიპის ორიენტაციის განვითარებას, ხოლო თუ მდედრობით ნაყოფში ანდროგენები მოიმატებს, მაშინ ისინი ვითარდებიან, როგორც ლესბი ქალები.
აღმოჩენილია გენი, რომელიც მოქმედებს მამაკაცის სექსუალურ ორიენტაციაზე. ის მოთავსებულია X ქრომოსომის q28 მონაკვეთში. მათი იზოლაცია დღემდე ვერ მოხერხდა, რადგან განსაკუთრებით მდიდარია გენეტიკური ლოკუსებით და მასში რამდენიმე ასეული გენია მოთავსებული.
მეცნიერთა ერთი ჯგუფი მიიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალიზმის განმაპირობებებლი ფაქტორები სწორედ X ქრომოსომაშია და ვაჟებს დედის მხრიდან გადაეცემა.
ჰომოსექსუალიზმის, როგორც დაავადების გენეტიკური ასპექტები, კარგად ვლინდება ტყუპების შემთხვევაშიც. მეცნიერული გამოკვლევები აჩვენებს, რომ ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპი მამაკაცების 57%; ორი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპების 24% და ჰომოსექსუალი ძმების 13% – ჰომოსექსუალია. ქალებში – ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპების 50%; ორი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპების 16%; ხოლო ლესბი ქალების დების 13% ხასიათდება ქალური ჰომოსექსუალური ორიენტაციით (ე.წ. ლესბოსელები). პროფ. მაიკლ ბეილის შეფასებით, სექსუალური ორიენტაციის მემკვიდრეობა ანუ ის ნაწილი, რომელიც გენების გავლენით ყალიბდება – დაახლოებით 53%-ია მამაკაცებში, ხოლო 52%- ქალებში.
ჰომოსექსუალ მამაკაცთა თავის ტვინში არსებულ სქესთან დაკავშირებული სტრუქტურები, ასევე მისი სექსუალური ქცევები, ახლოს დგას ქალის ანალოგიური მიმართულების ქცევებთან. აშკარაა, რომ ჰომოსექსუალიზმის წარმოშობა უკავშირდება მთელ რიგ დარღვევებს.
თუ ჰომოსექსუალები კაცობრიობის გამორჩეული ნაწილია და მას ზოგიერთები მესამე სქესადაც მიიჩნევენ, მაშინ მათი სექსუალური ქცევები: სხეულის აგებულება, ჩაცმულობის სტილი და ა.შ. რატომ ჰგავს ქალურს? ჯერ კიდევ პლატონი აღნიშნავდა, რომ მამაკაცის სიყვარული მამაკაცისადმი უფრო სულიერად არის ამაღლებული, ვიდრე მამაკაცსა და ქალს შორისო. ქალის და და მამაკაცის სიყვარული ბუნებრივია, ხოლო მამაკაცების სიყვარული ბუნებაზე გამარჯვება არისო. პლატონის მსჯელობა ღიმილის მომგვრელია. ჰომოსექსუალები სწორედ სხეულებრივი ტკბობის დასაკანონებლად იბრძვიან, ისინი ცდილობენ თავიანთ გაუკუღმართებული სექსუალური მოთხოვნილებები კანონის ჩარჩოში მოაქციონ, შენიღბონ ქორწინებით – ოჯახური თანაცხოვრებით, რასაც არავითარი საერთო არ აქვს სიყვარულთან, მორალთან და კაცობრიობის სხვა მაღალ ღირებულებებთან.
რაც შეეხება ბუნებას. იმისათვის, რომ ნაყოფი ჩამოყალიბდეს მამრად, საჭიროა მთელი რიგი ენერგეტიკული ძალისხმევა (Y-ქრომოსომის სპეციალური მონაკვეთების აქტივაცია, ჰორმონული ჯაჭვური რეაქციების გაშვება, რომელიც მიმართულია მამაკაცის სასქესო ორგანოების ჩამოსაყალიბებლად და ა.შ.) მაშინ როცა, ქალური ორგანიზმის ჩამოყალიბება მიმდინარეობს, როგორც საწყისი მოცემულობა ანუ საბაზისო სქესი არის მდედრობით და არა მამრობითი. აქედან გამომდინარე, მდედრობითი სქესი უფრო მდგრადია გარემო ფაქტორების ზემოქმედებისაგან. ეს წესი არ ვრცელდება მარტო ადამიანზე. ბუნებაში არის ცხოველთა ისეთი სახეობები, რომელთა პოპულაციურ შემადგენლობაში მხოლოდ მდედრებია. არ არის გამოვლენილი ისეთი სახეობები, სადაც მხოლოდ მამრები იქნებოდა.
მამრობითი ხაზით განვითარებულ ემბრიონში მომხდარი სექსუალური დარღვევები, ჰომოსექსუალის ჩამოყალიბების შემთხვევაში ბუნება მას ამსგავსებს ქალურ ტიპთან. აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: მამრობითი სქესის ჰომოსექსუალიზმის ზოგიერთი ფორმა უკურნებელია, მაშინ როცა ყველა სექსოლოგი თანხმდება იმაზე, რომ მდედრობითი ტიპის ჰომოსექსუალური ორიენტაცია 100%-ით განკურნებადია.
მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, ა. ერქარდმა და დ. მეიერ-ბალბურგმა გამოიკვლიეს სკოლამდელი ასაკის 10 გოგონა, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში იღებდნენ მამრობით სასქესო ჰორმონებს. ათიდან ექვს გოგონას აღმოაჩნდა მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტი. ათივე გოგონა ასაკის მატებასთან ერთად უპირატესობას ანიჭებდა ბიჭების საზოგადოებას. ერთობოდნენ მათთან ერთად, ბიჭებისათვის დამახასიათებლი თამაშებით. გამოირჩეოდნენ თავდაჯერებულობით და დამოუკიდებლობით. გააჩნდათ მასკულინიზაციის ფიზიკური ნიშნები [7].
დედების მეორე ჯგუფი იღებდა მდედრობით სასქესო ჰორმონებს. მათი მამრობითი სქესის შვილები, გამოირჩეოდნენ ნაკლები აგრესიულობით, ვიდრე მათი თანატოლი ბიჭები. ეს ფაქტები ნათლად მიუთითებს, თუ რა მნიშვნელობა გაჩნია, მუცლადყოფნის პერიოდში ჰორმონების გავლენას.
გარდა ცნობილი სასქესო ჰორმონების გავლენისა, ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაში, ცვლილებები შეიძლება შეიტანოს ჰორმონების მეტაბოლიზმის გზების დარღვევამაც. ცნობილია, რომ ტესტოსტერონის არომატიზაციით, მიიღება არასტეროიდული ესტროგენი – დიეთილსტიბესტროლი. 30 ზრდასრული ქალი, რომელიც ორსულობის პერიოდში ექვემდებარებოდა ამ ჰორმონის გავლენას – 25%-ში დაფიქსირდა მომატებული ბი- და ჰომოსექსუალობისაკენ მიდრეკილება. 75%-ს კი შენარჩუნებული ჰქონდა ჰეტეროსექსუალური (ნორმალური) ორიენტაცია.
ქცევით ხასიათის მიხედვით გამოყოფენ – აქტიურ და პასიურ ჰომოსექსუალებს. „ჰომოსექსუალური სცენარის“ მიხედვით ერთ მხარეს არიან ჰომოსექსუალები, ისინი ხასიათდებიან მხოლოდ ჰომოსექსუალური კავშირებით (მათ შეიძლება ნამდვილი ჰომოსექსუალები ვუწოდოთ), ხოლო მეორე მხრივ არის ჰომოსექსუალიზმით გატაცებული პირები, რომლებიც დროდადრო მიმართავენ ჰომოსექსუალურ კავშირებს. მათ შორის კი შუალედური ადგილი უკავია ბისექსუალებს, რომლებიც ერთმანეთს უთავსებს, როგორც ჰომო- ისე ჰეტეროსექსუალურ კონტაქტებს.
