ზონდით გამოკვლევა

ზონდით გამოკვლევა სწორი ნაწლავის ფისტულების ტოპოგრაფიის თავისებურებების შესასწავლად გამოიყენება.
ამ მიზნით გამოიყენება მომრგვალებულ ბოლოიანი მეტალის ზონდი. ფისტულის არსებობისას, ზონდით გამოკვლევა — აუცილებელი პროცედურაა. ფისტულების შორისის კანზე არსებობისას, ზონდირება მიზანშეწონილია გინეკოლოგიურ სავარძელზე, ავადმყოფის ზურგზე წოლით მდგომარეობაში ჩატარდეს.

proq

პროცედურის მსვლელობა

ფისტულის გარეთა ხვრელიდან ზონდი შეყავთ ფისტულის არხში. ზონდი, სიფრთხილის დაცვით და ძალდატენების გარეშე, ფისტუილს არხში ისეთ სიღრმეზე შეჰყავთ, რამდენის საშუალებასაც იძლევა. პაციენტისთვის ზონდით გამოკვლევა ხშირად მტკივნეული პროცედურაა.
ზონდირებისას ღებულობენ შემდეგ ინფორმაციას: როგორია ფისტულის არხის მიმართულება, ნაწლავის კედელთან მიმართებაში, ფისტულის სიგრძე, ფისტულის არხის დაკლაკნილობის და ღრუების არსებობა, ზონდის ნაწლავის სანათურში მოხვედრის დონე.
ფისტულის არხსა და სწორი ნაწლავის სანათურს შორის კავშირის აღმოჩენა — მნიშვნელოვანი ფაქტია. ქრონიკული პარაპროქტიტის მთავარი მახასიათებელია ასეთი კავშირის აღმოჩენა ანალური არხის ზონაში.
ფისტულის არხსა და სწორი ნაწლავის სანათურს შორის კავშირის არ არსებობის შემთხვევაში, პროქტოლოგის  წინაშე კიდევ დამატებითი დიაგნოსტიკური ამოცანები დგება.
სწორი ნაწლავის ფისტულების მკურნალობისთვის, ფისტულის არხსა და სფინქტერის კუნთებს შორის ტოპოგრაფო-ანატომიური კავშირის განსაზღვრას, პრინციპიალური მნიშვნელობა აქვს. რაც ზონდით და თითით გასინჯვის მეშვეობით ხორციელდება.

ზონდით და თითით გამოკვლევა

ზონდით და თითით გამოკვლევის არსი, ფისტულის არხში შეყვანილ ზონდსა და ანალურ არხში შეყვანილ თითს  შორის, ქსოვილების სისქის განსაზღვრაში მდგომარეობს.
რაც უფრო სქელია ქსოვილების ფენა, მით მეტი მონაცემები მიუთითებს რომ ფისტულა არის რთული, და პირიქით, თუ  ზონდის ზევით ქსოვილების სისქე, უკანა ტანის დისტალური ნახევრის დონეზე, არ არის 1 სმ ზე მეტი, შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ მარტივი  ფისტულის არსებობაში.

გადასვლა >>კოლოპროქტოლოგია


ზონდით გამოკვლევაFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

❗️ სწორი ნაწლავის ფისტულის არსებობისას, მისი ტოპოგრაფიის თავისებურებების შესასწავლად აუცილებელი პროცედურაა ზონდით გამოკვლევა
🪑 ფისტულების შორისის კანზე არსებობისას, ზონდირება მიზანშეწონილია გინეკოლოგიურ სავარძელზე, ავადმყოფის ზურგზე წოლით მდგომარეობაში ჩატარდეს

🔎 ზონდირებისას ღებულობენ შემდეგ ინფორმაციას:
✅ როგორია ფისტულის არხის მიმართულება ნაწლავის კედელთან მიმართებაში;
✅ ფისტულის სიგრძე;
✅ ფისტულის არხის დაკლაკნილობის და ღრუების არსებობა;
✅ ზონდის ნაწლავის სანათურში მოხვედრის დონე
🔗 ამ პროცედურის დროს მნიშვნელოვანია ფისტულის არხსა და სწორი ნაწლავის სანათურს შორის კავშირის აღმოჩენა, რაც ქრონიკული პარაპროქტიტის მთავარი მახასიათებელია
➿ ფისტულის არხსა და სწორი ნაწლავის სანათურს შორის კავშირის არ არსებობის შემთხვევაში, პროქტოლოგის წინაშე კიდევ დამატებითი დიაგნოსტიკური ამოცანები დგება
👉შეიტყვეთ მეტი ამ პროცედურაზე სტატიიდან –
#პროქტოლოგია #პროქტოლოგიურიგამოკვლევა #პროქტოლოგიურიპროცედურები #ზონდითგამოკველვა #თითითგამოკვლევა #სწორინაწლავისფისტულა #რექტალრიფისტულა #რექტალურიფისტულისნიშნები #რექტალურიფისტულისსიმპტომები #რექტალურიტკივილი #ტკივილიჯდომისას #სისხლიანიგანავალი #რექტალურიგამონადენი #ცხელება #ყაბზობა #შეკრულობა #ლალიდათეშძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10