✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე” >>
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები მამაკაცებისათვის
ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
მამაკაცის ინტიმური ჰიგიენა
შარდი სტერილური სითხეა, ძირითადად მკვეთრი, უსიამოვნო სუნის გარეშე. როცა შარდი საცვალზე ხვდება, საზარდულის მიდამოს სითბო იწვევს ბაქტერიების გამრავლებას და უკვე ამის შემდეგ წარმოიქმნება ცუდი სუნი. ამიტომ მოშარდვის შემდეგ რეკომენდებულია პენისის თავის თბილი წყლით მობანა და კარგად გამშრალება, ან სველი ჰიგიენური (!) ხელსაწმენდის გამოყენება. პენისის თავი შარდის წვეთებისგან აუცილებლად უნდა გასუფთავდეს.
საცვალი
ქვედა საცვალის არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ საცვალი უნდა იყოს მსუბუქი ქსოვილისგან, რეკომენდირებულია კოტონი (ბამბა). დაუშვებელია სინთეტიკური მასალისგან შეკერილი საცვალი. პუდრების გამოყენება არ არის სასურველი, რადგან ის სისველეს იწოვს და ფორებს ახშობს, ამას კი მოჰყვება გაწითლება, არასასიამოვნო ქავილი, წვა და გამონაყარი. ქვედა საცვალის ზომაც ზუსტად უნდა იყოს არჩეული, დაუშვებელია პატარა ზომის საცვალის ხმარება.
სმეგმა
პენისზე ჩუჩის ქვეშ გროვდება სმეგმა, რისი მოშორებაც აუცილებელია, რათა არ გამრავლდნენ ბაქტერიები და შესაბამისად არ წარმოიშვას უსიამოვნო სუნი. სუნის გარდა, დაუბანლეობის შემთხვევაში წარმოიქმნება ანთებითი პროცესები. შესაბამისად, პენისის დაბანა დღეში ერთხელ მაინც აუცილებელია.
დაბანის წინ, მამაკაცმა ხელები უნდა დაიბანოს, მაგრამ პირსახოცით არ გაიმშრალოს, რადგან პირსახოცზე ბაქტერიები საკმაო რაოდენობითაა.
წყალი უნდა იყოს თბილი, რათა სმეგმა კარგად ჩამობანოს, საპონი კი კრემების გარეშე. მთავარია საპონი აქაფდეს და ჭუჭყი ჩამობანოს, ასე რომ ბევრი საპონის გამოყენება საჭირო არაა.
ასევე, არ შეიძლება არომატიზირებული გელების გამოყენება, ისინი მხოლოდ სისუფთავის ეფექტს ქმნიან. ჯერ უნდა დაიბანოს პენისი, შემდეგ ირგვლის მიდამო და საზარდული. ბოლოს კი ჩუჩა უნდა გაიწიოს და პენისის თავი, ლაგამი, გვირგვინოვანი ღარი და ის მიდამო დაიბანოს, რაც გამოჩნდება. ბოლოს საპონი შედარებით გრილი წყალით უნდა ჩამოიბანოს.
სათესლეების ტემპერატურა მთლიანი სხეულის ტემპერატურაზე დაბალია და მათი ტემპერატურის ცვლილება არ შეიძლება, რადგან ეს არღვევს სპერმატოგონეზის პროცესს. ამიტომ ცხელი აბაზანას მიღება არაფრით არ შეიძლება, მით უმეტეს დიდი ხანი აბაზანაში წოლა. ამან შეიზლება 6-7 თვიანი უნაყოფობა გამოიწვიოს.
მამაკაცები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში სხედან, პერიოდულად უნდა წამოდგნენ და მსუბუქად გაავარჯიშონ მცირე მენჯის მიდამო. ეს აუცილებელია სათესლეების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სასურველია თავისუფალი საცვლების ტარება.
დეფეკაციის შემდეგ
დეფეკაციის შემდეგ ანუსი რბილი ტუალეტის ქაღალდით კარგად უნდა გაიწმინდოს, სათესლეებიდან ანუსის მიმართულებით. თუ არის შესაძლებლობა, ჯობია მისი გრილი წყლით დაბანა. და საერთოდ აუცილებელია პენისთან ერთად ანუსის, დღეში ერთხელ მაინც, დაბანვა.
ჭარბი თმიანი საფარველი
პენისის მიდამოში ჭარბი თმიანი საფარველი არ არის რეკომენდირებული! გაპარსვა, თუ არა და შემოკლება მაინც აუცილებელია. ჭარბი თმა იწოვს გამოყოფილ ოფლს, შარდს, ტემპერატურის მომატებისას კი ასეთი გარემო საუკეთესო პირობებითაა შექმნილი ბაქტერიებისთვის, რომლებიც თავიდან გამოიწვევენ უსიამოვნო სუნს, ქავილის და წვის შეგრძნებას, შემდეგში კი, როგორც ზევით იყო ნახსენები, გართულებებს.
სექსის შემდეგ
სექსამდე და მის შემდეგ შხაპი აუცილებელი ჰიგიენის ნორმაა. არ დაუჯეროთ ხშირად უაზრო რომანტიკულ ფილმებს, სადაც სექსის შემდეგ წყვილი ჩახუტებული იძინებს. რეალობაში ეს სოკოს და ანთებით რეაქციებს გამოიწვევს. სექსის მერე 15-20 წუთში უნდა მიიღოთ შხაპი, ან როგორც მინიმუმ მოიბანოთ სასქესო ორგანოები. სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა;
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“