ჰომოსექსუალურად აქტიური ქალები გულგრილი არიან მამაკაცების მიმართ (რადგან მათ დიდი რაოდენობით გააჩნიათ მამაკაცის სასქესო ჰორმონები – ანდროგენები). პასიურ ქალ-ჰომოსექსუალებს კი შეუძლიათ სექსუალური სიამოვნების მიღება, როგორც ქალის ისე მამაკაცის შემთხვევაში. აქტიურ ჰომოსექსუალურ ქალებს ახასიათებთ მამაკაცური გარეგნობა: უმრავლეს მათგანში შეიმჩნევა მასკულინიზცია: ძლიერ განვითარებული მუსკულატურა, ვიწრო მენჯი, ფართო მხრები, მამაკაცური სიარულის მანერა და ა.შ. უმრავლეოსბის ჩაცმულობის სტილი მამაკაცურია, არ ატარებენ ქალურ სამკაულებს. პასიური ჰომოსექსუალი ქალი გარეგნულად და ქცევის მიხედვით გამოიყურება, როგორც ნორმალური ქალი. თავს მიიჩნევს ქალად. ხშირად ისინი არაფრით გამოირჩევიან ნორმალური ქალებისაგან, უმრავლესობას ჰყავს ქმარი და შვილები. უმეტეს შემთხვევაში მათი ჰომოსექსუალური კავშირები იწყება, როცა არ ცხოვრობენ სექსუალური ცხოვრებით.
ზოგჯერ აქტიური ჰომოსექსუალი ქალები ცდილობენ, ნორმალურ ქალებთან ერთსქესიანი კავშირების დამყარებას, რის შედეგადაც ისინი პასიურ ჰომოსექსუალ ქალებად აქცევენ მათ. აქტიურ ჰომოსექსუალ ქალებს, ჰეტეროსექსუალებისაგან განსხვავებით, ახასიათებთ მაღალი სქესობრივი აგრესია. ისინი დიდი ძალისხმევით და სიჯიუტით ცდილობენ სასურველი ქალის დამორჩილებას.
აქტიურ ჰომოსექსუალ მამაკაცს, გააჩნია ნორმალური გარეგნობა და ნორმალური მამაკაცისათვის დამახასიათებელი ქცევა. შეიძლება მათ ბისექსუალიზმი ახასიათებდეთ. პასიური პარტნიორი კი ხშირად ქალური ტიპისაა. მათ ორგანიზმში დიდი რაოდენობით არის მდედრობითი სასქესო ჰორმონი – ესტროგენი. პასიური ჰომოსექსუალი მამრებისათვის, დამახასითებელია სარძევე ჯირკვლების ფემინიზაცია, ქალური ტიპის აღნაგობა და ა.შ. სექსოლოგთა აზრით პასიური ჰომოსექსუალი მამრი უკურნებელია.
აქტიური ჰომოსექსუალი მამრი აქტიურად ეძებს პარტიორს, ახდენს ნორმალური მამაკაცების გადაბირებას, რომლებიც „წარმატების“ შემთხვევაში ყალიბდებიან აქტიური ჰომოსექსუალებად.
ჰომოსექსუალიზმი იყოფა პირველად და მეორად ფორმებად. პირველადი ტიპის წარმომადგენლები არ ეძიებენ ჰომოსექსუალურ კონტაქტებს. მეორე ფორმას მიეკუთვნება ჰომოსექსუალიზმის ყველა გამოვლინება გარდა პირველადის.
სექსოლოგი და სექსოპათოლოგი კ. იმელინსკი ჰომოსექსუალებში გამოყოფს ოთხ ჯგუფს:
- ფსევდოჰომოსექსუალები (ახასიათებთ არაჰომოსექსუალური მოტივებით ჰომოსექსუალური კავშირები).
- განვითარების პერიოდის ჰომოსექსუალები (ბავშვთა სექსუალური გატაცების ერთგვარი ფაზა).
- სხვადასხვა ფსიქიკური შეფერხებებით ჩამოყალიბებული ჰომოსექსუალიზმი.
- ნამდვილი ჰომოსექსუალები, რომლის საფუძველი არის ჰომოსექსუალური ტიპის მიდრეკილებები.
არსებობს ადამიანთა ისეთი კატეგორია, რომელიც სექსუალურ სწრაფვას განიცდის მსგავსი სქესის მიმართ, თუმცა არასოდეს ჰქონია ჰომოსექსუალური კავშირები. ისინი აღიარებენ, რომ მათი ჰომოსექსუალური გატაცება არის მტკივნეული და მიუღებელი. ისინი ვინც არ იღებს საკუთარ სექსუალურ მიდრეკილებებს უწოდებენ ეგოდისტონიკებს. J.Nicolosi მამაკაცებთან მიმართებაში მათ უწოდებს არა-გეი ჰომოსექსუალებს (non gay homosoexuals).
ჰომოსექსუალიზმის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ ბავშვობის პერიოდში იკვეთება. 1974 წელს F.L.Whitam-მა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს გამოკვლევები, რომელიც მოიცავდა რამდენიმე კითხვას[8]. გამოკითხული იყო 206 ჰომოსექსუალი და 78 ჰეტეროსექსუალი მამაკაცი. კითხვები შეეხებოდა ადრეულ ბავშვობაში, მათ ქცევებს:
- ისინი ბავშვობაში ინტერესდებოდნენ თუ არა თოჯინებით, ქსოვით, კერვით ან სხვა რომელიმე გოგონებისათვის დამახასიათებელი თამაშები ან ქმედებებით?
- მოსწონდათ თუ არა ქალური ტიპის სამოსი და მათი ჩაცმა?
- რა უფრო მოსწონდათ გოგონებთან თუ ბიჭებთან თამაში?
- მისი თანატოლები იყენებდნენ თუ არა მათთან მიმართებაში გოგონებისათვის დამახასიათებლ მეტსახელებს?
- ვის მიმართ ავლენდნენ სექსუალურ ინტერესს გოგონების თუ ბიჭების მიმართ?
შედეგები ჰომო და ჰეტეროსექსუალურ მამაკაცებში აღმოჩნდა განსხვავებული:
ქცევის ტიპი | ჰომოსექსუალები
% |
ჰეტეროსექსუალები
% |
გოგონებისთვის დამახასიათებელი თამაშები:
დიახ არა |
46.7 53.3 |
0 18.5 |
ქალური სამოსი
დიახ არა |
44 56 |
0 100 |
გოგონებთან თამაში
დიახ არა |
42.1 17.8 |
1.5 47.1 |
ქალური მეტსახელები
დიახ არა არა მთლად გოგონებისთვის, მაგრამ არც ბიჭებისათვის დამახასიათებელი |
29
30
41.1 |
1.5
89.7
8.8 |
ბიჭებისადმი სექსუალური ინტერესი
დიახ არა |
77.6 19.6 |
11.8 82.4 |
მსგავსი შედეგები დაფიქსირდა გვატემალასა და ბრაზილიაში ჩატარებული კვლევების დროსაც.
1974 წელს გრინის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ფემინური ბიჭები არა მხოლოდ თამაშობდნენ თოჯინებით, არამედ ბავშვებში ფართოდ გავრცელებული სახლობანას თამაშისას, ირგებდნენ გოგონების როლს, რასაც მასკულინური ბიჭები არასოდეს აკეთებდნენ [9;10;11].
ასეთი კვლევების მნიშვნელობა ძალზე დიდია, რადგან მომავალში იძლევა შესაძლო სექსოლოგიური განვითარების პროგნოზის საშუალებას.
