✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
პრეზერვატივები
ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე”
ვიბრატორები
ფერომონები ქალების მოსაზიდად
ფერომონები მამაკაცების მოსაზიდად
სექსუალობის სხვა გამაძლიერებლები
სექსის გამახანგრძლივებელი კრემები
კრემები მასტურბაციისათვის
აღმგზნები საშუალებები
სექსის ამაღგზნებელი წყვილისათვის
სექსის გამახანგრძლივებელი სპრეი
მამაკაცის პოტენცია და ალკოჰოლი
ალკოჰოლური სასმელების მიღების პირველ ხანებში, მამაკაცი გრძნობს მდგრად ერექციას, მომდევნო პერიოდში კი ვითარება საპირისპიროდ იცვლება. ალკოჰოლის შემცველი სასმელები იწვევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნეირომედიატორების აქტიურობას. ოპიატები, დოფამინი და სეროტონინი, მიეკუთვნება ერექციის ცენტრალურ მედიატორებს. ალკოჰოლის მიღების შემდეგ ყველა საბაზისო რეაქციები ითრგუნება. სპირტული სასმელების სისტემატური მოხმარება, იწვევს ერექციის წარმოქმნაში მონაწილე რეცეპტორების გამოფიტვას, ხოლო საპირისპირო რეცეპტორები აგრძელებენ მუშაობას. როცა თავის ტვინზე ერთი და იგივე მოქმედება მუდმივია, ტვინი ეგუება მას, შესაბამისად რეცეპტორების მგრძნობელობა კლებულობს. ალკოჰოლი მიეკუთვნება იმ ნაერთების რიცხვს, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს პოტენციაზე.
მამაკაცის პოტენციაზე უარყოფითად მოქმედი სხვა ფაქტორები
მამაკაცებში სასქესო ორგანოების გამართული ფუნქციონირება, მისი ჯანმრთელობის ინდიკატორია. მათ ფუნქციაზე მოქმედებს სისხლძარღვოვანი სისტემის, ენდოკრინული ორგანოების, ნერვული სისტემის მდგომარეობა. პოტენცია ეფუძნება ორ ძირითად შემადგენელს: ლიბიდოს და ერექციას.
ლიბიდოზე ანუ სექსუალურ გატაცებაზე, გავლენას ახდენს ტესტოსტერონის დონე და ფსიქოემოციური მდგომარეობა. ერექციაზე დიდ გავლენას ახდენს ისეთი დაავადებები, როგორიც არის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი (ვითარდება ასაკთან ერთად, ცხიმოვანი საკვების ჭარბად მიღებისას; მავნე ჩვევების, გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამო), ინფექციებით გამოწვეული ანთებები: ურეაპლაზმოზი, ქლამიდიოზი, გონორეის აღძვრელი და ა.შ.
- ნიკოტინი. თამბაქოს მოწევის მოქმედება გარკვეული დროის გავლის შემდეგ იჩენს თავს. ნიკოტინის შემადგენლობაში შემავალი ნაერთები გროვდება ორგანოებსა და ქსოვილებში. თუ მამაკაცმა მოწევა დაიწყო ახალგაზრდა ასაკიდან, 30-40 წლის ასაკში ის უკვე უჩივის პოტენციის დაქვეითებას. თუ მამაკაცი დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევა, ასაკის მატებასთან ერთად იმპოტენციის რისკი 60%-ით იზრდება, ხოლო ფერტილობის უნარი 75%-ით ქვეითდება. ნიკოტინის გავლენით ვიწროვდება სისხლძარღვები, მათ შორის ისინიც, რომლებიც სისხლით ამარაგებს სასქესო ორგანოებს. პარალელურად მატულობს წნევა, სისხლძარღვების დაცობა. ამ შემთხვევაში ასოს მღვიმოვანი სხეულის სისხლით სრულფასოვანი მომარაგება წყდება და ერექციაც ქვეითდება.
- ჰიპოდინამია – დაბალი ფიზიკური აქტიურობა. თუ ადამიანი ყოველდღიურად არ განიცდის საჭირო ფიზიკურ დატვირთვას, ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, კუნთები, გული, სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის ორგანოები.
- კვება. ცხიმოვანი საკვების ჭარბად გამოყენება, ორგანიზმში ზრდის ქოლესტერინის რაოდენობას და ვითარდება ათეროსკლეროზი. ათეროსკლეროზული ფოლაქები ილექება სისხლძარღვების კედლებზე და აფერხებს სისხლის ნაკადის მოძრაობას. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით 50 წლის შემდეგ მამაკაცების ერექციული ფუნქციის დარღვევის 50% გამოწვეულია ათეროსკლეროზით.
- არსებობს პრეპარატები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე. მათი მიღება როგორც ბაზისური თერაპია მიმდინარეობს ხანგრძლივად. უპირველესად მათ მიეკუთვნება ანტიდეპრესანტები, ტრანქვილიზატორები, დიურეტიკები, β-ადრენობლოკატორები.
- ქრონიკული დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია. შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირებიდან პირველ 10 წელიწადში ყველა მამაკაცში ქვეითდება ერექციული ფუნქცია, რადგან ამ პათოლოგიის ძირითადი სამიზნე ორგანო არის სისხლძარღვები.
მამაკაცის პოტენციაზე დადებითად მოქმედი ფაქტორები
- ტესტოსტერონის დონე განსაზღვრავს პოტენციას. საყვარელი ქალის გარეგნობა აისახება მამაკაცის ერექციაზე. ჰორმონის გამოყოფაზე უარყოფითად მოქმედებს სტრესი;
- ძილს შეუძლია პოტენციის ამაღლება. ვინაიდან ორგანიზმი ზოგადად ისვენებს, ძილის დროს გამოუშავდება ჰორმონები: ტესტოსტერონი, მელატონინი. მათი მაქსიმალური კონცენტრაცია შეინიშნება დილით. ამიტომ დილის ერექციის არსებობა, მამაკაცის ჯანმრთელობის მაჩვენებელია;
- ფიზიკური მოძრაობა. უმოძრაობის ყოველ 3 საათს უნდა მოსდევდეს აქტიური მოძრაობის 20 წუთი.
- სრულფასოვანი კვება. რაციონში აუცილებელია მწვანილი, გოგრა და მისი თესლები, კენკროვანები, ხილი, კაკალი, ზღვის პროდუქტები და სხვა.
რეპროდუქციული ასაკში მყოფი მამაკაცისათვის მნიშვნელოვანია სპერმის ხარისხი და რაოდენობა. მისი გაუმჯობესება შეიძლება ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით, ვიტამინებით, მინერალებით. ასევე ინიშნება: მასაჟები, აბაზანები, სპეციალური ვარჯიშები.
ერექციის დაქვეითება განაჩენი არ არის. სადღეისოდ მისი აღდგენის მრავალი საშუალება არსებობს, თუმცა ადამიანიც უნდა დაეხმაროს საკუთარ თავს, რაც უპირველეს ყოვლისა გამოიხატება, თამბაქოს მოწევის და ალკოჰოლური სასმელებისგან თავის შეკავებაში. წყარო: http://kamatab.ru/kblog/chto-vliyaet-na-potentsiyu/
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“