რექტოსკოპია (ლათ. Rectum — სწორი ნაწლავი, ბერძ. skopeo — ვუყურებ) — სწორი ნაწლავის ლორწოვანის ვიზუალური გამოკვლევის მეთოდი, რომელიც ხორციელდება სპეციალური ხელსაწყოს — რექტოსკოპის მეშვეობით.
რექტოსკოპი წარმოადგენს დრეკად მილს, ბოლოში ოკულატორითა და ელექტრონათურით. რექტოსკოპია, სწორი ნაწლავის ანალური ხვრელიდან 30-35 სმ სიღრმეში გამოკვლევის საშუალებას იძლევა.
რექტოსკოპიის ჩატარების ჩვენებები
რექტოსკოპია მიზანშეწონილია ჩატარდეს როგორც პროფილაქტიკური მიზნით, სწორი ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ასევე შემდეგი სიმპტომების არსებობისას:
1. ტკივილი უკანა ტანის მიდამოში
2. დეფეკაციის დარღვევა (ყაბზობა ან დიარეა)
3. ნაწლავური სისხლდენები
4. ანალური ხვრელიდან ჩირქოვანი ან ლორწოვანი გამონადენი
უკუჩვენებები
რექტოსკოპიის ჩატარების უკუჩვენებად ითვლება ისეთი სიტუაციები, როგორიცაა: უკანა ტანის მიდამოში ლოკალიზებული მწვავე ანთებითი პროცესი (მაგ. ჰემოროი, პარაპროქტიტი და ა.შ.), ანალური არხის სანათურის შევიწროვება (სიმსივნის არსებობისას), უკანა ტანის ტრავმული დაზიანებები (მაგ. ქიმიური ან თერმული დამწვრობა), ასევე ორგანიზმის მძიმე ზოგადი მდგომარეობა.
მომზადება რექტოსკოპიისთვის
რექტოსკოპიის ჩატარებისთვის აუცილებელია წინასწარ საგულდაგულოდ მომზადება. რექტოსკოპიის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე საჭიროა დიტების დაცვა — საკვებიდან უნდა გამოირიცხოს პურ-ფუნთუშეული, ბოსტნეული და ხილი, პარკოსნები.
პროცედურის ჩატარების წინა საღამოს, შეიძლება მხოლოდ ჩაის დალევა; საღამოს საჭიროა გამწმენდი ოყნის გაკეთება, რომელიც გამოკვლევის ჩატარებამდე 2 სთ ადრე ისევ უნდა განმეორდეს.
უშუალოდ პროცედურის ჩატარების წინ, ექიმი-პროქტოლოგი, ათვალიერებს უკანა ტანის მიდამოს და ატარებს სწორი ნაწლავის რექტალურ გასინჯვას, რაც ხელს უწყობს ისეთი პათოლოგიების დამატებით დიაგნოსტირებას როგორიცაა: ჰემოროი, პარაპროქტიტი, ანალური ეგზემა, დერმატიტი, კონდილომები ბასრბოლოიანი, სიმსივნე და სხვ.
რექტოსკოპიის პროცედურა
რექტოსკოპია ტარდება საწოლზე — პაციენტი მუხლ-იდაყვის მდებარეობაშია, ან გინეკოლოგიურ სავარძელზე – პაციენტი წევს. ანალური ხვრელის მიდამოში მკვეთრი ტკივილების დროს ატარებენ ადგილობრივ ანესთეზიას. ხელსაწყოს შეყვანა სწორ ნაწლავში ხდება ფრთხილად და ნელა, ამ დროს ნაწლავის სანათურს, უკეთესი ვიზუალიზაციის მიზნით, ჰაერით ბერავენ.
იმასთან ერთად, რომ რექტოსკოპია სხვადასხვა პათოლოგიის ვიზუალურად აღმოჩენის საშუალებას იძლევა, მისი საშუალებით ასევე შესაძლებელია ლორწოვანი გარსის ქსოვილის აღება ჰისტოლოგიური გამოკვლევისთვის (ბიოპსია), ან სხვადასხვა წარმონაქმნებზე ელექტროკოაგულაციიის განხორციელება — ანუ გარკვეულწილად ემსახურება ენდოსკოპიურ მკურნალობას.
რექტორომანოსკოპიის (რექტოსკოპიის) პროცედურის ჩატარება
რექტორომანოსკოპია (რექტოსკოპია) — სწორი ნაწლავისა და სიგმოიდური ნაწლავის ქვედა (დისტალური) ნაწილის, ენდოსკოპიური გამოკვლევის გაცილებით ზუსტი და საკმაოდ გავრცელებული მეთოდია. რექტორომანოსკოპია (რექტოსკოპია) ყოველი პროქტოლოგიური გამოკვლევის აუცილებელი ეტაპია. რექტორომანოსკოპია საშუალებას იძლევა შევაფასოთ ნაწლავების ზემოთ აღნიშნული ნაწილი, ანალური ხვრელიდან 20-35 სმ სიღრმეში.