ჰომოსექსუალი ადამიანის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს გარემო. ამიტომ დაუშვებელია ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, რასაც, როგორც აღინიშნა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მიუთითებდა ა. მოლლი. ისტორიას თუ გადავხედავთ ჰომოსექსუალთა მინიმალური რაოდენობა იყო იუდეურ და ქრისტიანული კულტურის პერიოდში, გაცილებით მეტი იყო ელინისტურ პერიოდში. ელინისტურ კულტურაში თვით რელიგია იყო მისი განმაპირობებელი (მაგ: აპოლონი და გიაცინტი; ზევსი და განიმედი, ჰერაკლე და ჰილასი).
ძველ საბერძნეთში ჰომოსექსუალური კავშირები მყარდებოდა „თავისუფალ“ ადამიანებში, ზრდასრულ მამაკაცსა და მოზარდ ბიჭს შორის, რომლისათვისაც ის იყო აღმზრდელი. ძველ კრეტასა და კორინთოში ძვ.წლ. მე-8 საუკუნემდე არსებობდა ბიჭების მოტაცების ტრადიცია. სექსუალური ინიციაცია კავშირში იყო სამხედრო საქმის შესწავლასთან, რომლის დასრულების შემდეგ ბიჭი სახლში იარაღებული ბრუნდებოდა. ეს კავშირები არათუ საიდუმლოდ რჩებოდა, არამედ ღირსეულ ქმედებად მიიჩნეოდა. სპარტაში ასეთი მფარველი უნდა ჰყოლოდა ყველა ბიჭს 12-16 წლამდე ასაკში. ასეთი კავშირები საქორწინოდ კავშირად ითვლებოდა და დასრულდებოდა მაშინ, როცა მოზარდის სხეული წვერით და თმით დაიფარებოდა. თუ ბრძოლის ველზე აღზრდილი სიმხდალეს გამოიჩენდა სჯიდნენ მის აღმზრდელს.
მსგავსი რიტუალები გავრცელებული იყო სხვა ხალხებშიც. ახლა რთულია იმის მტკიცება, იყო თუ არა ეს, სამხედროს სწავლებით შენიღბული გარყვნილება. სადღეისოდ, სამხედრო საქმის დაუფლების მსგავსი მეთოდები ნორმალური მამაკაცისთვის და მით უმეტეს ჯარისკაცისთვის მიუღებელია.
ელინური კულტურა გამორჩეული იყო თავისი გარყვნილებითაც. პოლიმიუსის გადმოცემით, „ადამიანები მისცემოდნენ უდიდეს გარყვნილებას და ფუფუნებას, არ ქორწინდებოდნენ და თუ ქორწინდებოდნენ არ სურდათ ბავშვები აღეზარდათ“. ისინი ბავშვებს უბრალოდ ყრიდნენ. ამ აზრს აგრძელებს იუსტინე წამებული: „გადაყრილ ბავშვებს გარყვნილი ადამიანები ზრდიდნენ და მომავალში თავისი სექსუალური გართობისათვის იყენებდნენ, რომაელთა გარკვეულ ნაწილს ასეთი ბავშვების მთელი ფარა ჰყავდა.“
კულტურა არა მხოლოდ კრძალავს ან ნებას რთავს სექსუალურობის ამათუიმ ფორმის გამოვლენას, არამედ განსაზღვრავს მის სოციალურ, ეთნიკურ და ესტეტიკურ ღირებულებებს. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ქრისტიანულმა ღირებულებებმა მძლავრი შეტევა განიცადა, რაც მძაფრად აისახა მე-20 საუკუნის ევროპაზე.
სადღეისოდ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ჰომოსექსუალიზმის მიმართ არათუ აღდგა ზემოთაღწერილი მოვლენები, არამედ შემოიღეს საკანომდებლო რეგულაციები, რომელიც გულისხმობს ჰომოსექსუალების უფლებების გაზრდას მაგ: ოჯახის შექმნას და შვილების აყვანის შესაძლებლობას, მსგავსი რამ ძველ საბერძნეთს და ძველ რომს არ დაუშვია თავისი არსებობის მანძილზე.
როგორ დაიწყო ჰომოსექსუალიზმის აღზევება დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში.
1969 წლის 27 ივნისს გრინვიჩ-ვილიჯში (ნიუ-იორკი) მოხდა ჰომოსექსუალთა ამბოხება, რომელიც პროვოცირებული იყო პოლიციის რეიდით გეი-ბარ „სტოუნვოლ ინში“. არეულობა გაგრძელდა მთელი ღამე. მომდევნო ღამეს ჰომოსექსუალები ისევ შეიკრიბნენ და დაიწყეს პოლიციის სიტყვიერი შეურაცხოფა, ბოთლების და ქვების დაშენა, აჩენდენ ხანძრებს.
1970 წლეს გეი-აქტივისტები შეიჭრნენ ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაციის (APA) შენობაში და იქ მიმდინარე ყოველწლიური კონფერენცია ჩაშალეს. ზეწოლა პერმანენტულად გრძელდებოდა. გეების ამბოხების წარმატებით დასრულებაში, გავლენა მოახდინა შავკანიანთა მასობრივმა გამოსვლებმა, რასაც დაემატა ვიეტნამის ომის მოწინააღმდეგეთა გამოსვლებიც. აშშ-ს მთავრობა დათმობაზე უნდა წასულიყო.
1973 წლის 15 დეკემბერს ჩატარდა APA-ს პირველი კენჭისყრა, სადაც 15 წევრიდან 13-მა მხარი დაუჭირა ჰომოსექსუალიზმის ამოღებას ფსიქიატრიული დარღვევების რეესტრიდან. ამ ფაქტმა აღშფოთება გამოიწვია ქვეყნის მასშტაბით მთელ რიგ სპეციალისტებში. მათ მოითხოვეს რეფერენდუმის ჩატარება და საჭირო 200 ხელმოწერაც მოაგროვეს. 1974 წელს 10.000 ბიულეტენიდან 5.854-მა დაადასტურა პრეზიდიუმის გადაწყვეტილება. 3810 სპეციალისტი იყო წინააღმდეგი. ეს ფაქტი ისტორიაში შევიდა, როგორც „ეპისტემოლოგიური სკანდალი“.
ავტორიტეტული ფსიქიატრი დოქტორი ჯეფრი სატინოვერი (Dr. Jeffrey Satinover) დაწვრილებით აღწერს ჰომოსექსუალების და მათი მომხრეების ენერგიულ ძალადობრივ ქმედებებს, რითაც აიძულეს APA მუქარის ქვეში მიეღო აღნიშნული გადაწყვეტილება [12].
მაშ ასე, მსოფლიოს მეცნიერების ისტორიაში, რომლის განვითარებაში აშშ-ს უდიდესი წვლილი მიუძღვის, შავ ლაქად რჩება სამარცხვინო გადაწყვეტილება, როცა დაავადების აღიარება მოხდა არა მრავალი სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, არამედ რეფერენდუმით.
სადღეისოდ გეი-აქტივისტები და მათი დამცველები დუმან იმ მუქარის და ძალადობის ფაქტების შესახებ, რაც წინ უძღოდა APA-ს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. სამაგიეროდ, ფართოდ აფიშირებენ ორ ე.წ. კვლევებს, რომლებიც ჰომოსექსუალებისათვის მისაღებია. თუმცა ეს კვლევები აჩენს უამრავ კითხვის ნიშანს.
