ფრიგიდულობა ქალებში

მზადდება სოციოლოგიური გამოკითხვების გვერდი. ტექსტობრივი მასალა ეკუთვნის geosexmd.com. აქ დევს ეკრანზე სადემოსტრაციოდ. სოციოლოგებთან მუშაობისა და გამოკითხვების მომზადების შემდეგ წაიშლება. თემით დაინტერესებულ პირებს, ვურჩევთ  გაეცნონ საიტს geosexmd.com

სექსუალური სურვილი ცხოვრების განმავლობაში ხან ძლიერი აქვს ადამიანს, ხან შედარებით სუსტი. შეიძლება იყოს ეტაპი, როცა ადამიანს საერთოდ არა აქვს სექსუალური სურვილები. ქალებში განსაკუთრებით კარგად არის ეს გამოხატული, რადგან ქალის ცხოვრების ბევრი მოვლენა და ფიზიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის სექსუალურ სურვილებზე.

მაგალითისთვის გამოდგება ოსრულობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი. ეს მოვლენები იმდენად დიდ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს ახდენს ქალის ორგანიზმში, რომ სექსის სურვილის გაქრობა ამ ეტაპისთვის ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება. პარტნიორი ამ დროს უნდა იყოს განსაკუთრებით მომთმენი, ქალს კი უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ ეს პრობლემა მალე მოაგვაროს.

► შეგახსენებთ! თუკი ,,ამაზონზე” გსურთ რაიმე საქონლის შეძენა, ჩვენი საიტიდან ….შესვლის შემთხვევაში მიიღებთ ფილტრირებულ ინფორმაციას აქციებისა და ….ფასდაკლებების გათვალისწინებით.

გარდა იმისა, რომ სურვილია საჭიროა, საჭიროა დრო და ადგილი, სადაც წყვილი განმარტოვდება.
ჰორმონალური ცვლილებები მენოპაუზის დროს, საშვილოსნოს ექსტრიპაციის დროს, საკვეცხეების ამოკვეთისას განაპირობებს სექსუალური სურვილის გაქრობას. ამ დროს  ხდება ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია და მდგომარეობის გამოსწორება.
სხვა საკითხია, როცა სექსუალური სურვილის გაქრობა უკავშირდება ფსიქოლოგიურ მომენტებს (ოჯახური პრობლემები, პარტნიორის მხრიდან იმედგაცრუება და ა.შ). ქალების ნაწილს უბრალოდ არ იზიდავს სექსუალური პარტნიორი, არ მოსწონს მასთან სექსი, ვერ იღებს სიამოვნებას, ვერ განიცდის ორგაზმს. შესაბამისად, მას არა აქვს სექსის სურვილი.
სექსუალური სურვილის არ ქონა ხშირად უკავშირდება გადატანილ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმებს. ამ დროს ძველი მოგონებებისა და უარყოფითი ემოციების გამო ქალებს აქვთ სექსის შიში, სექსის სიძულვილი, სქესობრივი სიცივე. მკურნალობა არის სექს-თერაპიები – შეგრძნებებზე ფოკუსირება
თუმცა ფსიქოლოგიური ტრავმის (მაგ, გაუპატიურების შემდგომი) ფრიგიდულობა ძნელად ემორჩილება მკურნალობას.
ვაგინალური სეკრეტის უკმარისობა ხშირად ქალის ნაკლებად აგზნების ნიშანია, რაც უნდა მოგვარდეს გახანგრძლივებული პრელუდიით. თუმცა არის შემთხვევები, როცა საშოს სიმშრალე განპირობებულია მენსტრუალური ციკლის რაღაც პერიოდით, ან სულაც მენოპაუზით. ამ დროს საჭიროა ლუბრიკანტის გამოყენება.
ვაგინიზმი სერიოზული პრობლემაა, ამიტომაც ქალებს რომლებსაც აქვთ პენისის შიში, ლოგიკურია არ უჩნდებათ სექსის სურვილი, რომ თავი აარიდონ ტკივილს. ანორზამიის მკურნალობა მოიცავს ვარჯიშებს და ფსიქოთერაპიებს

გარდა ყველა ზემოთ ხსენებული მიზეზისა, არის კიდევ ანორგაზმია. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თუ ქალი ვერ განიცდის ორგაზმს და სექსის დროს ვერ იღებ სიამოვნებას, დროთა განმავლობაში მას უქრება სექსუალური სურვილები და აღარც უნდება სექსი. მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპიებს, მასტურბაციით ორგაზმის მიღწევას, სექს-თარეპიებს.

გადასვლა >>> ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>