კლიტორი – ანატომია, ფიზიოლოგია

სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე”
ანალური სექს-სათამაშოები
ფალოიმიტატორები
მასტურბატორები და თოჯინები
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის
პენისის რგოლები
პომპები და გამაფართოებლები
ვიბრატორები

კლიტორი – ლათ. Clitorido (ვუღუტუნებ), ბერძ. Cleiein(დახურვა) – კენტი სასქესო ორგანო და ქალის ორგანიზმის ყველაზე ეროგენული ზონაა, მამაკაცის პენისის ანალოგი, მაგრამ მამაკაცის სასქესო ასოსგან გასნხვავებით შარდსადენ მილს არ მოიცავს. მდებარეობს დიდი სასირცხვო ბაგეების შესართავთან, ამობრუნებული ლათინური Y-ს ფორმა აქვს. კლიტორი შედგება თავის-ლათ. glans clitoridis , ორი კავერნული სხეულისა -ლათ. corpus clito­­­­ridis , და ორი ფეხისგან – ლათ.  crura clitoridis . სექსის დროს ის სიამოვნების ძირითად წყაროს წარმოადგენს.
კოიტუსის გარდა კლიტორის სტიმულაციითაც შეიძლება ორგაზმის მიღწევა. კლიტორი შეიცავს მრავლობით ნერვულ დაბოლოებებსა და სისხლძარღვებს: სისხლით მარაგდება კლიტორის უკანა და კლიტორის ღრმა არტერიებით. ვენური უკუდინება – კლიტორის ღრმა დორსალური და ზედაპირული დორსალური ვენები. ინერვირებულია კლიტორის დორსალური ნერვით.

ისტორიული რაკურსი:

კლიტორს აღწერდნენ მრავალობითი ტერმინოლოგიით. ჰიპოკრატე იყენებდა ტერმინს columellaპატარა კოლონა. ძველი რომაელები ხმარობდნენ ერთობ მიუღებელ სიტყვას –  landica ს, ამიტომ ეს სიტყვა არც ერთ ხელნაწერში არ არის, გარდა Priapeia 79სა, სადაც გამოყენებულია ტერმინი – misella landica – საწყალი პატარა კლიტორი. Tentigoდაჭიმულობა-ს იყენებდა არაბი მედიკოსი აბულკასისი. რეალდო კოლომბომ გამოიყენა ტერმინი – amoris dulcedo სიყვარულის სიტკბოება. შუასაუკუნოვანმა მოღვაწემ ალბერტ მაგნუსმა ხაზი გაუსვა მდედრობითი და მამრობითი ორგანიზმის სტრუქტურათა სხვაობას და ორივე სქესის გენიტალიების აღსანიშნად გამოიყენა ტერმინი – virgaბერძნული სიტყვა κλειτορίς შესაძლოა აღნიშნავდეს „პატარა მთას“ ან „ღუტუნს“. ლინგვისტმა კოენმა თავის წიგნში სიტყვა „კლიტორის“ წარმომავლობის კვლევას მთელი თავი დაუთმო, თუმცა რაიმე კონკრეტულ დასკვნამდე ვერ მივიდა. დე გრააფის წყალობით კი ტერმინი კლიტორი 17-ე საუკუნიდან გახდა საერთაშორისო.

აღმოჩენები

XVI საუკუნის იტალიელმა ანატომმა რეალდო კოლომბომ აღმოაჩინა კლიტორი. გამოსცა წიგნი (19559 წ-ს)  –De anatomica და მასში აღწერა „ქალის სიამოვნების ადგილი“ და თავი მის აღმომჩენად გამოაცხადა. იგი საკუთარ წიგნში წერდა: „ვინაიდან ჯერ არავის აღუწერია ეს წარმონაქმნი და მისი ფუნქციები, და თუკი ნებადართულია სახელი შევურჩიო ჩემს მიერ აღმოჩენილ ორგანოს, მაშინ მას ვენერას სიყვარული, ან ვენერას სიტკბოება უნდა დაერქვს…“ მან აღწერა ეთიოპიელი ქალი, რომელსაც ვიწრო საშოს შესავალი ჰქონდა, კლიტორი კი დიდი და განიერი.

კოლომბოს მოსწავლე და მეგობარი – ანდრეას ვეზალი ფიქრობდა, რომ ქალის გენიტალური ორგანოები მამაკაცის ორგანოთა სიმეტრიული ანალოგი იყო და ამიტომ იტალიელ ანატომთან შემდგომში ცუდ ურთიერთობაში იყო. ამ თეორიის თანახმად, საშო პენისის ანალოგი იყო, კლიტორის შესაბამისი ანალოგი კი მამაკაცს არ ჰქონდა. მისი აზრით კლიტორი მხოლოდ ჰერმაფროდიტებს ჰქონდათ.

გაბრიელე ფალოპიომ გააპროტესტა კოლომბოს, თავისი მასწავლებელის პირველობა კლიტორის აღმოჩენაში და 1561 წელს გამოსცა ნაშრომი –Observations anatomicae–  სადაც საკუთარი თავი გახადა აღმოჩენად.