ჰომოსექსუალიზმის დეპათოლოგიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ალფრედ კინსიმ და მისმა თანამშრომლებმა. მათი კვლევა (Sexual behavior in the human male) გამოქვეყნდა 1948 წელს აშშ-ში [13]. ავტორების განცხადებით ისინი ექსპერიმენტების მიხედვით მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აშშ-ში ჰომოსექსუალური კავშირები იმაზე მეტად იყო გავრცელებული, ვიდრე მანამდე ეგონათ. ა. კინსიმ შეიმუშავა შვიდბალიანი შკალა, რომლითაც ის „ზომავდა“ ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას. მისი „საზომი შკალა“ ასე გამოიყურება:
0 – ჰეტეროსექსუალი;
1 – ჰეტეროსექსუალი, იშვიათი ჰომოსექსუალური კავშირებით;
2 – ჰეტეროსექსუალი, არცთუ იშვიათი ჰომოსექსუალური კავშირებით;
3 – პიროვნება, რომელიც თანაბრად გააჩნია, როგორც ჰომო- ისე ჰეტეროსექსუალური კავშირები;
4- ჰომოსექსუალი, რომელსაც არცთუ იშვიათად გააჩნია ჰეტეროსექსუალური კავშირები;
5 – ჰომოსექსუალი, იშვიათი ჰეტეროსექსუალური კავშირებით;
6 – ნამდვილი ჰომოსექსუალი.
კინსის მიერ გამოკითხულთა 48% აღიარა, რომ სიცოცხლეში თუნდაც ერთი ჰომოსექსუალური ურთიერთობა ჰქონია დამყარებული, აქედან 37%-ში თან ახლდა ორგაზმის განცდა. გამოკითხულთა 15%-ს 16-55 წლის ასაკის პერიოდში ჰქონია რამდენიმე ჰომოსექსუალური კონტაქტი. 18%-ს ბოლო სამი წლის მანძილზე თანაბრად ჰქონდა ჰომო- და ჰეტეროსექსუალური კავშირები. მამაკაცთა 10% იყო მეტ-ნაკლებად ჰომოსექსუალი (შკალაზე შეესაბამება 5 და 6 ბალს). 4% იყო ნამდვილი ჰომოსექსუალი, რომელსაც მსგავსი მიდრეკილება გააჩნდა ახალგაზრდობიდან. გამოკითხული იყო 5300 მამაკაცი.
ამ შედეგებიდან გამომდინარე ა. კინსიმ და მისმა თანამშრომლებმა დაასკვნეს, რომ აშშ-ში ჰომოსექსუალთა რაოდენობა 10%-ს შეადგენსო. ეს გახდა მძლავრი იარაღი ჰომოსექსუალთა ე.წ. საზოგადოების და მათი დამცველების ხელში. აღნიშნული მონაცემები მაშინვე აიტაცა ჰარი ჰეიმ – ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი საზოგადოების დამაარსებელმა და ჩაკ როულანდთან ერთად შექმნა ორგანიზაცია „Mattachine society“ თან ამაყად აცხადებდა, რომ ჰომოსექსუალიზმი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც უმცირესობა, რომელიც მოსახლეობის 10%-ს შეადგენს.
სადღეისოდ მრავალი ჰომოსექსუალი აქტივისტი და მათი დამცველები მიიჩნევს, რომ ა. კინსი არის ის ადამიანი, რომელმაც შესაძლებელი გახადა ჰომოსექსუალური მოძრაობა.
მალე გაირკვა, რომ ალ. კინსის და მისი თანამშრომლების კვლევა, მოიცავდა არაერთ დარღვევას და შედეგებიც არასწორად იყო ინტერპრეტირებული. თავდაპირველად გაირკვა, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანები შემთხვევითი წესი არ იყო შერჩეული, რაც აუცილებელი მოთხოვნაა მსგავსი კვლევების ჩასატარებლად. გამოკითხულთა უმრავლესობა იყო მსჯავრდებული, კოლეჯის კურსდამთავრებულნი და პროტესტანტები. ნაკლებად იყო წარმოდგენილი სოფლის მოსახლეობა და ხანშიშესული ადამიანები. აქედან გამომდინარე, გამოკითხვა არ მოიცავდა აშშ-ს მოსახლეობის სოციალურ ჯგუფებს. კინსი ჰომოსექსუალთა მიმართებაში გამორიცხავდა ბიოლოგიურ ფაქტორებს, განსაკუთრებით მემკვიდრეობას და ხაზს უსვამდა კულტურისა და სოციალიზაციის როლს ჰომო- ან ჰეტეროსექსუალური მოდელების ჩამოყალიბებაში. კინსი მიიჩნევდა, რომ სექსუალური პარტნიორის არჩევას განაპირობებდა ტრადიცია, სოციალური აკრძალვები და ა.შ. ბუნებრივია, ასეთი მიდგომებით ის კვლევების შედეგებს სწორად ვერ განსაზღვრავდა.
მეცნიერების მხრივ კრიტიკის ობიექტი გახდა მისი შვიდბალიანი სისტემაც. ამ სისტემის მიხედვით ჰომოსექსუალებს შეიძლება მიკუთვნებული იყოს ის პირები, რომლებიც ჰომოსექსუალურ კავშირებს სიტუაციური ფაქტორებიდან გამომდინარე (მაგ: ჯერ კიდევ სსრკ-ს არსებობის დროს, სამედიცინო პრაქტიკაში აღწერილია შემთხვევა, როცა მაღალი თანამდებობის პირი, რანგით უფრო დაბლა მყოფ თანამშრომელს, სთავაზობდა ჰომოსექსუალურ კავშირს. შედეგად ამ თანამშრომელმა, თავიდან აიცილა ჩერნობილის ტერიტორიაზე, ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაობებში მონაწილეობა და მიიღო ბინა) და ექსპერიმენტული (სექსუალური მრავალფეროვნების მიზნით) მოსაზრებით ამყარებს.
ცნობილია, რომ ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის ზოგიერთ მოზარდს, შეიძლება ახასიათებდეს ჰომოსექსუალური კონტაქტები, თუმცა ეროტიკული წარმოდგენები არის ჰეტეროსექსუალური ხასიათის. როგორც წესი, ასეთი მოზარდი ჰომოსექსუალად არ ყალიბდება. კინსის შკალის მიხედვით კი ასეთმა მოზარდმა შეიძლება 5 ან 6 ბალიც კი დაიმსახუროს. ამავე მიდგომით შეიძლება მარიხუანას მომხმარებელი ადამიანი ნარკომანად გამოცხადდეს, რომელმაც შორეულ ახალგაზრდობაში, მარიხუანას შემცველი რამდენიმე ღერი სიგარეტი მოსწია.
მსგავსი მანიპულაციების საფუძველზე გამოცხადდა ჰომოსექსუალიზმი ნორმის მსგავს მდგომარეობად. შედარებისთვის: 1999 წელს 18-59 წლის ასაკის პირებში ჩატარდა კვლევა 1410 მამაკაცზე და 1740 ქალზე. შედეგად გაირკვა, რომ მამაკაცების 43%-ს და ქალების 31%-ს აღმოაჩნდა ამათუიმ ფორმის სექსუალური სახის დისფუნქცია, მიუხედავად მაღალი პროცენტული მაჩვენებლისა, არავის აზრად არ მოსვლია, რომ ეს შედეგები ნორმის ფარგლებში განეხილათ [E.O.Lauman, A. Paik, R.C. Rocen 1999].