რექტორომანოსკოპიის ჩასატარებლად ავადმყოფმა წელს ქვევით უნდა გაიხადოს და საწოლზე მარცხენა გვერდზე დაწვეს.
დასაწყისში ექიმი აწარმოებს რექტალურ გასინჯვას თითით. ხელსაწყოს გასანათებელი სისტემის მუშაობის შემოწმებისა და მის ტუბუსზე ლიდოკაინის გელის წასმის შემდეგ, ხელსაწყო შეყავთ უკანა ტანში, დაახლოებით 5სმ სიღრმეზე.
იღებენ ობტურატორს და შემდგომ რექტორომანოსკოპია მხოლოდ მხედველობის კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს. სანამ ტუბუსი ნაწლავის სანათურში გადაადგილდება, მასში გამუდმებით უშვებენ მცირე რაოდენობით ჰაერს.
პროცედურის ჩატარებისას პროქტოლოგი აფასებს ლორწოვანის ფერს, სისველეს, სიპრიალეს, რელიეფსა და ელასტიკურობას, ლორწოვანის ნაოჭებს, სისხლძარღვოვან სურათს, ნაწლავის ტონუსსა და მოძრაობით აქტივობას.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პათოლოგიური ცვლილებების ძებნას.
მომზადება რექტორომანოსკოპიისათვის
რექტორომანოსკოპიის ჩასატარებლად პაციენტმა უნდა დაცალოს მსხვილი ნაწლავი შიგთავსისგან.
პროცედურის წინა დღეს საჭიროა დაიცვას ნაკლებ შლაკებიანი დიეტა, საღამოს კი დაშვებულია მსუბუქი ვახშამი. დილით დასაშვებია მსუბუქი მსაუზმე.
პირველი გამწმენდი ოყნა, 1,5-2 ლ, სხეულის ტემპერატურის წყლით, სასურველია რექტორომანოსკოპიის წინა საღამოს გაკეთდეს, ხოლო პროცედურამდე 3-4 სთ ადრე კეთდება განმეორებითი გამწმენდი ოყნა.
ამ შემთხვევაში მოხერხებულია ესმარხის ტოლჩის გამოყენება.
თუ რექტორომანოსკოპია სწორადაა ჩატარებული, არანაირი გართულება არ უნდა იყოს; რექტორომანოსკოპია — უსაფრთხო პროცედურაა.
ბოლო დროს, რექტორომანოსკოპიას 40 წლის ზევით, პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ერთხელ იტარებენ, რაც სწორი ნაწლავის კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.
გადასვლა >>> კოლოპროქტოლოგია
რექტოსკოპია – FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
〽️ რექტოსკოპი წარმოადგენს დრეკად მილს, ბოლოში ოკულატორითა და ელექტრონათურით
📌 რექტოსკოპია მიზანშეწონილია ჩატარდეს როგორც პროფილაქტიკური მიზნით, სწორი ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად, ასევე შემდეგი სიმპტომების არსებობისას:
✔️ ტკივილი უკანა ტანის მიდამოში;
✔️ დეფეკაციის დარღვევა (ყაბზობა ან დიარეა);
✔️ ნაწლავური სისხლდენები;
✔️ ანალური ხვრელიდან ჩირქოვანი ან ლორწოვანი გამონადენი;
🚫 პროცედურის უკუჩვენებებია:
➡️ უკანა ტანის მიდამოში ლოკალიზებული მწვავე ანთებითი პროცესი (მაგ. ჰემოროი, პარაპროქტიტი);
➡️ ანალური არხის სანათურის შევიწროვება (სიმსივნის არსებობისას);
➡️ უკანა ტანის ტრავმული დაზიანებები (მაგ. ქიმიური ან თერმული დამწვრობა);
➡️ ორგანიზმის მძიმე ზოგადი მდგომარეობა
👉 გაიგეთ, როგორ უნდა მოემზადოთ რექტოსკოპიისთვის –
#რექტოსკოპია #რექტორომანოსკოპია #რაარისრექტოსკოპია #რექტოსკოპიისჩვენებები #რექტოსკოპიისუკუჩვენებები #მომზადებარექტოსკოპიისთვის #რექტოსკოპიისპროცედურა #პროქტოლოგია #კოლოპროქტოლოგია #სწორინაწლავისკვლევისმეთოდები #ყაბზობა #დიარეა #ჰემოროი #ბუასილი #პარაპროქტიტი #ნაწლავურისისხლდენა #ანალურიარხისშევიწროება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10