განცხადება, რომ კლიტორი ჯერ კიდევ მე-2 საუკუნეში იყო აღმოჩენილი, უარყოფდა ორივე აღმომჩენს და ეს განაცხადა კასპარ ბარტოლინმა.

ინკები XV-XVI

ინკები თვლიდნენ, რომ კლიტორი ქალის მამაკაცური საწყისი იყო და ამიტომ მის შემოჭრას ახდენდნენ. ეს ოპერაცია ტარდებოდა ინკების იმპერიაში, მის დედაქალაქ კუსკოში, სადაც იყო ტაძარი ამარუკანჩა. (პირველი ქირურგიული ოპერაციები ტარდებოდა ინკების იმპერიაში).

კლიტორის ზომები

კლიტორის ზომები ინდივიდუალურია. კლიტორის თავის საერთო სიგრძე მერყეობს და 4-5 მმ-დან 1 სმ-მდეა. დიამეტრი 2 მმ-დან 20 მმ-მდეა. და მთლიანი სიგრძე კი 8 სმ-დან 20 სმ-მდეა. მისი ზომები არანაირად არ არის კავშირში სექსუალურ აგზნებასთან.

ანატომია

კლიტორი ქალის სასქესო ორგანოებში ასეა განლაგებული :

  1. კლიტორის ჩუჩა;
  2. კლიტორის თავი;
  3. ურეტრა;
  4. ვულვის კარიბჭე;
  5. მცირე სასირცხვო ბაგეები;
  6. საშოს შესავალი;
  7. დიდი სასირცხვო ბაგეები;
  8. შორისი.

კლიტორი ორი კავერნოზული სხეულის, თავის, ფეხებისა და ბოლქვებისაგან, შედგება. კლიტორის სხეულის კავერნოზულ ნახევრებს გარს ეკვრის ბოჭკოვანი მემბრანა, რომელსაც ემაგრება გლუვკუნთოვანი და ელასტიური ბოჭკოები. ურეტრის ზემოთ კავერნოზული სხეულები ორ ფეხად იყოფიან, მერე შარდსადენს და ვაგინას შემოუვლიან და ბოლქვებით სრულდებიან. იქმნება კლიტორუ-ურეტრო-ვაგინალური კომპლექსი. კლიტორის სხეული უკავშირდება ბოქვენ-ლაგამის ტოტებს ფუძით, კლიტორის თავსა და კავერნოზული სხეულების შიგნით იქმნება ნერვული დაბოლოებების კომპლექსი როცა კლიტორის ფეხები უმაგრდებიან მცირე ზომის ლაგამ-კავერნოზულ კუნთებს.

როგორც უკვე ვახსენეთ, ქალის ორგანიზმში ყველაზე მგრძნობიარე ნაწილი კლიტორია. ზოგიერთი ქალს კლიტორი იმდენად მგრძნობიარე აქვს, რომ მისი პირდაპირი სტიმულირება (მასტურბაცია ან კუნილინგუსი) უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. კლიტორის თავი დაფარულია კანის ნაოჭით- კლიტორის ჩუჩით. მშვიდ მდგომარეობაში თავის არ ჩანს, ან კიდევ მისი პატარა ნაწილი ცანს. სქესობრივი აგზნების დროს კი თავი გამოდის წინ კლიტორის აგზნების გამო.
კლიტორის ლაგამი არის კანის ნაოჭი, რომელიც მცირე სასირცხვო ბაგეების წინა ბოლოებთან მდებარეობს.
კლიტორის ჩუჩა გარეგანი დათვალიერებით კარგად ჩანს, მაგრამ ზოგ ქალს იმდენად დიდი სასირცხვო ბაგეები აქვს რომ იგი არ ჩანს. ინტიმური პირსინგის ძირითად ადგილსაც კლიტორის ჩუჩა წარმოადგენს.

კლიტორი სექსის დროს

ქალებისთვის მთავარი ეროგენული ზონა კლიტორია. კოიტუსის დროს პირდაპირი ზემოქმედება მამაკაცის სასქესო ასოთი არ ხდება. მისი სტიმულირება სასირცხვო ბაგეების დაჭიმვიტ და მოძრაობით ხდება. კლიტორის აგზნებას გამოხატავს სეკრეტორული სითხის არსებობა. ეს სეკრეტი ქალის სასქესო ორგანოებიდან გამოიყოფა აგზნების დროს. ორგაზმამდე კლიტორი მცირდება ზომაში, რაც მას იცავს შემდგომი სტიმულირებისგან. სხვა თეორიის თანახმად ის იმიტომ მცირდება, რომ ძალიან მგრძნობიარეა და სექსის შემდგომ მასზე ნებისმიერი ზემოქმედება დისკომფორტს გამოიწვევს. ორგაზმის შემდეგ, 5-10 წამის შემდეგ კლიტორი თავის ზომას უბრუნდება.
სქესობრივი აგზნების დროს ზოგიერთ ქალს კლიტორის ზომა არც ეცვლება, მაგრამ ზოგის კლიტორი კი 2-ჯერ იმატებს ზომაში. და მამაკაცის სასქესო ასოს სწრაფი აგზნებისგან განსხვავებით, კლიტორი სტიმულაციით 20-30 წამის შემდეგ იგზნება. სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა


webკლიტორი ანატომია ფიზიოლოგია
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“