ჰომოსექსუალთა მოძრაობის მეორე ფუძემდებელი არის ეველინ ჰუკერი (Evelin Hooker). მისი ე.წ. გამოკვლევები არანაკლებ გამაოგნებელია, ვიდრე ალ. კინსის. მან ჰომოსექსუალიზმის შესწავლა დაიწყო მისი ჰომოსექსუალი მეგობრის – სემ ფრომის დაჟინებული თხოვნით. კვლევებისათვის შესარჩევ კონტიგენტს აწვდიდა ზემოთ ხსენებული ორგანიზაცია – Mattachine Society (ჰარი ჰეი, ასევე იყო აშშ-ს კომუნისტური პარტიის წევრი, როგორც სატინოვერი აღნიშნავს, ჰეი მარქსისტულ თეორიას იყენებდა იმ მიზნით, რომ დაერწმუნებინა სასამართლო და საკანომდებლო სისტემა (მაგ: აშშ-ს უზენაესი სასამართლო), თითქოს ჰომოსექსუალები გადაშენებად „კლასს“ მიეკუთვნებოდნენ, ფეხქვეშ ითელებოდა მათი უფლებები, მსგავსი ირაციონალური მოსაზრებებით და სხვადასხვა ხრიკებით ცდილობდა მათ დაცვას).
მე-20 საუკუნის 50-იან წლებში აშშ-ს ფსიქიატრიის ასოციაცია ჯერ კიდევ მოწოდების სიმაღლეზე იდგა. 1952 წელს გამოქვეყნდა ფსიქიკური დაავადების დიაგნოსტიკის პირველი სახელმძღვანელო, სადაც ჰომოსექსუალობა განისაზღვრა, როგორც პიროვნების სოციოპათიური მოშლილობის შედეგი (ჯერ კიდევ მე-18-19 საუკუნის გამოჩენილი ფრანგი ფსიქიატრები ფილიპ პინელი (1745-1826) და ჟანა ეტენა დომინიკ ესკიროლი (1772-1840) აღნიშნავდნენ, რომ „სიგიჟე“ არის როგორც ზოგადი, ისე ნაწილობრივი მოვლენა, რომელიც მხოლოდ ერთ ფსიქიკურ ფუნქციას აზიანებს. ერთ-ერთი ასეთი „მონომანია“ მათი აზრით, არის „სქესობრივ გრძნობათა გაუკუღმართება“).
გეი-აქტივისტები არ ცხრებოდნენ, ისინი მარჯვედ იყენებდნენ პოლიტიკურ ფაქტორებსაც და ჰაერივით სჭირდებოდათ მათთვის ხელსაყრელი სამეცნიერო კვლევები და გამოჩნდა კიდეც.
ე. ჰუკერის მიზანს წარმოადგენდა 1. ჩაეტარებინა ჰომო- და ჰეტეროსექსუალების დიაგნოსტიკა ფსიქოლოგიური ტესტების საშუალებით. 2. გამოკითხულთა სექსუალური ორიენტაციის დაფარვით, გადაეცა მასალები ექსპერტებისათვის, რათა მათ აზრი გამოეთქვათ. 3. გამოკითხულთა სექსუალური ორიენტაციის გაუმხელად, მათი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შეფასება უნდა მომხდარიყო ავტორიტეტული ექსპერტების მიერ.
ე. ჰუკერის მიერ გამოკითხულ იქნა სულ 60 ადამიანი: 30 ჰომო- და 30 ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის. გამოყენებულ იქნა ფსიქოლოგიაში გამოყენებული სამი ტესტი: რორშახის, TAT და MAPS ტესტები. რორშახის ტესტი შედგება მელნის ლაქებისაგან. ადამიანს უჩვენებენ ფირფიტას, სადაც წერტილები და ლაქებია გამოსახული. მან უნდა აღწეროს მისი მიხედვით თუ როგორია მათი წარმოდგენა სამყაროზე ანუ რა სახის ასოციაციას იწვევს სხვადასხვა ფორმის ლაქები. მაგ: დათრგუნულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, ლაქებში დაინახავს ისეთ რამეს, რაც წარმოაჩენს მისი დეპრესიულ მდგომარეობას: მაგ: მკვდარ სხეულებს; შფოთის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი დაინახავს შემაძრწუნებელ არსებებს; გველებს, ღამურებს და ა.შ. ზოგჯერ ფირფიტაზე გამოსახულია ადამიანის ფიგურები და ცდაში მონაწილე პირმა უნდა უპასუხოს თუ რომელი სქესის ადამიანია გამოსახული ფირფიტაზე და ა.შ.
TAT – არის აპერცეპციული ტესტი, MAPS (The Make-A-Picture story test) ტესტი არის ინტენსიური ინტერვიუს წარმოება, სადაც ყურადღება გამახვილებულია ადამიანის ცხოვრების ისტორიაზე.
რორშახის ტესტის შედეგებს აანალიზებდა ამ მიმართულების ექსპერტები: კლოფერი და მეიერი (Dr. Klopfer; Dr. M. Meyer). TAT და MAPS კი დოქტორი შნეიდმენი (Dr.Sheidman).
შედეგების შეფასების შემდეგ ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ პროტოკოლები, რომლებიც მიიჩნიეს, როგორც ჰომოსექსუალების მიერ შედგენილი, არ იყო მსგავსი იმის, რასაც ისინი ხშირად აწყდებოდნენ კლინიკურ პრაქტიკაში. რიგ შემთხვევებში მათთვის ადვილი იყო, გამოეცნოთ ადამიანთა სექსუალური ორიენტაცია. 12 წყვილის შემთხვევაში ექსპერტებს ჰქონდათ სრული თანხმობა. ეს პროტოკოლები გამოხატული იყო ძლიერ ქალური ან ანალური აქცენტით (ტერმინი ანალური – anality ფსიქიატრიაში შემოიტანა ზ. ფროიდმა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის სექსუალურ განვითარებაზე). დანარჩენი პროტოკოლებიდან 2/3-ში ადამიანთა სექსუალური ორიენტაციის გარჩევა რთული აღმოჩნდა. რორშახის ტესტის მიხედვით, რომელიც სტატისტიკურად დამუშავდა, არ გამოვლინდა არავითარი განსხვავება ჰომო- და ჰეტეროსექსუალს შორის. დოქტორი შნეიდმანი, რომელიც აანალიზებდა TAT და MAPS პროტოკოლებს აღნიშნავდა, რომ ჰომო- და ჰეტეროსექსუალების პროტოკოლების გარჩევა ძალზე ადვილი იყო, ვიდრე რორშახის ტესტის შემთხვევაში, ვინაიდან ჰომოსექსუალების უმრავლესობაში ნამდვილი ჰომოსექსუალური ისტორია წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი ფირფიტისაგანო.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტი „A“, რომელიც იყო რორშახის ტესტის სპეციალისტი და TAT და MAPS ტესტების ექსპერტები სრულად თანხმდებოდნენ 60-დან 15 შემთხვევაში, ხოლო „B“ ექსპერტისათვის 16 შემთხვევაში. სამივე ექსპერტის შეფასება თანხმდებოდა მხოლოდ 14 ჰომოსექსუალის შემთხვევაში.
ე. ჰუკერი ფინალურ ნაწილში აღნიშნავს, რომ ეს შედეგები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ჰომოსექსუალები განიცდიდნენ საზოგადოებისაგან ზეწოლას და ამიტომ ადაპტაცია უჭირთ და ფსიქიკური პრობლემებიც გააჩნიათო. კლინიცისტებში კი რთულად დასტურდება ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჰომო- და ჰეტეროსექსუალს შორის განსხვავება შეუძლებელია და სხვაობა მხოლოდ ვლინდება სექსუალური პარტნიორის შემთხვევაში.
