პირველი ღამე

მზადდება სოციოლოგიური გამოკითხვების გვერდი. ტექსტობრივი მასალა ეკუთვნის geosexmd.com. აქ დევს ეკრანზე სადემოსტრაციოდ. სოციოლოგებთან მუშაობისა და გამოკითხვების მომზადების შემდეგ წაიშლება. თემით დაინტერესებულ პირებს, ვურჩევთ  გაეცნონ საიტს geosexmd.com

ქალიშვილობის დაკარგვის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მიღება შეიძლება ყველაგან. თუმცა ძალიან მწირია სამედიცინო ინფორმაცია ხალხში.
გოგონების დიდ ნაწილს აღელვებს საკითხი, როდის უნდა ჰქონდეთ პირველად სექსი. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ამ შეკითხვაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გასცემს ვერც ერთი გინეკოლოგი და სექსოლოგი. ყველაზე მთავარია, ქალმა იგრძნოს, როდის უნდა ამის გაკეთება. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის 13 წლის გოგონაზე, რომელსაც მეზობლის ბიჭისგან აქვს „შემოთავაზება“ – სრულწლოვანების მიღწევამდე არ ღირს პირველი აქტის დადგომა.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


სქესობრივი ცხოვრების ნაადრევ დაწყებას თან ახლავს ანთებითი პროცესები და რიგი დაავადებები, თუ არასასურველ ორსულებებს არ ჩავთვლით კონტრაცეფციის მეთოდების არ ცოდნის გამო.
რაც შეეხება ქალვიშილობის დაკარგვის მაქსიმალურ ასაკს, არც ამ საკითხზე არსებობს შეთანხმებული მოსაზრება. თუმცა ექიმების დიდი ნაწილი თანხმდება იმ ფაქტზე, რომ საქალწულე აპკი ასაკთან ერთად კარგავს ელასტიურობას და ხდება მეტწილად შემართებელქსოვილოვანი. მიუხედავად ამ ფაქტისა, ყველა ადამიანში ეს ყოველივე ინდივიდუალურია და არავინ იცის, რა ასაკში ვისთვის როგორი იქნება დეფლორაცია.
ბევრი გოგო ფიქრობს, რომ პირველი სექსისთვის გამოცდილი მამაკაცია აუცილებელი. არ არის მართებული ეს შეხედულება. ქალის დეფლორირება ყველა გამოუცდელ მამაკაცს შეუძლია და რაც შეეხება მასიურ საქალწულე აპკს, მასთან „გამკლავება“ უამრავ ქალთან ნამყოფ და ძალიან გამოცდილ მამაკაცსაც გაუჭირდება.
ძალიან ბევრი ქალი, რომელსაც უკვე დაწყებული აქვს სქესობრივი ცხოვრება, ყვება საშინელ ისტორიას, როგორი მტკივნეული და საშინელი იყო პირველი ღამე. პირველი სექსის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი წესი არის – დაივიწყეთ სხვების მონაყოლილი სულელური ისტორიები და ეცადეთ მოდუნდეთ. ეს აუცილებელია არა მხოლოდ ქალისთვის, არამედ მისი  ვაგინალური კუნთებისთვისაც, რომლებიც ნერვიულობის ნიადაგზე შეკუმშულები არიან და პირველი აქტის ნაკლებად მტკივნეულ წარმართვას უშლიან ხელს.
ტკივილის მინიმალიზაცია შესაძლებელია ქალის მოდუნებისა და მაქსიმალური აგზნების პირობებში. აგზნების დროს ქალს გამოეყოფა ვაგინალური სეკრეტი, გამჭვირვალე ლორწოვანი სითხე. ეს არ არის სიბინძურე და სააბაზანოში მის მოსაწმენდად გაქცევა არ არის საჭირო. ეს სეკრეტი საჭიროა, რომ გაადვილდეს პენისის საშოში მოხვედრა. თუ ქალს ნერვიულობის გამო ვერ გამოეყოფა, ან უმნიშვნელოდ გამოეყოფა საშოს სეკრეტი, საჭიროა ლუბრიკანტის გამოყენება.
ქალების დიდ ნაწილს აინტერესებს, სისხლი ბევრი იქნება თუ არა დეფლორაციის დროს. სისხლი ქალების 30% შეიძლება არც აღინიშნოს. რაც მეტად არის ქალი მოდუნებული და აგზნებული, მით ნაკლებია სისხლი და რაც მეტად დაძაბული და ანერვიულებულია ქალი, მით მეტ სისხლს დაკარგავს.
ინტერესის საგანია აგრეთვე, განიცდის თუ არა ქალი ორგაზმს პირველი სექსის დროს. ვაგინალური ორგაზმის მიღება ფაქტიურად შეუძლებელია პირველი სექსის დროს, მაგრამ ფრიქციებამდეც შეიძლება განიცადოს კლიტორული ორგაზმი.
სქესობრივი ცხოვრები პირველი წელი ანორგაზმია ფიზიოლოგიურია, მით უმეტეს იმ ქალებში, რომლებიც ქალიშილობაში არ მასტურბირებდნენ და არც განუცდიათ არასდროს ორგაზმი.
რაც შეეხება თავდაცვას პირველი აქტის დროს –  აუცილებელია. არ არის გოგოგნას პირველი აქტის დროსვე დაორულება, თუკი მენსტრუალური ციკლის შესაბამისი პერიოდი აქვს.

გადასვლა >>> ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”