✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე” >>
ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექსუალური კომპლექსები არამარტო ქალებს, არამედ მამაკაცებსაც აქვთ. ესენია:
დონ-ჟუანიზმი
მამაკაცი ცდილობს დაიპყროს რაც შეიძლება მეტი ქალი. მისთვი სიამოვნებაა მოხიბვლის პროცესი და ქალის კეთილგანწყობის მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა მამაკაცი ინტერესს კარგავს. განმეორებითი კავშირი არ ახასიათებს. ქალების შიში, ჰომოსექსუალური ლტოლვა, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა და საკუთარი მასკულინობის განმტკიცება უდევს, ფსიქოლოგების აზრით, ამ კომპლექსის წარმოქმნას.
ლეონტის კომპლექსი
გამუდმებული უსაფუძვლო ეჭვიანობა, ეჭვის შეტანა მამობაშიც კი. კომპლექსი ან ფსიქიკური დაავადების ნიშანია, ან კიდევ პატრიარქალური კულტურის გამოძახილი.
მაჩოს კომპლექსი
მამაკაცი მუდმივად საჭიროებს თავისი მამაკაცური თვისებების მტკიცებას და ამისთვის ხშირად მიმართავს აგრესიას სექსის დროს, იყენებს მეძავებს, ან კიდევ ჰომოსექსუალურ ძალადობას. ერთი მხრივ უნდა ასექსუალური მორჩილი ქალი დედისა და ცოლის სახით, მეორე მხრივ, ხელმისაწვდომი, გამოცდილი ქალი, რომელიც დაოსტატებული იქნება სექსუალურ ტექნიკებში.
ორესტის კომპლექსი
ასეთი კაცი ერთის მხრივ ეძებს კეთილ და ერთგულ ქალს, ოჯახური კავშირის შესაქმნელად. მეორეს მხრივ კი ისეთ ქალს, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი და დაუკმაყოფილებს მას სექსუალურ ლტოლვას და მოთხოვნილებებს. ორესტი ძველბერძენი პერსონაჟია, აგამენონისა და კლიტემნესტრას შვილი, რომელმაც მოკლა დედა და მისი საყვარელი და ამით იძია შური მამის მკვლელობისთვის.
ოტელოს კომპლექსი
პათოლოგიური ეჭვაინობა, ბოდვებშიც კი. ხშირად ალკოჰოლის ზემოქმედების დროს ჩნდება ეს ეჭვიანობის ბოდვა. ასეთი კაცები არამარტო საყვარელ ქალს აკრგავენ, არამედ საზოგადოების დაცინვის საგანიც კი ხდებიან.
დონ კიხოტის კომპლექსი
მამაკაცი ამ კომპლექსით თავს მოგზაურ მხედრად წარმოიდგენს, რომელსაც იდეალიზირებული შეყვარებული ქალი ჰყავს. დამახასიათებელია ინფანტილური ტიპის მამაკაცებისათვის. ასეთი კაცები გამოფხიზლდებიან მაშინ, როდესაც დაინახავენ უზარმაზარ სხვაობას რეალურ ქალსა და იდეალურ ქალს შორის. იწოდა მ.სერვანტესის დონ კიხოტის პატივსაცემად. ამ კომპლექსის ანალოგი ქალებში ალისას კომპლექსია.
ოიდიპოსის კომპლექსი
ვლინდება ვაჟსი ლტოლვით დედის მიმართ და მტრული განწყობით მამის მიმართ. ფროიდის თეორიის თანახმად კომპლექსი ადამიანის ფსიქოსოციალური განვითარების ეტაპია და ზემოაღწერილის თანახმად ვლინდება.
კვაზიმოდოს კომპლექსი
საკუთარი გარეგნობით მუდმივი უკმაყოფილება, მტკიცება იმის, რომ ის არამიმზიდველი ზუსტად გარეგონობის გამოა. ერთ-ერთის ფორმაა არასრულყოფილების კომპლექსის.
პატარა პენისის კომპლექსი
ამ კომპლექსის ფესვები საძებნია ბავშვობაში, რადგან ბავშვი ხედავს, რომ მისი პენისი მამის ან მასზე უფროსი ბიჭების პენისზე პატარაა და ამ გარემოებას აფიქსირებს. ზრდასრულს კი აწუხებს თავისი პენისის სიმცირე. ასეთ მამაკაცების ქალთან ურთიერთობა კრახით მთავრდება. სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა;
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“