ჰუკერი იმასაც აღნიშნავდა, რომ შესაძლებელი ზოგიერთი ჰომოსექსუალი იყო მაღალ განათლებული პიროვნება და არ გააჩნდა რაიმე გამოხატული პათოლოგიური ნიშანი, თუმცა მნიშვნელოვანია, ის რომ თუ არსებობს ძირითადი ფსიქოლოგიური დეფექტი, მისი ადექვატური დიაგნოსტირება შეუძლებელია მხოლოდ პროექტირებული ტესტური პროტოკოლებით. ამასთან დაკავშირებით ჰუკერს მოჰყავდა ერთი ფსიქიატრის მოსაზრება, რომელიც აღნიშნავდა, რომ რორშახის ტესტის ჩატარების შემდეგ, წარმოდგენილი მასალა ფსიქოანალიზის დროს მოპოვებული მასალის მსგავსია. ორი ადამიანი შეიძლება პროდუცირებდეს მსგავს მასალას, მაგრამ ფსიქოანალიზის დასრულების შემდეგ ჯანმრთელი გააგრძელებს ნორმალურ ცხოვრებას, ხოლო გადახრების მქონე – არა. ე. ჰუკერის აზრით მისი მხრიდან განსხვავებული მიდგომა მდგომარეობდა იმაში, რომ პროექცირებული ტესტებით მიღებული მონაცემების შეჯამება, მოიცავდა ჰომოსექსუალების ფუნქციონირებას არაეროტიკულ სიტუაციაში, ხოლო ჰომოსექსუალი თავის მიდრეკილებებს სწორედ ეროტიკულ სიტუაციებში ავლენსო.
საოცარია, ე. ჰუკერს ამ შემთხვევაში საზოგადოება შეჰყავს დაბნეულობაში. ჰომოსექსუალებთან მიმართებაში სწორედ სექსუალურ მომენტებში არსებული ქცევაა საინტერესო, რომელიც მეტად განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანის ანალოგიურ ქცევასთან მიმართებაში, ამასთან ჰუკერი აცხადებდა, რომ მასალების შედარებისას ჰომო- და ჰეტეროსექსუალის ისტორიებში აშკარა განსხვავება „სასიყვარულო ურთიერთობების“ მხრივ არისო.
ჰუკერის მიიჩნევდა, რომ გამოკვლეული, რომ ყოფილიყო 100 ადამიანი, შესაძლებელია განსხვავებაც გამოვლენილიყო. ამ შემთხვევაში – აგრძელებს ჰუკერი – წინა პლანზე გამოდის სხვა საკითხი კერძოდ: „რით განსხვავდება ჰომოსექსუალი ჰეტეროსექსუალისაგან ადაპტაციის ხარისხის მიხედვით?“ თუმცა ჩატარებულ კვლევაში საკითხი ასე იყო წარმოდგენილი: გააჩნია თუ არა ჰომოსექსუალიზმს პათოლოგიური ნიშნები? შემდეგ განაგრძობს ჰუკერი: „როგორია ჰომოსექსუალიზმის პათოლოგიური ნიშნის ფსიქოლოგიური მნიშვნელობა?“ ჰუკერის დასკვნები ასეთია: „1. ჰომოსექსუალიზმი, როგორც კლინიკური არსი არ არსებობს. მისი ფორმები ისეთივე რთულია (ვარირებს) როგორც ჰეტეროსექსუალის. 2. ჰომოსექსუალი შეიძლება იყოს დევიაცია სექსუალურ პარტნიორში, რომელიც ნორმის ფარგლებშია – ეს „მტკიცებულება“ ჰუკერმა გამოიყენა, როგორც მოსაზრება ბიოლოგიურ დონეზე [C.S. Ford, F.A. Beach, 1951]. 3. სექსუალური ლტოლვის სპეციფიკური ფორმის როლი და გამოვლინება ინდივიდუალურ სტრუქტურასა და განვითრებაში შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვეულებრივ მას მიიჩნევენ. თუ მაინც მივიღებთ, რომ ჰომოსექსუალიზმი წარმოადგენს საზოგადოებაში შეგუების მხრივ შეუძლებლობას სექსუალური ქცევებთან მიმართებაში, ეს არ ნიშნავს, რომ ჰომოსექსუალიზმი არ თავსდებოდეს ქცევის სხვა სექტორთან მიმართებაში. თუ მივიღებთ, რომ ჰომოსექსუალიზმი არის შიდა დეზადაპტაციის სერიოზული ფორმა, შესაძლოა, რომ მისი საფუძველი მხოლოდ სექსუალური სექტორით შემოიფარგლებოდეს.“
1956 წელს ე. ჰუკერმა თავისი კვლევის შედეგები წარადგინა აშშ-ს ფსიქოლოგიურ ასოციაციაში [15]. 17 წლის შემდეგ კი ამ ასოციაციამ ჰომოსექსუალიზმის დაავადებათა სიიდან ამოიღო. მისი შრომის ინტერპრეტაციამ ასეთი სახე მიიღო: ჰომოსექსუალიზმი არ არის პათოლოგია და ჰომოსექსუალი „ისევე თავისუფალია ფსიქიკური აშლილობებისაგან როგორც ჰეტეროსექსუალი“ [16]. ასეთი მტიკიცებულებით შევიდა ეს ინფორმაცია სტანდარტულ ფსიქოლოგიურ სახელმძღვანელოში და შედეგად უზრუნველყო სასამართლო გადაწყვეტილებების მეცნიერული საფუძველი, რამაც განაპირობა მაგალითად, ჰომოსექსუალების მუშაობის დაშვება პოლიციასა და სასწავლო დაწესებულებებში.
სამეცნიერო სამყაროს არ ახსოვს ისეთი შემთხვევა, როცა ამათუიმ პათოლოგიაზე მსჯელობისას და გადაწყვეტილებების მისაღებად, გამოეყენებინათ მხოლოდ ერთი გამოკვლევა, რომელიც ძალზე საეჭვოდ გამოიყურება.
ე. ჰუკერის კვლევის ძირითადი ნაკლოვანებებია: 1. ჰომოსექსუალთა შერჩევა არ იყო შემთხვევითი (ბრმა). მან გამოკვლევები ჩაატარა გეი-აქტივისტებზე, რომლებიც იბრძოდნენ სამოქალაქო უფლებებისათვის. კვლევებისათვის რეკრუტირებული იქნა ისეთი პირები, რომლებიც ყველაზე მეტად „გამოდგებოდნენ“ სასურველი შედეგების მისაღებად. გამოკვლეულთა შორის იყო 6 პიროვნება (სამი ჰომო- და სამი ჰეტეროსექსუალი), რომლებშიც დადასტურებული იყო როგორც ჰომო- ისე ჰეტეროსექსუალური კონტაქტები ზრდასრულობის პერიოდში. 2. კვლევებში დაშვებული იყო მათემატიკური უზუსტობები (უმნიშვნელო, მაგრამ შეშფოთების საფუძვლის მქონე, რაც ეჭვქვეშ აყენებს მკვლევარის კომპეტენტურობას და მის გულმოდგინე მუშაობას). 3 ჰუკერი არ ცდილობდა იმის დადასტურებას, რომ ჰომოსექსუალები იყვნენ თუ არა ქცევის ყველა პარამეტრების მიხედვით ჯანმრთელები, როგორც ეს ახასიათებს ნორმალურ ადამიანებს. 4. ჰუკერს კვლევის დაწყებამდე არ გააჩნდა საკმარისი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, მისი მეცნიერული დაკვირვებები მხოლოდ ვირთაგვებით შემოიფარგლებიდა. 5. ჰუკერმა მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ ტესტების ჩატარების დროს ჰომოსექსუალები იყვნენ არაეროტიკულ გარემოში, თუმცა ისინი თავს ვერ იკავებდნენ სექსუალური ფანტაზიებისაგან და ყვებოდნენ მათ შესახებ, მაშინ როცა ჰუკერი ამტკიცებდა, რომ ჰომოსექსუალები თავის მიდრეკილებას, მხოლოდ „სასიყვარულო ურთიერთობებისას“ ავლენენო, სხვა დროს კი მათი ქცევები არა განსხვავდება ჰეტეროსექსუალების ქცევისაგანო. აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, სწორედ ამის გამო შეცვალა ჰუკერმა კვლევის მიმართულება და TAT-ის და MAPS-ის ექსპერტებს აღარ სთხოვდა შესაბამისი პროტოკოლების გამოყენებას. 6. ჰომოსექსუალთა გამოკვლევები მან ჰომოსექსუალი მეგობრის თხოვნით დაიწყო და ამიტომ ობიექტური ვერ იქნებოდა.
