სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევა

სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევა ძველი, ნაცადი და მნიშვნელოვანი მეთოდია. მხოლოდ ამგვარი გამოკვლევის შემდეგ შესაძლებელი ხდება შეირჩეს და დაინიშნოს სხვა გამოკვლევები.

გამოკვლევის ჩვენებები

პალპაცია ტარდება სწორი ნაწლავიდან. გამოკვლევის მიზნებია:


proq

  • ანალური არხის ქსოვილების და ყითას სფინქტერის რეფლექსური ფუნქციის შეფასება;
  • ენდოსკოპიური გამოკვლევისათვის სწორი ნაწლავის მომზადების ხარისხის განსაზღვრა;
  • სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მდგომარეობის შეფასება;
  • სწორი ნაწლავის გარშემო მდებარე ორგანოებისა და ქსოვილების მდგომარეობის შეფასება;
  • პათოლოგიური პროცესის გამოვლენა ან წინასწარი პროგნოზირება;
  • სწორი ნაწლავის შიგთავსის ხასიათის შეფასება;
  • ავადმყოფის სხეულის ოპტიმალური მდებარეობის განსაზღვრა მიზანმიმართული გამოკვლევის შესრულებისათვის.

ანალური არხის გამოკვლევა ხდება მისი თანმიმდევრული პალპაციით. პალპაციას უმეტესად  წყებენ უკანა ან წინა ნახევარრკალით.
პალპაციის ექიმი ცდილობს შეაფასოს  სწორი ნაწლავის ელასტიკურობა, ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნაკეცების ხასიათი, კედლის სხვადასხვა შრეებში არსებული ცვლილებები.
პათოლოგიური პროცესები  ყველაზე ხშირად ლოკალიზებულია ანალური არხის წინა და უკანა კედლებზე, ამიტომ მათ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.  ასევე – დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამპულური ნაწილის განსაზღვრას.


გამოკვლევის ჩატარების მეთოდიკა

გამოკვლევის პოზის შერჩევა. მთელი რგი ავადმყოფობები და პრობლემები შეიძლება მხოლოს გარკვეულ პოზაში გამოვლინდეს.  ამიტომ, გასინჯვის პოზის შერჩევას დიდი ყურადღება და გამოცდილება ჭირდება. რექტალური დიგიტალური გამოკვლევა ტარდება:

  • გვერდზე მწოლიარე
  • მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში მოხრილი ფეხებით
  • მუხლ-იდაყვის პოზაში
  • ზურგზე მწოლიარე (გინეკოლოგიურ მაგიდაზე)
  • მუხლის სახსრებში მოხრილი და მუცელთან მიტანილი ფეხებით
  • ჩაცუცქულ პოზაში
  • ზურგზე მწოლიარე და ა.შ.

გასინჯვის ოპტიმალური პოზის შერჩევა დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე, ექიმის გამოცდილებასა და ცოდნაზე.

დათვალიერება

დიგიტალურ რექტალურ გამოკვლევამდე ყიტას მიდამოს დეტალურად ათვალიერებენ. ამ დროს ხშირად ვლინდება შინაგანი ფისტულები, შიდა ჰემორაგიული კვანძების თრომბოზი,ყითას სფინქტერის არასრული დახურვა, სიმსივნური ქსოვილების გავრცელება, კანის მაცერაცია და სხვა.

ერთი თითით გამოკვლევა

იცვამენ  რეზინის ხელთათმანს. მარჯვენა  ხელის საჩვენებელ თითზე უხვად უსვამენ ვაზელინს  და ფრთხილად შედიან უკანა ხვრელში.
სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევა მარტივდება თუკი ავადმყოფი გაიჭინთება, ისე როგორც დეფეკაციისას.  თავდაპირველად,  თითის საფრჩხილე ფალანგის ხელის გულისმხრივი ზედაპირს რბილად ზეწოლით ამოძრავებენ   ნაწლავის კედლის ლორწოვანაზე ერთი ნახევარრკალის  სივრცეში.
შემდეგ,  თანმიმდევრობით იკვლევენ ნაწლავის სხვადასხვა მიდამოებს. სწორი ნაწლავის კედლის პალპაციით დეტალურ გამოკვლევას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ნეოპლაზიების აღმოსაჩენად.
კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ პაციენტის გასინჯვის პოზა არ არის შაბლონური, ეს დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე ექიმის გამოცდილებაზე და ცოდნაზე, რაც საშუალებას იძლევა აირჩეს რექტალური გამოკვლევის ოპტიმალური პირობები.

გამოკვლევა ორი თითით

გამოიყენება ყითას კუნთების, იშიორექტალური ბოჭკოების, კუპერის, ბართოლინის ჯირკვლების და რექტოვაგინალური გამყოფი ზონის დიგიტალური გამოკვლებისათვის.  ამ დროს ერთი თითი არის სწორ ნაწლავში ან ანალურ არხში და მეორე გარეთ. ორი თითით გამოკვლევისათვის, საუკეთესო პირობები იქმნება ავადმყოფის გინეკოლოგიურ მაგიდაზე, ზურგზე წოლის შემთხვევაში.

გამოკვლევა ორი ხელით

გამოიყენება სწორი ნაწლავის ავთვისებიანი გადაგვარების გამოსაკვლევად. დამატებით – ქალებში  ეს მეთოდი გამოიყენება რექტოვაგინალურ მიდამოში მდებარე სიმსივნისა და ანთებითი ინფილტრატის დიფერენციალური დიაგნოსტიკის მიზნით, ასევე გენიტალიებისა დ ა მცირე მენჯის ღრუს გამოსაკვლევად.


სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევა FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

👆 სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევა ძველი, ნაცადი და მნიშვნელოვანი მეთოდია. მხოლოდ ამგვარი გამოკვლევის შემდეგ შესაძლებელი ხდება შეირჩეს და დაინიშნოს სხვა გამოკვლევები
🔎 გამოკვლევის მიზნებია:

ანალური არხის ქსოვილების და ყითას სფინქტერის რეფლექსური ფუნქციის შეფასება;
✅ სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის მდგომარეობის შეფასება;
✅ სწორი ნაწლავის გარშემო მდებარე ორგანოებისა და ქსოვილების მდგომარეობის შეფასება;
✅ პათოლოგიური პროცესის გამოვლენა ან წინასწარი პროგნოზირება;
✅ სწორი ნაწლავის შიგთავსის ხასიათის შეფასება;
⭕️ გასინჯვის ოპტიმალური პოზის შერჩევა დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობაზე, ექიმის გამოცდილებასა და ცოდნაზე
👉 შეიტყვეთ მეტი პროცედურის შესახებ სტატიიდან –
#სწორინაწლავი #სწორინაწლავისგამოკვლევა #სწორინაწლავისგამოკვლევისმეთოდები #სწორინაწლავისგამოკვლევათითებით #სწორინაწლავისდათვალიერება #გამოკვლევაერთითითით #გამოკვლევაორითითით #გამოკვლევაორიხელით #სწორინაწლავისგამოკვლევისჩვენებები #სწორინაწლავისლორწოვანიგარსისანთება #პროსტატა #პროსტატიტი #პროქტოლოგია #პროქტოლოგიურიდაავადებები #პროქტოლოგიურიგამოკვლევები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გადასვლა >>> კოლოპროქტოლოგია


.