1957 წელს ე. ჰუკერი თავის ანგარიშში მიუთითა, რომ კვლევისათვის ადამიანები ჰომოსექსუალთა საზოგადოებამ შეურჩია, რომლემაც მოითხოვეს ანონიმურობა და მას არ ჰქონდა უფლება დაესახელებინა ისინი.
თუ წინასწარი სკრინინგის დროს გამოსაკვლევ პირებს აღმოაჩნდებოდა პათოლოგიური გადახრები ის არ დაიშვებოდა ექსპერიმენტში.
ჰუკერის გამოკვლევები არ პასუხობს საკითხს – შეიცავს თუ არა ჰომოსექსუალის სექსუალური ქცევა პათოლოგიის ნიშნებს ან არის თუ არა ეს ქცევა ჯანმრთელი ადამიანისათვის დამახასიათებელი.
არც ერთი მკვლევარი არ მიიღებს სერიოზულად კვლევის შედეგებს, სადაც კონტიგენტი ამ ტიპით არის შერჩეული (თუ არ არის ან ჰომოსექსუალი ან გარკვეული სარგებლის მიღების გამო თანაუგრძნობს მათ).
როგორც აღინიშნა აღნიშნულ კვლევას საფუძვლად დაედო, ჰომოსექსუალთა დაჟინებული მოთხოვნა, რომლებიც ე. ჰუკერის მეგობრები იყვნენ. ამასთან გამოსაკვლევი კონტიგენტი წინასწარ იყო შერჩეული და ყველა მათგანმა იცოდა თუ რა მიზანს ისახავდა კვლევა. რორშახის ტესტის სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ თუ კვლევის ობიექტმა იცის კვლევის მიზნები, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს შედეგებზე. ყველა ჰომოსექსუალის მიზანი იყო დაემტკიცებინათ, რომ ისინი ჯანმრთელებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ. მსგავს მოვლენას ეწოდება როზენტალის ეფექტი (the Rosenthal effect) [16]. ამ დროს სუბიექტი გენერირებს ისეთ რეზულტატს, რომელიც მისი ღრმა რწმენით სურს მიიღოს მკვლევარმა. მოცემულ შემთხვევაში ასეთი მოტივის არსებობა თვალსაჩინოა.
მოგვიანებით ე. ჰუკერმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰომოსექსუალები არა მარტო ცდილობდნენ მონაწილეობა მიეღოთ ექსპერიმენტებში, არამედ იმედოვნებდნენ, რომ შედეგები მათ იმედებს გაამართლებდა და დაადასტურებდა, რომ ისინი ჯანმრთელები არიან. ამიტომაც ხდებოდა კანდიდატების გულმოდგინედ შერჩევა. ამასთან მან დაუშვა, რომ შესაძლებელია ჰომოსექსუალების ფსიქოლოგიური დეფექტი გამოწვეული ყოფილიყო „ეგოს ფუნქციის სისუსტით“ (In a weekness of ego-function) და „ეს არ შეიძლება იყოს სარწმუნოდ დიაგნოსტირებული პროექცირებული ტესტური პროტოკოლებით“. ე. ჰუკერი დასძენს, რომ ჰომოსექსუალების პათოლოგიური მდგომარეობა, შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ ეროტიკულ სიტუაციებში და ჰომოსექსუალს შეუძლია არაეროტიკულ სიტუაციაშიც კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ მისმა კვლევებმა საპირისპირო დაადასტურა, მას თავისი კვლევების მანძილზე, რომელიც არაეროტიკულ მდგომარეობაში მიმდინარეობდა, არაერთი სექსუალური ფანტაზიის მოსმენა მოუწია.
მიუხედავად ასეთი ხარვეზებისა, ჰუკერის ეს კვლევა, ბევრმა ამერიკელმა მეცნიერმა გაიზიარა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ჯად მარმორი (Judd Murmor), რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ჰომოსექსუალიზმის დაავადებათა სიიდან ამოსაღებად. მან განაცხადა: „ჰუკერმა ჩაატარა ერთობლივი გამოკვლევები 30 ჰომო- და 30 ჰეტეროსექსუალზე, რომლებიც შეესაბამებოდნენ ერთმანეთს ასაკით, ინტელექტუალური მაჩვენებლებით (IQ) და განათლებით. ყველა ჰომოსექსუალი კინსის შკალით შეესაბამებოდა 6 ბალს, ხოლო ჰეტეროსექსუალი 0 ბალს. არც ერთი მათგანი არ გადიოდა მკურნალობის კურსს. ორი დამოუკიდებელი ექსპერტი, გამოსაკვლევ სუბიექტებთან მიმართებაში, სრული ინფორმაციის არ ჰქონის ფონზე განიხილავდა რორშახის, TAT და MASP ტესტირების შედეგებს და შეეცადნენ გამოერჩიათ ჰომოსექსუალი არაჰომოსექსუალისაგან, თუმცა მათ ეს ვერ შეძლეს“.
1990 წელს გამოსულ სტატიაში ე. ჰუკერმა ლოს-ანჯელეს თაიმსის რეპორტიორს ბრიუს შეტონზს განუცხადა: „სამივე ტესტის შემთხვევაში ჰომო-და ჰეტეროსექსუალების 2/3 შეფასებული იქნა 3 (საშუალო რიცხვი) და მეტი ბალით. ეს შედეგები გადაეცა ექსპერტებს რათა განესხვავებინათ ჰომო- და ჰეტეროსექსუალები ერთმანეთისაგან. ისინი ამ საქმეს აკეთებდნენ ისეთივე სიზუსტით, როგორც ადამიანი აკეთებს თუ რომელ მხარეს (ავერსი ან რევერსი) დაეცემა მონეტა მაღლა ასროლისას“. რაც შეეხება მარმორს: ე. ჰუკერის ნაშრომში არსად არ არის მოყვანილი კინსის შკალის გამოყენების შემთხვევა.
არსებობს გამოკვლევები, რომლებიც აღწერს ჰომოსექსუალთა ფსიქიკურ მოშლილობებს. 2001 წელს ჰოლანდიაში ჩატარებულ იქნა ფართომასშტაბიანი გამოკვლევები. შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოკვლეულ იქნა 7076 ქალი და კაცი. ასაკი 18-დან 64 წლამდე. მიზანი იყო გამოევლინათ აფექტური (ემოციონალური) და შფოთვითი ხასიათის მოშლილობები, ასევე ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულება როგორც ზოგადად ცხოვრებაში, ისე ბოლო 12 თვის მანძილზე. იმ პირთა გამორიცხვის შემდეგ, რომლებსაც არ ჰქონიათ სექსუალური კავშირები ბოლო 12 თვის მანძილზე (1043 ადამიანი) და იმ პირებმა, რომლებმაც ყველა კითხვას არ გასცეს პასუხი (35 ადამიანი), დარჩა 5998 ადამიანი (2878 მამაკაცი და 3122 ქალი). გამოკვლეულ კაცთაგან ერთსქესიანი კავშირები ჰქონდა 2.8%-ს, ქალებში 1.4%-ს. ჩატარდა ანალიზი ჰეტერო- და ჰომოსექსუალურ პირებს შორის განსხვავების დასადგენად. აღმოჩნდა, რომ როგორც ცხოვრების მანძილზე ისე ბოლო 12 თვის განმავლობაში მამაკაც-ჰომოსექსუალებს უფრო მეტად აწუხებდა ფსიქიკური აშლილობები (აფექტური, დეპრესია და შფოთვითი სინდრომები), ვიდრე ჰეტეროსექსუალ მამაკაცებს. ჰომოსექსუალებს აღმოაჩნდათ უფრო ძლიერი მიდრეკილება ალკოჰოლური სასმელებისდმი. ლესბი ქალები გამოირჩეოდნენ ჰეტერო ქალებისაგან დეპრესიით, ალკოჰოლის და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებით [14].
აშშ-ში გამოკვლევები ჩატარდა რამდენიმე ათასს ამერიკელზე, მიზანი იყო ფსიქიკური აშლილობების გამომწვევი რისკის შესწავლა იმ პირებში, რომლებსაც ჰქონდთ ერთსქესიანი სექსუალური კავშირები. რესპონდენტები გამოკითხეს თუ რამდენ მამაკაცთან და ქალთან ჰქონდათ სქესობრივი ურთიერთობა ბოლო 5 წლის მანძილზე. 2.1% მამაკაცებმა და ქალების 1.5%-მა დაადასტურეს ერთი ან რამდენიმე სექსუალური პარტნიორის არსებობა ბოლო 5 წლის მანძილზე. გამოვლინდა, რომ ამ რესპოდენტებში ბოლო 12 თვის მანძილზე მეტად იყო გამოხატული შფოთვითი მოშლილობა, ხასიათის არამდგრადობა, სხვადასხვა ტიპის მოშლილობები, რაც კავშირშია ფსიქოაქტიური პრეპარატების მიღებასთან. გამოვლინდა თვითმკვლელობისადმი მიდრეკილებაც.
ჰოლანდიაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ჰეტეროსექსუალებთან შედარებით, ისინი ექიმებს ხშირად მიმართავდნენ ფსიქიკური და სომატური აშლილობების დარღვევების გამო, ანალოგიური შედეგები გამოვლინდა ლესბი ქალებსა და ბისექსუალებში.
ახალ ზელანდიაში ჩატარებული გამოკვლევების თანახმად 1007 გეი, ლესბი და ბისექსუალის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ეს ჯგუფები არიან სუიციდური ქცევის მიდრეკილებისადმი რისკის მატარებელნი (D.M. Fergusson et. Al.1999). 48 მონო- და 55 დიზიგოტურ ტყუპების შემთხვევაში გამოვლნდა შემდეგი: ისინი ვისაც გააჩნდა ერთსქესიანი სექსუალური კავშირები 6.5-ჯერ ხშირად, ჰეტეროსექსუალურ სიბლინგებისგან განსხვავებით, მიმართავდნენ სუიციდურ მცდელობებს, რაც აიხსნება ზოგადი ფსიქოლოგიური მდგომარეობით, ალკოჰოლის ან ნარკოდამოკიდებულებით (R. Herrel et al. 1999).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამოდინარე, ავტორებმა გააკეთეს მეტად მნიშვნელოვანი დასკვნა: იმ ქვეყნებში სადაც ჰომოსექსუალების უფლებები ყოველმხრივ დაცულია და მეტიც გაფართოებულია, მაღალია ფსიქიკური აშლილობების, სუიციდური მიდრეკილებები ჰეტეროსექსუალებთან შედარებით. ქალებში სურათი ასეთი მკვეთრი არ არის.
აღნიშნული აშკარად უარყოფს ე. ჰუკერის მოსაზრებას, თითქოსდა ჰომოსექსუალების ფსიქიკური მოშლილობების მიზეზი მათდამი უხეში და დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა.
ამრიგად, მთელი რიგი ფაქტები ნათლად მიუთითებს, რომ ჰომოსექსუალიზმი არის დაავადება. ზემოთქმულიდან გამომდინარე შესაძლებელია ჰომოსექსუალიზმის ეტიოლოგიურ ფაქტორად მივიჩნიოთ ადამიანის ორგანიზმში წარმოქმნილი დარღვევები. უპირატესია, მემკვიდრული პათოლოგია, შემდეგ ცერებრული დაზიანება, დარღვევები ენდოკრინულ სისტემებში (მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სიმსივნე), ნაყოფის ფორმირების პროცესში ჰორმონული დარღვევები, მომავალი დედის ჯანმრთელობა ც.ნ.ს-ის მხრივ. ჰომოსექსუალიზმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია სოციალური გარემოს როლი.
გამოყენებული სტატიები:
- Calafat A.M., Ye X., Wong L.Y., Reidy J.A., Needham J.L. (2008). Exposure of the U.S. population to bisphenol A and 4-tertiary-octylphenol: 2003–2004. Environ. Health Perspect. 116, 39–44;
- Machtinger R., Combelles C.M., Missmer S.A., Correia K.F., Williams P., Hauser R., Racowsky C. (2013).Bisphenol-A and human oocyte maturation in vitro. Hum. Reprod. 28, 2735–2745;
- Kundakovic M., Gudsnuk K., Franks B., Madrid J., Miller R.L., Perera F.P., Champagne F.A. (2013). Sex-specific epigenetic disruption and behavioral changes following low-dosein utero bisphenol A exposure.Proc. Natl. Acad. Sci. USA. 110, 9956–9961;
- Bromer J.G., Zhou Y., Taylor M.B., Doherty L., Taylor H.S. (2010). Bisphenol-A exposure in utero leads to epigenetic alterations in the developmental programming of uterine estrogen response. FASEB J. 24, 2273–2280;
- Vaiserman A. (2014). Early-life exposure to endocrine disrupting chemicals and later-life health outcomes: an epigenetic bridge? Aging Dis. 5, 419–429;
- Yang O., Kim H.L., Weon J.I., Seo Y.R. (2015). Endocrine-disrupting chemicals: review of toxicological mechanisms using molecular pathway analysis. J. Cancer Prev. 20, 12–24;
- Ehrhardt A, A., Meyer-Bahlburg H.L.F. Effects of prenatal sex hormones on gender-related behavior – Science, 1981, vol.211, p-1312-1318.
- Whitam F.L.Childhood indicators of male homosexuality – Arch.Sex. Behav., 1977, vol.6,p.89-96.
- Green R. Sexual identity conflict in childmen and adults – New York, 1974 – 327 p.
- Green R. One hundred ten feminine and masculine boys – Arch. Sex Behav., 1976, vol. 5, p. 425-446.
- Green R., Williams., Goodman M. Ninety-nine „tomboys“ and „non-tomboys“: behavioral contrasts and demographic similarities. – Arch. Sex. Behav., 1982, vol. 11,p. 247-266.
- Satinover J.B. The Trojan Couch: How the Mental Health Guilds Allow Medical Diagnostics, Scientific Research and Jurisprudence to be Subverted in Lockstep with the Political Aims of their Gay Sub-Components // National Association for Research and Therapy of Homosexuality. CONFERENCE REPORTS, 2005 //
- Kinsey A.C., Pomeroy W.В., Martin С.Е. Sexual behavior in the human male. – Philadelphia: Saunders, 1948. – 804 p.
- Sandfort T.G. M., de Graaf R., Bijl R.V., Schnabel P. SameSex Sexual Behavior and Psychiatric Disorders: Findings from the Netherlands Mental Health Survey and Incidence Study (NEMESIS) // Arch Gen Psychiatry. – 2001. – 58. – P. 85–91.
- Hooker E. The adjustment of the male overt homosexual // Journal of Projective Techniques. – 1957. – Vol. 21. – P. 18– 31.
- Landess T. The Evelyn Hooker study and the normalization of homosexuality» //
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“